"მხოლოდ ის გადარჩება, ვინც თავად ისურვებს ამას..."
"მხოლოდ ის გადარჩება, ვინც თავად ისურვებს ამას..."
ისინი, ვისაც სამთავროში საოცრად ნაღვაწი ბერი გაბრიელი უნახავს, ირწმუნება, რომ მისმა ხმამ და ხელის შეხებამ სულ სხვა ადამიანებად აქცია. მამა გაბრიელის (ურგებაძე) სიცოცხლეც, აღსასრულიც და სასწაულებიც იმას მოწმობენ, რომ იგი ჭეშმარიტად უფლის რჩეული ჭურჭელი იყო და ღვთისგან ნაბოძებ უამრავ ნიჭს უდიდესი სიყვარულითა და სიმდაბლით ამსახურებდა ყოველ ადამიანს.

ზოგს კიდეც უნახავს, როგორ სწყდებოდა მამა გაბრიელი მიწას 50 სანტიმეტრით და ჰაერში ლივლივებდა, ან რა სიცხადით ჭვრეტდა სხვათა გულს ან გონებისმიერ აზრებს. მას არ სჭირდებოდა, ვინმესთვის რამე ეკითხა, ისეც ყველაფერი იცოდა. ღვთივსათნო ცხოვრებით ისე განამრავლა ზეცით ნაბოძები ღვთიური ტალანტები, რომ ჭაბუკობაშივე დიდი სიწმინდე მოიხვეჭა.

უკეთ რომ ელოცა, ეკლესია-მონასტრები ფეხით ჰქონდა მშიერს მოვლილი...

დედა პარასკევა: "ხშირად მიკითხავს: - მამაო, რა უცნაურია, როგორ იცვლებიან შენთან შეხვედრის შემდეგ ადამიანები-მეთქი. ის კი მპასუხობდა: უფალმა მომცა ძალა, რაც ადამიანის გონებაში ცუდია, ის გამოვიტანო და რაც სასუფევლისთვის არის საჭირო, ის შევიტანოო. იმდენად დიდი მადლი უბოძა გამჩენმა, რომ ადამიანის გონების შეცვლაც კი შეეძლო. იტყოდა ხოლმე, - ჩემი თავი ქრისტესთვის შემიწირავსო და ღვთისა და ადამიანების სიყვარულის გამო ყველაფერს იტანდა და თმობდა.

- თავის და სხვის ცოდვებს ხშირად დასტიროდა, მაგრამ ვინ წარმოიდგენს, რომ ადამიანს, რომელიც 12 წლიდან მოსდევდა უფალს, რაიმე მძიმე ცოდვა ჰქონდა.

ხშირად უთქვამს: ჩემი კელიის კართან რომ ადამიანი დგას, უკვე მისი წარსულიც ვიცი და მომავალიცო...

მისი ცხოვრებიდან უამრავი მადლი მინახავს და მხოლოდ მცირედს გიამბობთ: სულიწმინდის გარდამოსვლის დღე იდგა. დედები წირვაზე მიიჩქაროდნენ. მამა გაბრიელი შეუძლოდ იყო და იწვა. ასე ემართებოდა - თუ საქართველოს რაიმე დიდი განსაცდელი მოეწეოდა, უძლურებაში ჩავარდებოდა ხოლმე. როგორც ჩანს, ეს განსაცდელები მასზე პირდაპირ მოქმედებდა...

ერთხელ მამა გაბრიელის კელიიდან გამოვდიოდი, დედებმა რაღაც საქმეზე მიხმეს... გაბრიელ ბერის ძახილმა შემაჩერა... მივიხედე და რას ვხედავ: - მწოლიარე მამაო ისე ხტოდა, თითქოს მაღალი ძაბვის დენი შეუერთესო. ხტუნვა რომ შეწყვიტა, ლაპარაკი იწყო, ეს ხმა მამა გაბრიელისას სულაც არ ჰგავდა... იგი საქართველოს მომავალს წინასწარმეტყველებდა. მახსოვს გავიფიქრე, - რა კარგია, ეს რომ მესმის, წავალ და სხვებსაც მოვუყვები-მეთქი, მაგრამ ამის გაფიქრება და მოსმენილის გონებიდან წაშლა ერთი იყო... დამრჩა მხოლოდ იმის შეგრძნება, რომ ქართველ ერს ძალიან კარგი რამ ელოდა...

იგი სიმდაბლის საოცარი მაგალითი იყო, მაგრამ სალოსობდა და ამ დიდი მადლის და სულიერი ნიჭების დასაფარავად თავს მოისულელებდა ხოლმე.

- დედა პარასკევა, იმათ რას ეტყოდით, ვისაც ჩემსავით არასოდეს უნახავს მამაო?

- განა უკეთესი არ არის? ნეტარ არიან, ვისაც არ უნახავს და მაინც სწამს... ვისაც ბერი გაბრიელი არ უნახავს, შეგრძნებით მეტი ეძლევა...

- ხომ დაიბარა, რომ გარდავიცვლები, უფრო ახლოს ვიქნები თქვენთანო?

- მას მართლაც იმდენად უყვარდა ადამიანები, ვინც ახლოს იცნობდა, არავინ დაიჯერებდა, რომ თუნდ გარდაცვალების შემდგომ მიატოვებდა. ერთხელ ვკითხე: - მამაო, რომ გარდაიცვალო, ამდენ ხალხს რა ეშველება-მეთქი?

- მაშინ ესენი უკეთ იქნებიან, მე მივდივარ, რომ თქვენი მეოხი ვიყო ღვთის წინაშე, რომ თქვენი სიყვარული ზედ ღმერთის ტრაპეზზე დავდო... ითხოვეთ და ყოველთვის შეგეწევით, თუმცა ვერ დამინახავთ...

ყველაფერს ხვდებოდა, აღსარებისას ვის რა ჰქონდა დამალული და ღვთის წინაშე რომ არ დასჯილიყო, ისე არავის გაუშვებდა, დაფარულ ცოდვას სანამ არ ათქმევინებდა.

გაბრიელ ბერი კომუნისტურ ეპოქაში ქრისტეს სჯულს სალოსობით ქადაგებდა და ხშირად ისეთ რამეს ჩაიდენდა, რომ გაიფიქრებდნენ ხოლმე, - ეს ბერი ნამდვილად შეიშალაო, მაგრამ მათ გულისთქმას მყისიერად იგებდა და პასუხობდა: - მე გიჟი არა ვარო.

- ანტიქრისტეს შესახებ რას წინასწარმეტყველებდა მამაო?

- ამბობდა, ანტიქრისტე მთელ მსოფლიოში გამეფდება, მაგრამ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი მიწაა და აქ ტახტს ვერ დაიდგამს, თქვენ ბოლო ჟამის ადამიანები ხართ და მის გამოჩენას მოესწრებითო.

KARIBCHEმამაო გამუდმებით ევედრებოდა უფალს და წმინდა დედას, რომ ყველა ადამიანი გადაერჩინათ. ერთხელ ვკითხე, - ყველა ადამიანი გადარჩება-მეთქი? მან კი მიპასუხა: - ყველა ვერა, შვილო, მხოლოდ ის, ვინც თავად ისურვებს ამასო..."

ერთი მორწმუნე იგონებდა: "გაბრიელ ბერისთვის ქვეყნიერებასა და ადამიანზე ზრუნვა სამშობლოს მომავალზე ზრუნვის ტოლფასი და უფლის დიდებისთვის მოღვაწეობის მსგავსი იყო. მუდამ იმეორებდა: - საქართველოს ეკლესიას მადლი არასოდეს გაშორდება. როდესაც ანტიქრისტე მოვა, ეკლესიებში ხატებს ჩამოყრის და თავის "ხატს" დაკიდებს. მაშინ გავა მხოლოდ იმ ეკლესიებიდან მადლი.

იგი მუდმივი მზადყოფნისკენ მოუწოდებდა მრევლს; ამბობდა, მტერს, უპირველესად, ცოდნით შეიარაღებული უნდა დახვედრაო და სწავლის გაღრმავებისკენ უბიძგებდა მორწმუნეთ.

გაბრიელ ბერის ცხოვრება იმდენად სათნო იყო ღვთისათვის, რომ მისი ყოველი ნათქვამი სიტყვა მაშინვე სრულდებოდა. საქართველოსთვის ინატრა:

- ნეტავი, ვინ იქნება ის ბედნიერი ადამიანი, ვინც თამარ მეფის საფლავის ადგილსამყოფელს გაიგებს, - თვალები დახუჭა და იხილა, როგორ დასდგომოდა თამარ მეფე საკუთარ საფლავს და გაბრიელს ეძახდა - აქა ვარ, გაბრიელ, აქაო.

- მაშინვე ვიცანი ის ადგილი, - ჰყვებოდა მერე, - მე ვიცი, სადაც არის თამარ მეფის საფლავი, ოღონდ მალე თვითონ გამოჩნდება. სანამ მუზეუმიდან ანჩისხატს არ გამოიტანენ, სანამ აწყურის ღვთისმშობლის ხატი არ გამოჩნდება და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი არ ჩამოვა - როგორ გაბრწყინდება საქართველო?!

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი გამორჩეულად უყვარდა გაბრიელ ბერს, ცისა და ქვეყნის დედოფალს უწოდებდა წმინდა დედას და ქებით განადიდებდა. ეს ხატი 1912 წელს ივერიის მთიდანაა შემოწირული".

ერთი მორწმუნე იხსენებს: "ღვთისმშობლის პარაკლისი ტარდებოდა და ხატის წინ პარაფინის სანთელი დაანთეს. გული მეტკინა და ვიფიქრე, გავალ მოვიტან ჩემს სანთელს და დავუნთებ ღვთისმშობლის ხატს-მეთქი. შემდეგ მომერიდა; კარები ჭრიალებდა და ადგილიდან არ დავძრულვარ. მოულოდნელად შემოვიდა მამა გაბრიელი მწუხარე სახით. ხელში ეჭირა ადამიანის ჩონჩხის ნაწილები, თავის ქალა და ხელის ძვლები. დაალაგა ხატის წინ და ჩვენკენ შემოტრიალდა. თვალებით მომძებნა ამდენ შავოსან დედაში და მითხრა:

- წადი, ის სანთელი მოიტანე და ხატს დაუნთე.

მე მაშინვე შევასრულე მისი ნათქვამი. როდესაც სანთელი დავანთე, მითხრა:

- ჩადი სატრაპეზოში, წითელი ღვინო და ხორბალი ამოიტანე.

როდესაც დავალაგეთ ეს ყველაფერი, დაიწყო საშინელი ტირილი და თხოვნა ღვთისმშობლისადმი:

- იხსენი სისხლისაგან ქართველი ერი...

დიდხანს სთხოვდა, შიგადაშიგ ყვიროდა:

- ...სისხლი რუსთაველზე, სისხლი... ქართველების სისხლი!..

ბოლოს თქვა:

- ღვთისმშობლის პასუხი იყო: "სისხლი იქნება!" - და გააგრძელა ლოცვა-მოთქმა.

მე შევშინდი - თბილისში ასეთი უბედურება თუ უნდა მოხდეს, მეც ჩემს ახლობლებთან ვიყო-მეთქი. სასწრაფოდ ჩამოვედი.

როდესაც რუსთაველზე ქართველი ქართველს ესროდა, დილის 6 საათზე მამა გაბრიელი ზარებს რეკდა და "სისხლი, სისხლიო", ყვიროდა თურმე. დილას, მონასტერი რომ გააღეს, გაიგეს ამ უბედურების ამბავი და გაკვირვებული დარჩნენ მამა გაბრიელის წინასწარმეტყველებით".

გაბრიელ ბერი საქვეყნო თუ პიროვნულ განსაცდელში მყოფ ხალხს მოუღალავად ავედრებდა უფალს, სასოებით ლოცულობდა, რომ ცოდვებისგან მოუძლურებულნი განეძლიერებინა სარწმუნოებრივი მადლით. მის ლოცვებს დარდისა და სიხარულის ცრემლი ნამავდა ერთიანად. ამბობდა:

- ღმერთი რომ განსაცდელს მოგივლენს, უნდა გიხაროდეს. ეს ხილული ქვეყანა, სანთელი რომ ჩაიწვება - ისე გაქრება, ამიტომ სულზე უნდა იფიქროთ!

ამბობდა:

- აფხაზეთის დაკარგვას ღვთისმშობელი არავის აპატიებს. როცა თბილისში ომი იწყებოდა - ქაშვეთის ტაძარში შევედი და უფალს ვთხოვე, ოღონდ სისხლი არ დაიღვაროს და მე წამიყვანე-მეთქი, მაგრამ უფალმა მითხრა, შენ ჩუმად იყავი, გაბრიელო.

გაბრიელ ბერი ყველასთვის ლოცულობდა, ვისაც სიცოცხლის გადარჩენაზე წინ ღირსება დაეყენებინა და თავს მოვალედ თვლიდა, სამშობლოსა და ღმერთის სადიდებლად განსაცდელს არ მორიდებოდა.

KARIBCHEროდესაც მეუფე დანიელმა თავის ეპარქიაში ჩასვლა გადაწყვიტა, ბევრს ემუდარა, არ წასულიყო:

- ვეღარ გამოხვალ, მოგკლავენ! - დარდობდა იგი.

- არ შემიძლია, უნდა წავიდე, - პასუხობდა მეუფე.

მართლაც, მძვინვარე ომმა უკან ჩამოსასვლელი გზები ჩაკეტა და იქით დარჩენილი ღვთისმსახურნი ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. ზოგი მათგანი ღვთისა და სამშობლოსათვის წამებულიც კი გახდა.

გაბრიელ ბერი შეძრწუნებული იყო მოსალოდნელი საშინელებით, თავის კელიაში შეიკეტა და ყველას თვალს მოეფარა, აღარავის სცემდა ხმას; მხოლოდ ღვთისმშობლის ხატისა და ჯვარცმისთვის მიეპყრო მავედრებელი მზერა. რამდენიმე საათის შემდეგ უეცრად სახე გაუბრწყინდა, კელიიდან გამოვიდა; აივნის მოაჯირზე გადმომდგარმა, თითქოს უზარმაზარი ტვირთი მოეხსნაო - ღრმად შეისუნთქა და ამოიძახა:

- გზა! გზა გამოჩნდა! მეუფე გადარჩება!..

საომრად მიმავალ ახალგაზრდებს სინანულის ცრემლებით აცილებდა. როცა მისი სამრევლოს ერთი წევრიც ჩავიდა მასთან გამოსამშვიდობებლად, სინანულით უთხრა:

- შენ წახვალ და ის ადამიანი არ დაბრუნდები, მე ვილოცებ და მშვიდობით ჩამოხვალ...

მართლაც, დიდი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა იგი. ფეხებთან ყუმბარა აუფეთქდა, ქვები გასკდა, მას კი განაკაწრიც არ ჰქონდა, მაგრამ ჩამოსული ის ადამიანი აღარ იყო, საშინელი ფსიქოზით შეპყრობილი კვლავ მამა გაბრიელის ლოცვით დადგა ფეხზე.

გაბრიელ ბერის შეგონებები მოყვასისთვის თავდადებასა და თვითშეწირვას ასწავლიდა ადამიანებს. ის მორწმუნეებს არავითარ გზას არ უტოვებდა, ცდიდა და მოძღვრავდა, რომ ისინიც, მის მსგავსად, თავის დაუზოგავად დასდგომოდნენ თვისტომს მხარში.

- აბა, მითხარი, რა არის მოყვასისათვის თავის დადება?

- აი, მამა გაბრიელ, როცა მოყვასისათვის იარაღს გადაეღობები და გესვრიან.

- მე უფრო კარგად გეტყვი: შენს მოყვასს უჭირს, ავადაა, წამალი სჭირდება, შორსაა. წაუღებ?

- დიახ, მამა გაბრიელ.

- არა, უღრანი ტყეა გასავლელი, წახვალ?

- დიახ, მამა გაბრიელ.

- არა, სიცივეა და ყინვაა, გაუძლებ?

- დიახ, მამა გაბრიელ.

- არა, ტყეში მგლები არიან და შეიძლება შეგჭამონ, არ გეშინია?

- არ შევშინდები!

მცირე დუმილის შემდეგ დაეთანხმა:

- აი, ეს არის მოყვასისთვის თავის დადება.

გაბრიელ ბერი დიდად აფასებდა თანაგრძნობის უნარ-თვისებას. მას თავად შეეძლო საკუთარ თავზე ეტვირთა სხვისი ტკივილი, მაგრამ, თუკი სხვაშიც შეამჩნევდა ამ უნარს, უსაზღვროდ მადლიერი იყო.

მამა გაბრიელის დაახლოებული მრევლთაგანი იხსენებს, რამხელა სიყვარულით შეეძლო ეპასუხა ბერს თანაგრძნობისთვის და თვითშეწირვის ტოლფასადაც კი უთვლიდა.

"ერთხელ მამა გაბრიელმა მითხრა:

- ცოტას დავისვენებ, შენ მანდ იჯექი, ხატები დაათვალიერე.

ცოტა ხნის შემდეგ მისი კვნესა შემომესმა. ფეხი სტკიოდა. ძლიერ შემებრალა და გავიფიქრე:

- უფალო, მარტო შენ იცი მისი ტვირთი, ასე ტვირთმძიმეს კიდევ ფეხის მოტეხა უნდოდა? გეხვეწები, შეიწყალე და თუ გინდა, მე მატვირთინე მისი ტკივილი.

ამ დროს გაისმა მამა გაბრიელის ხმა:

- დიდი მადლობა ჩემი შეწყალებისთვის.

- გაიგე, მამა გაბრიელ?

ისევ მოხუჭა თვალები.

მე კვლავ უფლის ხატს გავხედე და ვთხოვე: - გევედრები, უფალო, თუკი მთელ მის ტკივილს ვერ დავიტევ, ნაწილი მაინც მატვირთინე.

ისევ გაისმა მამა გაბრიელის ხმა:

- ორჯერ მადლობა ჩემი შეწყალებისათვის.

- კიდევ გაიგე? ხომ გეძინა?!

- მე არასოდეს მძინავს! - მიპასუხა ბერმა.

გაბრიელ ბერი სულის ხსნისათვის გაღებულ სამონასტრო შეწირულობას დიდი სიყვარულით იღებდა. თუმცა არ მოსწონდა, როცა სიხარბის ცოდვა კვლავ მოეძალებოდათ და გულს დააკლდებოდათ, მაგრამ ამასაც სიყვარულით დააძლევინებდა. მამა გაბრიელისათვის ხატის შესამოსად გაღებული შესამკობელი ნივთი დანანებია ერთ მორწმუნეს, მაგრამ მეორე დღესვე ისეთი მადლიერება გამოუხატავს ბერს, რომ მაცდური გრძნობა გულიდან უკვალოდ გაუქრია.

KARIBCHE


არა მხოლოდ შესაწირავით განიზომებოდა გაბრიელ ბერისათვის უფლის მიმართ თავდადება, არამედ ყოველი კაცის მუდამჟამს თვითშეწირვისათვის მზაობით. თუკი ვინმე თავის გასაჭირზე წამოიწყებდა ჩივილს, იმავე წუთს ღვთაებრივ მსხვერპლს შეახსენებდა:

- მაშ, ქრისტემ რაღა თქვას, უდანაშაულო და მართალი კაცი ჯვარს აცვეს! - ნათელი ხდებოდა ამქვეყნიური საზრუნავის არარაობა იმ დიდ და ჭეშმარიტ მიზანთან შედარებით, რასაც უფლის გზაზე სიარული ჰქვია.

საეკლესიო ღვთისმსახურება გაბრიელ ბერს უფალთან დამაკავშირებელ ერთადერთ გზად და საშუალებად მიაჩნდა და მორწმუნეთ მუდამ მოუწოდებდა, ეკლესიურნი გამხდარიყვნენ.

- ორი მეგობარი იყო. ერთს სინანული ჰქონდა, მეორეს - არა, მაგრამ აღსარებაზე მივიდა. ამათგან რომლის მოქმედება სჯობს? - ჰკითხა მან თავის მრევლს.

- რომელიც აღსარებაზე მივიდა; საკუთარი მოქმედებით თავის თავს კი არა, უფალს მიენდოო, - უპასუხეს.

ბერი დაეთანხმა:

- მართალია. აღსარება ღვთის იმხელა საიდუმლოა, რომ ადამიანის გონება ვერ ჩასწვდება. რაც არ უნდა დიდი ცოდვილი მოვიდეს პირველად აღსარებაზე, მღვდელს არა აქვს უფლება, არ აზიაროს და არ მიიღოს ახალმოქცეული. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაადოს სასჯელი. მხოლოდ წმინდანს შეუძლია არ აზიაროს; განსაზღვროს, რამდენი უნდა იცოცხლოს მონანულმა, რომ უზიარებელი არ მიიცვალოს; მან ისიც უწყის წინასწარ, რომ ამით არ დაბრკოლდება მორწმუნე და ეკლესიიდან არ წავა, - განმარტავდა ბერი.

ზედაშისა და სეფისკვერის მადლს მხოლოდ მაშინ ანიჭებდა მნიშვნელობას, როცა მიმღებელი თავად მიისწრაფოდა ამისკენ. ამბობდა: - ზედაშე და სეფისკვერი ნახევრად ზიარებაა და ძალიან გეხმარება, ხოლო თუ შენ არ გინდა, ვერაფერში გიშველისო.

გაბრიელ ბერის კელიაში, ღვთის წყალობით და დიდი სარწმუნოებრივი მადლით, უბრალო, ონკანიდან აღებული სასმელი წყალიც კი არ ფუჭდებოდა. დედა პარასკევამ ბერის დავალებით სათლებში დააგროვა ონკანის წყალი და შეინახა. წლები გავიდა და როდესაც მონაზონი გადანახულ წყალს დააკვირდა, გაოცდა - გემო და ფერი არ შესცვლოდა; მას მაცოცხლებელი ძალა შენარჩუნებული ჰქონდა.

მართლაცდა, საკვირველი იყო; რადგან უდიერად მოპყრობით ნაკურთხი წყალიც კი შეიძლება გაფუჭდეს, ხოლო ღვთისა და სარწმუნოების გარეშე არც ერთ საქმეს არ ახლავს მადლი.

- აღსარება და ზიარება ღვთისგან მინიჭებული ყველაზე დიდი მადლია დედამიწაზე. უზიარებელი ადამიანის გვერდით ყოფნას ლოცვისას ურწმუნოთა კრებულში ყოფნად თვლიდა და თავის მრევლს მოძღვრავდა - უზიარებელ ადამიანთან არ ილოცოთო.

ჰკითხეს, თუ ადამიანი მონათლულია, მაგრამ უზიარებელი და მრევლთან ერთად სურს, აღავლინოს ლოცვა, როგორ უნდა მოვიქცეთო.

- იქ მაშინ უნდა იყოს მღვდელი. ის გაერთებთ. მღვდლის გარეშე არ შეიძლება. შეიძლება იმ შემთხვევაშიც, თუ პიროვნება კათაკმეველია ან მოუნათლავია, ოღონდ მონათვლის სურვილი აქვს, მაგრამ აქაც მღვდელი უნდა იყოსო, - გასცა პასუხად.

ზიარების ლოცვისას ღვთის განსაკუთრებულ თაყვანისცემას ითხოვდა, ამბობდა:

- ზიარების ლოცვები დაჩოქილი უნდა იკითხებოდეს. აბა, ქრისტეს მის სისხლსა და ხორცს ვევედრებით და არ უნდა დავიჩოქოთ?

ერთი მორწმუნე არ იყო ნაზიარები, ღირსადაც არ თვლიდა თავს. გაბრიელ ბერმა გაუფანტა ხიბლი და უთხრა:

- განა შენთვისაც არ გაეკრა ქრისტე ჯვარზე?

ერთი მრევლთაგანი იხსენებდა: "მამა გაბრიელს ვუთხარი, რა ვქნა, ვერ ვტირი ცოდვებისთვის-მეთქი, მან კი მიპასუხა:

- ზოგი იმას ტირის, სინანული რომ არა აქვს.

ამ ნათქვამმა ძლიერ იზმოქმედა ჩემზე და ამის შემდეგ სინანული მომეცა".

გაბრიელ ბერი არავის ჰკრავდა ხელს, არავის უარყოფდა, არ განიკითხავდა ადამიანებს ცოდვის გამო - თუ არა მაქვს ცოდვა, წმინდანი ვყოფილვარ, - ამბობს ის.

ერთ პიროვნებაზე, ვისთანაც ხალხი დადიოდა - თითქოსდა, მას სულიწმინდა ელაპარაკებოდა, ჰკითხეს გაბრიელ ბერს.

- რას ამბობ! კაცს სულიწმინდა რომ ელაპარაკებოდეს, ის ხომ თავს დაიმდაბლებს, ქვეშ გაძვრება; და თუნდაც სულიწმინდა ელაპარაკებოდეს, შენ რომ მიდიხარ მასთან, რა გინდა, სულიწმინდა მაგის პირით გელაპარაკოს? - გაიკვირვა მან.

იგი მასთან მისულ ადამიანებს ყოველთვის დააფიქრებდა ცოდვების სიმძიმეზე და ცდილობდა, შეეყვარებინათ მოწყალე, ყოველის მიმტევებელი უფალი, შეეყვარებინათ და დახმარებოდნენ ერთმანეთს, ცოდვა მოეძულებინათ.

ის საოცრად თანამგრძნობი იყო, შეეძლო გულისტკივილი გაეგო უთქმელად. ის არათუ გიგებდა, გრძნობდა სხვის სიხარულს, ტკივილსა და შვებას.

გაბრიელ ბერი მრევლს სახარებისეული შესიტყვებით მოძღვრავდა:

- გულით სინანულია, როდესაც აღსარებაში ნათქვამ ცოდვას შენდობის მერე აღარ გაიმეორებ. ესე იგი შეიზიზღე ცოდვა, გადააგდე და საერთოდ აღარ გააკეთებ. გულით სინანულის დროს, შეიძლება, საერთოდ არ წამოგივიდეს ცრემლი. ეს უფრო მეტია, ვიდრე აღსარებაზე სულ ცრემლი გდიოდეს, შენდობის მერე კი ისევ ჩაიდინო ცოდვა. ეს არ არის გულით სინანული. გულით სინანული მეტია ცრემლით სინანულზე. თუ გულით სინანულს ცრემლიც დაემატა, ეს ყველაზე კარგია. საერთოდ, ცრემლი წმენდს ცოდვებს, ოღონდ ეს ყველაფერი ეხება ნებსით ცოდვებს, უნებლიე ცოდვას ვერავინ გაექცევა და ყოველთვის უნდა ითქვას აღსარებაში. გულმხურვალე სინანული განწმენდს ცოდვას, აღამაღლებს დაცემულს და შვებას მიანიჭებს კაცის სულს. ერთხელ ასეთი რამ მოხდა - მეძავმა, რომელსაც მრავალი სიძვისა და ცოდვის შემდეგ სინანული დაუფლებოდა, განწმენდა და მონაზვნად აღკვეცა გადაწყვიტა, მაგრამ მონასტრის კარიბჭესთან უსულოდ დაეცა ძირს. მასთან ერთად უფლის წინაშე ანგელოზნი და დემონები წარდგნენ ცოდვა-მადლის ასაწონად, მაგრამ კეთილ საქმეთაგან ვერა მოიძიეს რა. მიბრუნდნენ ანგელოზნი უფლის, იესო ქრისტეს - იდიდოს მისმა სახელმა! - წინაშე; იგია ყველასათვის სიცოცხლის მიმნიჭებელი და სულის გამყვანი. უფალმა ბრძანა: - ეს, მე გავიყვანე ამ ქვეყნიდან; რომ არ გამეყვანა, ის მონაზონი იქნებოდა. დიდია მისი ცოდვა, მაგრამ მე მისი გადაწყვეტილება შემიწირავს! გულით სინანული განასპეტაკებს სულს და სასუფეველს მოუპოვებს ადამიანს...

თავის მცირე მრევლს იგი ხშირად თვითონვე გამოჰკითხავდა, ცდილობდა გაერკვია, რამდენად შეითვისეს მისი შეგონებანი. ერთხელაც იკითხა:

- ორი იარაღიანი კაცი როცა ჩხუბობს, უნდა ჩავერიოთ?

- რა თქმა უნდა, მამა გაბრიელ, უნდა ჩავერიოთ, გავაშველოთ, - უპასუხეს.

ბერმა კი სწრაფად განმარტა:

- რამხელა უგუნურებაა!.. რომ მოგკლას? ვთქვათ, შენთვის კარგი, მაგრამ მოყვასზე არ გიფიქრია, მკვლელობის ცოდვა რომ უნდა ჩაადენინო? შენ თუ შეგიძლია, გული გეუბნება ან მასზე მეტი ძალაუფლება გაქვს, აი, მაშინ უნდა ჩაერიო. თუ არ შეგიძლია და ძალები არ გყოფნის, უნდა თქვა "მამაო ჩვენო" და როგორც უფალს უნდა, ისე იქნება ყველაფერი.

იმ შემთხვევაში რა ვქნა, როცა სარწმუნოების გულისათვის მკლავენ, მაშინაც მოყვასზე ვიფიქრო?

- ამ შემთხვევაში სარწმუნოების დაცვაა და თუ სარწმუნოებას არ დაიცავ, დაიღუპები.

- ვთქვათ, ყაჩაღები ხატს იპარავენ ეკლესიიდან და წინააღმდეგობის გაწევა არ შემიძლია, რადგან ჩემზე ძლიერები არიან და ვიცი, რომ მომკლავენ, როგორ მოვიქცე?

- როცა ისინი იპარავენ, მოპარვის ცოდვაში ვარდებიან. თუ სიწმინდეს იპარავენ, ცოდვა მით უფრო მძიმეა, მაგრამ მაინც მოპარვის ცოდვა ედებათ და არა - მკვლელობის. შენ ამ შემთხვევაში ილოცე, თქვი "მამაო ჩვენო". შენ თუ არ შეგიძლია მათი გაჩერება, მოპარვის ცოდვას დაამატებინებ მკვლელობის ცოდვას. ეკლესიური ნივთები პატრიარქის განკარგულებაშია. თუ წინამძღვრის ან პატრიარქის კურთხევით სიწმინდეებს იცავ, ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა ჩაერიო. სიწმინდეთა დაცვისას თუ მოგკლეს, სარწმუნოების დაცვის გამო შედიხარ სასუფეველში და თუ არ დაიცავ - მოგეკითხება!

- რა ვუპასუხო, როცა შემეკითხებიან, მორწმუნე ვარ თუ არა?

- პირდაპირ უთხარი, ძროხა და ხარი ხომ არა ვარ, ურწმუნო ვიყო, კაცი ვარ და მორწმუნე-თქო!

და ამ სიტყვებს ქადაგებას დაამატებდა:

- მაშვრალნი და ტვირთმძიმენი არიან ცოდვილნი და დიდი ცოდვილნი, მაგრამ მარხვით, ლოცვითა და ზიარებით დიდი ცოდვილნი - დიდი წმინდანნი გამხდარან!

გაბრიელ ბერი მორწმუნეთა სულში ოქრომკედით ქარგავდა ქრისტიანულ მორალს და გულზე უმთავრეს სათნოებებს ამოტვიფრავდა.

- ფიქრი და შიში გვმართებს ცოდვებზე, სიკვდილზე, განკითხვაზე, ჯოჯოხეთზე, მკვდრეთით აღდგომაზე, სულის უკვდავებაზე, მარადისობაზე, სინანულსა და სასუფეველში დამკვიდრებაზე. "რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის და ტანჯის" (ებრ. 12,6) - უფალმა ყოველთვის რომ გვამცნოს, როგორ ვუყვარვართ, მაშინ მტერი ყოფილა ჩვენი. განსაცდელს იმიტომ გვაძლევს ცოდვილთ, რომ გამოვიცადოთ, ვისწავლოთ, განვმტკიცდეთ და ოდეს ცოდვათა ჩვენთა გამო განსაცდელთა წინაშე წარვდგეთ, დათმენის, წრთობისა და განწმენდის გზით მადლი ღვთისა განმრავლდება.

ღმერთი დაუსაბამო სიკეთე, დაუსაბამო სიმართლე და სიყვარულია. ვისაც სიმართლე და სიკეთე უკვარს, იმას ღმერთი უყვარს და ღმერთიც, ვით საკუთარ შვილს, ისე შეიყვარებს მას. ჩვენ, უძლურებს და სუსტებს, უფალი ნაკლებად მოგვკითხავს, ძლიერებს კი - ძლიერად.

სტუმარს მამა გაბრიელი ყოველთვის პურით და მარილით ხვდებოდა. ეს არ იყო შემთხვევითი, რამეთუ მარილი ქრისტიანული სიყვარულის სიმბოლოა, პური კი - საუკუნო ცხოვრების. მისი მხრიდან მსგავსი დახვედრა ნიშნავდა იმას, რომ იგი საუფლო სიყვარულით ხვდებოდა და საუკუნო ცხოვრებას უსურვებდა მიმსვლელთ. ეს არის, ალბათ, ქართული ტერმინის - "პურ-მარილის" - არსის განმარტება.

გარიელ ბერი სენაკში ასასვლელი კიბის თავში იჯდა და ეკლესიაში შემსვლელთ ათვალიერებდა. მისი ყურადღება ერთმა ქალმა მიიქცია, რომელსაც დროის შეუფერებელი თეთრი ლაბადა ეცვა. მასთან მყოფმა მონაზონმა ხმამაღლა გაიკვირვა. მამა გაბრიელმა უსაყვედურა:

- რატომ განიკითხე? ახლა შენც შეიძლება თეთრი ლაბადა ჩაიცვა. რატომ ეცემა ხოლმე ადამიანი? იმიტომ, რომ - ადგეს. თუ არ დაეცი, ადგომა არ იქნება. თუ არაფერი აწუხებს კაცს, იტყვის - ღმერთი რად მინდაო. ამას უფალი უშვებს, რათა აღადგინოს, მიიზიდოს თავისკენ და თუ უფალი უშვებს, შენ ადამიანს როცა განიკითხავ, დაცემულ კაცს კი არ განიკითხავ, არამედ - უფალს, რატომ არის ეს ადამიანი ასეთ მდგომარეობაშიო; თუ კაცმა შესცოდა და განიკითხე, ხოლო საღამოს იტირა და მოინანია, უფალი გეტყვის - მე რომ მივუტევე, შენ დაინახე?!

მცირე ხნის დუმილის შემდეგ იგავით იკითხა:

- ორი ბავშვი იყიდებოდა ბაზარზე. ერთი საროსკიპოს მფლობელმა წაიყვანა და გაზარდა ისე, რომ ბავშვმა არ იცოდა, მონასტერი თუ არსებობდა. მეორე ბავშვი მონასტრის წინამძღვარმა ნახა, იყიდა და წაიყვანა. ეს ბავშვი ისე გაიზარდა, რომ არ იცოდა, საროსკიპო თუ არსებობდა. აბა, მითხარით, გარდაცვალების შემდეგ სად წავლენ ისინი?

- არ ვიცითო, - უთხრეს.

მამა გაბრიელმა უპასუხა:

- არც ანგელოზებმა იციან, ღმერთი როგორ განიკითხავს ადამიანს.

გაბრიელ ბერის ერთ-ერთი მრევლთაგანის ნაამბობიდან:

"ზოგიერთი გაბრიელ ბერს ეკითხებოდა: მუსლიმანი გადარჩება თუ არაო? ის კი პასუხობდა:

- რა თქვენი საქმეა! განკითხვაში ხართ და ღმერთმა დაგვიფაროს განკითხვისაგან! ვაი იმას, ვინც ასეთ კითხვებს იძლევა! ასეთებს საკუთარი სულის ცხონება ავიწყდებათ! ისე, ვინც არ შეინანებს და ნათელს არ იღებს, როგორ ცხონდება?!

მამა გაბრიელი ცოდვათა მუდმივი განცდისთვის მოუწოდებდა ადამიანებს, მაგრამ გადამეტებული, პირფერული და ფარისევლური წუხილი მასთან არავის გაუვიდოდა; ამბობდა, - ვინც აღდგომის შემდეგ ბრწყინვალე შვიდეულის დღეებში იტირებს, ის იუდაზე უარესიაო!

KARIBCHE


მასთან ხშირად დადიოდა ერთი მორწმუნე და გამუდმებით თავის ცოდვებზე ტიროდა. მიუხედავად არაერთგზის დამშვიდებისა, ერთსა და იმავეს შესჩიოდა. ერთ-ერთი მისვლისას მამა გაბრიელმა შესვლისთანავე დაასწრო და ახლა თვითონ დაიწყო ტირილი და თავისი "ცოდვების" ჩამოთვლა. გაოგნებულმა ქალმა თავისი ცოდვები დაივიწყა და მამა გაბრიელს ანუგეშებდა. იგივე განმეორდა მაშინაც, როცა მონაზონსა და ერისკაცთან ერთად მგზავრობდა. თითქოსდა, სრულიად უსაფუძვლოდ, მამა გაბრიელმა თავის "ცოდვათა" ჩამოთვლა დაიწყო. მთელი გზა არ გაჩერებულა. მონაზონი დიდად ჩააფიქრა ბერის სიტყვებმა; გაიფიქრა - მე წმინდა მეგონა, ეს კი ვინ ყოფილაო".

გაბრიელ ბერთან დაახლოებული მრევლის წევრი იხსენებს:

"მამა გაბრიელმა მე და ჩემს მეგობარს - სანდროს - სამლიტრიანი ქილა მოგვცა და ღვინის მოტანა გვთხოვა. უყოყმანოდ წამოვდექით და ქალაქს გავეშურეთ. ფული არც ერთს არ გვქონდა და, იმის იმედით, რომ ნაცნობი შეგვხვდებოდა ან ღვინის გამყიდველს ნისიად გამოვართმევდით, მშვიდად ვიყავით, არაფერი გვითქვამს.

მთელი მცხეთა მოვიარეთ, ნაცნობი და მეგობარი კი ვერსად ვნახეთ; ღვინის გამყიდველმაც უარით გამოგვაბრუნა. ასე ხელმოცარულნი და ამით დაბრკოლებულნი, ცარიელი ჭურჭლით ეკლესიაში ვერ ვბრუნდებოდით. დიდხანს ვიარეთ ასე. ბოლოს ისევ მამა გაბრიელის სენაკს მივადექით. შევედით და იქვე ავიტუზეთ სირცხვილეულნი.

- სად ხართ, აქამდე რომის პაპს მოვნათლავდი, - გვითხრა ტკბილად. შემდეგ ცარიელ ქილას მიაპყრო მზერა და დაამატა:

- ეს ამპარტავნებაა, ფული თუ არ გქონდათ, პირდაპირ უნდა გეთქვათ, - იქვე დაგვსვა და საუბარი დაგვიწყო:

- გარდაცვალებულს ცრემლი როცა მოსდის, ნიშანია, რომ უფალმა შეიწყალა, შეიწირა მისი ცრემლები.

შემდეგ თავი დახარა და ცრემლი ჩამოუვარდა. დამშვიდობებისას დაგვლოცა და დიდხანს ვყავდით გულში ჩაკრული.

გავიდა მცირე ხანი და სანდროს გარდაცვალება მამა გაბრიელთან დაახლოებულ მრევლს თავზე მეხივით დაგვატყდა. მიცვალებულს მთელი ღამეების განმავლობაში განუწყვეტლივ ფსალმუნებს ვუკითხავდით და მის სულს უფალს ვავედრებდით. კიდევ ერთი სანთელიც ჩაიღვენთა და მეორის დასანთებად წამოვდექი. ვხედავ, მიცვალებულს თვალთაგან ცრემლები სდის. გაოგნებულნი დავყურებდით მეგობრის სამუდამოდ დახუჭულ თვალებს და აღარაფრის გვეშინოდა, რადგან ნუგეშად ყურში მამა გაბრიელის სიტყვები ჩაგვესმოდა - უფალმა შეიწყალა, შეიწირა მისი ცრემლები".

გაბრიელ ბერი მეტად მტკივნეულად განიცდიდა ცოდვის სიმწარეს. თავს მუდმივად იდანაშაულებდა და ტირილით ამბობდა:

- თქვენ რა იცით, რა არის ცოდვა. აი, ბერს კი ნამდვილად აქვს ცოდვა. ადრე, როცა რწმენა ყველაფერზე მაღლა იდგა, მონასტრები ბრწყინავდა და თუ მაშინ ჩაიდენდნენ ცუდს, ეს იყო ცოდვა. ახლა კი უფალი თქვენს უძლურებას გიჩვენებთ, რომ არაფერი შეგიძლიათ; თქვენ ღმერთი გარწევთ, როგორც ნიავს; თქვენ რა ცოდვილები ხართ. ცოდვილი მე ვარ. ვინც ცოდვილია, მას ძალაც აქვს.

იგი სხვის დასანახად არაფერს იქმოდა. ის მუდმივად ღმერთზე ფიქრობდა. ხანდახან უცაბედად განურისხდებოდა ხოლმე ყველა მომსვლელს, მიატოვებდა და კელიაში შევიდოდა. ამით კადნიერებისგან იცავდა მათ.

- კადნიერება ყველა ბოროტების დასაწყისიაო, - ხშირად გაუგონიათ მისგან, - კარებთან რომ დგას ადამიანი, მე უკვე ვიცი მისი წარსულიც და მომავალიც. სარკე აიღე და ჩაიხედე - შენ ისე ვერ ხედავ საკუთარ თავს, როგორც მე გხედავ, - იტყოდა და ცხარე ცრემლით ატირდებოდა, - ცოდვილი მე ვარ, შვილო, შენთან რა ხელი აქვს ცოდვებს, - უფლისგან უხვად ჰქონდა მინიჭებული ეს სათნოება.

ყოველი ცოდვა უფლის მადლისგან განგვაშორებს, ჩვენი საქმეებისგან მოგვეზღვება სიკეთეცა და ბოროტებაცო, - ამბობდა მამა გაბრიელი და ასეთ რამესაც უამბობდა მრევლს:

- ერთხელ თბილისში, მაღაზიასთან ქრისტეს სიყვარულზე ვქადაგებდი. ჯვარი და ეს სანაწილე მეკეთა - ხუთი წმინდანის სხეულის ნაწილია შიგ ჩადებული. ორი ახალგაზრდა მოვიდა, წამგლიჯეს სანაწილე, რადგან ძვირფასეულობა ეგონათ და გაიქცნენ. მე დავუძახე და შეჩერდნენ. იქ მყოფ ხალხს გავუფრთხილდი, აბა, მეხს ხომ არ ჩამოვიტანდი ციდან ამ ახალგაზრდების გულისთვის, და ვუთხარი: - მოდით, მომეცით სანაწილე-მეთქი. ორივენი მოვიდნენ და სანაწილე დამიბრუნეს. ჯვარი არ გამოვართვი და დავძინე: - ამ ჯვარმა გაგასამართლოს-მეთქი. რამდენიმე დღის შემდეგ წესის ასაგებად გავყევი ჭირისუფალთ და ასეთი რამ მიამბეს: სასწაული მოხდა. ერთი მღვდელი ქადაგებდა და ამ დროს ჯვარი და რაღაც ნივთი წაართვეს. მღვდელმა ყველაფერი დაიბრუნა, ჯვარი კი უკან გაატანა - ამ ჯვარმა გაგასამართლოსო. სრულიად ახალგაზრდა, ჯანმრთელი ბიჭი, რომელსაც ეს ჯვარი ჰქონდა, სახლში მოსვლისთანავე ლოგინად ჩავარდა და გარდაიცვალა. ბევრი ადამიანია ამ ამბის მომსწრეო.

ჰკითხეს:

- ის ბიჭი, ალბათ, ჯოჯოხეთში მოხვდა?

- არა! მე ვილოცე, რომ ჯოჯოხეთიდან სამოთხეში ასულიყო.

მძიმე და დაბრკოლებებითაა აღსავსე მონასტრის ცხოვრება. ბერ-მონაზვნები პირისპირ შებმიან კაცობრიობის მტერსა და ცოდვების მთესველს. ამ მძიმე ტვირთის ქვეშ ქედდადრეკილმა იღუმენიამ ერთხელ აღელვებით შესჩივნა ბერს:

- მამა გაბრიელ, აღარ შემიძლია, ჯვარი უნდა მოვიხსნა!..

ბერი შეყოვნდა. ჩვეულებისამებრ, ხატებისაკენ მიბრუნდა, ხმადაბლა ილოცა და ცოტა ხნის შემდეგ დასძინა:

- მოთმინება იქონიე, დაო და დედაო, შენით ნუ მოიხსნი ჯვარს, ვინც მოგხსნის, პასუხს ის აგებს. განა პატრიარქს არ უჭირს? შენ არ იცი, კათალიკოსის ჯვარი რა მძიმეა, იმან რაღა ქნას? ბევრი განსაცდელი გელოდება, ღმერთი გახურებულ ღუმელში შეგაგდებს, რომ გამოგაწრთოს და განგწმიდოს.

- რა ვქნა, როგორ მოვიქცე? ზოგს შენიშვნას რომ ვაძლევ, არ ღებულობს, თავისი ცოდვების მონანიების ნაცვლად, განკითხვაში ვარდება. იქნებ ჯობს, არაფერი ვუთხრა? არ მივაქციო ყურადღება, რაც უნდა, ის აკეთოს. ღმერთი ხომ ყველაფერს ხედავს.

ბერი ერთხანს დაფიქრდა, მერე მკაცრად უთხრა:

- მერე, შენ ხომ იღუმენია ხარ! მაპატიე, დაო და დედაო, არქიმანდრიტის ჯვარი გკიდია და ღმერთი იმისათვის დაგსჯის, შენიშვნას რომ არ მისცემ. მხილება აუცილებელია, განკითხვა სხვა რამ არის. როგორ შეიძლება, ცუდ საქციელზე თვალი დახუჭო? შენ უნდა მიუთითო, მათ უნდა შეასრულონ! თუ არ შეასრულებენ, უფალი თვითონ მოჰკითხავს.

მასალის მოწოდებისთვის მადლობას მოვახსენებთ
ბატონ მალხაზ ჯინორიას
ბეჭდვაელფოსტა
11.09. 2016
sofo
3
სხვა სიახლეები
26.08.2023
1994 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ დაადგინა:
25.08.2023
1994 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ დაადგინა:
25.08.2023
მიტროპოლიტი ნაზარი (ერისკაცობაში იოსებ ლეჟავა) დაიბადა 1872 წელს იმერეთის სოფელ დიდ ჯიხაიშში.
25.08.2023
დავით გარეჯის ლავრის უკანასკნელი წინამძღვარი (მე-20 საუკუნეში) არქიმანდრიტი გერმოგენი (აბაშიძე) ჩემი პაპიდის – სიდონია მჭედლიშვილის მეუღლე იყო.
25.08.2023
არქიმანდრიტი კირილე მრავალი წლის მანძილზე აწყურის წმინდა გიორგის მონასტერში მოღვაწეობდა.
25.08.2023
რელიგიასთან და კონკრეტულად კი მართლმადიდებლობასთან ბრძოლა ბოლშევიკებმა ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან დაიწყეს.
25.08.2023
1920-იან წლებში კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) მამა იოანე ლუკაშვილს დეკანოზის წოდება მიანიჭა და ანჩისხატის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა.
24.08.2023
მამა ნიკოლოზი თელავში, სოფელ ყარსუბნის ტაძრის მღვდელი იყო. როცა სოფელ ვარდისუბნის წმინდა გიორგის მოძღვარმა მღვდლობაზე უარი თქვა,
24.08.2023
მღვდელი ამბროსი კანდელაკი 1870 წელს იმერეთის გუბერნიაში, სოფელ ჭოგნარში, მღვდელ ბესარიონ კანდელაკის ოჯახში დაიბადა.
24.08.2023
არქიმანდრიტი გერმანე – ერისკაცობაში გრიგოლ იაშვილი 1861 წელს, აზნაურის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat