სისხლით და ცრემლით ნაწერი გზავნილები
სისხლით და ცრემლით ნაწერი გზავნილები
"ვიგრძენ ჯერ კიდევ თბილი სისხლი ძვირფას ქართველთა..."
ზოგჯერ ერთ სიტყვას, ინტონაციას, მოგონებას ან შემთხვევით ნაპოვნ კერძო ბარათებს მეტი ძალა აქვს, ვიდრე მოზრდილ ბიბლიოთეკას. ისინი თითქოს დროის ზღვარს შლიან და აცოცხლებენ იმას, რაც ჩვენს ნამდვილ ვინაობას შეადგენს და ყოველდღიური მტვერი და რუტინა ფარავს ხოლმე.

როდესაც გურამ შარაძის მიერ რუდუნებით ნაგროვებ ქართველ ემიგრანტთა მიმოწერას გავეცანი, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი.

ეს სისხლითა და ცრემლით ნაწერი გზავნილები საკუთარ თავზე თავადვე ღაღადებენ, ამიტომ მხოლოდ იმას დავძენთ, რომ ისინი 1924 წლის ქართულ ამბოხებას ეხმიანებიან.

წყეული რონოდა
(მოგონება 1924 წლის აგვისტოს აჯანყების თაობაზე)
ხუთშაბათ საღამო. მთელი სოფელი სასოწარკვეთილებას მისცემია. არსაიდან სიცოცხლის ნიშანწყალი არ ისმის. უკვე საკმაოდ დაღლილი ჩამოვჯექი სახლის წინ და ვფიქრობდი: ჩვენი მხრის მდგომარეობა კარგად ვიცი, მაგრამ ნეტავი რა ბედი ეწვია დანარჩენებს და ან სად არის ამდენ ხანს "ჩვენი მთავრობა". სამი-ოთხი დღის წინად ნათქვამი იყო: ბათომი აიღეს და სასწრაფოდ მოიწევენ წინო. ახლა უკვე უნდა მოეხწიად ჩვენამდის. ნუთუ სენაკამდის მაინც ვეღარ მოვიდნენ ამ სამი დღის განმავლობაში! სამეგრელო ხომ თითქმის ჩვენს ხელში იყო! სამეგრელო კარგად მომზადებული შეხვდა აჯანყებას და აქტიურადაც იბრძვის მტრის წინააღმდეგ. ხმებია, რომ მეგრელებმა მთელი ძალა უკვე ჩვენს დასახმარებლად უნდა გადმოიტანონ ამ მოკლე ხანში, ვინაიდგან მათ უკვე მოუღეს ბოლო ბოლშევიზმსო. "ნუთუ გამარჯვება საეჭვოა ჩვენი მხრითგან?" - გავიფიქრე და შიშისა და მომავალი უბედურების ჟრუანტელმა გამიართა. ამ ფიქრებში ვიყავი გართული, რომ რაღაც ლაპარაკი შემომესმა, ფეხის ხმა ჩემს ეზოს უახლოვდებოდა. გულმა ცემა დამიწყო. ნეტავი ვინ უნდა იყვეს?

***
ეი, მასპინძელო! - გაისმა ხმადაბალი ძახილი, მაგრამ საინტერესოა, ვინ უნდა იყვეს და ისიც ჩემთან! ჩეკა თუა, მასპინძლობით არ მომმართავდენ. ჩემზედ ადრე ისინი შეუდგებოდენ მასპინძლობას, - გულში გავივლე. ბევრი აღარ მიფიქრია, გამოვეხმაურე: ვინ ბრძანდებით, ბატონო?

ორი თოფიანი კაცი შემოვიდა ეზოში. ჩუმად მომიახლოვდნენ და მომესალმნენ: გოგის გაუმარჯოს! ღმერთმა გაგიმარჯოთ! - მეც მივესალმე და იქვე კაკლის ქვეშ გრძელ ქვის სკამზედ დასაჯდომად მივიწიე. ვერც ერთი ვერ ვიცანი. "სიფრთხილეა საჭირო, ხალხი სანდო არ არის", - გავიფიქრე. წელში გავიმართე, თავი ამაყად დავიჭირე და დავიწყე: უკაცრავად, ამხანაგებო, რაშია საქმე, რით შემიძლიან გემსახუროთ, მზადა ვარ სამსახურისათვის! ერთმა მათგანმა მწარედ გაიცინა და მითხრა: თუ კაცი ხარ, რომელ ამხანაგობაზე მეუბნები, კომსომოლის კარებზედ ხომ არ გგონია თავი, წესიერად ვილაპარაკოთ, სჯობია, დრო ძალზე ცოტა გვაქვს. აი, გოგი, - და მან პატარა ბარათი გამომიწოდა. სასწრაფოდ სახლში შეველი. პატარა ქაღალდი გავშალე. თითქმის მთლად ცარიელი, მხოლოდ ხელის მოწერაა. ხელის მოწერა ვიცანი - ო...ძე. ქაღალდი სასწრაფოდ დავხიე. იქვე კერაზედ დავყარე და სტუმრებთან დავბრუნდი. ყველაფერი გასაგებია, - მივამრთე და მათ წინ კოინდარზედ მოვიკეცე.

ბატონებო, ვინ ბრძანდებით? - შევეკითხე მათ დაუფიქრებლივ. მიცნობდეთ: მე გახლავარ გრიგოლ მდინარაძე და ეს ახალგაზრდა ჭიათურელი ს. ვაშაძე გახლავსთ. ბ-ნო გრიგოლ, საითგან მობრძანდებით? ჭიათურითგან. ჭიათურამ აჯანყება უკვე წააგო უთანასწორო ბრძოლაში, მტერმა გაიმარჯვა. თითქმის მთელი აჯანყებულები დააპატიმრეს. მხოლოდ ათიოდე კაციღა დავრჩით, რომლებმაც თავს ვუშველეთ. დაპატიმრებულია 223 კაცი, მათში რამოდენიმე ქალიც არის. დღეს გავიგეთ, რომ ყველანი მეტეხში უნდა გადაიყვანონ. ჭიათურის აჯანყება დაეცა, მაგრამ აქ როგორ არის საქმე, გოგი? ჩვენ გვინდა აქაურებს დავეხმაროთ, მაგრამ აქაც არ არის მგონი მდგომარეობა ჭიათურაზე უკეთ.

მის ლაპარაკში არ იყო შიში და ყოყმანი ბრძოლის გაგრძელებისა. მას მხოლოდ ბრაზი ახრჩობდა, რომ ბრძოლა მიზანს ვერ ახწევდა და მტრის უხეშ ხელს მეტი ძალა ჰქონდა, რასაც ვერ ურიგდებოდა ვაჟკაცის გული.

გ. მდინარაძემ მძიმედ ამოიოხრა და განაგრძო: იცი, რა გითხრა, გოგი? მართალია, არ გიცნობდი, მაგრამ როდესაც ჩხარში წამოსვლა გადავწყვიტე, მეგობრებმა მითხრეს შენზედ: იქ ერთი ახალგაზრდა არისო და იმის მეტს ვერავის ნახავო, ვინაითგან ყველას თოფი ექნება ხელში და ის ჯერ კიდევ ისე ახალგაზრდაა, რომ მას თოფს არ მისცემენო. მითხრეს, რომ ყოფილხართ ქუთაისის გიმნაზიის ერთ-ერთი მენშევიკური ორგანიზაციის ხემძღვანელი. ეს ყოველივე სასიამოვნოა, მაგრამ იცოდეთ, იაფათ არ დაუჯდება ეს აჯანყება საქართველოს. კაცო, ამდენი სიცრუე და სივერაგე გაგონილა? ჟორდანია ბათომში ჩამოვიდაო, მთავრობას დიდი ძალა აქვს ხელშიო. მხოლოდ შიგნით არის პატარა აჯანყება საჭირო და ყველა რიგზედ იქნებაო. ვერ გამიგია: რა საჭიროა ასე ხალხის გაბრუება! ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ "მთავრობას" და მათ დანაპირებებს. ტყუილად არის გავრცელებული ბრმა ფანატიკოს პროპაგანდისტების მიერ "მთავრობის" ჩამოსვლაზედ და ტყვია-წამლის მიწოდებაზედ. არაფერი ამის მსგავსი არა იქნება რა. ეს სოციალ-დემოკრატიული პარტია არც აროდეს ყოფილა სამშობლოს მოყვარული და არც მის განთავისუფლებისთვის შეაკლავს თავს. ჟორდანიას მთავრობას რომ საქართველო დამოუკიდებელი სდომებოდა, ის კიდეც დაიცავდა აქ ყოფნის დროს. ახლა სადღაც ჯანდაბაშია გაქცეული, და იქიდან ფიქრობს გაანთავისუფლოს ჩვენი ქვეყანა რუსების ხელითგან და ისიც ბოლშევიკებისგან, როდესაც თვითონ ბოლშევიკია, მათმა თავის გახეთქვამ!..

მე წინდაწინვე ვგრძნობ, რომ ქართველი აჯანყებულები, რომელნიც მოტყუებულნი დარჩნენ ამ საძაგელ "მთავრობის" მიერ, განაგურებული იქნებიან რუსების ხელით, და ამით საქართველო დაცარიელდება მეთაურ მხედრებისაგან და საერთოდ ამოსწყვეტენ ნამდვილ მამულიშვილებს, საქართველოს გულს გაუპობენ, ლახვარს ჩასცემენ მის მომავალს. მე ვიშობ, ეს აჯანყება არ გახდეს საბაბი საქართველოს დასამარების!

მენშევიკების მთავრობა კი, იცოცხლე, ბევრს ისარგებლებს საქართველოს უბედურებით. საფრანგეთში მოკალათებული დიდ ბაქი-ბუქობას დაიწყებს ევროპიელების გასაგონად: ქართველი დემოკრატია იბრძვის კომუნისტების ოკუპანტების წინააღმდეგ, რასაც ამოწმებს ეს აჯანყება, რომ საქართველოს დემოკრატიას ისევ ჩვენი დაბრუნება სურსო, და სხვა ამგვარი მენშევიკური ენით დაწერილი მზაკვრობანი და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ფული გამოსცინცლონ ტანჯულ საქართველოს სახელით მარქსიზმის და ინტერნაციონალიზმის გასაძლიერებლად, რასაკვირველია, არა ნამდვილი და თავის მუქთახორების გასაძღომად და არა საქართველოს დასახმარებლად. აი, ამ პოლიტიკის წყალობით ჩავცვივდით ასეთ დღეში. ეს კარგად იცოდე, ძმაო გოგი, რომ მენშევიკური პარტიის მეთაურები ხალხს და ერის ინტერესებს ნაკლებ ფასსა სდებს და მხოლოდ თავის პარტიულ იდეებს სწირავს ყოველივეს.

მე შეიძლება, გოგი, დიდხანს ვერ ვიცოცხლო, ამ თოფს ვეღარ გავაგდებ ხელიდგან და შენ გაგახსენდება ჩემი სიტყვები!

გამომშვიდობებამდის მითხრეს: გააფრთხლე ყველანი ჩვენები, თოფი არავინ აიღოს. უკვე ყოველივე გათავდა. ბრძოლა წავაგეთ. ჭიათურა აიღეს, სამეგრელო საშა გეგეჭკორის რაზმმა და რუსის ჯარმა აიღო, დარჩა ჩხარისა და ეწერის აჯანყებულები, ეს სულ ჩვენი იმედი, რაც არავითარ საყრდნობ წერტილს არ წარმოადგენს. მაშ, ასე, გოგი, გისურვებთ ყოველივე კარგს და ჩვენ გზა დაგვილოცე. თუ გადაურჩით მაგ ძაღლების ხელს - კარგია. ხელი მაგრად ჩამომართვეს, ორივენი უხმოდ გავიდნენ ეზოთგან, მე თვალი გავაყოლე. მათმა ვაჟკაცურმა, ლამაზმა შეხედულებამ და მკაცრმა გამომეტყველებამ აღფრთოვანება გამოიწვია ჩემში. შინ შევბრუნდი. მომაგონდა, რომ ნაშუადღევის 3 საათზედ ზესტაფონში უნდა წავსულიყავ. დატუსაღებული მამის შესახებ იქნებ რაიმე მომეგვარებინა.

***
შუა ღამე გადასული იქნებოდა, რომ გამომეღვიძა. საჩქაროდ ავდექი, სახლიდგან გამოველი და ჩქარის ნაბიჯით გავწიე ზესტაფონისაკენ. საქართველოს სამხედრო გზაზედ გამოველი. მწარე ფიქრებმა გამიტაცა, გზას გადავუხვიე და იქვე მოლზედ წამოვწექი. სიჩუმე იყო, დროგამოშვებით ტურის ხმა და ჭოტის არასასიამოვნო კივილი არღვევდა. დილის ოთხი საათი იქნებოდა, რომ წყნარ ღამეში გარკვევით მომესმა ტყვიამფრქვევის მკვახე კაკანი. წამოვჯექი, ყური დავუგდე, მინდოდა გამეგო, რომელი მიმართულებით იყო სროლა. ვერ გავარკვიე, თუ ხმა საიდგან ისმოდა. მოსალოდნელი იყო სროლა მხოლოდ ჩხარის მიმართულებით. ვიფიქრე: ალბათ აჯანყებულებს დაეცენ-მეთქი და მძიმედ ამოვიოხრე. სროლა შესწყდა დაახლოებით ხუთი წუთის შემდეგ. 10-15 წუთის შემდეგ სროლა განმეორდა და შედარებით უფრო დიდხანს გაგრძელდა. სევდით გულშეპყრობილმა განვაგრძე გზა. სამი კილომეტრით დაუახლოვდი ზესტაფონს. გზატკეცილიდამ გადაუხვიე, ლიანდაგზედ ავედი. პატარა საგუშაგო სახლის წინ გავიარე. მივდივარ წინ, შუა ლიანდაგზე მივაბიჯებ. რაღაც წუმპეში გავიარე. ცოტა არ იყოს გამიკვირდა, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, ისევ განვაგრძე გზა. უკვე ინათლა. თანდათან ვუახლოვდები ზესტაფონს. ფეხსაცმლის ზონარი გამეხსნა და მიშლის სიარულს. სასწრაფოდ შევკარი ზონარი და განვაგრძე გზა. ხელზედ სისხლი შევნიშნე. გამიკვირდა. მეორე ხელიც სისხლში მაქვს გასვრილი. ნეტავი რა არის ეს? ფეხზედ დავიხედე, ფეხსაცმელებიც მთლად სისხლშია დასვრილი. არ მინდა დავიჯერო, რომ ადამიანის სისხლის წუმპეში ჩავდგი ფეხები. ეჭვები მახრჩობს... ხელი გავიხოცე. ფეხსაცმელებს მწარე ანწლის ფოთლები გადავუსვი და ისევ გავუდექი გზას.

მივუახლოვდი ზესტაფონს. ლიანდაგის გადასასვლელზედ რუსის ჯარისკაცი წინ და უკან დადიოდა, მეც გაუბედავად ვუახლოვდებოდი. მან შემამჩნია, თოფი მოიმარჯვა და შემომძახა: "კტო ტამ, ტავარიშჩ, იდიტე ნაზად! ინაჩე ბუდუ სტრელიატ". მეც გადაუხვიე მარცხნით. ჯარისკაცს თვალით მოვეფარე და იქვე სარწყავ არხი ჩავეშვი და ზესტაფონის მიმართულებით თითქმის ხოხვით გავეშურე. ამ არხით თითქმის ერთი კილომეტრი გავიარე. არხითგან ჩუმათ ამოვედი, გადაუხვიე ქვემოდ, მივადექ რკინის გზის სადგურის ქვიტკირის კედელს. არავინ სჩანდა. ერთი წუთიც და კედლის მეორე მხარეს მოვექეცი. ლიანდაგის ფუტები სავსე იყო საბარგო და სახალხო რონოდებით. მეც შეუმჩნევლად რონოდების კედლებს მივყვებოდი. ერთ საბარგო რონოდას მივაქციე ყურადღება. ის თითქმის ერთ მხარეს იყო გადაწოლილი. რონოდის კედლები გადაჭრილი იყო ტყვიისმფრქვეველით. კარები ღია იყო. შიგ შევიხედე. გულმა ცემა დამიწყო, დავინახე საშინელება. ვიგრძენ უბედურება. ვიგრძენ ჯერ კიევ თბილი სისხლი ძვირფას ქართველთა. ვინ იცის, ვისი სისხლი არ ექცია ამ დაწყევლილ რონოდის იატაკზედ. მუხლები ამიკანკალდა, სუნთქვა შემეკრა. ეხლა მივხვდი, წუხანდელი სროლის მიმართულებას. ეხლა მივხვდი, თუ ვის სისხლში გამისვრია ხელები და ვისი სისხლი შევურაცხვე და გავიარე ჩემი ცოდვილი ფეხებით. ხელებზედ დავიხედე. თითებს კიდევ აჩნდა გამხმარი სისხლის კვალი. ხელები წინ წავწიე და ზიზღით და შიშით დავუწყე ცქერა. უნებლიეთ მეც მონაწილე გავხდი ამ უბედურების? ჩემი ფეხებით გავთელე წმინდა სისხლი! ჩემი ხელები გაისვარა დახვრეტილ მამულიშვილთა სისხლში! სული მეხუთება. გულის ძგერა მინელდება. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი... მეორე რონოდა. იგივე სანახაობა... რონოდაში 3-4 სანტიმეტრი სისხლი სდგას, ადგილზედ შედედებული. სისხლი აშლილია, ეტყობა გვამები უთრევიათ. ადგილზედ ასახულია ხელების და ტანის ტანჯული მოხაზულობა. რონოდის კედლებზედ, რომელიც მთლად დახვრეტილია ტყვიისმფრქვეველით, მიჭრილია დახვრეტილთა ხორცის ნაგლეჯებით. სურათი შემზარავია. წმინდა სისხლით შეღებილია რონოდის კედლები, შიგნით და გარედ. ღია კარებითგან წვეთს ჯერ კიდევ შეუდედებელი სისხლი, ხელები თვალებში ამოვისვი, წამოსული ცრემლები ამოვიწმინდე. ერთი კიდევ შიშით გადავხედე წყეულ რონოდებს ფეხებ მოდუნებულმა და თავს ბრუდახვეულმა დავტოვე ეს გულშემზარავი ადგილი.

იმ დღეს მამის ნახვის ნება არ მომცეს, მხოლოდ საჭმლის შეგზავნა მოვახერხე. ნაშუადღევის 4 საათი იქნებოდა, როდესაც გაბოროტებულმა ათასნაირი აზრებით და ფიქრებით დავტოვე ზესტაფონი.

***
ქალაქის ბოლოს წამოვეწიე ჩემს მეზობელ გლეხს არქიპო ფხალაძეს. საღამო მშვიდობისა, ბ-ნო არქიპო! - ღმერთმა გაცოცხლოსთ, თვითონ ბატონო! მწუხარე გამომეტყველებამ მოხუცისამ მთლად დამაკარგვინა წონასწორობა. მივუახლოვდით იმ ადგილს, სადაც წუხელი ფეხები სისხლში ამოვისვარე. მოხუცი გვერდში ჩუმად მომყვებოდა, მხოლოდ მისი დროგამოშვებითი მძიმე ოხვრა ისედაც გადარდიანებულს გულს მიკლავდა. აი, ის ადგილი; ლიანდაგი დაგარულია ბუმბულითა და სხვადასხვაფერი ნაჭრებით, სისხლი გამხმარა და არეულა ორთქლმავლის მიერ დაღვრილ ზეთში. მარცხნით ლიანდაგითგან 40-50 მეტრის დაშორებით მოჩანს საკმაოდ გრძელი თხრილი, რომელიც დაფარულია ისევ სველი მიწით. ლიანდაგითგან ძირს ჩამოველ, რათა ხელმეორედ არ გამევლო და არ გამექელა წმინდა სისხლი ძვირფასი ძმებისა. გადავედით იმ მხარეს, საითაც, ჩემის აზრით, უნდა ყოფილიყო ისევ თბილი საფლავი ძვირფას ქართველთა. ვინ იცის, ღამის წყვდიადში, სროლის დროს, მსუბუქად დაჭრილებიც კი დახოცილებთან ერთად არიან ჩასვენებული სამარეში?! შეიძლება კიდევ ცოცხლები არიან?! იქებ შეიძლება მათი შველა! საფლავის გასწვრივ ქალაქის ძაღლები დაძრწიან. მოხუცი შეჩერდა, თვალები ამოიფშვნიტა და ისე მწარედ აქვითინდა, თითქოს მამა თავის საკუთარ შვილებს დასტირისო. ბატონო გიორგი! ამას რას ხედავს ჩემი დასავსები ბებერი თვალები! - ამოიქვითინა მოხუცმა. იქვე საფალვისკენ მიმითითა და წაილუღლუღა: "ადამიანის ფეხებიც უნდა სჩანდეს". დავაკვირდი: გარკვევით სჩანს ფეხები. ეტყობა, ქალისა უნდა იყვეს, ცალი წინდის ამარაა და ცალზედ შერჩენია ფეხსაცმელი. საბრალო ქალი... მარტო მოხუცი არ სტიროდა, ჩემს თვალებსაც არ აშრებოდა მწარე ცრემლები. ბატონო არქიპო, ერთი წუთით, და მალე წამოგეწევით. ფეხებს ცოტაოდენ მიწას მაინც დავაყრი ხელით, - მივმართე მოხუცს. მოხუცმა ხელი მაგრად ჩამჭიდა და მითხრა: არა, შვილო; საბრალოს ტანი მაინცა აქვს დაფარული მიწით და თუ იქ შეგნიშნა ჯარისკაცმა, რომელიც აუცილებლად თვალ-ყურს ადევნებს საფლავს, შენი გვამი, შვილო, ეჭვს გარეშეა, სულ მიწამიუყრელი დარჩება ამ საშინელ ადგილას. მალე, მალე წავიდეთ, ბატონო გიორგი. მოხუცმა ფეხი აუჩქარა და მეც ავედევნე. მთელი გზა ისე გავიარეთ, ურთიერთისათვის არაფერი გვითქვამს. სიტყვები აღარ მოგვეპოვებოდა ჩვენი ბოღმის გამოსათქმელად. მალე მოხუცს გამოვემშვიდობე და მარტოდ ჩემი გზა განვაგრძე.

მეორე დილით მთელმა სოფელმა, მთელმა საქართველომ იცოდა მომხდარი ამბავი, არა მარტო ჩვენი მხარის, არამედ მთელი საქართველოსი.

იმ დროს, როდესაც ბაქრაძე და ვაშაძე ტყვიის ცეცხლით ანადგურებდნენ იმერეთის აჯანყებულებს, სამეგრელოში საშა გეგეჭკორი დაფარფაშებდა მაუზერით ხელში და სპობდა სიცოცხლეს მისას, ვინც მას თვალში არ მოეწონებოდა. არც ერთ ტუსაღს არ მიუღწევია ციხემდის. სენაკისა და მარტვილის ახლო-მახლო თითქმის ყველ ნაბიჯზედ შეხვდებოდით გვამს, ტყვიით განგმირულს, მწარე ღიმილშერჩენილს, ან ტანჯვით სახემოქცეულს და დამახინჯებულს მტრის ხელითგან.

დახვრეტები გაგრძელდა პარასკევ საღამომდის. ზესტაფონის ციხე სავსეა ტუსაღებით. უკვე გადაბმულია ერთიმეორეზე ოთხმოცამდე სასაკლაოზე გასაყვანად. გაისმა ხმა: დახვრეტები შეჩერებულია!.. გადაბმულებს ხელები დაუხსნეს. ყველას სახეზე უცვლელი სიმწუხარეა მხოლოდ. აქა-იქ ისმის კმაყოფილი წამოძახილი: მადლობა ღმერთს, სიკვდილი ციმბირით შეიცვალა!

***
ქართველი ხალხი აჯანყდა რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ საქართველოს თავისუფლების მოსაპოვებლად და არასოდეს მენშევიკური მთავრობის სიყვარულისათვის და მისი მთავრობის უკან დასაბრუნებლად.

ღირსეულმა მამულიშვილებმა მტერს თავი შეაკლეს. რუსებმა და ქართველ მოღალატეებმა დახვრიტეს ხელ-ფეხ შეკრული პატრიოტნი. მენშევიკების აგენტები და პროვოკატორები კი თავს უფრთხილდებოდნენ, როგორც ჟორდანია-რამიშვილის ინსტრუქცია ამას უთითებდა: აქტიური სოციალ-დემოკრატები არ ჩაებან ბრძოლაში, ეცადეთ ბოლშევიკების მიერ უკმაყოფილო ხალხი გაახელოთ, რომ მტერზედ ანგარიშმიუცემლად ზედ მივიდესო, და სხვა ასეთი ბევრი უსინდისო ინსტრუქციები ჰქონდა პარტიას, რომელიც დეზერტირობის სულით იყო გაჟღენთილი. თვითონ თავი გადაირჩინეს და საქართველო რუსის დათვს პირში მისცეს. ვაი, რომ საბედისწერო შეიქმნა ჩვენთვის ამ გახრწნილი პარტიის რეგვენ ხელმძღვანელთა ავანტურა!..

მენშევიკებს ალბათ ის უნდოდათ, რომ რუსებს მოესპოთ ნამდვილი პატრიოტები, ქართველი მამულიშვილნი, რადგან ისინი იყვნენ სწორედ, რომ მათ საქმეს უჭირვებდნენ და ხელს უშლიდნენ მათი ბოროტი საქმის განხორციელებას.

აჯანყება "მოაწყვეს" მენშევიკებმა, მაგრამ ეს აჯანყება სრულიად მოუწყობელი იყო: არც იარაღი, არც ტყვია-წამალი, არსაიდან დახმარება, ხელცარიელი ხალხი მიუსისინეს და მიუსიეს ძლიერს, კბილებამდე შეიარაღებულ მტერს. მერე ვინ ხელმძღვანელობდა და ქადაგებდა ამხედრებას კომუნისტების (და არა რუსების) წინააღმდეგ? მენშევიკები, რომელთაც მარქსიზმისათვის თავდადება და ბრძოლა კარგად ეხერხებოდათ, ხოლო ერის განმანთავისუფლებელი ბრძოლის წინამძღოლობა ისე შეშვენოდათ, როგორც ვირს კრიალოსანი. აჯანყება სისხლში ჩაიხრჩო, მაგრამ ამავე სისხლში დაიბადა გადაწყვეტილება, დღეს რომ ქართველი ერის გულში ღრმად ბუდობს: მენშევიკ-ბოლშევიზმს საქართველოს ნიადაგიდან ძირიან-ფესვიანად ამოაგდებს და მტკიცე ეროვნულ, თეთრ-გიორგულს საქართველოს შექმნის.
გიორგი მხეიძე
დამასკო, 1936 წლის ოქტომბერი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.08.2023
1994 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ დაადგინა:
25.08.2023
1994 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ დაადგინა:
25.08.2023
მიტროპოლიტი ნაზარი (ერისკაცობაში იოსებ ლეჟავა) დაიბადა 1872 წელს იმერეთის სოფელ დიდ ჯიხაიშში.
25.08.2023
დავით გარეჯის ლავრის უკანასკნელი წინამძღვარი (მე-20 საუკუნეში) არქიმანდრიტი გერმოგენი (აბაშიძე) ჩემი პაპიდის – სიდონია მჭედლიშვილის მეუღლე იყო.
25.08.2023
არქიმანდრიტი კირილე მრავალი წლის მანძილზე აწყურის წმინდა გიორგის მონასტერში მოღვაწეობდა.
25.08.2023
რელიგიასთან და კონკრეტულად კი მართლმადიდებლობასთან ბრძოლა ბოლშევიკებმა ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან დაიწყეს.
25.08.2023
1920-იან წლებში კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) მამა იოანე ლუკაშვილს დეკანოზის წოდება მიანიჭა და ანჩისხატის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა.
24.08.2023
მამა ნიკოლოზი თელავში, სოფელ ყარსუბნის ტაძრის მღვდელი იყო. როცა სოფელ ვარდისუბნის წმინდა გიორგის მოძღვარმა მღვდლობაზე უარი თქვა,
24.08.2023
მღვდელი ამბროსი კანდელაკი 1870 წელს იმერეთის გუბერნიაში, სოფელ ჭოგნარში, მღვდელ ბესარიონ კანდელაკის ოჯახში დაიბადა.
24.08.2023
არქიმანდრიტი გერმანე – ერისკაცობაში გრიგოლ იაშვილი 1861 წელს, აზნაურის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა დიდმოწამე დიმიტრი, შვილი კეთილშობილი და მაღალზნეობრივი მშობლებისა, ქალაქ თესალონიკში იშვა,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat