მხოლოდ ღმერთმა იცის, ვინ არის გაბრიელი, ასი წელიც რომ მიყუროთ, მაინც ვერ მიმიხვდებით
მხოლოდ ღმერთმა იცის, ვინ არის გაბრიელი, ასი წელიც რომ მიყუროთ, მაინც ვერ მიმიხვდებით
გაბრიელ ბერზე საამბობს რა დალევს, ალბათ, ვერც ერთი მორწმუნე ვერ გაძღება მასზე ფიქრითა და ბაასით. ჰოდა, გვინდოდა, ეს წყურვილი კიდევ ერთხელ ოდნავ მაინც დაგვეურვებინა და ეს კრიალოსნად აკინძული ძვირფასი სახსოვარნიც ამიტომ მოგართვით.

გაბრიელ ბერის მთელი არსება მოყვასის სიყვარულით სულდგმულობდა. შეუძლოდ იყო, სენაკიდან ვეღარ გამოდიოდა, როცა მისმა საოცარმა ხმამ შეაზანზარა სამთავრო:

- მიყვარხართ ყველანი!

ეს იყო გულიდან ამოტანილი იმ უსაზომო სიყვარულის გამოძახილი, რომელშიც, ვისაც კი ბერი ერთხელ ენახა, ხშირად რწმუნდებოდა.

მრევლიც ცდილობდა, სიყვარულითვე, მცირედი გარჯით მაინც ეპასუხა იმ უსაზღვრო თავდადებისთვის, გაბრიელ ბერის სიცოცხლის არსს რომ წარმოადგენდა. ამაგს კი არავის დაუკარგავდა - თითქოს ამ სიყვარულს იგროვებდა და ისევ გასცემდა.

მისი მრევლის წევრმა ახალგაზრდა გოგონამ წინდის ქსოვა რომ ისწავლა, პირველივე ნახელავი გაბრიელ ბერს მიართვა: "მშვიდად გადამიხადა მადლობა. შემდეგ მისვლაზე მინდოდა მენახა, ეცვა თუ არა. რომ მივედი, მამაო ჯვარს წმენდდა. უეცრად გრძელი მანტია გადაიწია, ფეხი გამოაჩინა და მაკრატლით მანტიის მორღვეულ ბოლოებს უწყო შესწორება, თან სახეზე სათნო ღიმილი დასთამაშებდა. დავინახე, რომ ჩემი მიტანილი წინდები ეცვა".

მამა ანდრია ტარიადისი იხსენებს: "სამთავროს მონასტერში მისულმა კიბეზე ჩამომჯდარ გაბრიელ ბერს კურთხევა ვთხოვე. შენ როდის უნდა დამლოცოო? - მკითხა და კურთხევისთვის მომზადებული ხელი უკან გასწია.

იმ საღამოსვე საპატრიარქოში მიბრუნებულს უწმინდესმა მომიწოდა და მითხრა: - მღვდლად კურთხევისთვის მოემზადეო.

სიხარულით აღვსილი მეორე დღესვე მივადექი მამა გაბრიელს, რომ მეხარებინა, - შენი წინასწარმეტყველება გამართლდა-მეთქი. გზად მიმავალი თანდათან დავმშვიდდი და გავიფიქრე: - დიდ მამებს რაღა ქება სჭირდებათ, ყველაფერს ისეც მიხვდება-მეთქი და გადავწყვიტე, აღარაფერი მეთქვა.

მონასტრის ალაყაფს გავცდი თუ არა, საშინელი წივილ-კივილით შემომეგება. სენაკს ვუახლოვდებოდი და გაბრიელ ბერის ხმა უფრო და უფრო ძლიერდებოდა:

- თქვე ფარისევლებო და უგუნურებო!

დავიძაბე. მივხვდი, ეს სიტყვები მე მკუთვნოდა. საკუთარი ფიქრისა და ზრახვების შემრცხვა და სინანული დამეუფლა".

***
სასწაულებრივი წინასწარმეტყველების უნარით დაჯილდოებული გაბრიელ ბერი საერო პირებს საღვთო ცხოვრებისკენ მოუწოდებდა და არათუ გარშემომყოფთათვის, თავად ამ ადამიანთათვისაც საკვირველი და ზოგჯერ გაუგებარიც კი იყო მისი ასეთი მოწოდებანი.

ერთი მათგანი შემდეგ იხსენებდა: "როგორც მრავალი საერო პირი, მეც მცირედმორწმუნე ვიყავი. ტაძარში შესვლას მეგობრები თუ მაიძულებდენ. რაღაც გაურკვეველი გრძნობა, ზოგჯერ სირცხვილის, ზოგჯერ კი თავაწყვეტილობისა, სულ ხელს მიშლიდა. რამდენჯერმე ეკლესიის ზღურბლთან მისულიც მოვბრუნებულვარ. ასე იყო მანამ, სანამ მეგობარს არ შევპირდი, ტაძარში გამოგყვები-მეთქი. ამას ცალყბად ვეუბნებოდი, რადგან ვიცოდი, ხელის შემშლელ მიზეზს ადრე თუ გვიან მოვძებნიდი და არ წავყვებოდი. მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად აეწყო - მეგობარი შემხვდა და, სხვა გზა აღარ მქონდა, სიონში გავყევი.

სანთლები დავანთეთ და უეცრად მხარზე უცნობი ანაფორიანი კაცი შემეხო. მძიმედ მეჩვენა მისი ხელი... მითხრა: "ქრისტესმიერო ძმაო! მძიმე და ტკბილია ჯვარი, რომელიც გერგო. მთავარანგელოზი იყოს შენი შემწე და მფარველი. ითხოვე და მოგეცეს, მაგრამ როცა გიხმო, მოდი! მე ვიქნები შენი მეგზური".

ამ სიტყვების შემდეგ რამდენიმე წუთს ხმადაბლა ლოცულობდა... სიტყვებს ვერ ვარჩევდი, მხოლოდ რამდენჯერმე მომესმა: "ჯავახეთი..." ბოლოს ისევ ხმამაღლა მითხრა: "აღსდექი, ჩემო გაბრიელ, და იქადაგე ჩემი აზრები!" მინდოდა მეკითხა: რა აზრები, ან რატომ მიწოდებ გაბრიელს-მეთქი, მაგრამ ისე გადაიხარხარა, სიტყვაც ვერ დავძარი, მერე შეტრიალდა და ტაძრიდან გავიდა...

მეგობარს მისი ვინაობა ვკითხე. გაბრიელ ბერია, სალოსი, და ასე უცნაურად იმიტომ იქცევაო...

უკან დავედევნე, მაგრამ ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერსად ვიპოვე.

ის დღე იყო და ის დღე, სიონის აქტიური მრევლი გავხდი, ლოცვას დავეწაფე და წირვა არ გამიცდენია. გონებაში კი სულ ბერის სიტყვები მიტრიალებდა: "ითხოვე და მოგეცემა, მაგრამ როცა გიხმო, მოდი!"

მშიერმა და ხელმოკლე სტუდენტმა უფალს ქონებისა და სიმდიდრის თხოვნა შევბედე, თვეში ერთხელ მაინც კი სიზმრად მოღიმარ ბერს ვხედავდი.

სულ მცირე ხანში უფალმა ჩემი ლოცვა შეისმინა და თბილისის ერთ-ერთ ძალიან პრესტიჟულ რეტორანში ჯერ მიმტანად მიმიღეს, შემდეგ კი ხელმძღანელადაც დავწინაურდი. ტაძრისთვის ვიღას ეცალა?! აღარც ლოცვით ვიწუხებდი თავს და აღარც წირვებზე სიარულით, სამაგიეროდ, ისეთ მორევში აღმოვჩნდი, საიდანაც თავის დაღწევა ძალიან ძნელია - ქურდობა, მრუშობა, სიცრუე და ათასი ამგვარი სისაძაგლე ჩვეულებად მექცა...

და აი, ერთ მშვენიერ დღეს ძილში კვლავ მამა გაბრიელი ვიხილე. მიღიმოდა და ხელს მიქნევდა... ხილვას ყურადღება არ მივაქციე.

მეორე დღეს შინ ღამის 2 საათისთვის დავბრუნდი. კარი რომ შევაღე, გავშეშდი: ყაჩაღები დამხვდნენ, იარაღი დამადეს და ბინა მთლად გაძარცვეს. მადლობა ღმერთს, ცოცხალი დამტოვეს. მთელი თვე ხალისწართმეული დავდიოდი, ბოლოს კი ისევ ეკლესიას მივაშურე. წირვიდან რომ გამოვედი, შვებით ამოვისუნთქე და სამსახურში მისულს ძველი წესით ცხოვრება აღარ მომინდა. თვალწინ მამა გაბრიელის სახე მედგა და უხმოდ ვესაუბრებოდი...

გაზაფხულზე მის სანახავად მცხეთაში ჩავედი, მაგრამ ვერ მოვახერხე და შორიახლოს მდგომი შევყურებდი.

მალე სამსახური დავკარგე და მთელი წელი უმუშევრად დავდიოდი. ტაძარში სიარული უკვე თავისუფლად შემეძლო.

გავიდა ხანი, 2000 წელიც ჩამოდგა. აგვისტოს ერთ ღამეს ძლივს ჩაძინებულს გაბრიელ ბერი მესიზმრა ისევ... იდგა ჯავახეთში, ახალქალაქის სოფელ ხოსპიოს ტაძრის გუმბათზე სვეტად აღმართული, ორ სხვა ბერთან ერთად, და მკაცრი სახით მეძახდა:

- დროა, ჩამოდი, გაბრიელ, დროა!

KARIBCHEისეთმა შიშმა ამიტანა, ოფლში გაწურულს გამომეღვიძა.

იმ კვირაშივე წავედი ჯავახეთს. ბორჯომ-ახალქალაქის ეპისკოპოსი სერაფიმე (ჯოჯუა) გავიცანი, რომელმაც ძმურად მიმიღო და ისე დამმოძღვრა, საბოლოოდ განმიმტკიცა რწმენა. ვუთხარი, - აქ დაფუძნება მინდა-მეთქი, მან კი დამარწმუნა, - ყოველივე ღვთის ნებააო და შემპირდა, - მეც ვილოცებ შენთვისო.

გაბრიელ ბერისა და მეუფე სერაფიმეს ლოცვით ჭეშმარიტ გზას დავუბრუნდი".

მართლაც, ღვთის დიდი წყალობით, გაბრიელ ბერის შეწევნითა და მეუფე სერაფიმეს ხელით 2000 წლის მარიამობას გელა ნათენაძე გაბრიელის სახელით იქნა ხელდასხმული ბორჯომის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში.

***
გაბრიელ ბერის სალოსური ღვაწლი შეუცნობელი სულიერი კავშირით კრავდა ორთავ ქვეყანას. ვერვინ ჩასწვდებოდა მის ქმედებათა სიღრმესა და მნიშვნელობას. მისი სიმთვრალეც მხოლოდ ფარი იყო - ამ დროს მისი პირით თვით ჭეშმარიტება ღაღადებდა.

ერთი მონაზონი იხსენებს, თუ როგორ აკურთხა ბერმა მისი მომავალი აღკვეცა: "უზომოდ ნასვამი" ბერი გაბრიელი მონასტრის ეზოში რამდენჯერმე დავარდა. დედა პარასკევამ და ახალგაზრდა მორწმუნემ ძლივს აიყვანეს თავის სენაკში. გამოსვლას აპირებდა, როდესაც უეცრად კაბის კალთაზე ჩამებღაუჭა და ცრემლიანი, უცნაური ხმით მითხრა:

- დიდი გამოცდა და განსაცდელი გელის, შვილო! მოუტანეთ ჩემი მანტია!

შემოუტანეს.

- შემოსეთ!

მცირე ხანში ბრძანა:

- ახლა განმოსეთ! დაკიდეთ! დამაწვინეთ და წადით!

ამ ამბიდან სულ მალევე მაკურთხეს სამონაზვნედ".

***
ხუმრობა უყვარდა და ხშირად თავის სათქმელს ასე იტყოდა ხოლმე.

ერთხელაც, როდესაც ზარზმის მონასტიდან თბილისში, შინ მიიყვანეს, მანქანიდან გადმოსულმა ხელები ზეცად აღაპყრო და თქვა:

- ათასი მადლობა ღმერთსა!

შემდეგ მძღოლს მიუბრუნდა და უთხრა:

- ხუთასიც - შენა!

"იუდეველნი სასწაულს ეძიებენ, ხოლო ბერძენნი - გონებით გამოიძიებენ, არამედ მე მრწმენეს ქრისტე, ჯვარცმული ჩვენთვის, - გვასწავლის პავლე მოციქული, - მაგრამ ადამიანის გული სავსეა ცდუნებით, იხილოს რაღაც წარმოუდგენლად დაუჯერებელი და იწამოს იგი, რადგანაც ღრმა არს გული უფროის ყოველთასა და კაც არს. და ვინ ცნას იგი? (იერემია 17,9).

წმინდანები დედამიწაზე არ არიან, წმინდანობა - ცაშია. აქ თუ ვინმე წმინდად ცხოვრობს, უნდა ითქვას, რომ ის წმინდად მცხოვრებია, რადგან ცოდვისგან არავინაა დაზღვეული. ისე რომ იცხოვრო, მხოლოდ ღმერთს კი არა, ადამიანებსაც უყვარდე, - ამაზე დიდი არაფერია.

ზოგი იტყვის ხოლმე, - წმინდანი გამომეცხადა და გაქრაო. უნდა თქვა, - გაუჩინარდა ან უჩინარ იქმნაო, თორემ რა გამოდის? ის წმინდანი იყო და აღარ არის? დიდ სიწმინდეს მუდამ ახლავს დიდი მადლი, რომელსაც გარშემო უხილავი წრე აკრავს. ამ წრეს ბოროტება ვერ ეკარება, ჩერდება და ყოველივე ღვთის მადლს ემორჩილება".

***
თუ რა დიდი ძალა აქვს ლოცვას, ამაში მასთან მყოფნი ხშირად რწმუნდებოდნენ. ბერის ლოცვით მის ისედაც მცირე სენაკში უამრავი ადამიანი იყრიდა თავს. ადგილი ახალმოსულთათვისაც კი რჩებოდა, თუმცა ერთი კაციც რომ ყოფილიყო, სიფრთხილესა და მოწიწებას იჩენდა, არაფერს წამოსდებოდა. შესასვლელ ვიწრო და დაბალ კარშიც თავდახრილნი და ორად მოკეცილნი შედიოდნენ ხოლმე. საოცარია, მაგრამ ბერს სენაკში საკონცერტო როიალიც კი ედგა - სალოსობისას ხან დაუკრავდა, ხანაც ზედვე წამოწვებოდა. სასწაული ის გახლდათ, რომ ამ როიალის გატანა, სანამ ბოლომდე არ დაშალეს, ვერაფრით შეძლეს. ერთ-ერთი ბერი იგონებდა, რომ თავად გაბრიელ ბერს სხვათა დაუხმარბელად შეუტანია იგი სენაკში.

KARIBCHE


ერთხელ, როდესაც მონაზვნებმა ჩამოსაქნელი სანთელი წამოადუღეს, გაბრიელ ბერმა უთხრა: - აქ მოიტანეთო. დედა პარასკევა კი ეცადა, მაგრამ სასანთლე თასი კარში ვერაფრით გაატია. შეცბუნებულმა უპასუხა: - არ შემოეტია, მამაო, რომ დავხარო, გადმომეღვრებაო.

- ქრისტეს სახელით, შემოიტანე თასი! - შესძახა ბერმა, კარისკენ ჯვარი გამოსახა და მონაზონმა ვერც მოისაზრა, როგორ აღმოჩნდა თასიანად მის კელიაში.

***
გაბრიელ ბერი სულიერად მუდამ მლოცველთან იყო და წყალობას მასთან ერთად შესთხოვდა უფალს. როდესაც მის სენაკში ერთმა მონაზონმა გულში ღვთისმშობლის ტროპარი გაიმეორა, ჩამთავრებისთანავე ბერმა მიუგო: - ამინ! მაშინ მიხვდა ის მონაზონი, რომ გაბრიელ ბერი გულისა და გონების აზრებს კითხულობდა.

ვისაც დახმარება და სულიერი შეწევნა სჭირდებოდა, ბერი სიცოცხლის ბოლო წუთებშიც მიიღებდა ხოლმე თავის სენაკში, დასვამდა სიჩუმეში და ამ დუმილში იყო ღვთის დიდი წყალობა და კურნება. შემდეგ კი იმას ეტყოდა, როგორი პასუხიც მავანისთვის იყო საჭირო და კეთილად დალოცავდა.

- ღმერთმა მითხრა: გაბრიელ, თავად არ მთხოვს და შენ რატომ მთხოვო?

ხან თავად მომსვლელს ათქმევინებდა ლოცვას:

- შენ თვითონ სთხოვე უფალს, დაიჩოქე და ისე სთხოვე, ორმოცდამეათე ფსალმუნს მუხლმოყრილი თქმა უხდება!

***
ერთხელ ბერი სიონში შევიდა. რომ დაინახეს, დაუჩოქეს და სთხოვეს, - დაგვლოცეო. თავადაც დაიჩოქა, მთხოვნელს თავზე ემთხვია და ასე უთხრა:

- მე რა დაგლოცო, შვილო, მე ცოდვილი ვარ, უფალმა დაგლოცოს!

არასოდეს არავის დაანახვებდა, რომ მისი ლოცვა შეეწეოდა. მისულებს თავს ყოვლად უძლურ ადამიანად მოაჩვენებდა და სხვასთან გაგზავნიდა: ზოგს - მკურნალთან, ზოგს - მღვდელთან, ზოგსაც - მონაზონთან. მორჩილებითა და რწმენით ბერის სიტყვის აღსრულება კეთილი ნაყოფით გვირგვინდებოდა.

***
იტყოდა ხოლმე: - ჯერ უგნური უნდა იყო, რომ მერე ბრძენი გახდეო.

სალოს მამათა ნამოქმედარი ხშირად კაცთათვის დაფარულია. ბერი კი ამბობდა: - სალოსებს უფალი ცოდვებს არ მოჰკითხავსო.

მისი სალოსობა იმ ბნელ დროებაში მართლაც ჭეშმარიტების ქადაგება იყო. როდესაც თავზე რვალის დიადემადადგმული, დაძონძილი რუსთაველზე ჩაივლიდა, ქადაგებდა ხოლმე:

- ქრისტიანული სარწმუნოება იდევნება... სიწმინდე ილახება... მეტეხის ტაძარში კონცერტები იმართება! გაფრთხილდით, ღვთის რისხვა არ დაგატყდეთ თავს!

ყოველთვის, სანამ სენაკს დატოვებდა და ქუჩა-ქუჩა თავის უცნაურ ქადაგებებს მოჰყვებოდა, თითქოს წინასწარ ემზადებოდა - მალიმალ გასცემდა განკარგულებებს: "ღვინო მომიტანეთ!" გადაბმულად სვამდა და მხოლოდ ასე, ნამთვრალევი და შელანძღული, წარდგებოდა ხოლმე სხვათა წინაშე.

მის ყოველგვარ ქმედებაში დაფარულად იდო სწავლება.

ვერვინ გაიგებს, რა სულიერი ურვა ტანჯავდა, როდესაც ზოგჯერ წაიმღერებდა: "მებრალები, მეცოდები, ჩემო პაცანჯან!"

ამ სიმღერაში მთელი მისი ცხოვრება, დამცირება და შეურაცხყოფა ჩანდა, მაგრამ უცნაური ქმედებებით მუდამ ფარავდა და შეუჩნეველს ხდიდა. მერე დასძენდა: - მხოლოდ ღმერთმა იცის, ვინ არის გაბრიელი, ასი წელიც რომ მიყუროთ, მაინც ვერ მიმიხვდებითო.

***
ერთხელ სვეტიცხოველში გარს შემოხვეულებს ქრისტეს შესახებ უქადაგებდა. თვითმხილველივით მთელი არსებით განიცდიდა სახარებისეულ ადგილებს:

- ქრისტე ზაქესთან ინახით იჯდა...

როდესაც შეატყო, ბევრს არ ესმოდა ეს ადგილი, მაშინვე წამოდგა და აჩვენა, რას ნიშნავდა ინახით ჯდომა. თან ტიროდა და სალოსობდა. ხან მარიამ მაგდალინელზე მოუთხრობდა იქ მყოფთ, ხანაც - მარიამ მეგვიპტელზე. უეცრად შეჩერდა და თვალცრემლიანმა წარმოთქვა:

- ნეტავ იმ დროს ვყოფილიყავი, როცა ამქვეყნად უფალი დადიოდა, ოღონდ ორმოცი მეტრის დაშორებიდან შემეხედა, ახლოს ყოფნა ჩემთვის როგორ იქნებოდა შესაძლებელი...

მასალის მოწოდებისთვის დიდ მადლობას მოვახსენებთ
ბატონ მალხაზ ჯინორიას
ბეჭდვაელფოსტა
14.08. 2021
ქეთი
მადლობა სტატიისთვის, საინტერესო და დასაფიქრებელია, გფარავდეთ უფალი და წმინდა მამა გაბრიელი სრულიად საქართველოს
13.05. 2020
მადლობა
მადლობა სტატიისთვის ❤ უფალმა ღმერთმა და მამა გაბრიელის ლოცვის მადლმა დაგვილოცოს საქართველო და სრულიად სამყარო ❤
22.02. 2019
ინგა მოსიაშვილი
ცრემლების გარეშე ვერ წაიკითხავ...მამა გაბრიელის ლოცვა ფარავდეს ჩვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს
19.06. 2018
დიანა
ჩვენი უდიდესი წმინდა ბერი გაბრიელი გვეწეოდეს ყველას! სიტყვები რა მოსატანია იმდენად დიდი ბერია წმინდა ბერი გაბრიელი! სიტყვებში ვერ დაეტევა! მადლობა უფალს, რომ ასეთი დიადი წმინდანებით აჯილდოვებს საქართველოს და მარტო არ გვტოვებს არასდროს! ღმერთი არს ჩვენთან! მადლობა სტატიის ავტორს. ❤️
13.11. 2016
ekaterine
dgavlotset mama gabriel
სხვა სიახლეები
26.08.2023
1994 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ დაადგინა:
25.08.2023
1994 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ დაადგინა:
25.08.2023
მიტროპოლიტი ნაზარი (ერისკაცობაში იოსებ ლეჟავა) დაიბადა 1872 წელს იმერეთის სოფელ დიდ ჯიხაიშში.
25.08.2023
დავით გარეჯის ლავრის უკანასკნელი წინამძღვარი (მე-20 საუკუნეში) არქიმანდრიტი გერმოგენი (აბაშიძე) ჩემი პაპიდის – სიდონია მჭედლიშვილის მეუღლე იყო.
25.08.2023
არქიმანდრიტი კირილე მრავალი წლის მანძილზე აწყურის წმინდა გიორგის მონასტერში მოღვაწეობდა.
25.08.2023
რელიგიასთან და კონკრეტულად კი მართლმადიდებლობასთან ბრძოლა ბოლშევიკებმა ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან დაიწყეს.
25.08.2023
1920-იან წლებში კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) მამა იოანე ლუკაშვილს დეკანოზის წოდება მიანიჭა და ანჩისხატის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა.
24.08.2023
მამა ნიკოლოზი თელავში, სოფელ ყარსუბნის ტაძრის მღვდელი იყო. როცა სოფელ ვარდისუბნის წმინდა გიორგის მოძღვარმა მღვდლობაზე უარი თქვა,
24.08.2023
მღვდელი ამბროსი კანდელაკი 1870 წელს იმერეთის გუბერნიაში, სოფელ ჭოგნარში, მღვდელ ბესარიონ კანდელაკის ოჯახში დაიბადა.
24.08.2023
არქიმანდრიტი გერმანე – ერისკაცობაში გრიგოლ იაშვილი 1861 წელს, აზნაურის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat