"ვინ სთქვა, რომ ქართველმა ხალხმა რწმენა დაჰკარგა?"
"ვინ სთქვა, რომ ქართველმა ხალხმა რწმენა დაჰკარგა?"
"რას ევედრებოდა ღმერთს და "ჩეკაში" ნაპატიმრალ, ნაწამებ და ღონემიხდილ პატრიარქს, უსიტყვოდაც მისახვედრია...
არის სახელები, რომლებიც, ვიცნობთ თუ არა, მაინც საქართველოსთან ერთად ცოცხლობენ და რაც დრო გადის, უფრო ბრწყინდებიან. ისინი თითქოს ცხადად თუ ფარულად გვიკვალავენ გზას იქით, საიდანაც სამშობლო იწყება და ჩვენი არსების სიღრმეებში აგრძელებენ სუნთქვას.

სოლომონ ზალდასტანიშვილის - ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამოძმის - შესახებ სულ პირველად ახალმოწამე იოსებ მირიანაშვილის შთამომავალმა მიამბო მოკლედ, მაგრამ წლები გავიდა და ეს სახელი აღარ გამხსენებია.

ცოტა ხნის წინ მასალების ძიებისას შემთხვევით წავაწყდი მის მართლაც ფასდაუდებელ ნაშრომს "საქართველოს 1924 წლის ამბოხება", რომელიც ამ მოვლენებთან დაკავშირებულ ყველაზე პირუთვნელ და სერიოზულ წყაროდ არის მიჩნეული. ეს იყო მართლაც დიდი შეხვედრა...

სულისშემძვრელია თავად ეს წიგნი (რომლიდანაც მხოლოდ მცირე ნაწილს გთავაზობთ) და მისი ავტორის საკვირველი ცხოვრებაც, და თუ ოდნავ მაინც გვტკივა სამშობლო, მაშინ ეს სახელიც და ეს მასალაც ჩვენს ნაწილად უნდა იქცეს...

ბიოგრაფიისთვის
იგი 1891 წლის 4 დეკემბერს დაბადებულა სამტრედიაში.

ჯერ თბილისის რეალური გიმნაზია დაუმთავრებია, 1913 წელს კი - პეტერბურგის წმინდა ვლადიმირის სამხედრო სასწავლებელი...

27 წლისა უკვე რუსეთის არმიის პოდპოლკოვნიკი გახდა, დამოუკიდებელ საქართველოში კი იგი ეროვნული არმიის პოლკოვნიკია.

1921-ში გასაბჭოებული საქართველოდან სხვებთან ერთად უცხო მიწას ისიც შეეხიზნა, მაგრამ იქაურობას დიდხანს ვერ გაუძლო და 1922 წლის ზაფხულს კვლავ დაბრუნდა, შეუერთდა ილიას დისწულის - გენერალ კოტე აფხაზის საძმოს, მისი დახვრეტის შემდეგ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა და "დამკომის" (საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი) წევრი გახდა.

იგი გახლდათ ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და ხელმძღვანელი 1924 წლის აჯანყებისა. სწორედ ამიტომ აქვს მის მოგონებებს ესოდენი მნიშვნელობა.

აჯანყების დამარცხების შემდგომ სოლომონმა კვლავ დატოვა საქართველო და პარიზს შეაფარა თავი, სადაც მძიმე ცხოვრება ელოდა, თუმცა, როგორც ბიოგრაფი წერს: "მის სიცოცხლით სავსე, მუდამ მოცინარ სახეზე ჩივილს ვერ ამოიკითხავდით. გულკეთილი, სტუმართმოყვარე, მუდამ მზად იყო, სადაც კი ხელი მიუწვდებოდა, გაჭირვებულ ქართველს დახმარებოდა. მძიმე სამუშაოდან დაბრუნებულს დაღლილობა ვერ ერეოდა, პირიქით, ყველას ამხნევებდა და დარდს უქრობდა. ქაქუცა ჩოლოყაშვილი ეტყოდა ხოლმე, - "ჩემო სოლიკო, სადაც უნდა გადაგაგდოს ცხოვრებამ, ყველგან და მუდამ "ალჩუზე" დგახარო".

მეორე მსოფლიო ომი რომ დაიწყო, სოლომონმა რა არ იღონა, რათა როგორმე შესწეოდა ტყვედ ჩავარდნილ ქართველებს, შრომა შეემსუბუქებინა და ფიზიკურად გადაერჩინა.

მისი ერთ-ერთი ბიოგრაფი შემდეგ იხსენებს, როგორ აღმოჩნდა რუმინეთში, სამხედრო ტყვეთა ბანაკში ხუთასამდე ქართველი ბიჭი, რომლებსაც უმძიმეს პირობებში უწევდათ შრომა, დიდი ბრძოლის შემდეგ როგორ მოიპოვა უფლება, ქართველთა საშველად წასულიყო და ცდა არ დაეკლო, როგორმე ტყვეები თავისუფალ სამუშაოზე გადაეყვანა, მაგრამ ფაშისტებს მხოლოდ 90 კაცის გამოყვანა ჰქონდათ განზრახული...

მაშინ სოლომონმა ხმამაღლა განაცხადა: - ოთხას ქართველ ბიჭს სასიკვდილოდ ვერ გავიმეტებ და თუ ვერაფრით შევეხიდები, მეც მათთან ერთად დავრჩებიო...

თვისტომთა უზარმაზარმა სიყვარულმა ყველა მათგანის პატრონობა შეაძლებინა, მაგრამ თავად უმძიმეს პირობებს ვეღარ გაუძლო და 1941 წელს ტვინის ანთებით ბანაკშივე გარდაიცვალა...

ქვემოთ მოყვანილ მასალაში ბევრ პარალელსა და მსგავსებას აღმოაჩენთ ჩვენს დღევანდელ ყოფასთანაც.

გზა ხსნისა
"დაიწყო ქართველი ხალხის გადაგვარება-გარუსების ცდები. მართალია, რუსის ბატონობას ჯერ კიდევ ვერ ინელებდნენ საქართველოში, მაგრამ ბევრნი რუსის ერთგულ ქვეშევრდომებად გადაიქცნენ.

მოძრაობა ჯერ სვანეთში დაიწყო. 1921 წლის ზაფხულში ხალხმა სვანეთი დაიკავა. მართალია, გამარჯვებამ დიდხანს ვერ გასტანა, მაგრამ მთელი საქართველო გამოაფხიზლა.

1921 წლის შემოდგომას საქართველოში სამოქმედოდ რუსების წინააღმდეგ ყველა პარტია გაერთიანდა და ორგანიზაციული ფორმა მიიღო. დაარსდა გაერთიანებული ორგანო "დამკომი" (დამოუკიდებელი კომიტეტი), რომელსაც - ნ. ქარცივაძე, 1922 წლიდან კი კ. ანდრონიკაშვილი ედგნენ სათავეში.

აჯანყებისთვის ხალხის დარაზმვა ორი მიმართულებით წარმოებდა: 1) პოლიტიკური პარტიების ორგანიზაციების აღდგენას აწარმოებდნენ "დამკომში" შემავალი პარტიების წარმომადგენლები; 2) ქართველი ხალხის მხედრულ დარაზმვასა და აჯანყებისათვის მზადებას ასრულებდა 1922 წელს შექმნილი სამხედრო ცენტრი შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე - გენერალი კ. აფხაზი (ილიას დისწული); წევრები: გენერალური შტაბის გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, გენერალი ვარდენ წულუკიძე, პოლკოვნიკი გოგი ხიმშიაშვილი და პოლკოვნიკი როსტომ მუსხელიშვილი.

პარტიზანული რაზმის უფროსად დაინიშნა კახეთში პოლკოვნიკი ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი (ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წარომადგენელი.

პირველი და მთავარი გამოსვლა უნდა მოეხდინა ქაქუცა ჩოლოყაშვილს დუშეთში. როცა თბილისიდან მის წინააღმდეგ გაგზავნილი რუსის ჯარი მასთან ბრძოლაში ჩაებმებოდა, მცხეთიდან მ. ლაშქარაშვილი თავისი რაზმით ზურგში დაარტყამდა. ამით მტრის რიგებში არეულობას შეიტანდა და შეერთებული რაზმებით ქაქუცას მეთაურობით თბილისს მოადგებოდა.

ამავე დროს, აჯანყება უნდა მომხდარიყო გურიაში, სამეგრელოში, სვანეთში, ქართლსა და კახეთში.

1922 წლის ზაფხულში ხალხში უკმაყოფილება გაძლიერდა. აქა-იქ პატარა გამოსვლებიც მოხდა. ზოგი პროვინცია საერთო გამოსვლის დაწყებას ითხოვდა.

ქაქუცას, რომელიც გასული იყო თავისი რაზმით ტყეში და სამხედრო ცენტრიდან განკარგულებას ელოდა, ხევსურები ძალას ატანდნენ და ითხოვდნენ, რუსებთან ბრძოლა დაეწყო. ისინი ქაქუცას უთვლიდნენ: "რუსთა სიმხეცეს ვეღარ ვიტანთ, - წაბილწეს სოფლები, დაანგრიეს ოჯახები, გაგვიძეხ და მტერს შევუტიოთო!"

მიუხედავად იმისა, რომ შეეცადნენ, ყველა ზომა მიეღოთ ნაადრევი გამოსვლების აღსაკვეთად, 1922 წლის აგვისტოში აჯანყება კახეთსა და ხევსურეთში მაინც მოხდა. მოძრაობას ქაქუცა ჩოლოყაშვილი ჩაუდგა სათავეში. მეამბოხეებმა დუშეთის მიდამოებში მოიყარეს თავი.

რუსებმა თბილისიდან აჯანყებულთა წინააღმდეგ რამდენიმე ათასეული ჯარისკაცი გაგზავნეს...

ქაქუცა მტერს მაგრად დაუხვდა და პირველი შეტევისას დიდი ზარალიც მიაყენა, მაგრამ ძალების სიმცირის გამო ქაქუცა იძულებული შეიქნა, დევნა შეეჩერებინა, - მალე ძველ პოზიციებს დაუბრუნდა და იქ გამაგრდა. რუსებმა თბილისიდან დამხმარე ძალები მიიღეს, ხელმეორედ შეუტიეს, ჩოლოყაშვილი დაამარცხეს და მის რაზმს რკალი შემოარტყეს.

ქაქუცამ რკალი ბრძოლით გაარღვია და კახეთისკენ დაიხია. რუსები ხევსურეთს გადავიდნენ და სოფლები გაანადგურეს.

თბილისში ამ გამოსვლის გამო ხალხის დაჭერა და დახვრეტა იწყეს.

ხელისუფლება დიდხანს ეძებდა კახეთ-ხევსურეთის აჯანყების ხელმძღვანელებს. 1923 წლის თებერვალში ედპ-ის სტუდენტთა კომიტეტის წევრმა
კ. მისაბიშვილმა გასცა მთელი შემადგენლობა სამხედრო ცენტრისა, დუშეთის ედპ-ის წარმომადგენლობა და მარტში თითქმის ყველა, ვინც ამ აჯანყებაში მონაწილეობდა, დაატუსაღა.

1923 წლის 19 მაისს ჩეკას დადგენილებით დახვრიტეს: ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის (ედპ) თავმჯდომარე
კ. აფხაზი, გენერალური შტაბის წევრი, გენერალი ა. ანდრონიკაშვილი, გენერალი ვარდენ წულუკიძე, პოლკოვნიკი რ. მუსხელიშვილი, პოლკოვნიკი გ. ხიმშიაშვილი, პოლკოვნიკი ელ. გულისაშვილი, პოლკოვნიკი ალ. მაჭავარიანი, პოლკოვნიკი დიმ. ჩრდილელი, როტმისტრი სიმ. მუხრან-ბატონიშვილი, როტმისტრი ფ. ყარალაშვილი, ლეიტენანტი ლ. კლიმიაშვილი, სამხედრო მოხელე მ. ზანდუკელი, იასონ კერესელიძე, ს. ჭიაბრიშვილი და ივ. ქუთათელაძე.

წირვა ქაშუეთში
ეს დანაკლისი ქართველმა ხალხმა ღრმად განიცადა. ყველა დასტიროდა დაღუპულებს - დიდი, პატარა, ქალი და კაცი. ეს მოხდა სწორედ იმ დროს, როდესაც სრულიად საქართველოს კათოლიკოსი (წმინდანად შერაცხული ამბროსი ხელაია - ავტ.) ხანგრძლივი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გამოუშვეს...

მან გადაწყვიტა, ქაშუეთის ეკლესიაში სამი წირვა გადაეხადა. ეს ხმა უცებ მთელს თბილისს მოედო და პირველ კვირას აუარებელი ხალხი დაესწრო წირვას.

გამობრძანდა თუ არა სალოცავიდან კათოლიკოსი, ხალხი მუხლმოდრეკილი ქვითინით შეხვდა თავის სულიერ მამას. კათოლიკოსი აღელდა, თვალები ცრემლით აევსო, ყველას გადმოგვხედა და წარმოთქვა: "ვინ სთქვა, რომ ქართველმა ხალხმა რწმენა დაჰკარგა?!"

ამ სიტყვის თქმასთან გულიც წაუვიდა. დეკანოზმა ცინცაძემ (შემდეგ კათოლიკოსმა) ხალხში ექიმებს მიჰმართა, იმ წუთშივე რამდენიმე ექიმი მიეშველა და მისი უსამღვდელოესობა გონს მოიყვანა. წირვა მაინც დასრულა ხალხის ქვითინში... რას ევედრებოდა ეს ტანჯული ხალხი ღმერთს და "ჩეკაში" ფიზიკურად ნაწვალებ, ღონემიხდილ კათოლიკოსს, უსიტყვოდაც მისახვედრია.

ქართველ ერს სანუგეშოდ ეს სულიერი მეთაურიღა შერჩა და როგორც შვილი, მშობლებისგან ნუგეშს ელოდა. კათოლიკოსმა მწვავედ იგრძნო ხალხის განცდა და სათნოებით, ნუგეშით სავსე სიტყვებით მოგვმართა, გაგვამხნევა და გულჩათხრობილნი მშვიდობიანად დავიშალენით. თვითონ კი დაღლილი, დაქანცული, სიცხიანი დაბრუნდა სახლში...

ამ დღიდან ლოგინად ჩავარდა, დაქანცულმა სხეულმა სნეულებას ვეღარ დასძლია და მალე მიიცვალა განუსაზღვრელი რწმენით და სამშობლოსადმი დიდი სიყვარულით.

ხალხი უფრო დიდი ენერგიით შეუდგა მზადებას აჯანყებისათვის. 1923 წლის აპრილში შედგა საიდუმლო სამხედრო კრება, რომელმაც სრულიად გაიზიარა პოლიტიკურ პარტიათა მიერ მიღებული გეზი აჯანყებისა... სწორედ აქ იქნა წაკითხული ფიცის ტექსტი, რომელიც ამავე წლის მაისში როტმისტრ ყარანგოზიშვილის ხელით ქაქუცას გაუგზავნეს. ამ დღიდან ქაქუცას რაზმი "შეფიცულებად" იწოდებოდნენ...

ამავე წლის შემოდგომისთვის სამხედრო კომისიამ მუშაობა დაასრულა, ხალხი დარაზმა და დაადგინა: აჯანყება უნდა დაწყებულიყო მთელ საქართველოში ერთ დღეს, ერთ საათს. უეცრად და შეუჩერებლად უნდა ემოქმედათ, სანამ მტრის რიგებში დემორალიზაცია არ მოხდებოდა.

აჯანყების გეგმა
"დამკომმა" აჯანყების დღედ დანიშნა 17 აგვისტო, მაგრამ ჩეკამ ვ. ჯუღელი დააპატიმრა, როდესაც ის მტკვრის მარცხენა მხრიდან ბორნით საბურთალოში გადმოდიოდა დანიშნულ პარტიულ კრებაზე დასასწრებად. ამ დღიდან დაიწყო აჯანყების ჩაშლა. მის დაპატიმრებას მოჰყვა გეგმის შეცვლა და აჯანყების ცუდ პირობებში დაწყება. ვ. ჯუღელის დაკითხვის შემდეგ ჩეკაში დაახლოებით აჯანყების დღეც გამოაშკარავდა.

შეცვლილმა მდგომარეობამ დამუშავებული გეგმის შეცვლა გამოიწვია. "დამკომის" და მთავარსარდლის აზრით, თბილისი აჯანყების ცენტრად ვერ გამოდგებოდა. ამიტომ ქ. ჩოლოყაშვილის ბანაკი გამოაცხადეს აჯანყების ცენტრად. პოლიტიკური პარტიები ამას არ იზიარებდნენ. სოციალ-დემოკრატიული პარტია აჯანყების დაწყების დასტურს აღარ აძლევდა. სხვა პარტიებშიც წინანდელი სიმაგრე და ერთ-აზროვნობა აღარ მოსჩანდა. "დამკომი" იძულებული გახდა, ამ მდგომარეობისთვის ანგარიში გაეწია და აჯანყება სხვა დღისთვის გადაედო. საჩქაროდ გაიგზავნა ყველგან შიკრიკები, რომ აჯანყება შეეჩერებინათ. ვინაიდან ახალი გეგმით ქაქუცას ამოცანაც იცვლებოდა, "დამკომმა" მე დამავალა მისი ნახვა და აზრის გაგება.

15 აგვისტოს დილით თბილისიდან გავედით მე და ქაქუცას საკავშირო კაცი. ქაქუცასთან უკვე თავი მოეყარათ მანგლისისა და დიღმის რაიონების წარმომადგენლებს და ქაქუცასგან განკარგულებას ელოდნენ. პირველი გეგმის შესასრულებლად მას 17 აგვისტოსთვის 600 კაცამდე უგროვდებოდა და ეს ძალა თბილისზე იერიშის მისატანად მთლად საკმარისი იყო, მით უმეტესად, რომ თბილისში სხვა რაზმები უნდა დახვედროდა. ქაქუცა დარწმუნებული იყო, რომ ერთ ღამეში რუსებს თბილისიდან გარეკავდა, მაგრამ როცა შევატყობინე სინამდვილე, ქაქუცას გული გაუფუჭდა, დაღონდა, გეგმის შეცვლა არ ესიამოვნა, აჯანყების გადადებამ კიდევ ააღელვა. ბოლოს იძულებული იყო "დამკომს" და მთავარ-სარდლის დადგენილებას დამორჩილებოდა, მაგრამ დამისვა შემდეგი პირობები: "ხომ ხედავ, ხალხი თავს იყრის და თუ დროზე გამოვედით, იმედი მაქვს, რაზმს უფრო გავაძლიერებ, თუ გამოსვლა 20 აგვისტოს არ მოხდა, მაშინ თბილისთან ახლო ტყეში ამდენ ხალხს ვერ შევინახამ, სანოვაგის საკითხი ამისათვის მოგვარებული არა მაქვს და იძულებული გავხდები, რამდენიმე დღის შემდეგ ხალხი სოფელში დავაბრუნო. ახლო მომავალში მათი თავის მოყრა ადვილი აღარ იქნება. მანამ გლეხკაცი პურს და ღვინოს არ დააბინავებს, აღარ გამოვა. რადგან გადადება აუცილებელია, მაშინ გონიერება მოითხოვს, აჯანყება ოქტომბრისთვის გადაიდოს".

ქაქუცას მოსაზრება სავსებით გავიზიარე და დარწმუნებული ვიყავი, რომ "დამკომი" და მთავარ-სარდალი ამ შეხედულებას მხედველობაში მიიღებდა. იმავე დღეს ქაქუცამ შიკრიკები დაგზავნა, რომ მ. ლაშქარაშვილისა და ნ. ნაცვლიშვილის რაზმები თავიანთი რაიონებიდან არ დაძრულიყვნენ და მისი განკარგულების მოლოდინში ყოფილიყვნენ. მოისმინეს რა ჩემი მოხსენება, დაადგინეს: სამხედრო კომისიის წევრის პოლ. ს. ზალდასტანიშვილის მოხსენება მიიღონ მხედველობაში, აჯანყების საკითხის შესახებ ბაასი გადაიდოს განსაკუთრებული კრებისთვის უფრო ვიწრო წრის შემადგენლობით. კრების დახურვამდე მე განვაცხადე, რომ ანგარიში გაეწიათ ქაქუცას პირობებისთვის, რასაც მე დიდ მნიშვნელობას ვაძლევდი. სამწუხაროდ, ჩემი განცხადება უყურადღებოდ დარჩა, და აქვე უნდა აღვნიშნო, რომ რაღაც უნდობლობა შევამჩნიე ჩემდამი. ეს უკვე დიდ საშიშროებას იწვევდა ჩვენი მუშაობისთვის.

აჯანყების საკითხის გადაწყვეტა ხუთ კაცს მიანდეს: "დამკომის" თავმჯდომარეს კ. ანდრონიკაშვილს, მის მოადგილეს ი. ჯავახიშვილს, სოც.-დემ. ბიუროს თავმჯდომარეს დ. ონიაშვილს, ეროვ.-დემ. ბიუროს თავჯდომარეს შ. ამირაჯიბს და მთავარ-სარდალს გენ. ჭავჭავაძეს.

მოვითხოვე აეხსნათ, - რამ გამოიწვია სხვებისადმი ამნაირი უნდობლობა, ან სად არიან დანარჩენი სამხედრო კომისიის წევრები - მთავარი ძარღვი მთელი მოძრაობისა?.. საქმე შეტრიალდა და უცნაური ხასიათი მიიღო. ჩეკა ბევრი ეცადა და ბოლოს მაინც შექმნა ჩვენ წრეში უნდობლობა. ღალატი დასწამეს პორ. ჯინორიას (რომელიც სამხედრო კომისიაში ვ. ჯუღელის მაგივრად შემოვიდა) და გერ. ღლონტს. "დამკომმა" პორ. ჯინორია სამხედრო კომისიიდან გადააყენა და სამეგრელოში გაგზავნა, გენ. ღლონტის (ეს ის ღლონტი იყო, რომელიც ჩეკაში წამების დროს ჯალათებს ხელში შემოაკვდათ, მაგრამ მისი პირიდან ვერც ერთი ოფიცრის გვარი ვერ გაიგეს) შესახებ ვერ გადაეწყვიტათ, როგორ მოქცეულიყვნენ. ზოგიერთი გერმან ღლონტის სიკვდილს თხოულობდა, რაც უკვე ნამდვილი პროვოკაცია იყო. ჩეკა ჩვენი ხელით თავის საქმეს აკეთებდა - აქტიურ პირებს გვაკვლევინებდა.

ასეთი დადგენილება ჩვენი პარტიისთვის გაუგებარი იყო. მე და მ. იშხნელმა პროტესტი განვუცხადეთ ი. ჯავახიშვილს. ამ დადგენილებით, ჩვენი აზრით, მოძრაობას თავსა სჭრიდნენ და ქაქუცას მოძრაობასაც ხელს უშლიდნენ. თბილისში ახალი არჩეული "დამკომის" განყოფილება "დამკომის" მაგიერობას ვერ გასწევდა და სხვა... მაგრამ ჩვენმა პოროტესტმა არაფერი შედეგი არ მოიტანა და 25 აგვისტოს 5 საათზე კ. ანდრონიკაშვილმა, ი. ჯავახიშვილმა, შ. ამირაჯიბმა, დ. ომიაშვილმა, ა. წულაძემ და მთავარ-სარდალმა გენ. ჭავჭავაძემ თბილისი მიატოვეს და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ბანაკში გადავიდნენ.

26 აგვისტოს "დამკომის" თბილისის განყოფილების თავმჯდომარემ კრება მოიწვია, რომ გამოერკვია, რა დავალებები ჰქონდათ შესასრულებელი თბილისის ორგანიზაციებს. კრებამ ჩემზე ძალიან ცუდი შთაბეჭდილება მოახდინა. აშკარად ჩანდა, ახალი წევრები რამდენად არ იყვნენ საქმეში ჩახედულნი; აჯანყება კი ორი დღის შემდეგ უნდა დაწყებულიყო. მართალი რომ ვსთქვა, აჯანყების გამარჯვებაზე ეჭვი ჩემს დღეში არ მეპარებოდა, ახლა კი კარგად ვხედავდი, რა ცუდ პირობებში გვიხდებოდა მისი დაწყება.

24 საათით ადრე
თბილისის "დამკომს" ექვსი ამოცანა ჰქონდა: ფოსტა-ტელეგრაფის, ჯავშნოსანი ავტომობილის, ჩეკას, კურსანტების, ჯავშნოსანი მატარებლისა და საავიაციო გუნდის დაკავება. ამ ამოცანებისთვის რაზმები მზდ იყვნენ და განკარგულებას ელოდებოდნენ. ჩრდილოეთში გავგზავნეთ შვიდი ოფიცერი მაიორ ვ. ბერიძის მეთაურობით იმ აზრით, რომ ჩრდილოეთ კავკასიას საქართველოსთან ერთად დაეწყო აჯანყება 29 აგვისტოს 2 საათზე (განთიადზე). 27 აგვისტოს ქაქუცას ბანაკიდან ი. ჯავახიშვილის წერილი მივიღეთ, რომელიც გვატყობინებდა, რამდენად კმაყოფილი იყო ქაქუცას რაზმით. ამ დღეს თბილისშიც ყველანი ამოძრავდნენ: ხალხს გამბედაობა მოემატა, ოფიცრობაც აღარაფერს ერიდებოდა, თხოულობდნენ ქაქუცასთან გაგზავნას ან რომელიმე რაზმში ჩაწერას. ჩეკა შიშობდა, ორჭოფობდა და თავის გადასარჩენად უფრო იოლ გამოსავალს ეძებდა. 28 აგვისტოს კი დილით ზომების მისაღებად გამბედაობა დაკარგა. ხალხი ამით უფრო გამხნევდა, აჯანყებაზე მოურიდებლად ლაპარაკობდა. ყველას სიხარულისგან სახეზე ღიმილი ემჩნეოდა, მე პირადად ალაგს ვეღარ ვპოულობდი და სანატრელ წუთებს, ღამის ორ საათს, მოუთმენლად ველოდებოდი.

ნასადილევს გახარებულმა ბავშვმა გაზეთი შემომიტანა - ძია წაიკითხე, რა კარგი ამბები სწერიაო. გავშალე გაზეთი და ჩემს თვალებს არ დავუჯერე: ჭიათურა 28 აგვისტოს დილით 2 საათზე გამოსულიყო და აჯანყებულ ხალხს ქალაქი დაეკავა. ე.ი. ჭიათურა გამოვიდა 24 საათით ადრე, ვიდრე საჭირო იყო. ყველა ზემოთ მოხსნებულ მარცხს ესაც დაემატა. თავბრუ დამეხვა, კანკალმა ამიტანა, მწუხარებით შეპყრობილმა არ ვცოდი, რა მექნა! რითი მეშველა?! ამის წამკითხველი მეტყვის, - კიდევ იყო გამოსავალი. დიაღ, მეც ვიგრძენი, რომ იყო... მხოლოდ ამისათვის საჭირო იყო, ელვის სისწრაფით გვემოქმედა და იმ წუთშივე ყველგან, და განსაკუთრებით თბილისში, აჯანყება დაგვეწყო, მაგრამ როგორ მოგვეწყო ანდა ვინ იკისრებდა ამდენი შეცდომების გამოსწორებას. მთავარ-სარდალი და ხელმძღვანელი ორგანო 20 კილომეტრით იყო თბილისიდან დაშორებული და ტეხნიკურად მოწყვეტილი ჩვენგან. ამბოხების პირობებში ყოველ დაგვიანებულ წუთს მნიშვნელობა აქვს. გარემოება ისეთი შეიქმნა, რომ ჭიათურაში 24 საათით ადრე გამოსვლამ დრო და ინიციტივა მოქმედებისა ჩეკას და ხელისუფლებას გადასცა. იმავე დღეს, ე.ი. 28 აგვისტოს, გამოაცხადეს სამხედრო წესები, დაიკავეს ჯავშნოსანი ავტომობილები, ფოსტა-ტელეფონი, ჯავშნოსანი მატარებელი ჭიათურაში გაგზავნეს, საეჭვო ოფიცრები დროებით ადგილებიდან გადააყენეს, პარტიული კომუნისტური რაზმი ქუჩაში გამოიყვანეს და სხვა. ერთი სიტყვით, თაოსნობა ხელიდან წაგვერთვა და ხელისუფლება იერიშით ქართველი ხალხის წინააღმდეგ გამოვიდა. ერთი იმედიღა იყო, რომ ქაქუცა თავისი რაზმით მანგლისის მხრივ და პოლკ. ცაგურია ვაზიანის მხრივ თბილისს მოადგებოდნენ და ჩვენ იმავე წუთს თბილისში დარჩენილი რაზმებით მტერს ბრძოლას დავუწყებდით.

გავიდა 29-30 აგვისტო და არსაიდან არავითარი ცნობა არ იყო. მანგლისიცა და ვაზიანიც სდუმდა. ახალგაზრდობა მოქმედებას მოითხოვდა. ხელისუფლებამ კი ტერორს მიჰყო ხელი და ასობით გაჰყავდა ხალხი დასახვრეტად. მდგომარეობა მოითხოვდა, რომ ჩვენც ტერორით გვეპასუხა, მაგრამ თბილისის პარტიათა წარმომადგენლები ამ აზრს არ იზიარებდნენ... ქაქუცა "დამკომის" რჩევით თბილისზე შეტევას ერიდებოდა. 30 აგვისტოს კავთისხევში გადავიდა, სადაც მას რუსის ჯარი დაჰხვდა. ბრძოლას მოერიდა და შებინდებისას მტკვრის იქით გადავიდა. ქაქუცა დარწმუნდა, რომ "დამკომი" ხელს უშლიდა და მოქმედების საშუალებას არ აძლევდა. ამის გამო მან "დამკომი" შიო-მღვიმის მონასტერში დატოვა, სადარაჯოდ ორი რაზმი დაუნიშნა და თვითონ თავისი რაზმით დუშეთისკენ წავიდა. ქაქუცასთან დარჩა "დამკომის" ორი წევრი - შალვა ამირაჯიბი და გენ. ჭავჭავაძე. ბრძოლით დუშეთი აიღეს, შევიდნენ ზემო კახეთში, აქედან გადავიდნენ ყარაიაზში და ამოვიდნენ ბორჩალოში. შემდეგ დაიწყო თბილისის ირგვლივ დაზვერვა, რომ გაეგო, შეიძლებოდა თუ არა თბილისის გარედან აღება, მაგრამ უკვე გვიანღა იყო: ხელისუფლებამ ყველგან ზომები მიიღო და ბრძოლის გაგრძელება უაზრო ხდებოდა. ქაქუცამ მდგომარეობის გამოსარკვევად შალვა ამირაჯიბი თბილისში გაგზავნა. სამი კვირა ელოდა თბილისიდან ცნობებს. კავშირის გაბმა გაძნელდა. ბოლოს, როგორც იყო, გაიგო ქართველი ხალხის დამარცხება. გულ-ჩათუთქულმა დასტოვა თავისი სამშობლო მიწა-წყალი და თავისი რაზმის ერთი ნაწილით გადავიდა ოსმალოში და იქიდან, ოქტომბრის დამლევს, საფრანგეთში.

სამი წლის განმავლობაში შიშველ-ტიტველმა, მშიერ-მწყურვალმა ქაიხოსრო ჩოლოყაშვილმა პირნათლად შეასრულა თავისი მოვალეობა სამშობლოს წინაშე.

ქართველი ერი ამაყობს მისი სახელით.

4 სექტემბერს მცხეთის მიდამოებში დაიჭირეს კოტე ანდრონიკაშვილი და იასონ ჯავახიშვილი; უკანასკნელი ფეხში დასჭრეს ჩეკისტებმა. 5 სექტემბერს ორივე აიძულეს, ხალხისათვის მიემართათ, რომ აჯანყება დამარცხებულია და გასულ რაზმებს სთხოვეს, იარაღი აეყარათ და ხელისუფლებას დამორჩილებოდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში უპირებდნენ კიდევ ათასობით ხალხის დახვრეტას. ეს ფურცლები ხელისუფლებამ სწრაფად თვითმფრინავით მაზრებში გაავრცელა, რამაც, რა თქმა უნდა, გასულ რაზმებზე შთაბეჭდილება მოახდინა, მეამბოხეთა მოქმედება შეანელა და ბევრმა მათგანმა მორჩილებაც გამოაცხადა.

რუსმა რუსობა გამოიჩინა: შერიგებული ხალხი თანდათან სოფლებს მოაშორა, ჩეკაში ჩაყარა, საიდანაც ზოგს საბურთალოზე ხვრეტდა და ზოგს კი შორი გზით ციმბირში და სოლოვკაში აგზავნიდა.

ჭიათურის მეამბოხენი შეირიგა, იარაღ-აყრილი ხალხი თბილისში გასაგზავნად საქონლის მატარებელში ჩაყარა. შუა-გზაში გააჩერეს და დაკეტილ ვაგონში ხალხი ტყვიისმფრქვეველებით ამოჟლიტეს.

უტეხი სული
მუხედავად ასეთი სასტიკი ზომებისა, ხელისუფლებამ ქართველი ხალხი მაინც ვერ გასტეხა. ამის დამამტკიცებელია შემდეგი რამდენიმე შესანიშნავი მაგალითი:

ერთი ჩემი ნაცნობი გენერალი ბევრი წვალების შემდეგ ციხიდან გამოუშვეს. გამოშვებისას მისმა დამ ინახულა და შეეკითხა მის თავგადასავალზე. გენერალმა უამბო: "ჩეკამ დაკითხვაზე სამი კითხვა დამისვა და გამაფრთხილა, რომ იმ სამ კითხვაზე მიცემულ პასუხზე იქნებოდა დამოკიდებული ჩემი სიცოცხლე.

1. თქვენ ყოფილი თავადი ხართ? - დიაღ.

2. თქვენ ყოფილი გენერალი ხართ? - დიაღ.

3. გქონდათ თუ არა იმედი აჯანყების გამარჯვებისა? - როცა ქართველ ხალხს თავისი ეროვნული მთავრობა და ჯარი ჰყავდა, მაშინ არ მჯეროდა, რომ დიდხანს შეინარჩუნებდა საქართველო დამოუკიდებლობას და ეხლა, ამნაირ პირობებში მომზადებული აჯანყებისა რა იმედი უნდა მქონოდა?! - ვუპასუხე მე.

- კარგად გიპასუხია; სხვანაირად როგორ უნდა გეპასუხა? - უთხრა დამ.

გენერალი სკამიდან წამოხტა, მაგიდაზე ხელი დაჰკრა და დაიწყო ყვირილი:

- სიკვდილისა შემეშინდა?!. მე, უმსგავსმა ბებერმა, ვიცრუე! მართალია, მაშინ არა მჯეროდა თავისუფალი ქართველი ერის ხანგრძლივი არსებობა, რადგანაც ვხედავდი, რომ უმრავლესობას კერ კიდევ არ ესმოდა შინაარსი მოპოვებული ბედნიერებისა, ეხლა კი, როცა ერმა გამოიღვიძა და შეიგნო, თუ რა დაჰკარგა და რა გულმოდგინედ მუშაობდა მისი აღდგენისათვის, ამისი მე მჯეროდა. მჯეროდა, რომ ქართველი ხალხი გაიმარჯვებდა; ამას ვცემდი პატივს, ამით ვცოცხლობდი! ჩეკას წინ კი შემეშინდა, ვერ გავბედე, რუსებისთვის პირში მიმეხალა, რომ აჯანყება მწამდა და გამარჯვების იმედიც დიდი მქონდა. ამ რწმენით, როგორც მამა, მეც უნდა გავყოლოდი იმ ახალგაზრდა ყმაწვილებს, რომლებიც ციხიდან დასახვრეტად გაჰყავდათ და უკანასკნელ წუთამდე "გაუმარჯოს ჩვენს სამშობლოს!" გაჰყვიროდნენ... მე კი ვიტყუე ჩემი სინდისის წინაშე, ჩემი საქციელი მოსვენებას არ მაძლევს და გიჟივით თბილისის ქუჩებს ვუვლი..."

ჭიათურის დახვრეტილთა შორის ორი ძმა იყო. თბილისში მათ დედასთან მივიდნენ მეგობრები სამძიმრის სათქმელად. დედა მათ უცრემლოდ მიესალმა და გამოუცხადა გაკვირვებულ მოსამძიმრეებს: სამგლოვიარო არა მაქვს რა; მე ვამაყობ, რომ ჩემმა შვილებმა სამშობლოს თავი შესწირეს.

მარტო მისი დატანჯული სახე ამტკიცებდა, როგორი დიდი მსვერპლი გაიღო მისმა გულმა.

გურიიდან მასწავლებელი ქალი ჩამოვიდა, დაწვრილებით აღწერა იქაური მოძრაობის ამბები. ბოლოს ჩემი მეგობარი შეეკითხა (მე მეორე ოთახში ვიმალებოდი): ალბათ ხალხს გული გაუტყდა აჯანყების დამარცხების გამო! - რასა ბრძანებთ?! მთელი გურია იმას გაიძახის, - ერთი კვირა ხომ მაინც თავისუფლად ამოვისუნთქეთო, რა ვუყოთ, რომ პირველი აჯანყება სუსტი გამოდგაო!..

რატომ?
ასე დამთავრდა 1924 წლის აჯანყება. წინასწარი მუშაობა მშვენივრად იყო მოწყობილი, მოქმედება კი უვარგისად ჩატარდა. "დამკომმა" სამაგალითოდ შეასრულა ტეხნიკური მხარე აჯანყების მომზადებისა, მაგრამ აჯანყებას კი ხელმძღვანელობა სრულებით ვერ გაუწია. რატომ? - იმიტომ, რომ მეთაურთა შორის არავინ გამოჩნდა ისეთი ძლიერი პიროვნება, რომელიც შესძლებდა მოქმედების ინიციატივა გამოეჩინა და მოძრაობისათვის გაბედულად ეხელმძღვანელა.

საქართველოს თავისუფლების აღდგენის ბრძოლა თავდაპირველად მოითხოვს ქართველი ხალხის ეროვნულ-პოლიტიკურ მტკიცე ერთობის დაცვას. საქართველოს ეროვნული იდეალი უნდა ჰფარავდეს ყველა ვიწრო, პარტიულ ინტერესებს. არც კუთხური, არც წოდებრივი, არც კლასობრივი დაყოფა ეროვნულად მთლიან საქართველოში. ყოველმა ქართველმა, რომელ წრესა და მიმართულებას ის არ ეკუთვნოდეს, უნდა თავისი პარტიული დროშა დაკეცოს და ეროვნული დროშის ირგვლივ თავი მოიყაროს ერთი მიზნით, ერთი შეგნებით - საქართველოს თავისუფლების აღსადგენად.

მაგრამ არ შეიძლება მომავალი საქართველო ავაშენოთ, თუ მის წარსულ ისტორიას არ მოვექეცით ფაქიზად, პატივისცემით, სიყვარულით.

არ შეიძლება საქართველოს განთავისუფლების ბრძოლაზე ვილაპარაკოთ, თუ არ გავიხსენებთ სამშობლოსათვის თავდადებულებს, მისთვის მსხვერპლად შეწიურლებს, მათ საფლავებს არ გავიხდით წმინდათა-წმინდას და მათ ეროვნულ მიზანს არ დავისახავთ ჩვენს იდეალად.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.08.2023
1994 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ დაადგინა:
25.08.2023
1994 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ დაადგინა:
25.08.2023
მიტროპოლიტი ნაზარი (ერისკაცობაში იოსებ ლეჟავა) დაიბადა 1872 წელს იმერეთის სოფელ დიდ ჯიხაიშში.
25.08.2023
დავით გარეჯის ლავრის უკანასკნელი წინამძღვარი (მე-20 საუკუნეში) არქიმანდრიტი გერმოგენი (აბაშიძე) ჩემი პაპიდის – სიდონია მჭედლიშვილის მეუღლე იყო.
25.08.2023
არქიმანდრიტი კირილე მრავალი წლის მანძილზე აწყურის წმინდა გიორგის მონასტერში მოღვაწეობდა.
25.08.2023
რელიგიასთან და კონკრეტულად კი მართლმადიდებლობასთან ბრძოლა ბოლშევიკებმა ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან დაიწყეს.
25.08.2023
1920-იან წლებში კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) მამა იოანე ლუკაშვილს დეკანოზის წოდება მიანიჭა და ანჩისხატის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა.
24.08.2023
მამა ნიკოლოზი თელავში, სოფელ ყარსუბნის ტაძრის მღვდელი იყო. როცა სოფელ ვარდისუბნის წმინდა გიორგის მოძღვარმა მღვდლობაზე უარი თქვა,
24.08.2023
მღვდელი ამბროსი კანდელაკი 1870 წელს იმერეთის გუბერნიაში, სოფელ ჭოგნარში, მღვდელ ბესარიონ კანდელაკის ოჯახში დაიბადა.
24.08.2023
არქიმანდრიტი გერმანე – ერისკაცობაში გრიგოლ იაშვილი 1861 წელს, აზნაურის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat