პატრიარქის მშობლებს სწორედ გიორგი მალანიამ დასწერა ჯვარი
პატრიარქის მშობლებს სწორედ გიორგი მალანიამ დასწერა ჯვარი
იცით, ვინ დასწერა ჯვარი ჩვენი პატრიარქის მშობლებს - გიორგი ღუდუშაურსა და ნატალია კობაიძეს?

რაღა თქმა უნდა, მეც ძალიან დავინტერესდი და შევიტყვე, რომ ეს მადლით აღვსილი ადამიანი მოხევე მღვდელი, მამა გიორგი მალანია აღმოჩნდა.

ჩემსავით ალბათ თქვენც იკითხავთ: სად - მოხევე და სად - მალანიაო, მაგრამ მამა გიორგი მართლაც მოხევე გახლდათ, მისი მამა, ივანე, მეცხრამეტე საუკუნის სამოციან წლებში სამეგრელოდან, სოფელ ფოცხოდან, წამოსულა. სასულიერო სემინარია წარმატებით დაასრულა თუ არა, ყაზბეგს გაგზავნეს სამსახუროდ.

მართალია, თავად სოფელი ფოცხოც მთის ფერდობზეა შეფენილი, მაგრამ ყაზბეგის გოროზმა მთებმა მაინც ძალიან გააოცა ივანე.

გავიდა დრო და ნელ-ნელა შეეჩვია იქაურობას. თავისი მასპინძლის, ყაზბეგელი მღვდლის, ბართლომე ღუდუშაურის და პელო შეუყვარდა. ოჯახი მალევე შექმნეს და ჯვარიც თავად მამა ბართლომემ დასწერა.

ქორწინებიდან ცოტა ხნის შემდეგ ახალგაზრდები სამეგრელოს დაუბრუნდნენ. ივანე იქ ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდლად.

ღვთივკურთხეული აღმოჩნდა მათი ერთობა - მამა ივანეს და პელო ღუდუშაურს შვიდი შვილი შეეძინათ - გიორგი, ბესარიონი, ტარასი, ანტონი, ლადო, ნინუცი და ანიკო.

სამწუხაროდ, ოჯახმა მამა მალევე დაკარგა - მომაკვდავის საზიარებლად წასულ მამა ივანეს გზად უეცარი სიკვდილი ეწვია და მისი ცხენი პატრონის გარეშე დაბრუნდა შინ...

მთაში გაზრდილ პელოს ისეც უჭირდა ბარად ყოფნა, ქმრის გარდაცვალებამ კი კიდევ უფრო გაუმძაფრა შინ დაბრუნების მოთხოვნილება, თანაც იმ დროს ფოცხოში სახადმა იმძლავრა და პელომაც საშველად ძმას - მამა ბართლომეს უხმო. ადგა მამა ბართლომე, გრძელ გზას ცხენ-ურმით დაადგა და რამენიმე დღეში დაობლებულ დისშვილებს წამოსაყვანად ჩააკითხა. ურჩია, - აქ ხელს როგორ მოგაწვდენთ, ჩემთან წამოდით, დაგზრდით, გიპატრონებთ და თუ მოინდომებთ, მერე დაბრუნდით სამეგრელოსო. ჩაისხა ურემში და ყაზბეგისკენ გაუყენა გზას.

შეასრულა კიდეც თავისი სიტყვა მამა ბართლომემ - ობლები მართლაც ღირსეულად დაზარდა. უფროსმა ვაჟებმა გიორგიმ და ბესარიონმა სასულიერო სემინარია დაამთავრეს, ანტონი ხევში ერთ-ერთი ყველაზე განთქმული პედაგოგი გახდა, ტარასიმ ოქროს მედალზე დაამთავრა კიევის გიმნაზია და ოსეთის საბაჟოზე მსახურობდა. რაც შეეხება ლადოს, იგი ახალგაზრდა გარდაიცვალა - "ღილა მოხევის" ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა, თავად ღილამ კი ტირილით დააკლა თურმე ლადოს თავი...

მამა ივანეს უმცროსი ქალები - ნინუცი და ანიკო იმ დროის ცნობილი ქალბატონები იყვნენ. ნინუცი ახალაშვილების რძალი გახდა, ანიკო კი სიონში მასწავლებლად ჩამოსულ ალექსანდრე კვაჭაძეს გაჰყვა ცოლად. სწორედ ალექსანდრე კვაჭაძისა და მისი ცოლისძმის, ხევის განთქმული მასწავლებლის, ანტონ მალანიას ძალისხმევით გაიხსნა სოფელ სიონში ორკლასიანი სკოლა.

მამა ბესარიონი სოფელ მლეთას მიავლინეს მღვდლად.

სასულიერო სემინარიადასრულებულმა გიორგი მალანიამ, მამა ივანეს უფროსმა შვილმა, ახოვანმა და სულხორციანად ლამაზმა ვაჟკაცმა, ცოლად შეირთო დუშელი ქალი, ლიზა კაიშაური.

ქორწინების შემდეგ გიორგი ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდლად და ჯერ სოფელ ყანობში გაამწესეს სამოღვაწეოდ, შემდეგ - სიონში, თუმცა მხოლოდ სოფელ ყანობსა და სიონს კი არა, მისი ყურადღება და მზრუნველობა ხევის ყველა ოჯახს გასწვდა.

KARIBCHE

გიორგი ღუდუშაური და ნატალია კობაიძე

მამა გიორგი სიონს დამკვიდრდა, მისი შვილები და შთამომავლებიც იქვე დარჩნენ და სამეგრელოში დაბრუნება არც ერთ მალანიას აღარ უცდია.

დიდი სიყვარული ჰქონდა ხევში მამა გიორგის, სულ მიდიოდნენ, რჩევას სთხოვდნენ.

როგორც გითხარით, სწორედ ამ სულკურთხეულმა კაცმა დასწერა ჯვარი პატრიარქ ილია II-ის მშობლებს. სხვათა შორის, მეუფე იობის (აქიაშვილი) ბებია-პაპა ვასილი და ქეთევანიც მამა გიორგიმ შეაუღლა.

მალე ქვეყანას კომუნისტები დაეპატრონნენ, ტაძრები და მონასტრები დააქციეს, მღვდელ-მონაზვნობა მოუსავლეთის გზას გაუყენეს, სიწმინდენი შებილწეს და გაანადგურეს...

მამა გიორგიც უყოყმანოდ გააშავსიელეს და მისი ოჯახი ძრწოლით ელოდა სასტიკ განაჩენს... ლიზამ ქმარს შეჰბედა, - იქნებ სხვებივით შენც გაგეკრიჭა წვერი და მღვდლობაზე უარი გეთქვა, ჩვენც მოვისვენებდით და წითლებიცო, მაგრამ, რაღა თქმა უნდა, ის პასუხი მიიღო, რასაც ელოდა: მე სხვა ცხოვრებით ვერ ვიცხოვრებო. რომ ვერ დაიყოლიეს, ბინძური ხმები დაუყარეს - იქნებ ხალხს შესძულდეს და აღარ მიეკარონო...

გული სტკიოდა მამა გიორგის - მძიმეა უბრალოსთვის საშინელი ცილისწამების უხმოდ ტარება, მაგრამ ღვთის მოიმედე ყოველივეს ითმენდა...

იმ წლებში რაიკომი სოფლის საბჭოებს პროდუქტების შესყიდვის გეგმებს უწესებდა, გაღატაკებულ მოსახლეობას კი, ნამატი პროდუქტი კი არა, საარსებო მინიმუმიც ძლივს ჰქონდა, ამიტომ აბსურდული გეგმები შეუსრულებელი რჩებოდა. სოფლის საბჭოს თავმჯდომარეებს თავიანთი სკამები ძალზე ეძვირებოდათ და "დამნაშავეებს" ხან სად ეძებდნენ, ხან - სად.

ერთ-ერთ ბიუროზე რაიკომის მდივანმა საბჭოს თავმჯდომარეს მკაცრი პასუხი მოსთხოვა შეუსრულებელი გეგმის გამო და პასუხმაც არ დააყოვნა - თავმჯდომარემ: გეგმას როგორ შევასრულებ, როცა მღვდელი გიორგი მალანია სოფელ-სოფელ დადის და ხალხს პროდუქტის ჩაბარებას უკრძალავსო. ასე დაიბადა მამა გიორგის "განაჩნიც".

მას ამ ამბამდეც დევნიდნენ, მაგრამ ახლა განსაკუთრებული გააფთრებით შემოუტიეს. 1932 წლის 19 იანვარი - ნათლისღება თენდებოდა. მამა გიორგი შეიმოსა და ჯვრით ხელში წყალკურთხევის აღსასრულებად მდინარისკენ გაემართა. ცხადია, უთვალთვალებდნენ და "უმიზეზო მიზეზს" ეს ბრალდებაც დაემატა - გაქანდა დამსმენი და ყაზბეგში უმალვე ამცნო რაიკომს, - მღვდელი მდინარისკენ მიდის, წყალი უნდა აკურთხოსო.

მამა გიორგი ნელა მიდიოდა. იმედოვნებდა - გზადაგზა ხალხიც შემომიერთდებაო, მაგრამ არავინ გამოსულა - ხალხს მთავრობის უფრო ეშინოდა, ვიდრე ღმერთის...

მოძღვარს სხვა რაღა გზა ჰქონდა, მარტომ აღასრულა დიდი აიაზმა და ტაძრისკენ გამობრუნდა...

ეს იყო უკანასკნელი წყალკურთხევა ხევში, სანამ უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ იქ მღვდლები არ გაგზავნა.

სახლიც ტაძრის შორიახლოს ჰქონდა, მაგრამ ვერც ტაძრამდე მოასწრო მისვლა და ვერც ოჯახამდე - გზაშივე წამოეწივნენ და დაატყვევეს.

ტყვეობა ტაშკენტის ციხეში გაატარა. სულ ლოცულობდა, ბრალმდებლებსაც შეუნდო და თავის ქვეყანას და ოჯახს გულმხურვალედ ავედრებდა უფალს... მაგრამ დარდს ვეღარ გაუძლო და 1934 წელს ციხეში მიიცვალა.

მამა გიორგის მეუღლემ ოთხივე შვილი ღირსეულად დაზარდა, თუმცა ქმრის ნეშტი სამშობლოს ვეღარ დაუბრუნა...

მამა გიორგი მეოცე საუკუნის ოთხმოციან წლებამდე, კომუნისტური წყობის დაშლამდე, უკანასკნელი მოძღვარი იყო ხევში...
ბეჭდვაელფოსტა
05.07. 2018
bettieyk11
Novel programme http://new.pics.hotblog.top/?post.ellie sex in office porn redtube porn with tiffany huge fake tits porn tube movies about kiddie porn dad daughter fantasy mobile porn
12.06. 2018
Елена Куликова
Спасибо! Интересно очень )
14.02. 2018
Guestbuida
guest test post bbcode html http://temresults2018.com/ simple
14.02. 2018
SergioCoaVy
Viagra Für Frauen It is crucial to never use pay day loans to pay for high end things, like TV's or vacation trips. They may be very best utilized in cases where it comes with an unexpected emergency, or even a bill you can not pay out on time. If you require cash for luxury products, it is best to look for financing from your bank, or perhaps a reduced-fascination credit card. The fascination billed on this sort of credit will always be less than a cash advance. Viagra Generika In Der Schweiz Kaufen There are specific meals which should be eliminated, should you be seeking to reduce around the signs and symptoms of nervousness. Food items which are sweetened with sugars, individuals with packaged white flour and caffeinated beverages really should not be eaten very often. They will likely only help to help make your situation even worse, than it presently is. Cheap Kamagra Jelly Before buying a property in every location, among the best tips is always to learn if you can find any listed gender-offenders residing in close proximity. You can look it in the Federal Gender Offender General public Windows registry, and also check with your realtor. Most is going to be truthful and help you out. Cialis Original Belgique
09.01. 2018
FloydfAict
Adidas Ultra Boost St Orange Never ever put on powerful scents if you are out searching for a career. Even if you get the fragrance to get really pleasurable, there is a possibility how the potential employer could possibly have allergic reactions or an aversion on the smell. It is advisable to odor like cleansing soap and creams as opposed to cologne and fragrance. https://www.hausaufblick.de/images/hausaufblick/9922-nike-free-run-3-hot-punch-pink.jpg Among the keys when making money in internet marketing is dependant on building rely on together with your buyers. This could be established by promising your clients a good outcome on making use of your product. By way of example, you could potentially say things like, "The product will surely enable you to shed 10 pounds in the next 2 months of your money back". https://www.livingincomfort.es/images/newlivesh/15030-zapatillas-christian-dior.jpg
სხვა სიახლეები
26.08.2023
1994 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ დაადგინა:
25.08.2023
1994 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ დაადგინა:
25.08.2023
მიტროპოლიტი ნაზარი (ერისკაცობაში იოსებ ლეჟავა) დაიბადა 1872 წელს იმერეთის სოფელ დიდ ჯიხაიშში.
25.08.2023
დავით გარეჯის ლავრის უკანასკნელი წინამძღვარი (მე-20 საუკუნეში) არქიმანდრიტი გერმოგენი (აბაშიძე) ჩემი პაპიდის – სიდონია მჭედლიშვილის მეუღლე იყო.
25.08.2023
არქიმანდრიტი კირილე მრავალი წლის მანძილზე აწყურის წმინდა გიორგის მონასტერში მოღვაწეობდა.
25.08.2023
რელიგიასთან და კონკრეტულად კი მართლმადიდებლობასთან ბრძოლა ბოლშევიკებმა ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან დაიწყეს.
25.08.2023
1920-იან წლებში კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) მამა იოანე ლუკაშვილს დეკანოზის წოდება მიანიჭა და ანჩისხატის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა.
24.08.2023
მამა ნიკოლოზი თელავში, სოფელ ყარსუბნის ტაძრის მღვდელი იყო. როცა სოფელ ვარდისუბნის წმინდა გიორგის მოძღვარმა მღვდლობაზე უარი თქვა,
24.08.2023
მღვდელი ამბროსი კანდელაკი 1870 წელს იმერეთის გუბერნიაში, სოფელ ჭოგნარში, მღვდელ ბესარიონ კანდელაკის ოჯახში დაიბადა.
24.08.2023
არქიმანდრიტი გერმანე – ერისკაცობაში გრიგოლ იაშვილი 1861 წელს, აზნაურის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat