"საუნჯის მპარავი" წმინდა სინოდი ციხეში გამოამწყვდიეს
"საუნჯის მპარავი" წმინდა სინოდი ციხეში გამოამწყვდიეს
"წაღმა წარწერის უკუღმა მკითხველებმა" დააკარგვინეს საქართველოს აუწონავი საფასე
"სიყვარული პირველად ქვეყნიერებისა და არა სამშობლოსი, შორეულისა და არა მახლობლისა, გარეშესი და არა შინაურისა ემსგავსება წაღმა წარწერის უკუღმა კითხვას, მუხის დარგვას კენწეროთი და გადაბრუნებული ტანისამოსით პამპულობას. ღმერთმა დაიხსნას საქართველო ამ გვარის მანკიერ შვილთაგანო", - წერდა წმინდა პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე).

სწორედ "წაღმა წარწერის უკუღმა მკითხველებმა" დააკარგვინეს საქართველოს აუწონავი საფასე.

თუ რა ბედს სწია ქართული განძეულობა საბჭოთა რეჟიმმა, საქართველოს ეკლესიის უახლესი ისტორიიდან ამოკრებილი ეს დოკუმენტური მასალაც ცხადყოფს.

***
1921 წელს, საკათალიკოსო საბჭოს დადგენილებით (რომელსაც პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე) ხელმძღვანელობდა), სიონისა და სვეტიცხოვლის განძეულობა ქუთაისის ხაზინაში ან ბანკში უნდა გადაენახათ.

მენშევიკური ხელისუფლების წინადადებით, მუზეუმის იმჟამინდელ ზედამხედველ ექვთიმე თაყაიშვილს ხაზინის ქონებასთან ერთად ქუთაისს უნდა გადაეტანა უძვირფასესი სამუზეუმო ექსპონატებიც. წმინდა ექვთიმემ მუზეუმთა გამგეები შეკრიბა და მოითათბირეს, რომ საგანძური (სულ 19 ყუთი) თბილისიდან ქუთაისში გადაეტანათ.

სიონისა და სვეტიცხოვლის განძეულობა ოთხ ყუთში მოათავსეს და, პატრიარქ ლეონიდეს ლოცვა-კურთხევით, სვეტიცხოვლის წინამძღვარს, პავლე ჯაფარიძეს გაატანეს ქუთაისს.

მატარებელში მეუფე პავლე და ექვთიმე თაყაიშვილი ერთმანეთს შეხვდნენ და ამ უკანასკნელმა სთხოვა, - ეგ საგანძური საზღვარგარეთ გამატანეო. მეუფემ იუარა, - უწმინდესს ასეთი კურთხევა არ უბოძებიაო. პატრიარქის მითითებით, სვეტიცხოვლისა და სიონის საგანძური მიტროპოლიტ ნაზარის (ლეჟავას, აწ წმინდანთა დასს შერთული) სამიტროპოლიტო სახლის აივნის ქვეშ დაფლეს და ზედ ფილაქანი გადააფარეს. უწმინდესი ლეონიდე პავლე ჯაფარიძეს ენდობოდა და დარწმუნებული იყო, არასოდეს უღალატებდა.

სასამართლოზე მეუფე პავლეს ხანგრძლივი დაკითხვისა და წამების შემდეგაც არ გაუცია საიდუმლო... ღამის 4 საათზე 2-ჯერ გაიყვანეს დასახვრეტად, - ეგებ, გამოვტეხოთო, თუმცა, განძი უკვე ამოღებული იყო.

დეკანოზ იოსებ მირიანაშვილის შვილიშვილი, ავთანდილ კვიტაშვილი: "განძეული გასაბჭოების შემდეგ დიდუბის ტაძრის სამალავში გადაიტანეს, რაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა და ტაძრის დარაჯმა იცოდნენ... როგორც ჩანს, სწორედ მან გასცა საიდუმლო და მისივე აღიარება გამოიყენეს სინოდის ციხეში გამომწყვდევის ერთ-ერთ საბაბად.

იცით, სად მოეწყო ეს ყოვლად სამარცხვინო სასამართლო? - ახლა რომ კინოთეატრი "საქართველო" დგას, იმ დროს იქ ტრიალი მინდორი იყო, სადაც ერთი კლუბი ყოფილა... ჰოდა, შეგზავნეს იქ კომკავშირელები, რომლებიც იმ ვითომ სასამართლოს მსვლელობისას ხმაურს და სტვენას ტეხდნენ...

საეკლესიო განძეული საკანცელარიო დავთარში პაპა იოსებს აღუნუსხავს. პროკურორის ბრალდებით, სწორედ ამ საუნჯის მითვისება სურდა თურმე წმინდა სინოდს. წარმოგიდგენიათ?!

გამოდის, სინოდმა განძი საკუთარ თავს მოჰპარა!

პაპა იოსებს უთქვამს, - განძის მოპარვა რომ მნდომოდა, როგორ ფიქრობთ, საკუთარი ხელით აღვნუსხავდიო?

ლაპარაკი რომ არ ეცლიათ, კომკავშირელები სტვენას იწყებდნენ...

სამარცხვინო პროცესი იყო, მაგრამ ჩვენს ისტორიას იმდენი სამარცხვინო ფურცელი აქვს...

ეს ფარსი იმით "დაგვირგვინდა", რომ "საუნჯის მპარავი" წმინდა სინოდი ციხეში გამოამწყვდიეს, დიდ ყუთებში მოთავსებული ეკლესიის სიწმინდეები კი სადღაც გაქრა...

- მაინც, სად უნდა გამქრალიყო ამდენი სიწმინდე?

- რამდენადაც ვიცი, მსგავს ნივთებს იმ დროს ერმიტაჟის საცავში, უფრო ზუსტად, სამალავში გზავნიდნენ..."

***
საკათალიკოსო საბჭოსა და უწმინდესი ამბროსის (ხელაია, აწ წმინდანთა დასს შეერთებული) სასამართლო 1924 წლის 10 მარტიდან 19 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა ნაძალადევის მუშათა თეატრში. ამ სამარცხვინო და უკიდურესად ცინიკურმა "საჩვენებელმა" პროცესმა ქართველი სამღვდელოება და თვით უწმინდესი ამბროსი სამშობლოს მოღალატეებად გამოაცხადა და ავაზაკებივით გაასამართლა.

KARIBCHEიმდროინდელ "წითელ" გაზეთებში კარგად იგრძნობა ის ცილისმწამებლური და ისტერიული სულისკვეთება, რომელიც პროცესამდე და პროცესის შემდგომაც სუფევდა ქვეყანაში.

ყოველი სხდომის დაწყებამდე უბირი მუშები მოჰყავდათ, რომლებსაც ხელთ ასეთი პლაკატები ეპყრათ: "ძირს მღვდლები! ძირს მოღალატენი!"

ვითომ ქართველი ხალხის სახელით ბრალს სდებდნენ წმინდა სინოდს და პათეტიკურად აცხადებდნენ: "მაშინ, როცა შიმშილის ბრჭყალებში მოქცეული საბჭოთა კავშირი სულს ღაფავდა, სამღვდელოება ქვებითა და კეტებით უძალიანდებოდა საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებსაც დავალებული ჰქონდათ ტაძრებში თავმოყრილი საგანძურის გამოტანა. სამღვდელოებას არ სურდა, ეკლესიებში ტყუილუბრალოდ დაყრილი ოქრო-ვერცხლის ნაცვლად მშიერი ხალხისთვის პური ეყიდაო"...

***
წითელი ხელისუფლების განსაკუთრებული გააფთრება მენშევიკური მთავრობის მიერ ქართული საგანძურის საზღვარგარეთ გატანის ფაქტმა გამოიწვია. ხელისუფლება წარმოქმნილი ფინანსური პრობლემის მოგვარებას ქართული ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი საკუთრების წართმევით და საეკლესიო ნივთების რეალიზაციიდან მიღებული ფულით ცდილობდა. მაზრებში შეიქმნა სპეციალური კომისიები, რომელთა შემადგენლობაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოქმედ ეკლესიათა მოძღვრებიც შედიოდნენ. ამ უკანასკნელთ აუხსნეს, რომ აუცილებელი იყო ტაძართა სრული აღწერა, რომლის დროსაც საგანგებო ყურადღება სწორედ ოქროსა და ვერცხლის ნივთებს ექცეოდა.

ქართული ინტელიგენციის საუკეთესო ნაწილი (ივანე ჯავახიშვილი, კორნელი კეკელიძე, დიმიტრი შევარდნაძე, აკაკი შანიძე, გიორგი ბოჭორიძე და სხვანი) მალევე მიხვდა, რა ვერაგი განზრახვა ჰქონდა ხელისუფლებას, ამიტომ სასწრაფოდ შექმნეს სიძველეთა დაცვის განყოფილება, რომელმაც სიწმინდეთა მუზეუმებში გადატანა და ამ გზით მათი გადარჩენა მოახერხა.

სწორედ ახალგაზრდა ისტორიკოსმა გიორგი ბოჭორიძემ გამოიტანა ტაძრებიდან ისტორიული ღირებულების მქონე ხატები, ჯვრები, ბარძიმ-ფეშხუმნი, მუზეუმს გადასცა და განადგურებისგან იხსნა.

KARIBCHEრა ჯურის მტერი აღარ უნახავს საქართველოს, მაგრამ რა ვანდალობანიც ბოლშევიკებმა ჩაიდინეს, მსგავსი ისტორიას არ ახსოვს.

1923 წელს ორ თვეში სენაკის მაზრაში ყველა ეკლესია დახურეს, თბილისის მაზრაში - 48, ქუთაისში - 160, სენაკში - 148, შორაპნის მაზრაში - 148, ოზურგეთის მაზრაში - 130, რაჭაში - 117, ლეჩხუმში - 78, გორის მაზრაში - 78, ზუგდიდის მაზრაში - 75, სიღნაღის მაზრაში - 65, ცხინვალის ზონაში - 60. როგორც სენაკის მაზრიდან იტყობინებოდნენ, ტაძრის დახურვას გრანდიოზული მიტინგები უსწრებდა წინ, ხალხი ვაშას ძახილით დაიძრა ეკლესიისკენ, გუმბათიდან ჯვარი ჩამოხსნეს და მის ნაცვლად ხუთქიმიანი ვარსკვლავი აღმართეს.

***
საქართველოს სხვადასხვა მაზრაში შექმნილ განუკითხაობას ნათლად წარმოაჩენს 1923 წელს გიორგი ლეონიძის წერილი: "გარე კახეთში სხვა ეკლესიებთან ერთად დაკეტეს უძველესი ნინოწმინდის საკათედრო ტაძარი, საიდანაც სხვა ნივთებთან ერთად საგარეჯოს რევკომმა გაიტანა ორი უძველესი ხატი - არჩილ მეფის მიერ შეწირული წმინდა ნინოს სასწაულთმოქმედი ხატი და წმინდა ნინოს ვერცხლით მოჭედილი და განახლებული მეთვრამეტე საუკუნეში ნინოწმინდელ მიტროპოლიტ საბა ტუსიშვილის მიერ. ორივე ხატი წარმოადგენს დიდ ისტორიულ საუნჯეს და ვშიშობ, რომ უვიცობის გამო შეიძლება, საგარეჯოს რევკომმა მოხსნას ამ ხატებს სამკაულები და ჩუქურთმები. გთხოვთ, მიიღოთ ზომები მათ გადასარჩენად. გარდა ამისა, ენისელში არსებობს 20 პატარა ეკლესია, რომელნიც სავსეა ისტორიული ფრესკებით. დღეს ამ ეკლესიებში დამდგარან სომეხი ლტოლვილები, რომელნიც შიგ ცეცხლს ანთებენ და ანადგურებენ ყველაფერს".

ვინ უწყის, იმ წლებში რამდენი ქართული სიწმინდე გახდა ვანდალიზმის მსხვერპლი.

***
1925 წელს ალავერდის ეპარქიაში შექმნილი ვითარების შესახებ გვიამბობს მთავარხუცეს ვასილ მაისურაძის მოხსენება ალავერდელი ეპისკოპოსისადმი.

მთავარხუცესს კახეთის სოფლები შემოუვლია. ზოგან ტაძარი მოუწყობელი და გაძარცული დახვედრია, ზოგან კი საშინელ სურათს შესწრებია: სოფელ ახალ გავაზში ერთი ეკლესია სახალხო სახლად გადაუკეთებიათ, მეორე განუძარცვავთ, ხის კანკელი დაუმტვრევიათ, ხატებით კი სასკოლო სკამები გაუკეთებიათ...

***
სიძველეთა კომიტეტის ჩარევით, გელათი, ალავერდი, მოწამეთა, მეტეხი, ქაშვეთი დანგრევას გადაურჩა, მაგრამ, სამწუხაროდ, მედროვეთა მსახვრალ ხელს ძალიან ბევრი ტაძარი, ხატი, წმინდა წიგნი და საეკლესიო ნივთი ემსხვერპლა. რუსეთის ეკლესიისგან განსხვავებით, ქართველი სამღვდელოების გადასახადი ორჯერ მეტი იყო, ხოლო მღვდელმთავრებს ხელისუფლების ნებართვის გარეშე გადაადგილება ეკრძალებოდათ.

***
1929 წელს წილკნელი ეპისკოპოსი პავლე ჯაფარიძე პატრიარქისგან ფშავ-ხევსურეთის საეპარქიო ოლქის გაუქმებას ითხოვდა, რადგან ხელისუფალთაგან წაქეზებულმა ხალხმა არც ერთი ტაძარი არ დატოვა დაურბეველი. საკუთარ სახლში მოკლეს ბარისახოს მღვდელი ბესარიონ წიკლაური.

იმ დროის სულისკვეთება კარგად ჩანს ფასანაურელი მღვდლის, შიო კაიშაურის მოხსენებაში: "ადგილობრივმა პარტიულებმა ჯერ ვერცხლეულის სია მოითხოვეს, შემდეგ ტაძრის ზარის ჩამოხსნა და მისი სოფლის ცენტრში დაკიდება გადაწყვიტეს. არ დავანებე, ძალიან ცუდი თვალით მიცქერიან, არ ვიცი, რით დასრულდება ყოველივე..."

ქართულ ეკლესიაში შექმნილ უმძიმეს ვითარებაზე მეტყველებს უწმინდესი კალისტრატეს (ცინცაძე) 1947 წლის მოხსენებითი ბარათი: "ამჟამად საქართველოს საკათალიკოზოში მოქმედებს 29 ეკლესია, რომელშიც 5 მღვდელმთავარი, 41 მღვდელი, 2 პროტოდიაკონი და 3 წიგნის მკითხველია".

თუმცა აქ მოხმობილი მასალა ზღვაში წვეთია იმ დანაკარგისა და ზარალისა, რაც ქართულმა ეკლესიამ უღმერთოთა ხელით განიცადა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.08.2023
1994 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ დაადგინა:
25.08.2023
1994 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ დაადგინა:
25.08.2023
მიტროპოლიტი ნაზარი (ერისკაცობაში იოსებ ლეჟავა) დაიბადა 1872 წელს იმერეთის სოფელ დიდ ჯიხაიშში.
25.08.2023
დავით გარეჯის ლავრის უკანასკნელი წინამძღვარი (მე-20 საუკუნეში) არქიმანდრიტი გერმოგენი (აბაშიძე) ჩემი პაპიდის – სიდონია მჭედლიშვილის მეუღლე იყო.
25.08.2023
არქიმანდრიტი კირილე მრავალი წლის მანძილზე აწყურის წმინდა გიორგის მონასტერში მოღვაწეობდა.
25.08.2023
რელიგიასთან და კონკრეტულად კი მართლმადიდებლობასთან ბრძოლა ბოლშევიკებმა ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან დაიწყეს.
25.08.2023
1920-იან წლებში კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) მამა იოანე ლუკაშვილს დეკანოზის წოდება მიანიჭა და ანჩისხატის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა.
24.08.2023
მამა ნიკოლოზი თელავში, სოფელ ყარსუბნის ტაძრის მღვდელი იყო. როცა სოფელ ვარდისუბნის წმინდა გიორგის მოძღვარმა მღვდლობაზე უარი თქვა,
24.08.2023
მღვდელი ამბროსი კანდელაკი 1870 წელს იმერეთის გუბერნიაში, სოფელ ჭოგნარში, მღვდელ ბესარიონ კანდელაკის ოჯახში დაიბადა.
24.08.2023
არქიმანდრიტი გერმანე – ერისკაცობაში გრიგოლ იაშვილი 1861 წელს, აზნაურის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat