"ვინ გაგვეკარებოდა?! ყველას დახვრეტის ეშინოდა"
"ვინ გაგვეკარებოდა?! ყველას დახვრეტის ეშინოდა"
სრული სამოცდაათი წელი ცხოვრობდა საქართველო ათეისტური რეჟიმის ქვეშ, ათასნაირი ხერხით ცდილობდა რუსი დამპყრობელი, დაევიწყებინა ქართველისთვის ჭეშმარიტი სარწმუნოება, ქრისტეს მოძღვრება, მაცოცხლებელი წყარო ჩვენი ერისა, "რომელმაც ჩვენი ეროვნება, - როგორც ილია მართალი ბრძანებს, - ვითა ობოლნი შეიკედლა, თავისის ღვთაებურის ძალ-ღონით გამოჰზარდა, შეჰმოსა, შთაუდგა გული რკინისა... და შემოგვინახა ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ენა, ჩვენი ვინაობა". ამიტომ იყო, რომ, მიუხედავად რეპრესიებისა, ქართველი ხალხი ათეისტურ რეჟიმს ვერ ურიგდებოდა და თავგამოდებით იბრძოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაკარგული ავტოკეფალიისა და ეროვნული დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის. მრავალმა საკუთარი სისხლით დაამოწმა უფლისა და სამშობლოს სიყვარული. მათ შორის იყო მღვდელი სვიმონ მჭედლიძე. ჩვენ სტუმრად ვიმყოფებით მის ქალიშვილთან, ქალბატონ ეკატერინესთან, რომელიც თვალცრემლიანი იხსენებს 1924 წლის 28 აგვისტოს.

- 1995 წლის 19 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით სვეტიცხოველში მოწვეულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ წმინდანად შერაცხა მიტროპოლიტ ნაზართან ერთად მოკლული სიმონ მჭედლიძე...

- როცა გავიგე, რომ დედაეკლესიამ მამა წმინდანად შერაცხა, გული უსაზღვრო სიხარულით ამევსო. ეს იყო ენით გამოუთქმელი ბედნიერება. სიტყვები არ მყოფნიდა, გამომეხატა, როგორ ხარობდა ჩემი გული. მამა ცოცხალია! მამა ცოცხალია! - ამასღა ვეუბნებოდი ყველას. მადლიერმა შთამომავლობამ დაუშრეტელ ლამპრად აანთო მისი სახელი ერის ისტორიაში. მეც მადლობელი ვარ უწმინდესისა, რომელმაც არ დაივიწყა რწმენისთვის თავდადებულნი და უკვდავყო მათი სახელი.

- რას გაიხსენებთ წმინდა სიმონის მოღვაწეობიდან?

KARIBCHE- მამას ყველაზე მეტად იმიტომ დევნიდნენ, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან რამდენიმე თვის შემდეგ ქუთაისში სასულიერო-სამოქალაქო გაზეთი "შინაური საქმეები" დააარსა. ეს იყო სარწმუნოებრივ-ზნეობრივ-საზოგადოებრივი გაზეთი, რომელშიც წერილებს სხვადასხვა ფსევდონიმით აქვეყნებდა, რადგან გაზეთს თვითონ რედაქტორობდა და, ამასთან, მისი პუბლიკაციები ათეისტი სოციალ-დემოკრატებისა და მარქსიზმის მიმდევრების ნააზრევს ამხელდა. ქუთაისში საკუთარი სტამბა ჰქონდა, სადაც ისტორიული წიგნები იბეჭდებოდა. მამა პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა - სენაკის სააზნაურო სკოლაში ასწავლიდა.

1891 წელს გენერალ ბესარიონ დგებუაძის ასულზე, ეკატერინეზე, დაიწერა ჯვარი. სოფელ სვირიდან საცხოვრებლად ქუთაისში გადავიდა, სადაც კერძო პანსიონი, პროგიმნაზია გახსნა.

- როგორ მოხდა მისი მღვდლად ხელდასხმა?

- ჩვენი წინაპრები სასულიერო პირები იყვნენ. მამაჩემის ბაბუას, მღვდელ სიმონს, ორი ვაჟი ჰყავდა - მიხეილი და ევსტათი. დეკანოზი მიხეილი, მამაჩემის მამა, იმერეთის ეპარქიის ბლაღოჩინი გახლდათ. ევსტათი პუბლიცისტი იყო. იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელ ქიქოძემ ეპარქიის კანცელარიის მდივნად დანიშნა. 1885 წელს სრულიად ახალგაზრდა მოკლეს ბაგრატის ტაძრისკენ მიმავალი.

მამაჩემიც წინაპრების კვალს გაჰყვა. სტავროპოლის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულს 1894 წელს გაბრიელ ეპისკოპოსმა დაასხა ხელი დიაკვნად, იმავე წელს აკურთხეს მღვდლად და სოფელ სვირის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.

- სასულიერო პირთა ოჯახებს საშინლად ავიწროებდნენ ბოლშევიკები...

- მამას ცამეტი შვილი ჰყავდა. ჩვენ სოფელ სვირში ვცხოვრობდით. მახსოვს, პატარები რომ ვიყავით, სკოლაში არ გვიღებდნენ. რეპრესიები არც მამაჩემის მკვლელობის შემდეგ დამთავრებულა. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ კარგი განათლება მივიღეთ, - უფროსი ძმა იურისტი გახდა; ბიძინამ აფხაზეთის გზებისა და ხიდების მშენებლობას შეალია სიცოცხლე; დიმიტრი, საქართველოს სახალხო არტისტი და მომღერალი, დიდხანს ედგა სათავეში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს, ქუთაისში საოპერო თეატრი დააარსა, - მაინც არ დაგვინდო ათეისტურმა მმართველობამ და ჩემი უფროსი ძმა, ბესარიონი, 1937 წელს გადაასახლეს. იქვე გარდაიცვალა კიდეც.

- ქალბატონო ეკატერინე, სულ პატარა იქნებოდით, წმინდა სიმონი რომ დახვრიტეს...

- 8 წლის ვიყავი, თუმცა მახსოვს მისი ბოლო სიტყვები: "მე მალე ჩამოვალო", - გვითხრა გამომშვიდობებისას. ალბათ იცოდა, რომ დახვრეტდნენ და დედა და ჩვენ თბილისში წამოგვიყვანა, თვითონ კი უკან დაბრუნდა.

იმ საშინელ ღამეს მიტროპოლიტ ნაზართან, დეკანოზ გერმანესთან, დეკანოზ იეროთეოზსა და პროტოდიაკვან ბესარიონთან ერთად როდინოულის ეკლესიის საკურთხებლად მამაც წასულა. ღამე სიმონეთში, ერთ-ერთ ოჯახში, გაუთევიათ, რადგან გაფრთხილებულები იყვნენ, რომ შინ დაბრუნების შემთხვევაში დაპატიმრება ელოდათ. მძინარეებს ჩეკისტები დასხმიან თავს. ხელ-ფეხი შეუკრავთ, თოფის კონდახებით უცემიათ და ურემზე დაკრულები სოფლის საბჭოში მიუყვანიათ. მეორე დღეს პატიმრები ქუთაისის შინსახკომში გადაუყვანიათ და ბნელ საკანში გამოუმწყვდევიათ. ისინი ყოველგვარი გასამართლების გარეშე დახვრიტა "განსაკუთრებულმა სამეულმა" ოფიციალური ბრალდებით: "აგვისტოს ავანტიურაში მონაწილეობისათვის". ეს მოხდა ქუთაისში, საფიჩხიის ტყეში, მწვანეყვავილას ადგილზე, ებრაელების სასაფლაოს განაპირას...

ბავშვს შემზარავად ჩამრჩა მეხსიერებაში ის წუთები, როცა მამას მკვლელობის ამბავი შევიტყვეთ. ამ საშინელი განსაცდელის ჟამს სრულიად მარტო აღმოვჩნდით. მეზობლები სახლებში შეიყუჟნენ, ვინ გაბედავდა მოსვლას?! დასაფლავებას ორიოდე ადამიანი დაესწრო, ახლო ნათესავები. ვინ გაგვეკარებოდა?! ყველას დახვრეტის ეშინოდა.

- შემდგომ წლებში თუ მიდიოდით მამის საფლავზე?

- სანამ დედა ცოცხალი იყო, ყოველთვის დავყავდით საფიჩხიაზე. დედაც მალე გარდაგვეცვალა და ჩემმა უფროსმა დამ, ბარბარემ, თბილისში წამოგვიყვანა. ის უკვე დამსახურებული პედაგოგი იყო, ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. ფაქტობრივად, მისი გაზრდილები ვართ. სვირში იშვიათად თუ ჩავიდოდით. დედ-მამის ხსოვნას კი მუდამ ცოცხლად ვატარებდით გულში.

- რას ნიშნავს, როცა მამა წმინდანი გყავს?

- უდიდეს შემწეობასა და ნუგეშს. მწამს, მის სამშობლოსთვის გულანთებულ ლოცვას შეისმენს ყოვლადმოწყალე უფალი და მრავალი განსაცდელისგან დაიხსნის საქართველოს თითოეულ შვილს. უფალმა ინებოს, წმინდა სიმონის მეოხებით გააერთიანოს ივერია და ძველი დიდება დაუბრუნოს!
ბეჭდვაელფოსტა
25.02. 2015
თამარი
ღმერთმა გისმინოთ... წმინდა სიმონი ფარავდეს სრულიად საქართველოს! ამინ!
სხვა სიახლეები
26.08.2023
1994 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ დაადგინა:
25.08.2023
1994 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ დაადგინა:
25.08.2023
მიტროპოლიტი ნაზარი (ერისკაცობაში იოსებ ლეჟავა) დაიბადა 1872 წელს იმერეთის სოფელ დიდ ჯიხაიშში.
25.08.2023
დავით გარეჯის ლავრის უკანასკნელი წინამძღვარი (მე-20 საუკუნეში) არქიმანდრიტი გერმოგენი (აბაშიძე) ჩემი პაპიდის – სიდონია მჭედლიშვილის მეუღლე იყო.
25.08.2023
არქიმანდრიტი კირილე მრავალი წლის მანძილზე აწყურის წმინდა გიორგის მონასტერში მოღვაწეობდა.
25.08.2023
რელიგიასთან და კონკრეტულად კი მართლმადიდებლობასთან ბრძოლა ბოლშევიკებმა ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან დაიწყეს.
25.08.2023
1920-იან წლებში კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) მამა იოანე ლუკაშვილს დეკანოზის წოდება მიანიჭა და ანჩისხატის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა.
24.08.2023
მამა ნიკოლოზი თელავში, სოფელ ყარსუბნის ტაძრის მღვდელი იყო. როცა სოფელ ვარდისუბნის წმინდა გიორგის მოძღვარმა მღვდლობაზე უარი თქვა,
24.08.2023
მღვდელი ამბროსი კანდელაკი 1870 წელს იმერეთის გუბერნიაში, სოფელ ჭოგნარში, მღვდელ ბესარიონ კანდელაკის ოჯახში დაიბადა.
24.08.2023
არქიმანდრიტი გერმანე – ერისკაცობაში გრიგოლ იაშვილი 1861 წელს, აზნაურის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat