იჯდა ქოხის წინ და ტიროდა
იჯდა ქოხის წინ და ტიროდა
შენ ხომ არ იცი, მკითხველო, ვინ იყო იასონ ბერი?
საქართველოს ეკლესიის ისტორიას წერდნენ ღირსი მამა-დედანი, რომლებიც, ღვთის წყალობით, ყოველთვის იყვნენ ჩვენს სამშობლოში: ყოვლადსამღვდელონი, სამღვდელონი, ბერ-მონაზონნი, უბრალო, ღვთისმოშიში ერისკაცები, რომელთა სიტყვას საქმე მოსდევდა. ამ ისტორიას ისინი ადამიანთა გულებზე წერდნენ და მომავალ თაობას გადასცემდნენ.

ერთი ასეთი ღირსი მამა ყოფილა იასონ ბერი, მასზე აკადემიკოსი სერგი დურმიშიძე მოგვითხრობს თავის მოგონებებში. იასონ ბერის ამბავი იმდენად საინტერესოა, რომ გვსურს ჩვენს მკითხველს შევთავაზოთ. ესეც გავითვალისწინოთ - ბატონი სერგი 1910 წელს დაიბადა. ამდენად, მის მონათხრობს დიდი ფასი აქვს:

"საჩხერის ეკლესია და მის გარშემო მდებარე სასაფლაო ყოველთვის სამაგალითოდ იყო მოვლილი. მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე მთელი დღე ეკლესიასა და ეზოში ფუტკარივით შრომობდა იასონ ბერი. იქვე, ეკლესიასთან იდგა მისი ქოხი.

მან დაბის ყველა მცხოვრების ჭირი და ლხინი იცოდა, ყველას სიხარულსა და მწუხარებას იზიარებდა. დაბადება და გარდაცვალება, ქორწილი და ნათლობა, ზიარება და აღსარება, დღესასწაული და გლოვა, ყველაფერი ამქვეყნიური და იმქვეყნიური იასონ ბერთან იყო დაკავშირებული. ეკლესიის მღვდელი სერგო მაჭარაშვილი კეთილი, სათნო ადამიანი იყო და იასონ ბერს დიდ თავისუფლებას აძლევდა.

განსაკუთრებით ბავშვებს გვიყვარდა იასონ ბერი. ზიარების დროს ის დაგვაწყობდა ხოლმე რიგში, წირვისასაც ჩვენთვის ადგილი მას უნდა მიეჩინა წითელი კვერცხებით ხელში. სათამაშო მოედანსაც მისი მითითებით ვირჩევდით და რაც მთავარია, თავის თანაშემწეებს გვეძახდა და გვასაქმებდა კიდეც. ჩვენი მოვალეობა იყო უპატრონო საფლავების მოვლა. საფლავებს შორის წითელი კვერცხები ისე უნდა გადაგვენაწილებინა, რომ უკვერცხოდ არც ერთი არ დარჩენილიყო. დედამისის შვილი იყო და ვინმე სასაფლაოზე ყვავილს მოწყვეტდა.

სასაფლაო საგვარეულოებად იყო დაყოფილი. ოჯახები მას ეკლესიისგან ყიდულობდნენ, ღობავდნენ და უვლიდნენ. იასონ ბერს საოცარი მეხსიერება ჰქონდა, ყველა მიცვალებულის მოსაგონარი თარიღი ახსოვდა და შესაფერის საეკლესიო ღონისძიებებშიც მონაწილეობდა.

კვირა დღეს, წირვის შემდეგ, ბავშვები შემოვეხვეოდით და ვთხოვდით, რაიმე ამბავი მოეთხრო. ძარღვიანი საუბარი იცოდა, მთავარ აზრს ყოველთვის გამოკვეთილად გადმოსცემდა. უფრო ხშირად გვიყვებოდა თითოეული ჩვენგანის დაბადებისა და ნათლობის ამბებს, ნათლიებს გვისახელებდა და გვიხასიათებდა. ერთხელ ჯერი ჩემზეც მოდგა და გამაოცა.


- ბიძია, სერგო, შენ დიდი გაჭირვებით დაიბადე, დედაშენის ძეობა სამი დღე და ღამე გაგრძელდა. მამაშენმა არჩევანში - მეუღლე თუ შვილი - მეუღლე არჩია და შენ საკმაოდ დაზიანებული მოხვედი ამქვეყნად, ორი დღე და ღამე ცოცხალ-მკვდარი იყავი, არავის შენი გადარჩენის იმედი არ ჰქონდა. მხოლოდ იმიტომ მოგნათლეს, რომ უკურთხ მიწაში არ დაესაფლავებინე. შენი დაბადების მეორე დღეს დეიდა მაშიკო მოვიდა და ჩვენ ერთად ავირჩიეთ შენი სასაფლაო ნაკურთხ მიწაში. თუ მონათვლას ვერ მოასწრებდნენ, მაშინ, შვილო, სასაფლაოს გადაღმა, ჭაობთან უნდა დაგვემარხე. ნათლობაც მამაშენის გაზრდილმა, დომენტი გაფრინდაშვილმა სასწრაფოდ მოაწყო. ხომ ხედავ, ღმერთი მოწყალეა, მალე რვა წლის გახდები. ყოველ საღამოს ილოცე და მადლობა შესწირე, რომ ნაადრევად არ წაგიყვანა.

ცნობილი იყო იასონის დიდი ყურადღება უპატრონო მიცვალებულებისადმი. ჩემს ბავშვობაში გარდაიცვალა ირანელი მებაღე აბაზა. მისი ვინაობა არავინ იცოდა. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ოჯახს ემსახურებოდა. შესანიშნავ მებაღედ ითვლებოდა. ჩვეულებრივ, არ ლაპარაკობდა, მხოლოდ რამდენიმე ქართული სიტყვა იცოდა. სიკვდილის წინ ეგრეთ წოდებულ მასხარაშვილების ბაღში, საჩხერის რკინიგზის სადგურის მახლობლად მუშაობდა. ნესვი და საზამთრო ყველაზე ადრე მას მოჰყავდა და ბიჭები ვესტუმრებოდით ხოლმე. ხილით გვიმასპინძლდებოდა და თან დააყოლებდა: "ქურდობა არა, ცუდი კაცი ხარ". აბაზას ცხედარი იასონ ბერმა გააპატიოსნა და მანვე დაასაფლავა. დაბაში ფული მოეკრიბათ და არაფერი დააკლეს. ჩვენ, ბიჭები, უკლებლივ ვიდექით "ჭირისუფლებში". იასონ ბერი აბაზას საფლავს შემდეგშიც არ აკლდებდა ყურადღებას. აღდგომა დღეს კვერცხებსაც გვატანდა - საფლავზე დაულაგეთო.

იმავე წელს მოხდა ჩვენთვის მოულოდნელი და მეტად სამწუხარო ამბავი. ვიღაცამ ეკლესიის ყულაბა გატეხა და შეწირული ფული წაიღო. ეჭვი ჩვენზე, ბავშვებზე მიიტანეს - რამდენიმე მანეთს სხვა ვინ მოიპარავდაო. ამ ამბავმა სკოლამდეც მიაღწია. იასონ ბერმა ყველა მოგვაგროვა, ვისაც კი თავის თანაშემწეებად თვლიდა და მოგვმართა: ამის შემდეგ, რაც მოხდა, მე ეკლესიის მსახურად აღარ დამტოვებენ, თქვენ ხომ იცით, რომ ეკლესიის ქონების დაცვაც მე მევალება. ეკლესიის დატოვება მიჭირს. თუ შეგიძლიათ, დამეხმარეთ. იქნებ ის მაინც გავიგოთ, რამდენი მანეთი იდო ყულაბაში, რომ გადავიხადოთო.

უგუნებოდ დავიშალეთ. რამდენიმე დღის შემდეგ იასონ ბერმა ისევ შეგვყარა და ახლა მადლობა გვითხრა: ყმაწვილებო, ამ დილით ვიღაცამ კიბეზე ქაღალდში გახვეული 8 მანეთი და სამი აბაზი დატოვა. მე ის ფული ისევ ეკლესიის ყულაბაში ჩავყარე და ღმერთს პატიება ვთხოვე. ჩვენ ხომ ყველამ შევიგნეთ ჩვენი ამხანაგის დანაშაული. თქვენი დიდი მადლობელი ვარ, კვლავ ერთად გავაგრძელოთ ღვთისა და ერის სამსახურიო. არ მოგვეწონა, რომ დამნაშავედ იასონ ბერი ერთ-ერთ ჩვენგანს თვლიდა, მაგრამ რას ვიზამდით.

დადგა 1922 წელი და ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა გაძლიერდა. დაბაში ხმა გავრცელდა - ეკლესიის გუმბათიდან ჯვარი უნდა მოხსნან, ამიერიდან წირვა-ლოცვა აღარ იქნებაო. ეკლესიის ეზოში უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი. კომკავშირელები - აბრამიშვილი და ცქიტიშვილი აყვნენ გუმბათის ჯაჭვს და შეუდგნენ ჯვრის მოხსნას. ეს არც ისე იოლი საქმე აღმოჩნდა. ჯვარი გადახარეს, მაგრამ ადგილს ვერ მოაცილეს. დამსწრეთა უმრავლესობა მორწმუნე იყო და საშინელი ლანძღვა-გინება დატრიალდა. ცოტაც და ხელჩართული ჩხუბი გაიმართებოდა, მასწავლებლები რომ არ ჩარეულიყვნენ. მორწმუნენი ერთგვარად კმაყოფილნი დაბრუნდნენ შინ - იმ ურჯულოებმა ჯვარი ხომ ვერ მოაძვრეს, ღმერთთან ბრძოლა მაგათ იოლი ჰგონიათო. როდესაც ხალხი გაიკრიფა, ჩვენ იასონ ბერს მივაკითხეთ. იჯდა ქოხის წინ და ტიროდა.

სკოლაში რელიგიის საწინააღმდეგო პროპაგანდა გაძლიერდა და ჩვენ, ბიჭებმაც შევწყვიტეთ ეკლესიის ეზოში, სასაფლაოზე "მოღვაწეობა".

1924 წლის შემოდგომაზე კვერეთის ტყეში რაიმილიციის მუშაკებმა ყაჩაღი მოკლეს და საჩხერის ეკლესიის ეზოში მოიტანეს. ბიჭები სანახავად წავედით. ნამდვილი ყაჩაღი არავის არ გვენახა. მილიციის მუშაკებს მიცვალებული ეკლესიის კარებზე მიეყუდებინათ, თვითონ აქეთ-იქით ამოსდგომოდნენ და ფოტოგრაფი სამივეს ერთად სურათს უღებდა...

იჯდა თავისი პატარა ქოხის კიბეზე იასონ ბერი და კვლავ ტიროდა. დაგვინახა თუ არა, შემოგვტირა: - ხომ ხედავთ, რაც ხდება. მეორედ მოსვლა დაიწყო. თქვენ უკვე დიდები ხართ და ქვეყანას უნდა უშველოთო.

ეკლესია მალე დახურეს, მაგრამ იასონ ბერს ეკლესიის ეზო, სასაფლაო არ მიუტოვებია, იქაურობას მხოლოდ ის პატრონობდა. ვიდრე არ დაძაბუნდა, ყოველდღე საფლავებს შორის დაბორიალობდა.

რას ვიზამთ, იყო ასეთი მძიმე დღეები და შეცდომები".

ასე მთავრდება ბატონ სერგი დურმიშიძის მოგონება. ვეცადეთ, რაიმე შეგვეტყო იასონ ბერზე. საქართველოს ეკლესიის უახლესი ისტორიის მკვლევარნი ასეთ ბერს არ იცნობენ. შესაძლოა ბატონ სერგის სახელი ეშლება, ანდა სულაც ტაძრის მორჩილი მსახური მორწმუნე ერისკაცი იყო და მაშინდელი ჩვეულებისამებრ ბერს ეძახდნენ. სურვილი გაგვიჩნდა, მეტი შეგვეტყო მასზე.

შენ ხომ არ იცი, მკითხველო, ვინ იყო იასონ ბერი?
ბეჭდვაელფოსტა
17.05. 2015
ნონა
ღმერთმა ხომ იცის ვინ იყო და რა იღვაწა, ღმერთმა გაანათლოს და ზეციურ იერუსალიმში დაამკვიდროს! ამინ!
02.05. 2015
ekaterine
ra saocari ambavia motxrobili am werilshi,sulit xorcamde shemdzra,aseti adamianebi-uchinoni magram sachinoni, yvelaze metad dasapasebelni arian,ugrmesi madloba redakcias da statiis avtors
სხვა სიახლეები
26.08.2023
1994 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ დაადგინა:
25.08.2023
1994 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ დაადგინა:
25.08.2023
მიტროპოლიტი ნაზარი (ერისკაცობაში იოსებ ლეჟავა) დაიბადა 1872 წელს იმერეთის სოფელ დიდ ჯიხაიშში.
25.08.2023
დავით გარეჯის ლავრის უკანასკნელი წინამძღვარი (მე-20 საუკუნეში) არქიმანდრიტი გერმოგენი (აბაშიძე) ჩემი პაპიდის – სიდონია მჭედლიშვილის მეუღლე იყო.
25.08.2023
არქიმანდრიტი კირილე მრავალი წლის მანძილზე აწყურის წმინდა გიორგის მონასტერში მოღვაწეობდა.
25.08.2023
რელიგიასთან და კონკრეტულად კი მართლმადიდებლობასთან ბრძოლა ბოლშევიკებმა ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან დაიწყეს.
25.08.2023
1920-იან წლებში კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) მამა იოანე ლუკაშვილს დეკანოზის წოდება მიანიჭა და ანჩისხატის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა.
24.08.2023
მამა ნიკოლოზი თელავში, სოფელ ყარსუბნის ტაძრის მღვდელი იყო. როცა სოფელ ვარდისუბნის წმინდა გიორგის მოძღვარმა მღვდლობაზე უარი თქვა,
24.08.2023
მღვდელი ამბროსი კანდელაკი 1870 წელს იმერეთის გუბერნიაში, სოფელ ჭოგნარში, მღვდელ ბესარიონ კანდელაკის ოჯახში დაიბადა.
24.08.2023
არქიმანდრიტი გერმანე – ერისკაცობაში გრიგოლ იაშვილი 1861 წელს, აზნაურის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat