დეკანოზი რომანოზ ანტონის ძე ჩიხლაძე 1879 წელს ხონის რაიონის სოფელ გორდში, მღვდლის ოჯახში დაბადებულა.
დაწყებითი განათლება იქვე მიუღია, შემდეგ ქუთაისის გიმნაზია დაუმთავრებია წარჩინების დიპლომით. უმაღლესი განათლების მისაღებად უკრაინაში გამგზავრებულა, სადაც გამოცდები წარმატებით ჩაუბარებია და კიევის სასულიერო აკადემიაში ჩარიცხულა. აქ მასთან ერთად სწავლობდა კორნელი კეკელიძე, რომელმაც ერთ-ერთ საჯარო ლექციაზე აღნიშნა: "მამა რომანოზი აკადემიაში გამორჩეული სტუდენტი გახლდათ თავისი განსწავლულობითა და შრომისმოყვარეობით. სრულყოფილად ფლობდა რუსულს, ძველ ბერძნულს, ლათინურსა და გერმანულ ენებს. კარგად იცოდა ფილოსოფია, ღვთისმეტყველება და ლიტერატურა".
მართლაც განსწავლული კაცი ყოფილა მამა რომანოზი, კარგად სცოდნია ქიმია, ფიზიკა, მათემატიკა, საბუღალტრო საქმე...
მღვდლად კურთხევის შემდეგ ერთხანობას ხონის წმინდა მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელის ეკლესიაში მოღვაწეობდა, მერე კი მშობლიურ გორდს დაუბრუნდა. მამა რომანოზი გახლდათ ღარიბთა და უპოვართა შემწე და დიდი ქომაგი. თუკი მრევლში რაიმე სენი იჩენდა თავს, თურმე პირადად დაადგებოდა თავზე ავადმყოფს და განკურნებამდე არ მოსცილდებოდა, უპატრონო მიცვალებულს გააპატიოსნებდა, წესს აუგებდა და სამარემდე მიაცილებდა. ქრისტეს დაუღალავი მსახურებისთვის ხელისუფლებამ მასზე საგანგებო კონტროლი დააწესა. ერთადერთი ბრალდება მღვდლობა იყო. ვერ ეღირსა მთავრობა მისგან ანაფორისა და ჯვრის დატევებას, რის გამოც სამჯერ დააპატიმრეს, სასტიკად აწამეს, ბოლოს კი 1937 წლის ერთ ავდრიან დღეს რესპუბლიკის ცენტრალურ ხელისუფლებასთან არსებული სამეულის ბრძანებით დეკანოზი რომანოზ ჩიხლაძე დახვრიტეს მეტეხის შემოგარენში. იმ პერიოდში დაუხვრეტიათ მისი ქვისლი მღვდელი ამბროსი კუხალაშვილიც.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი