ეპისკოპოსი იეროთეოზი დაიბადა 1862 წელს თელავის მაზრის სოფელ ყვარელში.
16 წლისა მამა იეროთეოზი (აივაზაშვილი) უკვე თბილისის კეთილშობილ ქალთა ეკლესიის მთავარდიაკონი იყო. 1889 წელს, 17 წლისას მღვდლად დაასხეს ხელი. მთელი ცხოვრება ღვთის სამსახურში გაატარა. 1928 წელს ხელი დაასხეს ნინოწმინდელ ეპისკოპოსად და დაინიშნა პატრიარქის ქორეპისკოპოსად. 1929 წლის 20 ნოემბრიდან დროებით განაგებს ბოდბის ეპარქიასაც.
მისი შვილიშვილი, აბესალომ აივაზაშვილი ასე იგონებს მეუფე იეროთეოზის ცხოვრების ბოლო წლებს: "კარგად მახსოვს, როგორ სთავაზობდნენ პაპას უცნობი პირები სხვადასხვა მაღალ საერო თანამდებობას ღვთისმსახურებისთვის თავის დანებების სანაცვლოდ. თავიდან ეს ყველაფერი მშვიდობიანად ხდებოდა, მერე გამკაცრდნენ შემომთავაზებლები, მაგრამ პაპამ მათ უთხრა: "მირჩევნია, ქრისტეს ერთგული დავრჩე, ეს სამოსელი ვატარო და "ბნელეთის მსახური" მიწოდოთ, ვიდრე თქვენგან მაღალჩინოსნობა მივიღოო". ამის შემდეგ, ერთხელ, შებინდებისას, ქუჩაში მიმავალ 76 წლის მეუფე იეროთეოზს თავს დაესხნენ და თავში რკინა ჩაარტყეს. ძლიერი ფიზიკური აღნაგობის გამო 3-4 წელიწადს კიდევ იცოცხლა. ამ დროის მანძილზე სუკის ჯალათები არ წყვეტდნენ მის შევიწროებას. იცოდნენ, როგორ უჭირდა მის ოჯახს და ჩასჩიჩინებდნენ, - გიმკურნალებთ და ფულსაც მოგცემთ, ოღონდ ჩვენს მხარეზე გადმოდიო, მაგრამ მეუფე ტანჯვა-წამებით ისე აღესრულა, რომ არ უღალატია ქრისტესთვის. ეპისკოპოსი იეროთეოზი 1942 წლის 28 ოქტომბერს გარდაიცვალა და თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის გალავანშია დაკრძალული. მეგობრებო, როცა შევძლებთ, თაყვანი ვცეთ მის წმინდა საფლავს.
გამოყენებული ლიტერატურა:
სერგო ვარდოსანიძე, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 1917-1952 წლებში;
გიორგი მაჩურიშვილი, ლუარსაბ ტოგონიძე, XVIII-XX საუკუნეებში მოღვაწე სასულიერო პირთა ცხოვრება და მოღვაწეობა.
სურათის წყარო»»
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი