აღმსარებელი - მიტროპოლიტი ანტონი (გიგინეიშვილი)
აღმსარებელი - მიტროპოლიტი ანტონი (გიგინეიშვილი)
დაიბადა გლეხის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება მიიღო სოხუმის სკოლაში, შემდეგ სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ დაინიშნა მასწავლებლად გუდაუთის სკოლაში. ამ ფაქტმა წონასწორობა დააკარგვინა დეკანოზ ივანე ვოსტორგოვს, რომელიც მკაცრად აკრიტიკებდა ამ ფაქტს, ვინაიდან, მისი აზრით, ქართველ მასწავლებელს შეეძლო აფხაზების გაქართველება.

1914 წ. 12 ოქტომბერს თბილისის სიონის ტაძარში დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 1914 წ. 19 ოქტომბერს – მღვდლად და თბილისში მდგარი ერთ-ერთი სამხედრო პოლკის მღვდელმსახურად დანიშნეს. ამავე წელს დაიწყო I მსოფლიო ომი და ანტონი კავკასიის №11 მსროლელთა პოლკის სამხედრო კაპელანად დაინიშნა. 1918 წ. იგი სტავროპოლის ეპარქიის სოფელ ბეშპაგირის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. 1922 წლიდან ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში გადავიდა და სოხუმის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად დაადგინეს. საკათედრო ტაძრის დახურვის შემდეგ სოხუმის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიაში განამწესეს. მიუხედავად ზეწოლისა და მუქარისა, მას ანაფორა არ გაუხდია და არც ღვთისმსახურება მიუტოვებია. 1937 წ. 9 ოქტომბერს ანტონი დეკანოზ ელიზბარ ანჩაბაძესთან ერთად დააპატიმრეს. სამეულის გადაწყვეტილებით მათ მიესაჯათ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან დაკავშირებით, 1938 წ. 25 მარტს მაშინდელი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მელქისედეკი (ფხალაძე) (შემდგომში – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) სწერდა: "გულისტკივილით მოგახსენებთ, რომ ჩემს ეპარქიაში სოფლებში მღვდლები აღარ არიან, ყველანი დაატუსაღეს. დავრჩი მარტო მე ორი მღვდლით ქ. სოხუმში. ჩვენც, ვგონებ? აღდგომის შემდეგ მოგველის ლიკვიდაცია".

საპატიმროდან ანტონი ვადამდე ადრე გაათავისუფლეს და იგი კვლავ სოხუმში დაბრუნდა. გადასახლებაში მყოფი აანტონი ხშირად ავადმყოფობდა. ამას დაერთო ისიც, რომ 1943 წ. გარდაიცვალა მისი მეუღლე ტატიანა, ხოლო 1948 წ. – 26 წლის ქალიშვილი ზინაიდა. 1944 წლიდან, ეკლესია-მონასტრების ოფიციალურად ამოქმედების შემდეგ, მან კვლავ სოხუმის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიაში დაიწყო მღვდელმსახურება. 1946 წ. ამოქმედდა სოხუმის წმ. ნიკოლოზის საკათედრო ტაძარი და ანტონი მის წინამძღვრად დაადგინეს. 1952 წ. იანვარში სრულიად საქართველოოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით იგი ბერად აღკვეცეს და სახელად ანტონი უწოდეს. 1952 წ. 30 მარტს სიონის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა; მელქისედეკ III-მ (ფხალაძე), წმ. სინოდის წევრ-მღვდელმთავართა თანამწირველობით ცხუმ-აფხაზაზეთის ეპისკოპოსად აკურთხა. 1954 წ. ანტონს დედაეკლესიაში მრავალწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის მიტროპოლიტის პატივი მიენიჭა.

მძიმე ავადმყოფობის გამო სიცოცხლის ბოლო წლებში ანტონს სიარულიც კი უჭირდა, მაგრამ მსახურებას მაინც განაგრძობდა და მუდამ საეპარქიო საქმეებით იყო დაკავებული. პატიმრობაში გატარებულმა წლებმა მეუფე ანტონს ჯანმრთელობა შეურყია და 1956 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა. სიკვდილის წინ წარმოთქმული ბოლო სიტყვები გახლდათ: "დიდება შენ, რომელმან მოგვფინე ნათელი". დაკრძალულია სოხუმის საზოგადო სასაფლაოზე მეუღლისა და ქალიშვილის გვერდით. 

გამოყენებული ლიტერატურა:

სერგო ვარდოსანიძე, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 1917-1952 წლებში;
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია : ენციკლოპედია
გიორგი მაჩურიშვილი, ლუარსაბ ტოგონიძე, XVIII-XX საუკუნეებში მოღვაწე სასულიერო პირთა ცხოვრება და მოღვაწეობა.

სურათის წყარო »»

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.08.2023
1994 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ დაადგინა:
25.08.2023
1994 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ დაადგინა:
25.08.2023
მიტროპოლიტი ნაზარი (ერისკაცობაში იოსებ ლეჟავა) დაიბადა 1872 წელს იმერეთის სოფელ დიდ ჯიხაიშში.
25.08.2023
დავით გარეჯის ლავრის უკანასკნელი წინამძღვარი (მე-20 საუკუნეში) არქიმანდრიტი გერმოგენი (აბაშიძე) ჩემი პაპიდის – სიდონია მჭედლიშვილის მეუღლე იყო.
25.08.2023
არქიმანდრიტი კირილე მრავალი წლის მანძილზე აწყურის წმინდა გიორგის მონასტერში მოღვაწეობდა.
25.08.2023
რელიგიასთან და კონკრეტულად კი მართლმადიდებლობასთან ბრძოლა ბოლშევიკებმა ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან დაიწყეს.
25.08.2023
1920-იან წლებში კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) მამა იოანე ლუკაშვილს დეკანოზის წოდება მიანიჭა და ანჩისხატის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა.
24.08.2023
მამა ნიკოლოზი თელავში, სოფელ ყარსუბნის ტაძრის მღვდელი იყო. როცა სოფელ ვარდისუბნის წმინდა გიორგის მოძღვარმა მღვდლობაზე უარი თქვა,
24.08.2023
მღვდელი ამბროსი კანდელაკი 1870 წელს იმერეთის გუბერნიაში, სოფელ ჭოგნარში, მღვდელ ბესარიონ კანდელაკის ოჯახში დაიბადა.
24.08.2023
არქიმანდრიტი გერმანე – ერისკაცობაში გრიგოლ იაშვილი 1861 წელს, აზნაურის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat