მე მონასტერს არ დავტოვებ
მე მონასტერს არ დავტოვებ
ტანჯვა-წამების და თავგანწირვის ფასად გადაარჩინეს ჩვენი მართლმადიდებლური სარწმუნოება
ბეთანიაში წმინდა იოანესა (მაისურაძე) და წმინდა იოანე-გიორგისთან (მხეიძე) ერთად მოღვაწეობდა მათი სულიერი შვილი მღვდელმონაზონი ვასილი (ფირცხელავა). უკვე რამდენიმე წელია მის ცხოვრებაზე მასალებს აგროვებს მამა ვასილის მოგვარე, ბატონი ლევან ფირცხელავა. ჩვენი საუბარიც ამ ქრისტესთვის მრავალვნებადათმენილ მოღვაწეს ეხება.

- როდის და სად დაიბადა მამა ვასილი? თუ ახსოვთ მისი ბავშვობა, რამდენად მორწმუნე იყო იგი?

- ახალმოწამე მღვდელმონაზონი ვასილი (ერისკაცობაში ვალიკო) ალექსის ძე ფირცხელავა დაიბადა 1923 წლის 3 იანვარს (ძვ.სტ.) ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ზუმში. ბავშვობიდანვე მორწმუნე ყოფილა. მოხუცებს ახსოვთ იგი როგორც ბუნებითა და ხასიათით გამორჩეული, კეთილი. არ უყვარდა კინო და გართობა. სამაგიეროდ, უყვარდა კითხვა და ჰქონდა გამორჩეული მეხსიერება.

სასულიერო პირებსაც ახსოვთ მამა ვასილის მონაყოლი: "ბავშვობიდანვე მონასტერში წასვლა მინდოდა, თუმცა არც ერთ მონასტერში არ ვყოფილვარ და ბერები მხოლოდ სურათებზე მენახა. ჩემს მშობლებს ეს ჯერ ბავშვური ფანტაზია ეგონათ, მაგრამ წლები გავიდა, გავიზარდე, აზრი კი არ შემცვლია".

- როგორ ჩაისახა მის სულში ღვთის რწმენა?

- პასუხს ამ კითხვაზე მივაკვლიეთ საპატრიარქოს არქივში დაცულ მამა ვასილის პირად საქმეში. ავტობიოგრაფიაში, რომელიც მას 1955 წელს პატრიარქ მელქისედეკ III-ის მიერ იეროდიაკვნად ხელდასხმის შემდეგ დაუწერია, ვკითხულობთ: "ღვთის სასწაულმოქმედებითი მოვლენის ხილვით გავხდი ღვთის მორწმუნე. მანამდე ურწმუნო ვიყავი".

ჩანს, მამა ვასილს რწმენა ღმერთმა უბოძა, სიყრმიდან გამოარჩია იგი და მოუწოდა ბერობისთვის. მაგრამ მონასტერში წასვლამდე, მშობლების დაჟინებული თხოვნით, უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდა.

- როგორ წარიმართა მისი ერისკაცული ცხოვრება?

KARIBCHE
არქიმანდრიტი კონსტანტინე ქვარაია და მღვდელმონაზონი ვასილ ფირცხელავა

- დაწყებითი განათლება მშობლიურ სოფელში მიიღო. 1937 წელს სწავლა გააგრძელა ზუგდიდის პედაგოგიურ სასწავლებელში, 1942 წელს შევიდა სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში - ისტორიის ფაკულტეტზე. სამაგალითო ყოფილა როგორც სწავლით, ასევე ყოფაქცევით. ერთ-ერთმა მისმა თანაკურსელმა თქვა, - არ მინახავს სხვა მაგაზე ნიჭიერი კაციო.

წარჩინებით დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი. მამა ვასილს მონასტერში ყოფნისას არქიმანდრიტ რაფაელთან (კარელინი) საუბარში უთქვამს, - წლები დამჭირდა, რომ დამევიწყებინა ის, რაც ინსტიტუტში მასწავლესო.

- მშობლები, ახლობლები როგორ შეხვდნენ მის მონასტერში წასვლას?

- მამა ვასილი ბეთანიის მონასტერში 1954 წელს მივიდა. მამა იმ დროისთვის გარდაცვლილი ჰყავდა, დედას - მიუხედავად იმისა, რომ მორწმუნე იყო - ძალიან უმძიმდა შვილის მონასტერში გაშვება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც II მსოფლიო ომმა მისი სამი ვაჟი შეიწირა.

მეგობრები მამა ვასილის ნაბიჯმა გააოგნა. შეეცადნენ კიდეც, ხელი შეეშალათ მისთვის. მამა ვასილი მიმხვდარა მათ განზრახვას და სიტყვა დაუსწრია: - რაც გულში გაქვთ, იმას ნუ მეტყვით. მე მონასტერში წასვლა გადავწყვიტეო. სიყვარულით და მტკიცედ ნათქვამს მეგობრები წინ ვერ აღუდგნენ.

მამა ვასილის ერთმა მეგობარმა, ვალიკო შონიამ, დამსახურებულმა პედაგოგმა, შეიტყო თუ არა მისი განზრახვა, ცხელ გულზე წერილი მისწერა, სადაც გმობდა მის საქციელს.

ბეთანიის მონასტრიდან პასუხი ერთ კვირაში მიუღია. მამა ვასილი მეგობარს ურჩევდა, "არ შეჭრილიყო მისთვის უცხო სფეროში" და რადგანაც იმჟამად მოახლოებული ყოფილა წმინდა მთავარმოწამე გიორგის დღესასწაული, მას მონასტერში მოცლა არ ჰქონია, ამიტომ ჰპირდებოდა, რომ წერილზე სრულ და ვრცელ პასუხს მოგვიანებით გასცემდა.

ორიოდ თვეში დაპირებული პასუხიც მიუღია ბატონ ვალიკოს 48-გვერდიანი საერთო რვეულით.

"ეს იყო ნამდვილი მეცნიერული ნაშრომი რელიგიის საკითხებზე. იგი ხელიდან ხელში გადადიოდა, ბოლოს ვიღაცას შერჩა. ასე დავკარგე ეს უნიკალური ნაშრომი. ბევრი რამ დამამახსოვრდა იქიდან", - აღნიშნა ბატონმა ვალიკომ და თავისი წერილის ფრაგმენტი გაიხსენა: "შეგექმნა ოჯახი, გყოლოდა ცოლ-შვილი, გააგრძელებდი შთამომავლობას, გეცხოვრა ქრისტიანულად..." ამის პასუხად მამა ვასილი წერდა: "ვთქვათ, დგას მცენარე. მისი ტანი, ტოტები და ფოთლები მზეს ხედავენ, სუფთა ჰაერზე არიან. მართალი იქნება განა, თუ ისინი მცენარის ფესვებს ჩამოსძახებენ: ეი, თქვე უბედურებო, რა გინდათ მიწაში, იქ ხომ სინესტე და სიბნელეა, ამოდით აქ, სუფთა ჰაერზე, მიეფიცხეთ მზეს, დატკბით სინათლით და სოფლის მშვენიერებითო? ეს რომ გააკეთონ ფესვებმა, მაშინ მცენარე იცოცხლებს განა?!" მამა ვასილი თავის ნაბიჯს ასე ამართლებდა: "ახლა განსაკუთრებით უჭირს ჩვენს რელიგიას, აქ საჭიროა თავდადებული ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე აიღებენ ხელს, გარდა ღვთისმსახურებისა. დიდი სამამულო ომის დროს ჯარისკაცები რწმენისთვის ტანკს ქვეშ უვარდებოდნენ, ამით დიდ გმირობას სჩადიოდნენ; რელიგიაშიც თავგანწირვის უნარის მქონე ადამიანებია საჭირო, რელიგიაში გმირობად ბერობის ხაზით სამსახურია აღიარებული".

მამა ვასილმა ღვთისმეცნიერებაში განსწავლულმა გადადგა ნაბიჯი - ღვთისმსახურებისაკენ ბერობის ხაზით. ეს იყო სრულიად შეგნებული მოქმედება (ის თურმე მონასტერში წასვლამდე დამოუკიდებლად სწავლობდა საღვთო მეცნიერებას). "მამა ვასილის პასუხი იყო ღრმად ფილოსოფიურად დასაბუთებული მსჯელობა. მკითხველს, სარწმუნოებაზე, ბერობაზე უარყოფითი ან ზედაპირული წარმომავლობის მქონეს, აზრს შეაცვლევინებდა - ამ ღრმად რელიგიურმა ნაშრომმა გააცამტვერა ჩემი ადრინდელი შეხედულება ბერობაზე", - გულწრფელად აღიარა ბატონმა ვალიკო შონიამ და დასძინა: - დღემდე ვნანობ, რომ მამა ვასილის ვრცელი პასუხი ჩემი წერილისა დავკარგეო.

- ვინ იყო მამა ვასილის მოძღვარი?

- დიდ ბეთანიელ მამებთან, წმინდა მამა გიორგისა და წმინდა მამა იოანესთან დამოწაფებამდე მამა ვასილის მოძღვარი იყო არქიმანდრიტი კონსტანტინე ქვარაია, ახლო ურთიერთობა ჰქონდა განდეგილ ბერ ტიხონ ბულიასთან. სამწუხაროა, რომ დღემდე არ არის შესწავლილი ამ მოღვაწე ბერის ცხოვრება.

- რატომ წავიდა ბეთანიის მონასტერში და არა სხვაგან?

- არქიმანდრიტი კონსტანტინე გამოირჩეოდა სულიერ-ასკეტური ცხოვრებით. მას ჰქონდა უნარი, სწორ გზაზე დაეყენებინა სულიერი შვილი. ამიტომ გაგზავნა ის ბეთანიელ ბერებთან - წმინდანებთან.

არქიმანდრიტმა კონსტანტინემ უბრალო ბეთანიელ "დარაჯებში" (ზოგს ისინი მხოლოდ დარაჯები ეგონა) წმინდანები შეიცნო და ახალგაზრდა სულიერი შვილი მორჩილებისთვის ბეთანიელ მამებთან აკურთხა. მორჩილება მორჩილს იმ ადამიანის მსგავსად აყალიბებს, ვისაც ის ემორჩილება. "მიულაგნენ ცხვრები კვერთხების მიხედვით" (დაბ. 30, 39), - ამბობს წმინდა წერილი.

- მამა ვასილს როდის დაასხეს ხელი მღვდელმონაზვნად?

- მამა ვასილს ჩოხა უკურთხა მაღალღირსმა იღუმენმა გიორგიმ. ბერად აღკვეცა მამა იოანემ მამა გიორგის თანაშეწევნით.

1955 წლის 10 აპრილს, ბზობა დღეს, თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში ბეთანიის მონასტრის ბერდიაკონს ვასილ ფირცხელავას მღვდელმონაზვნად ხელი დაასხა პატრიარქმა მელქისედეკ III-მ. მამა ვასილს მღვდელმთავრობას სთავაზობდნენ, მაგრამ უარი თქვა - სიტყვა ჰქონია ღვთის წინაშე მიცემული, ემსახურა მამა გიორგისა და მამა იოანესთვის და არ დაეტოვებინა ბეთანიის მონასტერი თავის ან მათ გარდაცვალებამდე.

- როგორ წარიმართა ახალგაზრდა მღვდელმონაზვნის სულიერი ცხოვრება?

- "ძალიან კარგი ახალგაზრდა მოვიდა ჩვენთან", - წერდა მამა იოანე გადასახლებაში მყოფ გაგი მოსეშვილს. არქიმანდრიტმა თორნიკე (გაგი) მოსეშვილმა გვიამბო, რომ მას მამა ვასილი პირველი გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, 1956 წელს გაუცნია ბეთანიის მონასტერში - ის იყო უაღრესად მორწმუნე, მმარხველი და დიდი მლოცველიო. დიდი ბეთანიელი ბერების მორჩილებაში მამა ვასილი მალე ჩამოყალიბდა დიდი სულიერების მქონე ბერად.

ძალიან მნიშვნელოვანი ცნობები შემოგვინახა მამა ვასილის სიცოცხლის ბოლო წლებზე მამა გაბრიელმა (ურგებაძე).

მამა გაბრიელი მამა ვასილზე ამბობდა: "ბოლოს ისე ასკეტურად ცხოვრობდა, მხოლოდ ყურძენს მიირთმევდა. ვუყურებდი, გამჭვირვალე სხეული ჰქონდა. როცა ქადაგებდა, მისი სხეული მზის სხივებს ატარებდა. ანგელოზი იყო, მუდმივი მლოცველი წმინდანი".

- თუ ჩადიოდა მშობლიურ მხარეში?

- დიახ, ჩადიოდა და ქადაგებდა როგორც თავის მშობლიურ სოფელში, ასევე ზუგდიდში, ჩხოროწყუში... უშიშრად ამბობდა მართალ სიტყვას, ქადაგებდა მართლმადიდებლობას.

მამა ვასილის ქადაგება აღიზიანებდა იმდროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, უკრძალავდნენ ქადაგებას.

ერთხელ კომუნისტი აქტივისტები მამა ვასილის სახლში შეჭრილან და ხატების დარბევა დაუწყიათ. განსაკუთრებით ორი ქალი აქტიურობდა. მამა ვასილის დედას, მარიამს, მხოლოდ ერთი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის გადარჩენა მოუსწრია, რომელიც შეუმჩნევლად გულში ჩაუკრავს. შინ დაბრუნებულ მამა ვასილს დამწუხრებული დედა დაუმშვიდებია: ხატების შეურაცხმყოფელებს ღვთის რისხვა არ ასცდებათ - ისე დაეშლებათ ძვლები, როგორც ეს ხატები დაიშალაო. ეს სიტყვები წინასწამეტყველური გამოდგა: ორიოდ თვის შემდეგ ის ქალი, რომელიც ხატების შეურაცხყოფისას განსაკუთრებით აქტიურობდა, მძიმედ დაავადდა (თუმცა მანამდე სრულიად ჯანმრთელი იყო) და მალე სწორედ ძვლების დაშლით გარდაიცვალა. მეორე ქალი ქალური სენით შეპყრობილი მისულა მამა ვასილის სახლში და ბერისაგან შენდობა უთხოვია. იგი გადარჩენილა (შემდეგ ილორის წმინდა გიორგის ეკლესიაში დაუწყია სიარული და იქ ტაძარსაც ალაგებდა).

ამ მოვლენის შემდეგ ღვთისმებრძოლთა გულში შიში დათესილა და ბერის შეწუხებას ერიდებოდნენ. ხალხს ძალიან უყვარდა ბერი. ელოდებოდნენ მამა ვასილის სოფელში გამოჩენას. მისი სჯეროდათ და ენდობოდნენ - წმინდა კაციაო, ყველას უნდოდა მისი ხელით მონათლულიყო. მათგან დღესაც ბევრია ცოცხალი.

ერთ მნიშვნელოვან ამბავს ჰყვებიან: ერთხელ მამა ვასილი ნაცნობებთან ერთად მიდიოდა. ხალხს ღვთის სიტყვას უქადაგებდა და ვერ აგებინებდა. ამ დროს გზაზე მანქანა გამოჩნდა და როდესაც მათ მოუახლოვდა, მამა ვასილი მანქანას ჩაუხტა. მძღოლმა დამუხრუჭება ვერ მოასწრო, ბერს გადაუარა და ხუთიოდ მეტრში გაჩერდა. გაფითრებული მძღოლი გადმოსულა და დაუნახავს, მამა ვასილი უვნებელი წამომდგარიყო და მტვრიან მანტიას იფერთხავდა. გაკვირვებულ მძღოლს პირჯვრის წერა დაუწყია: "ღმერთო, ეს რა ვნახეო". მოგვიანებით რომ უკითხავთ მამა ვასილისთვის, რატომ მოიქეცით ასეო, უთქვამს: "მინდოდა, ხალხისთვის ღვთის ძალა დამენახვებინაო".

- გავიხსენოთ მამა ვასილის სწავლებანიც.

- მამა ვასილი ამბობდა: ბერი ცოდვაში ურჩობისა და მოუნანიებელი ცოდვების გამო ვარდებაო. ბერისთვის ყველაზე საშინელი ცოდვა მრუშობაა. მასთან შედარებით სხვა ცოდვა ადვილი ჩამოსაშორებელი მტვერია. ყველაზე ხშირად ბერს სასოწარკვეთილებაში მრუშობის ცოდვა აგდებსო.

მამა ვასილი იგონებდა: "ათონზე ნაცხოვრები ერთი ბერისგან გამიგია, რომ მღვდელი, რომელიც მრუშობის ცოდვას სჩადის და თან წირვას ასრულებს, ცხოვრებაშივე ჯოჯოხეთშია. როცა ის ამბობს: "მშვიდობა ყოველთა" და "კურთხევა უფლისა თქვენზედა", - მაშინ საკურთხევლის ანგელოზი ეხმიანება: "ხალხს - ღვთის კურთხევა, შენ კი შეჩვენება". როცა ეზიარება, მისი სული ნახშირივით შავდება, ხოლო როცა წირვას ამთავრებს, ეშმაკი უახლოვდება და პირზე კოცნის, როგორც მეგობარს".

- მამა ვასილი ყაჩაღების თავდასხმის შემდეგ მალე გარდაიცვალა. რა ვიცით ამის შესახებ?

KARIBCHE
მამა ვასილ ფირცხელავა, წმინდა გიორგი-იოანე და მამა გაბრიელი

- ბეთანიელებმა გვიამბეს: მაშინ, როდესაც მამა ვასილი მონასტერში მივიდა, ისეთი დრო იყო, იქ გაჩერებას ასაკოვანებსაც უკრძალავდნენ. ამიტომ ახალგაზრდის აქ გამოჩენა ყველას უკვირდა. ხელისუფლების წარმომადგენლები ახალგაზრდა ბერს განსაკუთრებით ავიწროებდნენ, უჩიჩინებდნენ, მონასტერი დატოვეო. მამა ვასილი მტკიცედ პასუხობდა, - მე მონასტერს არ დავტოვებო.

როდესაც არც მუქარამ გაჭრა და არც დევნა-შევიწროებამ, სიცოცხლეს გამოასალმეს...

მამა ვასილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არსებობს სამი ვერსია. ერთი მათგანი სწორედ ყაჩაღების თავდასხმით არის ცნობილი: ერთხელ მღვდელმონაზონი ვასილი მონასტერში ტყის გავლით ბრუნდებოდა. მას ყაჩაღები დაესხნენ თავს, რომელთაც ადრე მონასტრის ძროხის მოპარვაში შეუშალა ხელი და სასტიკად სცემეს. მამა ვასილი ძლივს მიხოხდა მონასტერში. ამის შემდეგ ჭლექით დაავადდა და მალე გარდაიცვალა.

ბეთანიის ტყეში დატრიალებული ტრაგიკული შემთხვევის შესახებ დაიბეჭდა ამერიკაში გამოცემულ ჟურნალ "მართლმადიდებლურ სიტყვაში" 1992 წელს.

- როგორი იყო მამა ვასილის ანდერძი და თუ შესრულდა იგი?

- მამა ვასილმა ანდერძად დატოვა, რომ დაეკრძალათ ბეთანიის მონასტერში მამა იოანეს გვერდით. მამა გიორგიმ საფლავიც კი გაათხრევინა, მაგრამ იქ არ დაუკრძალავთ. მღვდელმონაზონ ვასილის წესის აგების დღეს მონასტერში უამრავი ხალხი მოვიდა. ჩამოვიდნენ მისი ნათესავებიც. მათ მოისურვეს მამა ვასილის სოფელში წასვენება. ხალხი აღშფოთდა - მათ არ სურდათ ბერის ცხედარი ერში დაებრუნებინათ, მაგრამ სქემარქიმანდრიტმა იოანემ თქვა: "მე ვიცნობ ამ ხალხს, თუ ხელს შეუშლით, შეიძლება სისხლი დაიღვაროს ან მერე ცხედარი მოიპარონო".

წესის აგების შემდეგ ახლო ნათესავებმა და თანასოფლელებმა მამა ვასილის ცხედარი წაასვენეს და სოფელში დაკრძალეს.

- ამჟამად რა მდგომარეობაა ანდერძის შესრულებასთან დაკავშირებით?

- სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და მამა ვასილის ნათესავების ინიციატივით, ალბათ მალე მოხერხდება ამ საოცარი ბერის ანდერძის აღსრულება.

მორწმუნე ადამიანები სხვადასხვა კუთხიდან მიდიან მის საფლავთან მოსალოცად. მამა ვასილის წმინდანად შერაცხვის შემთხვევაში კი კარი გაიღება მრავალი ადამიანისთვის მადლის მისაღებად.

დიდი გულისხმიერებით მოეკიდა ბერის გადასვენების საკითხს რაიონის დეპუტატი ვალერი იზორია.

- რას ამბობდნენ წმინდა მამები მამა ვასილზე?

- გავიხსენოთ მამა გაბრიელის (ურგებაძე) სიტყვები. იგი ამბობდა: "მამა ვასილი ანგელოზია, მუდმივი მლოცველი, წმინდანია". წმინდა მამა გიორგი (მხეიძე) ამბობდა: "სადაც არ უნდა იყოს მისი სხეული, სულით ის ჩვენთანაა" (ე.ი. წმინდანთა დასში)... ის ორგზის მოწამეა. ამისათვის ორმაგ ჯილდოს მიიღებს ღვთისგან" (მამა ვასილს დაკრძალვისას წვერი გაპარსეს, საბერო სამოსი გახადეს და კოსტიუმი ჩააცვეს, - კ.კ.).

- ვიცი, რომ განზრახული გაქვთ მამა ვასილის ცხოვრების მონოგრაფიული შესწავლა.

- მიმდინარეობს მასალების მოძიება. წიგნისთვის მოძიებული მასალები ემყარება როგორც სასულიერო პირების მოგონებებს, ასევე თანასოფლელების, ნათესავების, პედაგოგიური სასწავლებლისა და ინსტიტუტის მეგობრების მოგონებებს, აგრეთვე ნათლულების, ბეთანიის მონასტერში მოსალოცად თუ ექსკურსიაზე მისულთა და სოფ. ბეთანიაში მცხოვრებთა მოგონებებს, საპატრიარქოს არქივში დაცულ დოკუმენტურ მასალას. გვსურს მადლობა გადავუხადოთ არქიმანდრიტ რაფაელს (კარელინს). მისი ძალიან საინტერესო მოგონებები მამა ვასილზე შესულია მის წიგნში "გადარჩენის საიდუმლო", II ნაწილი. წიგნში საუბარია XX საუკუნეში საქართველოში მოღვაწე ბერებზე.

- რატომ მოკიდეთ ხელი ამ საქმეს?

- შთამომავლობა, შემდგომი თაობა ვალშია ღირსეულ წინაპრებთან, ჭეშმარიტ ბერებთან. მათ იცხოვრეს ქრისტეს სიყვარულით, სიმართლის სიყვარულით, რის გამოც იდევნებოდნენ. "ნეტარ იყვნენ დევნილნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა", "და ყველა, ვისაც სურს ღვთისმოსაობით იცხოვროს ქრისტე იესოში, დევნილი იქნება აგრეთვე" (II ტიმოთეს მიმართ 3,12). ნეტარმა მამებმა გაუძლეს იმ დევნილობას, რომელიც მძვინვარებდა ათეიზმის ეპოქაში. ისინი არ ეგუებოდნენ უსამართლობას და ტანჯვა-წამების და თავგანწირვის ფასად გადაარჩინეს ჩვენი მართლმადიდებლური სარწმუნოება.

სწორედ ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ბერია ახალმოწამე მღვდელმონაზონი ვასილ ფირცხელავა. ამიტომ ჩვენი ვალია, აღვწეროთ და გავუფრთხილდეთ ამ დიდი მამის ცხოვრებას და სწავლებებს.

- გმადლობთ საინტერესო საუბრისთვის.

ფოტოსურათები მოგვაწოდა
ლუარსაბ ტოგონიძემ
ბეჭდვაელფოსტა
21.03. 2015
გიგი
მამა ვასილი ფირცხელავა.ყველას გთხოვთ გვარი სწორად მოიხსენიოთ.ბოდიში შენიშვნისთვის, მაგრამ ვფიქრობ გასათვალისწინებელი შენიშვნაა.
სხვა სიახლეები
26.08.2023
1994 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ დაადგინა:
25.08.2023
1994 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ დაადგინა:
25.08.2023
მიტროპოლიტი ნაზარი (ერისკაცობაში იოსებ ლეჟავა) დაიბადა 1872 წელს იმერეთის სოფელ დიდ ჯიხაიშში.
25.08.2023
დავით გარეჯის ლავრის უკანასკნელი წინამძღვარი (მე-20 საუკუნეში) არქიმანდრიტი გერმოგენი (აბაშიძე) ჩემი პაპიდის – სიდონია მჭედლიშვილის მეუღლე იყო.
25.08.2023
არქიმანდრიტი კირილე მრავალი წლის მანძილზე აწყურის წმინდა გიორგის მონასტერში მოღვაწეობდა.
25.08.2023
რელიგიასთან და კონკრეტულად კი მართლმადიდებლობასთან ბრძოლა ბოლშევიკებმა ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან დაიწყეს.
25.08.2023
1920-იან წლებში კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) მამა იოანე ლუკაშვილს დეკანოზის წოდება მიანიჭა და ანჩისხატის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა.
24.08.2023
მამა ნიკოლოზი თელავში, სოფელ ყარსუბნის ტაძრის მღვდელი იყო. როცა სოფელ ვარდისუბნის წმინდა გიორგის მოძღვარმა მღვდლობაზე უარი თქვა,
24.08.2023
მღვდელი ამბროსი კანდელაკი 1870 წელს იმერეთის გუბერნიაში, სოფელ ჭოგნარში, მღვდელ ბესარიონ კანდელაკის ოჯახში დაიბადა.
24.08.2023
არქიმანდრიტი გერმანე – ერისკაცობაში გრიგოლ იაშვილი 1861 წელს, აზნაურის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat