საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებული ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ვარლაამი - 150 წლის იუბილე
 საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებული ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ვარლაამი - 150 წლის იუბილე
გვესაუბრება ისტორიის დოქტორი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე:

-2023 წლის 8 აპრილს (ახ.სტ.) დაბადებიდან 150 წელი შეუსრულდა საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებულ ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტს ვარლაამს (მახარაძე).

ქუთაის-გაენათის სამიტროპოლიტო კათედრა არა მხოლოდ საქართველოს ადგილობრივი ეკლესიის, შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ეკლესიის ერთ-ერთი უძველესი კათედრაა, რომლის საწყისი ახალი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის სიღრმეში იღებს სათავეს. ამ კათედრაზე არაერთი მართლმკვეთელი და ღირსეული მღვდელმთავარი მოღვაწეობდა. 1820 წელს, რუსეთის იმპერიის მიერ ქუთათელ მიტროპოლიტ დოსითეოსის (წერეთელი) მკვლელობის შემდგომ, ჩამოყალიბდა იმერეთის ეპარქია კათედრით ქუთაისში. 1917 წელს კი საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი ავტოკეფალიის აღდგენასთან ერთად აღდგა ქუთაისის სამიტროპოლიტო კათედრა. ასევე, ცალკე დიოცეზად აღდგა გაენათის ეპარქია, თუმცა მისი მმართველობაც ქუთათელ მიტროპოლიტს დაევალა.  1927 წლის 21-27 ივნისს, თბილისის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში, გაიმართა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომ მეოთხე კრება, რომელზეც მიტროპოლიტი ქრისტეფორე (ციცქიშვილი) აირჩიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.

ამავე კრებაზე, საქართველოს ეკლესიის წინაშე არსებულ სხვადასხვა საკითხზე იმსჯელეს და შესაბამისი განჩინებებიც მიიღეს, მათ შორის, მანამდე ფორმალურად ცალ-ცალკე არსებული ქუთაისისა და გაენათის ეპარქიები, ისტორიული სამართლიანობის საფუძველზე, კვლავ ერთ სამღვდელმთავრო კათედრად აღდგა და ეწოდა ქუთაის-გაენათის ეპარქია, ხოლო მის მმართველ მღვდელმთავარს - ქუთათელ-გაენათელი. ხსენებული საეკლესიო კრების პრეზიდიუმის წევრი გახლდათ მაღალყოვლადუსამღვდელოესი ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე).  1937 წლიდან ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად დაადგინეს მიტროპოლიტი ვარლაამი (მახარაძე), რომელიც ქუთაის-გაენათის კათედრაზე დადგინდა უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) ლოცვა-კურთხევითა და საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით.

მაღალყოვლადუსამღვდელოესი ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ვარლაამი (ერში ვარლამ ნესტორის ძე მახარაძე) დაიბადა 1873 წლის ძვ.სტ. 26 მარტს (ახ.სტ. 8 აპრილი) მედავითნის ოჯახში. 1895-1897 წლებში ის მედავითნედ მსახურობდა თბილისის დიდუბის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში. 1897 წელს ვარლამ მახარაძე ხელდასხმული იქნა ჯერ დიაკვნად და შემდეგ - მღვდლად.

მღვდელი ვარლაამი საქართველოს ეკლესიის სხვადასხვა ეპარქიის ტაძრებში მოღვაწეობდა. ასევე, ის პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა. 1919 წლის 12 აპრილს მას მიენიჭა დეკანოზის წოდება. 1926 წლის 22 იანვარს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭომ დეკანოზი ვარლაამ მახარაძე გამოარჩია ეპისკოპოსად - მარგვეთის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად. იმავე წლის 7 მარტს, თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) და ნინოწმინდელმა მიტროპოლიტმა (შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) კალისტრატემ (ცინცაძე), მას ხელი დაასხეს ეპისკოპოსად. ახალნაკურთხი ეპისკოპოსი ვარლაამი ერთი თვით დატოვეს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში ღმრთისმსახურების აღსავლენად, რათა სამღვდელმთავრო მსახურების აღსრულების მხრივ გარკვეული გამოცდილება მიეღო.

1921 წლიდან საქართველოში საბჭოთა ათეისტური საოკუპაციო რეჟიმი დამყარდა, რომელიც აგრესიული ათეისტური ხასიათისა იყო. ხელისუფლება მკაცრად აკონტროლებდა ეკლესიას და უმძიმეს ვითარებაში ამყოფებდა სასულიერო დასსა და მრევლს.  ეპისკოპოსად ხელდასხმიდან ზუსტად ერთი თვის შემდგომ, 1926 წლის 7 აპრილს, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების დღესასწაულზე, მეუფე ვარლაამი გაემგზავრა მარგვეთის ეპარქიაში, კერძოდ საჩხერეში, სადაც ჩავიდა 8 აპრილს. სადგურში მას დახვედრა მოუწყვეს. იმავე დღეს მარგველმა ეპისკოპოსმა ვარლაამმა მოილოცა საჩხერის წმიდა მოციქულთასწორ ნინო ქართველთა განმანათლებლის სახელობის საკათედრო ტაძარი, სადაც აღასრულა პარაკლისი, წარმოითქვა მისასალმებელი სიტყვები. 1926 წლის 12 აპრილს მარგველმა ეპისკოპოსმა ვარლაამმა პირველი წირვა აღავლინა საჩხერის წმიდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში და ასევე, პანაშვიდი გადაუხადა დიდ ქართველ პოეტსა და მგოსანს, აკაკი წერეთელს, რომელიც საჩხერიდან გახლდათ. მეუფე ვარლაამმა სიტყვაც წარმოთქვა აკაკი წერეთლის მოღვაწეობის შესახებ.  საჩხერის წმიდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში, 1927 წლის 26 და 27 თებერვალს, მარგველმა ეპისკოპოსმა ვარლაამმა დიაკვნად და მღვდლად ხაასხა ხელი ხარიტონ დევდარიანს (შემდგომში უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით მეხუთე).

მარგველი ეპისკოპოსი ვარლაამი გახლდათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის ერთგული თანამოაზრე. მეუფე ვარლაამმა მონაწილეობა არ მიიღო წმიდა კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში, რომელიც საბჭოთა რეჟიმის მიერ იყო მართული.
1929 წლის 12 თებერვლიდან ეპისკოპოსი ვარლაამი დადგინდა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად. 1930 წლის 25 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტეფორე მესამემ, ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოს ვარლაამს მიანიჭა მიტროპოლიტის წოდება. 1932 წელს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ვარლაამს მიენიჭა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო - სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება.

კომუნისტური ხელისუფლება თავისთვის მიუღებელ პერსონად მიიჩნევდა მიტროპოლიტ ვარლაამს და ამიტომ, ის 1934 წელს ათეისტურმა მთავრობამ გამოაძევა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიიდან. 1934-1937 წლებში მიტროპოლიტი ვარლაამი ეპარქიის მართველობის გარეშე იყო.

მას შემდგომ, რაც 1935 წლის 13 ნოემბერს, ღმრთივმიიცვალა მაღალყოვლადუსამღვდელოესი ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი სვიმეონი (ჭელიძე), ქუთაის-გაენათის ეპარქიას 1937 წლამდე არ ჰყავდა მმართველი მღვდელმთავარი და ამ ეპარქიის მართვა შეთავსებული ჰქონდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს.

1937 წლის 7 ივლისს მიტროპოლიტი ვარლაამი დაადგინეს ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად. იმჟამად ქუთაის-გაენათის ეპარქიის საკათედრო ტაძარი იყო ქუთაისის მწვანეყვავილას წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი, რომლის წინამძღვრადაც ასევე დადგინდა მიტროპოლიტი ვარლაამი. იმ ფონზე, როდესაც საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას, საბჭოთა ათეისტური ხელისუფლების მიერ დაწესებულ ურთულეს მარწუხებში უხდებოდა ბრძოლა ფიზიკური გადარჩენისათვის, ვერ ხერხდებოდა მღვდელმთავართა საკმარისი რაოდენობით გამორჩევა და ხელდასხმა. ამ ვითარებაში, ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ ვარლაამს შეთავსებით ასევე დაევალა ჭყონდიდის, მარგვეთის, ცაგერის, ნიკორწმინდის ეპარქიების მართვა.

მიტროპოლიტ ვარლაამს საბჭოთა კომუნისტური რეჟიმი ყოველთვის თავისთვის არასაიმედოდ მიიჩნევდა. აღსანიშნავია, საბჭოთა რეჟიმის დამყარებამდეც მიტროპოლიტი ვარლაამი გამოირჩეოდა სამართლიანი ანტირუსული განწყობით, რომლის გამოხატულებაც იყო ის ფაქტი, როდესაც ჯერ კიდევ დეკანოზი ვარლაამ მახარაძე 1899-1914 წლებში მსახურობდა ფოთის საკათედრო ტაძარში, ის მკვეთრად დაუპირისპირდა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს დიმიტრის (აბაშიძე), რომელიც რუსეთის სასარგებლო ანტიქართული საქმიანობით გამოირჩეოდა.

სამწუხაროდ, მიტროპოლიტ ვარლაამის მოღვაწეობა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად დიდხანს არ გაგრძელდა. 1937 წლის ნოემბერში საბჭოთა ხელისუფლებამ იმხანად არსებული სამთავრობო ტერორისა და უკანონობის პირობებში ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ვარლაამი დააპატიმრა. მეუფე ვარლაამი სრულიად ცილისმწამებლური და აბსურდული ბრალდებით სამშობლოდან გადაასახლეს. არსებობს საქართველოს უმაღლესი სასამართლოს მიერ გაცემული ცნობა, რომლის მიხედვით მიტროპოლიტი ვარლაამი გადასახლებაში გარდაიცვალა 1943 წელს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ისტორიკოსები გიორგი მჭედლიძე და მერაბ კეზევაძე თავიანთ წიგნში "ქუთაის-გაენათის ეპარქია (ისტორია და თანამედროვეობა)" (ქუთაისი, 2009 წელი) აღნიშნავენ: "ასეთი იყო პოლიტიკურ რეპრესირებულთა მიმართ რეაბილიტაციის შესახებ შემუშავებული ტრაფარეტი. არ არის გამორიცხული, მიტროპოლიტი ვარლაამი გადასახლებაში არც ყოფილა და ადგილზე დახვრიტეს ან ციხის აუტანელი პირობების გამო გარდაიცვალა. ასეთი ბედი ხვდა წილად იმ დროს პოლიტიკურ პატიმართა უმრავლესობას" (გვ. 459).

სამწუხაროდ, სრულიად უუფლებო მდგომარეობაში მყოფმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ ვერაფერი გააწყო, რათა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ვარლაამი გამოეხსნა საბჭოთა რეჟიმის უსამართლო "მართლმსაჯულებისაგან". მიტროპოლიტ ვარლაამის დაპატიმრების (1938 წ.) შემდგომ ქუთაის-გაენათის ეპარქიას 1944 წლამდე კვლავ არ ჰყავდა მმართველი მღვდელმთავარი და ამ ეპარქიას, ისევ, უშუალოდ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე განაგებდა.

ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ ვარლაამის საფლავი ამ დრომდე უცნობია. მისი წმიდა და ნატანჯი სხეული მადლიერი სამწყსოსაგან პატივმიუგებლად დარჩა, თუმცა, ღმერთისადმი სასოებით, იმედი გაქვს, რომ უფლის მრავალმოწყალებამ ცათა სასუფეველი დაუმკვიდრა მიტროპოლიტ ვარლაამს.

მაღალყოვლადუსამღვდელოესი ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ვარლაამი ერთ-ერთი ქართველი მართლმადიდებელი მაღალიერარქი და მამულიშვილი გახლავთ, რომელიც შეეწირა საბჭოთა ათეისტური რეჟიმის სისხლიან ვერაგობას. მიტროპოლიტ ვარლაამის სახელი და მოღვაწეობა აუცილებლად იმსახურებს ჯეროვანი პატივის მიგებას...

საუკუნოდ იყოს ხსენება და კურთხევა მისი! შეეწიოს მისი წმიდა ლოცვები ქუთაის-გაენათის ეპარქიასა და სრულიად საქართველოს!







ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.08.2023
1994 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ დაადგინა:
25.08.2023
1994 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ დაადგინა:
25.08.2023
მიტროპოლიტი ნაზარი (ერისკაცობაში იოსებ ლეჟავა) დაიბადა 1872 წელს იმერეთის სოფელ დიდ ჯიხაიშში.
25.08.2023
დავით გარეჯის ლავრის უკანასკნელი წინამძღვარი (მე-20 საუკუნეში) არქიმანდრიტი გერმოგენი (აბაშიძე) ჩემი პაპიდის – სიდონია მჭედლიშვილის მეუღლე იყო.
25.08.2023
არქიმანდრიტი კირილე მრავალი წლის მანძილზე აწყურის წმინდა გიორგის მონასტერში მოღვაწეობდა.
25.08.2023
რელიგიასთან და კონკრეტულად კი მართლმადიდებლობასთან ბრძოლა ბოლშევიკებმა ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან დაიწყეს.
25.08.2023
1920-იან წლებში კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) მამა იოანე ლუკაშვილს დეკანოზის წოდება მიანიჭა და ანჩისხატის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა.
24.08.2023
მამა ნიკოლოზი თელავში, სოფელ ყარსუბნის ტაძრის მღვდელი იყო. როცა სოფელ ვარდისუბნის წმინდა გიორგის მოძღვარმა მღვდლობაზე უარი თქვა,
24.08.2023
მღვდელი ამბროსი კანდელაკი 1870 წელს იმერეთის გუბერნიაში, სოფელ ჭოგნარში, მღვდელ ბესარიონ კანდელაკის ოჯახში დაიბადა.
24.08.2023
არქიმანდრიტი გერმანე – ერისკაცობაში გრიგოლ იაშვილი 1861 წელს, აზნაურის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat