"ისტორია ქართულ საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადაღებისა"
"ისტორია ქართულ საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადაღებისა"
წმინდა ექვთიმე კერესელიძე
გაგრძელება
შემდგომ ამისა, ქუთაისში მისწერა ფილიმონმა გაბრიელ ეპისკოპოსს, თუ ჩვენ აქ ქ. თბილისში გადავიღეთ და დავსწერეთ იმერულ კილოზე წირვის-წესის საგალობელი და თუ ნებას მოგვცემთ, ჩამოვალთ და თქვენი საზოგადოების თანა დასწრებით ვიგალობებთ?.. ამ წერილით გაბრიელ ეპისკოპოსმა დიდათ გაიხარა, და მაშინვე პასუხი მოსწერა ფილიმონს: დიდათ მოხარული ვიქნებით, პირ-იქით ამ დროსთვის ბევრ გამოჩენილ პირებსაც დავისწრებო. ფილიმონმა მიიღო პასუხი და მოემზადა თავისი გუნდით ქუთაისში წასასვლელად.

ეპისკოპოსმა გაბრიელმა მისწერა წერილები სხვა და სხვა ადგილებში, სადაც გამოჩენილი პირები და მგალობლები იყვნენ; დანიშნულ დროს მოვიდნენ გურიიდგან, დიდი მგალობლები: ჯაბა გურიელი და მისი ძმა ტელემონი თავის კრებით; ეგრეთვე ანტონ, გიორგი, დავით დუმბაძეები და მათთან ერთად სხვა მრავალნი. ქ. ხონიდგან და მარტვილიდგან მოვიდნენ დიდი მგალობლები: დიმიტრი ჭალაგანიძე თავის გუნდით, ვასილ და არისტოვლე ქუთათელიძეები და სხვები. რაჭა-ბარაკონიდგან მოვიდნენ დიდი მგალობლები - ასლან ერისთავი თავის მგალობლებით. ნიკორწმინდიდგან მგალობლები კანდელაკები და დაბა ჩხარიდგან: დიდი მგალობლის, დავით ჩხარელის მგალობლები. ეგრეთვე, გელათითგან შოთაძეები და კანდელაკები. ჯრუჭიდან და საჩხერიდან, მგალობელი წერეთლები და სხვები.

ყველა აქ ხსენებულ პირებს საკვირველად მიაჩნდათ, თუ როგორ შეიძლება რომ ქართული გალობის ხმები ქაღალდზედ დაიწეროსო, და ამიტომ სახალისო ამბის გასაგებად მივიდნენ და დაესწრნენ.

დანიშნულ კვირა დღეს, გაბრიელ ეპისკოპოსი ქუთაისის სობოროში წირვას შეუდგა, ამავე დროს ჩავარდა ხალხში ჩემი სიტყვა: რუსებმა ქართულად უნდა იგალობონო! ხალხი ისე ბევრი იყვნენ, რომ შიგნით და გარეთ აღარ იტეოდა.

დაიწყეს წირვა და დაიწყეს გალობაც, ყოველი ხალხი განკრძალულად იდგნენ და სულ სმენად იყვნენ გადაქცეულნი. ფილიმონ ქორიძემ და მისმა გუნდმა ძლიერ მტკიცედ და მშვენიერად აღასრულეს მთელი საგალობლები, ფილიმონი თავის დიდ ბანს ხანდახან გაურევდა ხოლმე გალობის დროს. და ყველა აღტაცებული შეიქმნენ ტკბილი გალობის სმენით. გაბრიელ ეპისკოპოსმა და მასთან გამოჩენილმა ხალხმა დიდი საქები და სადიდებელი სიტყვები მოახსენეს ფილიმონს, რომლების სიტყვების შინაარსი ესე გამოიხატებოდა: ვმადლობთ ჩვენს დიდ მოთავე ქართველებს, რომლებმაც ჩვენი ნიჭიერ ერის შვილს ფილიმონს, დახმარება გაუწიეს და უცხო ქვეყანაში სწავლა დაასრულებიეს, და მერე მობრუნდა თავის საყვარელ ქვეყანაში. მათი სწავლა-განათლება ჩვენს ხალხსა და ერს ძღვნად მოუტანა. ჩვენი ხალხის სიმღერა-გალობას მძლავრის ხმით დასძახა: აწი უნდა აღვსდგეო; და ჩვენი ხმათა სიმშვენიერე და სიდიადე, სხვათა სამეფოთა შორის უნდა იდიდებოდეს.

ამ დროს, სანამ ყველა მგალობლები იქ იყვნენ, შეიკრიბნენ და მოილაპარაკეს, სთქვეს: ვსთხოვოთ გაბრიელს ეპისკოპოსს რომ ჩვენი გალობა, რომელსაც ვგალობთ მასთან და ყველგან, ნოტებზე დავაწერიოთ, ამაზე თხოვნა მიართვეს, ეპისკოპოსმა გაბრიელმა ეს თხოვნა მიიღო და სთქვა: მეც ძალიან საჭიროთ მიმაჩნია, რომ ჩვენი ქართული გალობა ნოტებზე დაიწეროს, იმიტომ რომ მე როგორც ვამჩნევ, ჩვენი გალობის მცოდნეები თანდათან მცირდებიან და ბოლოს მთლათაც დაგვეკარგება, თუ ეს ნოტებზე არ დავაწერიეთ. ამ დიდ საქმისთვის დაჩქარებაც უნდა და თანხის შეგროვებაც. ამაზე ფილიმონი დაითანხმეს და მერე თანხის ძიებას შეუდგნენ. ამისთვის დააარსა ეპისკოპოსმა გაბრიელმა ქ. ქუთაისში 1884 წელს ქართული გალობის აღმადგინებელი კომიტეტი, რომელმაც ეპისკოპოს გაბრიელის თავჯდომარეობით გადასწყვიტა: დაევალოს მთელ მის ეპარქიაში შეძლებულ გლეხებს გარდაიხადონ ორ-ორი მანეთი გალობის აღსადგენად და დასაწერად, ამაზე ეპისკოპოსმა გაბრიელმა მიმართვები დაგზავნა თავის ეპარქიაში და შეაგროვეს ფული ხუთასი მანეთი.

მაშინ გალობის აღმადგინებელმა კომიტეტმა აღმოირჩიეს მგალობელთაგანი სამი კაცი: დიმიტრი ჭალაგანიძე, რაჟდენ ხუნდაძე და ივლიანე წერეთელი, რომელთაც უნდა გადაეცათ ფილიმონისთვის გალობები. ხოლო მეოთხე კაცი ანტონ დუმბაძე იყო დანიშნული, როგორც მათი ზედამხედველი და ამიტომ ხშირად ესწრებოდა ხოლმე მათ გალობას წერის დროს. გალობის წერა დაიწყეს ქ. ქუთაისში 1885 წელს და დაასრულეს 1886 წელს. მხოლოდ დაიწერა იმისთანა საგალობლები, რომელნიც ყველაზე უფრო საჭიროა წლის განმავლობაში, მაგალითად: სამი წირვის-წესი (ვასილი დიდისა, იოანე ოქროპირისა და გრიგოლი დიოლოღოზისა), მეცხრე სძლის-პირები, კატავასიები, მიცვალებულის წესის აგება, პანაშვიდის წესი, ქორწინების წესი, სადღესასწაულო ტროპარები და ზოგიერთი დიდ-მარხვის საგალობელნი.

ეს საგალობელნი იყო და არის ხუთწიგნად და ყველა წიგნზე აწერია დღესაც გადამღებელი და გადამცემელთა სახელი და გვარი და რიცხვი. ეს ხუთი წიგნი შემდგომად გათავებისა, გადაეცა მათგან ქუთაისის საეპარქიო კანცელარიას და ინახებოდა მუნ.

ამ საგალობელთა დაწერის დროს 1885 წ. ქ. თბილისში მოისურვეს ქართველ მგალობლებმა ძმათა მღვ. პოლიექვტო და მღვ. ვასილ კარბელაშვილებმა და მღვ. მოლოდინოვმა ქართლ-კახურ კილოზე დააწერიეს წირვის წესი, თავიანთის გადაცემით, ფილარმონიურ სკოლის დირექტორ იპოლიტოვ-ივანოვს, ეპისკოპოს ალექსანდრეს ხარჯით. მერმეთ რუსეთში კაპელაში გააგზავნეს შესადარებლად, და იმათ იქ ყურადღება არ მიაქციეს და დარჩა იქ სამ-წელიწადი ხელ-უხლებლად, მერე დაიბარეს და უკან მიუვიდათ, მიღების შემდეგ თვითონვე შეადარეს და შეასწორეს დასაბეჭდად.

1884 წლიდგან, ესტატე კერესელიძემ დავიწყე ერთად მ. შარაძესთან ზეპირი გალობის სწავლა, მელქისედეკ ნაკაშიძისაგან; იმდენად გამიტაცა გალობის სწავლამ რომ ვეღარ მოვშორდი და დიდ-დიდ სამზარეულო ადგილებს, რომელიც იყო თბილისის "კრუჟოკი" და სხვა სხვა სასტუმროებს (რომელშიდაც ვმსახურობდი) გაურბოდი და გალობას ვეტანებოდი. ამ რიგად, მე და მაქსიმე შარაძე გავხდით ერთგული მეგობრები და თანა-ძმა ყოველ კეთილ საქმეებში. ვხედავდი, რომ სხვა ამხანაგები შემოეცალნენ, თუმცა დადიოდნენ კაბინეთში. მაგრამ ფულით არ ეწეოდნენ; ყოველივე ხარჯს თავის საკუთარი ფულითგან ასწორებდა და სხვებს არასა სთხოვდა, ამისთანა კეთილის მოქმედ კაცს, მეც მხარი დავუჭირე, სხვები რომ ჩამოშორდა, მე უფრო შეუერთდი და ყოველ ხარჯებს ჩვენ ორი კაცი ვსწევდით. ამასობაში გაგძელდა ექვსი წელიწადი და მეშვიდე 1890 წ. მოვისურვეთ საბეჭდავი სტამბის შეძენა. ამაზედ იტყოდა ხოლმე მაქსიმე: იმისთვის კი არ გვინდა სტამბის შეძენა, რომ ბევრი ფული მოვიგოთ და მდიდრულად ვიცხოვროთ, არა, არამედ იმისათვის, რომ ჩვენი სტამბით ბევრ კეთილ საქმეს აღვასრულებთო. მეც მომეწონა ეს აზრი და შევთანხმდით სტამბის შეძენის შესახებ.

სწორედ ამავე 1890 წელს გამოეწერა თავის თვიური ჟურნალის საბეჭდავად და გამოსაცემად სომხის მღვდელს ნიკოლოზს, რომლის გვარი არ მახსოვს, გერმანიის უპირველეს საბეჭდავ მანქანათა ფაბრიკიდგან, რომელიც უკვე მიღებული ჰქონდა: დიდი და მშვენიერი ახალი მსწრაფლ-მბეჭდავი მაშინა, სამი ათას მანეთად ღირებული. და რადგან რუსის მთავრობამ ნება არ მისცა სტამბის გახსნისა, ამის გულისთვის თავის ახლად გამოწერილი სტამბის გაყიდვა დააპირა და სწორედ ჩვენ შევხვდით და შევისყიდეთ ეს ხსენებული საბეჭდავი მანქანა, შეძენილი სტამბა გავხსენით ნიკოლოზის ქუჩა #21. იმ სახლში, სადაც თვით ილია ჭავჭავაძე ცხოვრობდა და თავისი გაზეთის, "ივერიის" რედაქცია იქვე მოთავსებული ჰქონდა. ხოლო ქართული, რუსული და ფრანგული ასოები ასოთჩამომსხმელ მადერისაგან შევიძინეთ მეტი ნაწილი ნდობით.

ჩვენი სტამბის ამხანაგები ვიყავით ოთხი კაცი: მ. შარაძე, ე. კერესელიძე, ვასილ გძელიძე და ივანე ზაქარაშვილი და ჩვენ ერთმანეთ შორის იყო ამ ნაირი პირობა დაწერილი:

ჩვენ, ოთხი ამხანაგი, ესა და ეს პირნი ვსდებთ ერთმანეთ შორის ასეთ პირობას: სტამბაში ყველა ამხანაგმა უნდა ვიმუშაოთ და სტამბისაგან რაც სარგებლობა შემოვა, უნდა მოვახმაროთ საზოგადო საკეთილ-მოქმედო საბეჭდავ საქმეებს: ქართული ზნეობრივი წიგნებისა და წიგნაკების ბეჭდვა, გალობის გავრცელება, ნოტებზე გადაღება და დაბეჭდვა და სხვა... ჩვენ ვიმუშაოთ უჯამაგიროთ და ხარჯი კი საერთო თანხიდგან, ისიც უბრალო და მცირე ოდენი. და თუ ჩვენ ამხანაგთაგანი ვინმე გარდაიცვლებოდა, მისი კუთვნილი სტამბა და შეძენილი ქონება რჩება მის დარჩენილ ამხანაგებს, ამავე დადგენილ საკეთილო მიზნის გაგრძელების და აღსრულებისთვის. ასე რომ, მემკვიდრეობაზე და ნათესაობაზე მიცვალებულის კუთვნილი ქონება არ გადადიოდა, და ეს ჩვენი პირობა, ნათესავებმაც იცოდნენ. და ჩვენ უნდა გვეცხოვრა პატიოსნებით.

წმინდა ექვთიმე კერესელიძის
წერილების მიხედვით

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.08.2023
1994 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ დაადგინა:
25.08.2023
1994 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ დაადგინა:
25.08.2023
მიტროპოლიტი ნაზარი (ერისკაცობაში იოსებ ლეჟავა) დაიბადა 1872 წელს იმერეთის სოფელ დიდ ჯიხაიშში.
25.08.2023
დავით გარეჯის ლავრის უკანასკნელი წინამძღვარი (მე-20 საუკუნეში) არქიმანდრიტი გერმოგენი (აბაშიძე) ჩემი პაპიდის – სიდონია მჭედლიშვილის მეუღლე იყო.
25.08.2023
არქიმანდრიტი კირილე მრავალი წლის მანძილზე აწყურის წმინდა გიორგის მონასტერში მოღვაწეობდა.
25.08.2023
რელიგიასთან და კონკრეტულად კი მართლმადიდებლობასთან ბრძოლა ბოლშევიკებმა ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან დაიწყეს.
25.08.2023
1920-იან წლებში კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) მამა იოანე ლუკაშვილს დეკანოზის წოდება მიანიჭა და ანჩისხატის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა.
24.08.2023
მამა ნიკოლოზი თელავში, სოფელ ყარსუბნის ტაძრის მღვდელი იყო. როცა სოფელ ვარდისუბნის წმინდა გიორგის მოძღვარმა მღვდლობაზე უარი თქვა,
24.08.2023
მღვდელი ამბროსი კანდელაკი 1870 წელს იმერეთის გუბერნიაში, სოფელ ჭოგნარში, მღვდელ ბესარიონ კანდელაკის ოჯახში დაიბადა.
24.08.2023
არქიმანდრიტი გერმანე – ერისკაცობაში გრიგოლ იაშვილი 1861 წელს, აზნაურის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler