წმინდა წერილს სხვაგვარად ბიბლიას უწოდებენ. იგი შედგება ძველი და ახალი აღთქმის წიგნებისგან. წმინდა წერილი უფლის რჩეულების მიერ ღვთის შთაგონებითაა დაწერილი.
ძველ აღთქმაში მოთხრობილია სამყაროს შექმნის ამბავი და ქრისტეს მოსვლამდე ღვთის რჩეული ერის ისტორია. ახალი აღთქმა, ღვთის კურთხევით, ქრისტეს მოციქულების მიერაა დაწერილი და იესოს მიწიერ ცხოვრებასა და მის მოძღვრებაზე მოგვითხრობს. ახალი აღთქმის პირველ ოთხ წიგნს სახარებას უწოდებენ, ხოლო იმ მოციქულებს, ვინც ისინი დაწერა - მახარებლებს. ეს წიგნებია: მათეს სახარება, მარკოზის სახარება, ლუკას სახარება და იოანეს სახარება.
სიონის ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელზეა აგებული
ბავშვებო, როგორც იცით, სიონის ტაძარი თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში მდებარეობს. არსებობს ასევე ატენის სიონი, ბოლნისის სიონი... მაგრამ იცით თუ არა ამ ტაძრების სახელწოდების წარმომავლობა?
წმინდა სიონის მთაზე, რომელიც იერუსალიმის მახლობლად მდებარეობს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფლავია. სწორედ მის პატივსაცემადაა სახელდებული თბილისის, ატენისა და ბოლნისის სიონის ტაძრებიც, რომლებიც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელზეა აგებული.