კიბორჩხალა-მეძველმანე
ცხოველები თავდაცვისთვის უამრავ საშუალებას იყენებენ. ერთ-ერთი კიბორჩხალა, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში ცხოვრობს, რასაც კი მოიხელთებს, ყველაფერს ზურგზე იყრის.
სწორედ ამის გამო შეარქვეს კიბორჩხალა-მეძველმანე. რას არ ნახავ მის ზურგზე: მოლუსკების ცარიელ ნიჟარებს, თევზების თავებს, მინის ნატეხებს... ერთი სიტყვით, ყველაფერს, რაც ზურგიდან არ გადმოუვარდება.მტრის თავდასხმისას კიბორჩხალა-მეძველმანე თავდამსხმელს თურმე მაშინვე ზურგს მიუშვერს: სანამ წყლის ავაზაკი კიბორჩხალას ნადავლით - თევზის თავით ან ცარიელი ნიჟარითაა გართული, საზრიანი მეძველმანე სამშვიდობოს გადის და გასაჭირს თავს აღწევს. ასე რომ, ჩემო პატარა მეგობარო, კიბორჩხალა-მეძველმანის "კოლექცია" მტრისგან თავდასაცავი საიმედო ფარია.