ალავერდი ალაზნის ველზე, სოფელ ალავერდის მახლობლად, ახმეტის რაიონში მდებარეობს. VI საუკუნის შუა ხანებში მონასტერი დააარსა ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა - ღირსმა იოსებმა, რომელიც აქვეა დაკრძალული.
თავიდან ალავერდში მამათა მონასტერი იყო, მოგვიანებით, XVII-XVIII საუკუნეებში იგი დედათა მონასტრად გადაკეთდა, სადაც მონაზვნებად მიდიოდნენ სამეფო გვარის წარმომადგენლებიც.
ალავერდის ტაძარი მრავალჯერ დანგრეულა მტრის შემოსევებისა და ძლიერი მიწისძვრების შედეგად. XVI საუკუნეში იგი აღადგინა კახეთის მეფე ალექსანდრე პირველმა. მოგვიანებით კახეთის მეფე ლევანმა შეაკეთა მიწისძვრით დაზიანებული გუმბათი. როცა კახეთს შაჰ-აბასი შემოესია. მეფე თეიმურაზ პირველმა ალავერდის ტაძრის ხატები სვეტიცხოველში გაგზავნა შესანახად. ეს ხატები ალავერდს დაუბრუნა თეიმურაზის შვილიშვილმა - ერეკლე მეორემ.
მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი არაერთხელ შეკეთდა, მან მაინც შეინარჩუნა პირვანდელი სახე.
ტაძარში დაკრძალული არიან კახეთის მეფეები: ალექსანდრე I, ალექსანდრე II, თეიმურაზ I და სხვები.
ალავერდი დღეს მოქმედია. აქ მამათა მონასტერიც ფუნქციონირებს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი