სამღვდელოება ეკლესიაში ღვთისმსახურებას ასრულებს. ის ქრისტეს მოციქულთა საქმის გამგრძელებელია. მღვდლობის სამი საფეხური ანუ ხარისხი არსებობს.
დიაკონი ყველაზე დაბალი სამღვდელო ხარისხია. ის წირვა-ლოცვის დროს კვერექსებს წარმოთქვამს. კვერექსს მოკლე ლოცვა-ვედრებას უწოდებენ, რომელზეც მგალობელთა გუნდი გალობით პასუხობს: "უფალო, შეგვიწყალენ" ან "მოგვმადლენ, უფალო".
მღვდელი ატარებს წირვა-ლოცვას, ნათლავს, იღებს აღსარებას, ასრულებს ჯვრისწერას, პანაშვიდს, აკურთხებს ჯვრებსა და ხატებს.
ეპისკოპოსს სხვაგვარად მღვდელმთავარს უწოდებენ. მხოლოდ მას შეუძლია მირონის კურთხევის წესის შესრულება, დიაკვნად ან მღვდლად კურთხევა. სამღვდელო ხარისხში აყვანას სხვაგვარად ხელდასხმა ეწოდება. ხელდასხმის დროს ადამიანზე სულიწმინდის მადლი გადმოდის.
ღვთისმსახურებაში სამღვდელოებას მედავითნეები და სტიქაროსნები ეხმარებიან.
მედავითნეს სხვაგვარად წიგნის მკითხველს უწოდებენ. მედავითნეები წირვა-ლოცვის დროს სხვადასხვა ლოცვას კითხულობენ, სადაც ჩართულია წმინდა მეფე დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნები. სწორედ ამის გამო უწოდებენ მათ მედავითნეებს.
სტიქაროსნები საკურთხევლის მსახურები არიან. ისინი ღვთისმსახურების დროს ეხმარებიან სამღვდელოებას. მათ სტიქაროსნებს იმიტომ უწოდებენ, რომ გრძელი, ფერადი სტიქრები აცვიათ, რომელზეც აუცილებლად ჯვარია გამოსახული. სტიქაროსანი ბავშვიც შეიძლება იყოს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი