წმინდა გაბრიელ ქართველი ათონის მთაზე მოღვაწეობდა. ზაფხულობით მიუვალ კლდეებში ცხოვრობდა, ზამთრობით სავანეში ჩადიოდა და იქაც მდუმარების ღვაწლში იმყოფებოდა.
მუდამ ძაძა ემოსა და ბალახით იკვებებოდა. მასზე ძალიან მწირი ცნობები მოგვეპოვება. ეს ცნობები ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის გამოჩენას უკავშირდება.
ერთ საღამოს ათონელმა ბერებმა ზღვაზე ნათელი იხილეს, რომელიც ღვთისმშობლის ხატს ადგა. მიუხედავად მცდელობისა, ვერ შეძლეს ხატის ნაპირზე გამოსვენება. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა მამებს და აუწყა, რომ მხოლოდ გაბრიელ ქართველი იყო ღირსი მისი წმინდა ხატის გამოყვანებისა. თავად გაბრიელსაც გამოეცხადა წმინდა მარიამი და უთხრა: "შემოდი ზღვაში, ტალღებზე რწმენით გაიარე და ყველა იხილავს ჩემს სიყვარულს და წყალობას თქვენი სავანისადმი".
მამები მივიდნენ ივერთა მონასტერში, მოიკითხეს და მოძებნეს მთაში დაყუდებული მონაზონი. ბერებმა წმინდა მამა ზღვაში შეუშვეს. მან წმინდა ხატი გულზე მიიდო, ფეხით გაიარა ტალღებზე და სიწმინდე ნაპირზე გამოაბრძანა. იმ ადგილას, სადაც ხატი დაასვენეს, მაკურნებელმა წყარომ ამოხეთქა.
ზღვიდან გამოსვენებული ხატი ივერთა მონასტრის საკურთხეველში შეასვენეს. მეორე დილით კანდელის ასანთებად მისულ ბერს ღვთისმშობლის ხატი იქ აღარ დახვდა. შეშინებულმა მამებმა ხატი მონასტრის კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს, ჩამოაბრძანეს და ისევ საკურთხეველში შეასვენეს. ასე გამეორდა რამდენჯერმე. ყოვლადწმინდა ქალწული გამოეცხადა წმინდა გაბრიელს და უთხრა: უთხარი ძმებს, რომ არ მსურს, თქვენ მიცავდეთ, მე თქვენს დასაცავად მოვედიო.
გახარებულმა ბერებმა იქვე ააგეს პატარა ტაძარი სადიდებლად ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა და საკვირველმოქმედი ხატი შიგ დაასვენეს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი