რატომ ვაკეთებთ მეტანიას
ღვთისადმი თაყვანისცემის გამოსახატავად ლოცვის დროს ფეხზე ვდგავართ. დამჯდარი ლოცვა შეუძლიათ მხოლოდ მოხუცებსა და სნეულებს.
ჩვენი ცოდვების აღიარებისას, უფალთან შერიგების ნიშნად, ლოცვისას ვაკეთებთ მეტანიებს. "მეტანია" ბერძნული სიტყვაა და სინანულს ნიშნავს.
არსებობს ორი სახის მეტანია: მცირე, როდესაც თავს ვხრით წელში მოხრით და დიდი, როდესაც ვიჩოქებთ და თავით მიწას ვეხებით.