ბაგრატის ტაძარი
X საუკუნეში საქართველოში მეფობდა ბაგრატ III. სწორედ მის სახელს უკავშირდება საქართველოს გაერთიანება. ბაგრატი სამშობლოს გასაძლიერებლად ძალ-ღონეს არ იშურებდა, მაგრამ მან კარგად იცოდა, რომ თუ ღმერთი არ შეეწეოდა, მარტო ვერაფერს გახდებოდა.
ღვთისმოსავი მეფე მოწყალებით, სამართლიანობითა და განსწავლულობით გამოირჩეოდა.ბაგრატმა გაერთიანებული საქართველოს სატახტო ქალაქში - ქუთაისში გორაზე ტაძარი ააგო, რომელსაც "ბაგრატის" სახელით ვიცნობთ.
ბაგრატის ტაძარი მტერთა შემოსევის შემდეგ ძალზე დაზიანდა. იგი კვლავაც პირვანდელი სახის დაბრუნების მოლოდინშია.