იყო მშვიდი და ურისხველი
ღვთისმშობელმა მიძინების წინ ღატაკებს თავისი ტანსაცმელი დაურიგა...
ჩვენამდე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხორციელი სილამაზის აღწერა შემორჩენილია წმინდა თეოფანესა და წმინდა ნიკიფორეს თხზულებებში.
აი, რას ამბობენ ისინი: ის იყო შუატანის, პირისკანი ჰქონდა ხორბლისფერი, თმა - ღია ქერა, ოდნავ ოქროსფერში გარდამავალი, თვალები - ნათელი, მუქი, ოდნავ დაშვებული წარბები, ცხვირი - საშუალო, ბაგეები - ვარდისფერი და ტკბილმოუბარი, სახე - არც მთლად მრგვალი, ხელის თითები - მოგრძო. მასში არ იყო არავითარი სიამაყე, ყველაფერში უბრალოს უბრალოდ ეცვა, ამჯობინებდა ბუნებრივ ფერებს. გონება მისი ღვთიურ საქმეებში ფლობდა დიდ სიბრძნეს.ღვთისმშობელმა მიძინების წინ ღატაკებს თავისი ტანსაცმელი დაურიგა...
ბავშვობიდან იზრდებოდა იერუსალიმის ტაძარში. ყოვლადწმინდა ქალწული იმდენად კარგად იცნობდა წმინდა წიგნებს, რომ აოცებდა ყველას. იგი სიბრძნით ბევრად უსწრებდა თავის ასაკს. მდიდარი მშობლების ასულმა უარი თქვა ყველაფერზე. მას არ ჰქონდა საკუთარი სახლი და ცხოვრობდა იოსებ დურგლის უბადრუკ ქოხში. არ ჰქონდა თავის მისაყრდენიც კი და იყო ქრისტეს უსაყვარლესი მოწაფის - იოანეს სახლში.
ცოტას ლაპარაკობდა. არ ივიწყებდა ახლობლებს, უყვარდა უცხონიც. განსაკუთრებული არაფერი ჰქონდა და მიძინების წინ ღატაკებს თავისი ტანსაცმელი დაურიგა. როცა მის ძეს ჯვარს აცვამდნენ, მისი ბაგეები არავის შეურაცხყოფდა. ურთიერთობაში იყო მშვიდი და ურისხველი.