ერთხელ ღვთისმშობლის ხატთან მლოცველ წმინდა ნინოს ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა: - აჰა, წარგგზავნი ჩემს წილხვდომილ ქვეყანაში. წადი სიმხნევით და უშიშრად და მის მკვიდრთ ჭეშმარიტება უქადაგეო.
წმინდა ნინოს გაკვირვებია, - ამას როგორ მოვახერხებო. მაშინ ღვთისმშობელმა მოკვეთა იქვე ამოსული ვაზის რტო, რომლისგანაც ჯვარი შექმნა. მისცა და უთხრა: - ამით დაძლევ ეშმაკის ყველა მანქანებას და წარმართავ ქადაგებას. ხოლო მე შეგეწევი და არ დაგტოვებო.
საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად წამოსულ წმინდანს ხელში ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა. მრავალი განსაცდელის გადატანის შემდეგ წმინდა ნინო საქართველოში ჩამობრძანდა და ვაზის ჯვრით უამრავი სასწაული მოახდინა. მან უკურნებელი სენისგან განკურნა დედოფალი ნანაც, რომელსაც ამ სასწაულმა თვალი აუხილა და აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. დღეს წმინდა ნინოს ჯვარი თბილისის სიონის ტაძარშია დაბრძანებული. შეგვეწიოთ მისი მადლი.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი