რა არის სახარება?
სახარება არის წიგნი ქრისტეს შესახებ. ამ წიგნში მეტად სასიხარულო ამბავია მოთხრობილი - როგორ განკაცდა უფალი ცოდვებისგან ჩვენს გამოსახსნელად.
გვაქვს ოთხი სხვადასხვა ავტორის მიერ დაწერილი ამდენივე სახარება. ეს ავტორები არიან:
მათე - ქრისტეს მოწაფე, რომელიც ადრე მეზვერე იყო. შემდეგ გაჰყვა მაცხოვარს და შეიცვალა ცხოვრების წესი.
მარკოზი - მოწაფე პეტრესი და პავლესი. მან იერუსალიმში გაიცნო უფალი და მოისმინა მისი სწავლება.
ლუკა - მოწაფე პავლე მოციქულისა. განათლებული, პროფესიით ექიმი, იყო ხატმწერიც.
იოანე - ქრისტეს საყვარელი მოწაფე, რომელსაც ჯვარცმულმა მაცხოვარმა თავისი დედა ჩააბარა.
სახარება წმინდა წიგნია და ქრისტესკენ მიმავალ გზას გვიჩვენებს. ამიტომ ეს წიგნი ყველა ქრისტიანმა უნდა იკითხოს.