საბავშვო მოთხრობა
საბავშვო მოთხრობა
ითხოვდით და მოგეცეთ თქვენ
ოდესღაც ცხოვრობდა ერთი ქვრივი, უშვილო, თავისი ქველმოქმედებით ცნობილი მღვდელი. რაც ფული ჰქონდა, ღარიბებს ურიგებდა და თვითონ ჯიბეში ერთი შაურიც არ რჩებოდა. მისი მოსამსახურე მოხუცი დედაკაცი ხშირად უბრალო სადილის გაკეთებასაც ვერ ახერხებდა.

ერთხელ მღვდელი უღონოდ შეიქნა და იძულებული გახდა, რამდენიმე დღე სახლში დარჩენილიყო. მასთან მივიდა მოსამსახურე და უთხრა, რომ მას ფული არ ჰქონდა სადილისთვის სანოვაგის საყიდლად.

- არც მე მაქვს ფული, - უპასუხა მან.

- მაშ რა ვქნათ? ხომ არ ვისესხო მეზობლებისგან?

- არა, საჭირო არ არის, - უთხრა მღვდელმა.

- მამაო, განა თქვენ არ გინდათ ჭამა?

- მინდა და ძალიანაც მინდა, - უთხრა მღვდელმა.

- მერე, სად და რით ვისადილოთ?

- აი, აქ, ამ ოთახში, იმით, რასაც ღმერთი მოგვცემს.

მოხუცმა დედაკაცმა თავი გაიქნია და სამზარეულოში გავიდა. იქ თუმცა ცეცხლი დიდი ხანია ენთო, მაგრამ ერთი ქვაბიც არ იყო შედგმული.

სწორედ შუადღეზე მღვდელმა დაუძახა თავის მოსამსახურეს და სთხოვა, სუფრა გაეშალა.

- ვისთვის და რითი? - შეეკითხა მოხუცი ქალი.

- ჩვენთვის, რომ ვისადილოთ.

- მაგრამ ჩვენ რომ არაფერი გვაქვს?

- ვიცი, რომ არა გვაქვს, მაგრამ გვექნება...

მოსამსახურემ სიტყვის შეუბრუნებლად გაშალა სუფრა, დააწყო სასადილო ჭურჭელი, სუფრას სკამები მიუდგა. ამასობაში მღვდელმა დაიჩოქა და მხურვალედ დაიწყო ლოცვა. ძლივს მოასწრო წარმოთქმა ლოცვის ბოლო სიტყვისა: "ამინ", რომ მისი ოთახის კარებში ერთი მდიდარი ქველმოქმედის, მისი მრევლთაგანის, მოსამსახურე გამოჩნდა, რომელსაც ხელში დიდი, პირამდე სავსე კალათი ეჭირა. მოსამსახურე მღვდელს მიესალმა, კალათი მის წინ დადგა და მოახსენა: "ჩემი ბატონი გელოდათ დღეს შობის დღის მისალოცად, მაგრამ გაიგო, რომ ავად ყოფილხართ, მიბრძანა კალათი სხვადასხვა საჭმლით გამევსო და თქვენთვის მომეტანა, თან მალე გამოჯანმრთელება გისურვათ".

მღვდელმა მიიღო, რაც მიუტანეს და მოსამსახურეს სთხოვა, მის მაგიერ მოეკითხა ბატონი. როცა მოსამსახურე წავიდა, მღვდელმა ყოველივე, რაც მიუტანეს, სუფრაზე დააწყობინა მოხუც დედაკაცს, სთხოვა დამჯდარიყო და სადილი ეჭამა.

დიანახა რა მღვდლის გულგრილობა ამ შემთხვევის გამო, მოსამსახურეს ეწყინა და უთხრა:

- უფალო, შეგვიწყალენ! მამაო, განა შეიძლება, რომ მადლობა არ შევწიროთ ღმერთს ასეთი მოწყალებისთვის, ასეთი სასწაულისთვის?

- სასწაულისთვის?! - გაკვირვებით წარმოთქვა მღვდელმა, - მე სასწაულს ვერ ვხედავ ამაში! ყოველივე ეს ბუნებრივია! განა არ იცი, რომ ის, ვინც ემსახურება თავის ბატონს, ყოველთვის მიიღებს მისგან საზრდელსაც, ტანისამოსსაც და საცხოვრებელ ბინასაც? სარწმუნოებით სთხოვე უფალსა შენსა მოწყალება: "პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენს დღეს" და ის არ დაგტოვებს შენ უმოწყალოდ.
ნესტორ ყუბანეიშვილი



განმარტება
მაცხოვარი ბრძანებს: "ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ". ნეტარნი არიან ისინი, ვინც მოყვასს უწევს როგორც ხორციელ, ისე სულიერ დახმარებას. ნეტარნი იქნებიან, რომლებიც მშივრებს აპურებენ, მწყურვალთ ასმევენ, შიშველთ მოსავენ, სნეულებსა და საპატიმროში მყოფებს ნახულობენ და ნუგეშს სცემენ, ქვრივ-ობოლთ ეხმარებიან, მოხუცებსა და დავრდომილებს პატრონობენ... ვინც გუშინ მოწყალებას გასცემდა, დღეს კი თვითონ ჩავარდა გაჭირვებაში, მას ადამიანები ხალისით ეხმარებიან. და ადამიანებმაც რომ დაივიწყონ მისი სიკეთე, უფალი არ დაივიწყებს. იგი დაიცავს და შეიწყალებს მოწყალე ადამიანს ჭირსა და უბედურებაში. ამიტომაც დავეშუროთ, ადამიანებს გავუკეთოთ სიკეთე, თუნდაც მცირეოდენი, რაც შეგვიძლია და ღმერთი ამისთვის მოგვაგებს დიდ წყალობას. ნეტარი ავგუსტინე ბრძანებს: "ღალატი, - ეს არის შენი კარი, შენ თავად კი - ღვთის კარის წინ მდგარი ღატაკი. როგორც მოექცევი შენს მთხოვნელს, ისევე მოგექცევა შენც ღმერთი".

მოამზადა ლელა ჩხარტიშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.01.2010
(ლეგენდა)
ალბათ ყველას გიყვართ საშობაო ნაძვის ხე და გიხარიათ მისი მორთვა-მოკაზმვა, მაგრამ ის თუ იცით, რატომ ვრთავთ ყოველთვის მაინცდამაინც ნაძვს და არა რომელიმე სხვა ხეს? არა?
25.12.2008
წმინდა სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიელი ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს უახლოესი თანაშემწენი იყვნენ. მათ წმინდა ნინოსთან ერთად უამრავი ჭირი და განსაცდელი გადაიტანეს ქრისტეს სარწმუნოების გასავრცელებლად.
25.12.2008
მიტრა - უფლის გვირგვინის სიმბოლო
მღვდელს ერთგული მსახურებისთვის მიტრის ტარების პატივითაც აჯილდოებენ. ეს პატივი ყველა მღვდელმთავარს აქვს.
25.12.2008
პირველ ხელნაწერ "ვეფხისტყაოსანს" ჩვენს დრომდე არ მოუღწევია. ყველაზე ძველი ტექსტის ხელნაწერი XVII საუკუნისა ყოფილა, თუმცა ზოგიერთ, კიდევ უფრო ძველ ხელნაწერებზე შემორჩენილია "ვეფხისტყაოსნის" ნაწყვეტები.
25.12.2008
კუზიანი მონაზონი, რომელსაც ანგელოზის სული ჰქონდა
ვიცი, დიდ სამებაში აუცილებლად იქნები ნამყოფი, მაგრამ თბილისში კიდევ არის წმინდა სამების სახელობის ტაძრები. მათგან ერთ-ერთი ეროვნული ბიბლიოთეკის სიახლოვესაა...
25.12.2008
მსოფლიოს უდიდესი მუზეუმები
ჩემო ცნობისმოყვარე მკითხველო, "მუზეუმი" მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან "მუზეიონ". ძველ საბერძნეთში ეს სიტყვა აღნიშნავდა ადგილს, რომელსაც ხელოვნების მფარველი ქალღმერთები იცავდნენ.
25.12.2008
ჭია, ჭია-მაია
სისხლის ცრემლები
ჩემო პატარა მეგობარო, ცხოველების უმრავლესობა გარემო პირობებს ადვილად ეგუება - ზოგი ნაირგვარადაა შეფერილი, გარემოს ეხამება და ამის წყალობით საიმედოდაა დაცული მტრის თავდასხმისგან;
25.12.2008
"თეკლეს ახალწელიწადი"
საშინლად ჰყინავს, საშინლად. დედამიწას სულ რაკარუკი გაუდის. მოკრიალებული ცა ვარსკვლავებით არის მოჭედილი, მხოლოდ ჭირხლმოკიდებული მთვარე პირბადეჩამოფარებული პატარძალივით ინაზება და მკრთალ ნათელსა ჰყრის ქვეყანაზე.
25.12.2008
საქართველოს გაძლიერებას, მის მისწრაფებას დაებრუნებინა ბიზანტიის მიერ მიტაცებული ქართველური ტომებით - ლაზებით დასახლებული შავი ზღვის სამხრეთ სანაპირო, რუმის (დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე არსებული თურქულ-სელჩუკური სახელმწიფო) სულთან რუქნადინის შეშფოთებას იწვევდა.
27.11.2008
წმინდა მამები საქართველოსკენ დაიძრნენ
VI საუკუნეში საქართველოს მეფეს და კათოლიკოსს ანგელოზები გამოეცხადნენ, რომელთაც აუწყეს, რომ ღვთისმშობლის ნებითა და კურთხევით საქართველოში ჩამოვიდნენ აღმოსავლეთის უდაბნოებში გაბრწყინებული წმინდა მამები
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მე მინდა, რომ ჩვენ ყველამ ერთად ვიგალობოთ ”ღირს არს ჭეშმარიტად”