მოვემზადოთ წმინდა ზიარებისთვის!
წმინდა ზიარების მისაღებად აუცილებელია მოვემზადოთ ლოცვით, მარხვით, ქრისტიანული თავმდაბლური ქცევით და აღსარებით.
ზიარების მსურველმა ზიარების წინ გულწრფელი აღსარება უნდა თქვას, აღიაროს ცოდვები, მთლიანად გახსნას სული და არც ერთი ცოდვა არ დამალოს. აღსარების წინ საჭიროა შევურიგდეთ მათ, ვინც გვაწყენინა და ვისაც ვაწყენინეთ, ყველას მორჩილებით ვთხოვოთ პატიება. აღსარების დროს არ შეიძლება სხვების განკითხვა და სხვისი ცოდვების მოყოლა.
აღსარების გარეშე, შვიდ წლამდე ბავშვების გარდა, ზიარებაზე არავინ დაიშვება. საზიარებლად აუცილებელია ზიარებისწინა ლოცვების წაკითხვა და ეკლესიაში უზმოდ მისვლა.