ჩემო პატარა მეგობარო, ხშირად შენზე უფროს დეიდებსაც და ბიძებსაც კი ეშლებათ ხოლმე, რომელი ხატია მართლმადიდებლური და რომელი - არა. მისი ამოცნობა ასე შეიძლება:
ხატებზე მაცხოვარს ღვთაებრივი ბუნების გამო შარავანდში (თავის გარშემო ლამაზად მომრგვალებულს ნიშნავს და მხოლოდ წმინდანად შერაცხულებს აქვთ) უჩანს ჯვარი. ჯვარს ბერძნულად აწერია "მყოფი", "ის, რომელიც არის".
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ხელში საღმრთო ყრმა ჰყავს, იშვიათად მარტოც გამოისახება. მისი ხატი შეიძლება გავარჩიოთ იმითაც, რომ დედოფალს სამი ვარსკვლავი ამშვენებს (შუბლსა და მხრებზე) - მარადის ქალწულობის ნიშნად.
ყველა წმინდათა დასს განსაკუთრებული ნიშანი აქვს: მოციქულებსა და ღვთის სიტყვის მქადაგებლებს ხელში სახარება უპყრიათ, მოწაფეებს - ჯვარი, ეკლესია-მონასტრების მაშენებლებს - ტაძარი, მკურნალებს - წამლების ყუთი... ამის გარდა, ყველაფერს თავისი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს: გრძელი თითები წმინდა და მართალ ცხოვრებას აღნიშნავს, დიდი თვალები - სულიერ ხედვას. ხატებს აქვთ განსაკუთრებული წარწერა, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია გავიგოთ, თუ ვისია ხატი.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი