საბავშვო მოთხრობა
საბავშვო მოთხრობა
ხ ა ჭ ა პ უ რ ი
ერთ საღამოს ქუჩაში ბებია და შვილიშვილი მიაბიჯებდნენ. იმისთანა ქარი ქროდა, ფოთლებს სულ მაღლა-მაღლა მიაფრიალებდა. შვილიშვილი ტირილით სთხოვდა ბებიას, ხაჭაპური მიყიდეო. ბებიას ფული არ ჰქონდა, მაგრამ ბიჭს ვერაფერი გააგებინა. შვილიშვილი უფრო და უფრო უმატებდა ტირილს, თან - მიყიდე და მიყიდეო, - გაიძახოდა. ბიჭმა გამვლელთა ყურადღება მიიქცია. ერთი ქალი გაუწყრა კიდეც: - რა მტირალა ბიჭი ყოფილხარო! - მერე ბებიას ურჩია:

- ბოლოს და ბოლოს დასაჯეთ და კუთხეში დააყენეთ!

- კუთხეში აქ ვერ დამაყენებს! - შეუბღვირა ბიჭმა.

- რატომ? - გაუკვირდა ქალს.

- იმიტომ, რომ სახლში არა ვართ, დედამიწა კი მრგვალია და კუთხე როგორ ექნება?

- ყოჩაღ! - შეაქო ქალმა, - შენ უკვე დიდი და ჭკვიანი ბიჭი ყოფილხარ, ყველაფერი გცოდნია, აბა რა გატირებს?

- ხაჭაპური მინდა!

- ფული დამეხარჯა, რითი გიყიდო, თანაც სახაჭაპურე ქუჩის ბოლოშია, - წუხდა ბებია.

- მინდა! - არ თმობდა შვილიშვილი.

- უცნაური ბიჭი ყოფილხარ, - გაუწყრა ქალი, - მეც კი მინდა ახლა, რომ სახლში თბილად ვიყო, ძალიან შემცივდა.

- სახლი ხომ ხაჭაპური არ არის? - გაუკვირდა ბიჭს.

- ხაჭაპური კი არა, გათბობა მინდა, მცივა, მაგრამ უნდა მოვითმინო. იცი, გმირები რატომ არიან გმირები? - განაგრძო ქალმა, - იმიტომ, რომ ყველაფრის მოთმენა შეძლეს: შიმშილისაც, სიცივისაც, წყურვილისაც, ყველანაირი გაჭირვებისა, თანაც მტერს ებრძოდნენ! კინოში, ტელევიზორში ხომ გინახავს ბრძოლა?

- მინახავს.

- ძალიან კარგი, აი, ამას ვამბობ სწორედ! ყველაფერს ითმენდნენ, თავს სწირავდნენ. შენ კი...

- მე ხომ გმირი არა ვარ?

- შენ გგონია, თუკი შეგნებული, კეთილი ბიჭი იქნები, გმირობად არ ჩაგეთვლება?

- მე კეთილი ვარ! - ამაყად თქვა ბიჭმა.

- მერე, ბებიას რომ აწუხებ, ეს სიკეთეა? თანაც ასე ცივა, ქარი ქრის.

- აღარ შევაწუხებ, - მოტყდა ბიჭი და თავი ჩაღუნა.

- ყოჩაღ! ეს მართლა ჭკვიანი ბიჭი ყოფილა! - შეაქო ქალმა.

- კარგი ბიჭია, კარგი, - ბებიამ თავზე ხელი გადაუსვა შვილიშვილს. ამასობაში სახლამდეც მიაღწიეს. ბებიამ ბიჭს უთხრა:

- დეიდას მადლობა გადავუხადოთ ასეთი კარგი საუბრისთვის და დავემშვიდობოთ.

- ნახვამდის, გმადლობთ, - სერიოზულად თქვა ბიჭმა და თავი ღიმილით დაუკრა. ქარი კი ისევ მაღლა-მაღლა მიაფრიალებდა ყვითელ ფოთლებს.

იმ ღამეს ბიჭმა სიზმარი ნახა: ვითომ ომში იყო, ჯარისკაცებს ბებიას გამომცხვარ ცხელ-ცხელ ხაჭაპურებს ურიგებდა, თვითონ კი ხელსაც არ აკარებდა, რადგან მებრძოლებს ისედაც აკლდათ საჭმელ-სასმელი... მერე აქეთ-იქით ზათქით სკდებოდნენ ყუმბარები, თვითონ, როგორც გმირს შეეფერება, არაფრის ეშინოდა და იერიშზე გადასულ მეომრებს, დროშით ხელში, მხარდამხარ მისდევდა. გუგუნებდნენ თვითმფრინავები და ტანკები, ქუხდნენ ქვემეხები...

ბიჭი ხმაურმა გამოაღვიძა.

ოთახი სარკმლიდან შემოსულ მზის ნათელს აევსო. შუა ქუჩაში ბავშვები ომობანას თამაშობდნენ...

მზია ხეთაგური

ბავშვებო!
მაცხოვარი გვასწავლის: "უარყავ თავი შენი..." რას ნიშნავს თავის უარყოფა? - ეს ნიშნავს თვითნებობის უარყოფას, საკუთარი სურვილების მოთოკვას, რადგან ამის გარეშე შეუძლებელია ჩვენი სულიერი გადარჩენა.

ყმაწვილობიდანვე უნდა ვიზრუნოთ, დავამარცხოთ სურვილები და ჩვენი ნება, აზრები და მოქმედებები მივმართოთ იქით, რომ ღვთის თვალში მოსაწონი გავხდეთ და ამასთანავე უფროსები არ განავაწყენოთ ჩვენი ჭირვეულობით. სწორედ ეს არის ღვაწლი, რომელიც შეიცავს: მარხვას, თავშეკავებას, სიფხიზლეს, მუხლმოდრეკას, ლოცვას... სწორედ პატარ-პატარა სურვილების ძლევით იწყება გზა დიდი გამარჯვებებისაკენ, რომელსაც მიაღწიეს ძლევამოსილმა გმირებმა, წმინდანებმა. უფალს ვიწრო კარიბჭით შევყავართ სასუფეველში. წმინდა მამები გვმოძღვრავენ: "გაწვრთენით თქვენი გულები, იბეჯითეთ ყოველგვარი სახის თავშეკავებაში და მიიღებთ ძვირფას ძღვენს - ღვთის სიყვარულს თქვენდამი!"
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
22.02.2021
10 წლის მარიამ პაქსაშვილის ჩანახატი

ჩიტები ჟღურტულებენ... მათ ჭიკჭიკზე მეღვიძება... ჯერ კიდევ ძილ-ბურანში ვარ,
07.01.2010
(ლეგენდა)
ალბათ ყველას გიყვართ საშობაო ნაძვის ხე და გიხარიათ მისი მორთვა-მოკაზმვა, მაგრამ ის თუ იცით, რატომ ვრთავთ ყოველთვის მაინცდამაინც ნაძვს და არა რომელიმე სხვა ხეს? არა?
25.12.2008
წმინდა სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიელი ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს უახლოესი თანაშემწენი იყვნენ. მათ წმინდა ნინოსთან ერთად უამრავი ჭირი და განსაცდელი გადაიტანეს ქრისტეს სარწმუნოების გასავრცელებლად.
25.12.2008
მიტრა - უფლის გვირგვინის სიმბოლო
მღვდელს ერთგული მსახურებისთვის მიტრის ტარების პატივითაც აჯილდოებენ. ეს პატივი ყველა მღვდელმთავარს აქვს.
25.12.2008
პირველ ხელნაწერ "ვეფხისტყაოსანს" ჩვენს დრომდე არ მოუღწევია. ყველაზე ძველი ტექსტის ხელნაწერი XVII საუკუნისა ყოფილა, თუმცა ზოგიერთ, კიდევ უფრო ძველ ხელნაწერებზე შემორჩენილია "ვეფხისტყაოსნის" ნაწყვეტები.
25.12.2008
კუზიანი მონაზონი, რომელსაც ანგელოზის სული ჰქონდა
ვიცი, დიდ სამებაში აუცილებლად იქნები ნამყოფი, მაგრამ თბილისში კიდევ არის წმინდა სამების სახელობის ტაძრები. მათგან ერთ-ერთი ეროვნული ბიბლიოთეკის სიახლოვესაა...
25.12.2008
მსოფლიოს უდიდესი მუზეუმები
ჩემო ცნობისმოყვარე მკითხველო, "მუზეუმი" მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან "მუზეიონ". ძველ საბერძნეთში ეს სიტყვა აღნიშნავდა ადგილს, რომელსაც ხელოვნების მფარველი ქალღმერთები იცავდნენ.
25.12.2008
ჭია, ჭია-მაია
სისხლის ცრემლები
ჩემო პატარა მეგობარო, ცხოველების უმრავლესობა გარემო პირობებს ადვილად ეგუება - ზოგი ნაირგვარადაა შეფერილი, გარემოს ეხამება და ამის წყალობით საიმედოდაა დაცული მტრის თავდასხმისგან;
25.12.2008
"თეკლეს ახალწელიწადი"
საშინლად ჰყინავს, საშინლად. დედამიწას სულ რაკარუკი გაუდის. მოკრიალებული ცა ვარსკვლავებით არის მოჭედილი, მხოლოდ ჭირხლმოკიდებული მთვარე პირბადეჩამოფარებული პატარძალივით ინაზება და მკრთალ ნათელსა ჰყრის ქვეყანაზე.
25.12.2008
საქართველოს გაძლიერებას, მის მისწრაფებას დაებრუნებინა ბიზანტიის მიერ მიტაცებული ქართველური ტომებით - ლაზებით დასახლებული შავი ზღვის სამხრეთ სანაპირო, რუმის (დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე არსებული თურქულ-სელჩუკური სახელმწიფო) სულთან რუქნადინის შეშფოთებას იწვევდა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat