საბავშვო მოთხრობა
საბავშვო მოთხრობა
დარბაისელი ვანო
აპრილის მშვენიერი საღამო იყო. არავის ოთახში გული აღარ უდგებოდა, ყველა კარში მიილტვოდა გაზაფხულის მზეზედ გასათბობად.

- ვანო, წამო ეზოში ბურთი გავაგოროთ, თვალხუჭობანა ვითამაშოთ! - ეღიჯინებოდნენ ელო და კოტე თავის უფროს ძამიას, ათი წლის ვანოს, რომელიც ფანჯარასთან იჯდა და წიგნს ჩაჰკირკიტებდა.

- დამეკარგეთ! - მეცნიერებით თავგამოდებული უტევდა ვანო და-ძმას, - ვერ ხედავთ, რეგვენებო, რომ მათემატიკას ვსწავლობ?

- მატი... ტი... კა მელე, მელე! - არ ეშვებოდა ექვსი წლის ენაჩლუნგი ელო უფროს ძმას, - ლოცა სანთელს აანთებენ... ეხლა ყველა ეზოში წამო, წამო ვიბურთაოთ, - და თან მეცნიერ ძმას წინ გადაშლილ წიგნზედ ხელს უფარებდა.

- ციც, მატრაკვეცა, ნუ მიშლი! არ გესმის, გაკვეთილს ვიზეპირებ?! - კვლავ შეუტია ვანომ დას, მერე დოინჯები შემოიყარა, მრისხანე შეხედულება მიიღო და ფეხები დაუბრაგუნა კოტეს, რომელიც ხალათის კალთით ეწეოდა ძმას გარეთ გასასვლელად.

ცოტა მოშორებით ბავშვების მამა, გიორგი ნაცვლიშვილი, მაგიდასთან იჯდა, გაზეთს კითხულობდა და ცალის თვალით და ყურით შვილებს ყურს უგდებდა და იღიმებოდა.

გავიდა დიდმარხვა. დადგა აღდგომის შაბათი. ნაცვლიაანთ სახლში დიდი სამზადისი იყო. აღდგომის მისაგებებლად დედა და მოსამსახურე დედაკაცი - ნენე წითელ კვერცხებს ღებავდნენ, პასკებს აცხობდნენ, ბატკანს სწვავდნენ, ქათმებს ხარშავდნენ. მამიდა ნინო სააღდგომო ზიებს - ახალ ტანისამოსს ღილებსა და ჯიბეებს აკერებდა. მამა კი სასეირნოდ წავიდა. წასვლის დროს ვანოს უთხრა:

- მოდი, მე და შენ ქალაქგარეთ წავიდეთ, მწვანე ველ-მინდორზე გავინავარდოთ.

- მე წიგნს ვკითხულობ, არ მცალიან! - მამასაც გაბერვით, მედიდურად მიუგო ვანომ, - სასეირნოდ სიარული ნააღდგომევსაც მეყოფა.

- ძლიერ კარგი, ფილოსოფოსო! - თავის გაქნევით უთხრა მამამ უდროოდ დამზნილს შვილს და გაშორდა.

***
საღამო ჟამს, როდესაც ყოველ სამზადისს მორჩნენ, სანთლები აანთეს. მამა ოთახში გავიდა. მალე იქიდან ქაღალდის დიდი ყუთი გამოიტანა და მაგიდაზედ დადგა.

ბავშვებმა თვალები აჭყიტეს, ცმუკვა დაიწყეს და პირზედ სიხარულის ღიმილი გამოესახათ.

- ლა ალი მაგ ყუთში? - ცნობისმოყვარეობით შეეკითხა პატარა ელო მამას, - აბა, თავი ახადე, მაჩვენე!

- არ შეიძლება, - უთხრა მამამ, - შიგ ჩიტია დამწყვდეული და ამოფრინდება.

- ჩიტი? ჩიტი! - შეჰყვირა ელომ და ზეზე წამოხტა.

- აბა, ჩამახედე, გენაცვა, მამილო! ისე ოდნავ ავხდი, რომ ჩიტმა ვერც კი გაიგოს. მხოლოდ ჩავხედავ... - მოუთმენლად დაუწყო კოტემ მამას თხოვნა. ვანო კი გაუნძრევლად იჯდა თავის სკამზედ, თითქოს ჩიტის ნახვა იმას კი არ უნდოდა, მაგრამ დიდობანას თამაშობა უყვარდა და ითმენდა, ხმას არ იღებდა, არ უნდოდა, და-ძმას ცნობისმოყვარეობაში გაამხანაგებოდა.

- აბა, მართლა, რა გაქვს მაგ ყუთში? უჩვენე რაღა, ნუ გადაღალე ბავშვები, - შეეხმაურა ცოლი გაჩუმებულ გიორგის და ყუთის თავს ხელი წაავლო ასახდელად.

- არა, არ იქნება! მე მინდა, ვანომაც გამოიჩინოს ცნობისმოყვარეობა, - მიუგო ქმარმა.

- მე ბალღი არა ვარ, - კვლავ გაბღენძით სთქვა ვანომ და არც კი შეინძრა, პირიქით, წარბები უფრო შეიკრა.

- მართალია, მართალი! შენ ძლიერ დიდი ვინმე ხარ. დიდი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი, შენ როგორ შეგფერის ამსუბუქება! - დაცინვით უთხრა მამამ ვანოს და ყუთს თავი ახადა.

- აი, ელენე, ეს ლამაზი შაქრის კვერცხი შენა. ხედავ, შიგ რეებია გამოსახული? იესო ქრისტე ხელში ბაირაღით, ფეხქვეშ ლამაზი გაზაფხულის ყვავილები უშლია, - ალერსით უთხრა მამამ პატარა გოგონას და ვეებერთელა შაქრის კვერცხი მისცა.

კვერცხი შაქრის ყვავილებით და ალისფერი ბაბთით იყო მორთული. გვერდში დილშუშა ჰქონდა ფანჯარასავით ჩასმული და შუშიდან კვერცხის გამოფუღრულში მოსჩანდა მშვენიერი სურათი. ელომ კვერცხი დაჰკოცნა, გულში ჩაიკრა და სიხარულით დედასთან მიირბინა.

- დედიკო, დედიკო! ნახე, ნახე, მამამ ლა მომიტანა! ლა ლამაზია! შიგ ლა ზის, დაინახე!

- აი, ეს ბატკანი, ხუჭუჭატყაოსანი, წითელსაყელოსანი, შენთვის მიჩუქებია, - ახლა კოტეს მიუბრუნდა მამა, - შენ ხომ იცი, რომ აღდგომას ყოველთვის ბატკნით მიესალმებიან ხოლმე და აი, შენც ბატკნით ისიამოვნე.

- დედილო, დედილო! ერთი ნახე, როგორი ბატკანია, - ახლა კოტე მივარდა დედას, - შაქრისა კი არ არის, ნამდვილი მატყლის ტყავი აქვს. თვალებიც ჭრელები უსხედან, ფეხებზედაც ძვლის ჩლიქები ასხია. ჩლიქებქვეშ გოგორები! აბა, გავატარო! ოხ, ოხ! რარიგ დაბზრიალობს. ელო, ელო! უყურე. ვანო, ვანო, აბა, ნახე, ბიჭო, რა კარგია! შენი ჭირიმე! - სიხარულით ხტოდა კოტე და ლამაზ ბატკანს ყველას უჩვენებდა.

ვანო თვალებს აცეცებდა, გული უფანცქალებდა, მოუთმენლად ელოდა თავის სააღდგომო საჩუქარს, მაგრამ არ ინძრეოდა, არ ჰკარგავდა თავის ვითომ დარბაისლობას და ხმას არ იღებდა. მამაც ჩუმად შეჰყურებდა. დედა კი ისე გააოგნეს ელომ და კოტემ, რომ ვანო და მისი საჩუქარი სულ დაავიწყდა.

- მე? მე კი არაფერი? - ბოლოს ვეღარ მოითმინა პატარა მეცნიერმა და ღრიალი დაიწყო.

- შენ? ოჰ, შენთვისაც არის საჩუქარი, ჩემო ბრძენო! აი, ინებე! - და მამამ დიდის ამბით გადასცა პატარა ვანოს დიდი, შავკაზმიანი და ოქროს ვარაყით წარწერილი "არითმეტიკული ამოცანები".

- ამოცანები! აღდგომას ამოცანები! ვაი, დედა, ვაი! - კვლავ შეჰღრიალა ვანომ და ეხლა კი ნამდვილ ბავშვურად დედის კალთაში დაღვარა ცხარე ცრემლები.

- რად ტირი, ჩემო ძვირფასო? - ალერსით უთხრა დედამ, - შენ აკი წიგნი ყველაფერს გირჩევნია! წიგნიც კარგი რამ არის, მაგრამ ყველას თავისი დრო აქვს და ამითი ამაყობა არავის შეჰფერის, მეტადრე შენისთანა პაწაწინას.

ეკატერინე გაბაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
22.02.2021
10 წლის მარიამ პაქსაშვილის ჩანახატი

ჩიტები ჟღურტულებენ... მათ ჭიკჭიკზე მეღვიძება... ჯერ კიდევ ძილ-ბურანში ვარ,
07.01.2010
(ლეგენდა)
ალბათ ყველას გიყვართ საშობაო ნაძვის ხე და გიხარიათ მისი მორთვა-მოკაზმვა, მაგრამ ის თუ იცით, რატომ ვრთავთ ყოველთვის მაინცდამაინც ნაძვს და არა რომელიმე სხვა ხეს? არა?
25.12.2008
წმინდა სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიელი ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს უახლოესი თანაშემწენი იყვნენ. მათ წმინდა ნინოსთან ერთად უამრავი ჭირი და განსაცდელი გადაიტანეს ქრისტეს სარწმუნოების გასავრცელებლად.
25.12.2008
მიტრა - უფლის გვირგვინის სიმბოლო
მღვდელს ერთგული მსახურებისთვის მიტრის ტარების პატივითაც აჯილდოებენ. ეს პატივი ყველა მღვდელმთავარს აქვს.
25.12.2008
პირველ ხელნაწერ "ვეფხისტყაოსანს" ჩვენს დრომდე არ მოუღწევია. ყველაზე ძველი ტექსტის ხელნაწერი XVII საუკუნისა ყოფილა, თუმცა ზოგიერთ, კიდევ უფრო ძველ ხელნაწერებზე შემორჩენილია "ვეფხისტყაოსნის" ნაწყვეტები.
25.12.2008
კუზიანი მონაზონი, რომელსაც ანგელოზის სული ჰქონდა
ვიცი, დიდ სამებაში აუცილებლად იქნები ნამყოფი, მაგრამ თბილისში კიდევ არის წმინდა სამების სახელობის ტაძრები. მათგან ერთ-ერთი ეროვნული ბიბლიოთეკის სიახლოვესაა...
25.12.2008
მსოფლიოს უდიდესი მუზეუმები
ჩემო ცნობისმოყვარე მკითხველო, "მუზეუმი" მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან "მუზეიონ". ძველ საბერძნეთში ეს სიტყვა აღნიშნავდა ადგილს, რომელსაც ხელოვნების მფარველი ქალღმერთები იცავდნენ.
25.12.2008
ჭია, ჭია-მაია
სისხლის ცრემლები
ჩემო პატარა მეგობარო, ცხოველების უმრავლესობა გარემო პირობებს ადვილად ეგუება - ზოგი ნაირგვარადაა შეფერილი, გარემოს ეხამება და ამის წყალობით საიმედოდაა დაცული მტრის თავდასხმისგან;
25.12.2008
"თეკლეს ახალწელიწადი"
საშინლად ჰყინავს, საშინლად. დედამიწას სულ რაკარუკი გაუდის. მოკრიალებული ცა ვარსკვლავებით არის მოჭედილი, მხოლოდ ჭირხლმოკიდებული მთვარე პირბადეჩამოფარებული პატარძალივით ინაზება და მკრთალ ნათელსა ჰყრის ქვეყანაზე.
25.12.2008
საქართველოს გაძლიერებას, მის მისწრაფებას დაებრუნებინა ბიზანტიის მიერ მიტაცებული ქართველური ტომებით - ლაზებით დასახლებული შავი ზღვის სამხრეთ სანაპირო, რუმის (დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე არსებული თურქულ-სელჩუკური სახელმწიფო) სულთან რუქნადინის შეშფოთებას იწვევდა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat