პაპა იოსების ამბავი
პაპა იოსების ამბავი
გამარჯობა, მეგობარო! აღარ გეტყვი, პატარავ-მეთქი, რადგან ჩემს ნამდვილ მეგობრად მიგიჩნევ, მეგობრობაში კი ასაკს, აბა, რა მნიშვნელობა აქვს?

ძალიან მიყვარს და მსიამოვნებს შენთვის წერა და მინდა, შენმა ხმამაც მოაღწიოს ხოლმე ჩემამდე, მეგობრობა და ურთიერთობა ხომ ორმხრივია. თუ ამ უცნობ მოწამეთა საოცარმა ცხოვრებამ დაგაინტერესა, რაიმე კითხვა ან სათქმელი გაგიჩინა, მომწერე და ვისაუბროთ, იცოდე, რომ ამით გამახარებ და დამეხმარები.

იმედია, გულზე მოგხვდა უსაყვარლესი თეთრწვერა მოხუცი ეპისკოპოსის, ალექსი გერსამიას ტრაგიკული ამბავი, ამას წინათ რომ გიამბე. შეიძლება, ნახე კიდეც მისი საფლავი სიონის ეზოში და სანთელიც დაუნთე. თუ ასეა, იცოდე, რომ გაახარე მისი სული და მამა ალექსის ლოცვა-კურთხევაც წამოგყვა უხილავად. თუ მამა ალექსისნაირი ადამიანების წმინდა საფლავებს იპოვი, შენთვის გულში გამოსთხოვე ლოცვა-კურთხევა. ისინი ზეცის მოქალაქენი არიან, წმინდანები, უფლისთვის სათნონი, ამიტომ მათ ლოცვა-კურთხევას დიდი ძალა აქვს. დრო გავა და ამაში თავადვე დარწმუნდები.

ამჯერად მამა იოსებ მირიანაშვილზე მინდა მოგითხროთ.

მის ფოტოებს რომ დახედავთ, აუცილებლად შეამჩნევთ, რა საოცარ შუქს აფრქვევს მოხუცი მოძღვრის უსათნოესი სახე.

დეკანოზ იოსებ მირიანაშვილის ამბავი მისმა შვილიშვილმა, პროფესორმა ავთანდილ კვიტაშვილმა მიამბო. მითხრა, რომ გაელვებასავით დაამახსოვრდა, როგორ ეთამაშებოდა პაპა იოსები ფანერისგან გამოჭრილი ნაცრისფერი კურდღლით. აი, ამ ფოტოზე მოღიმარი პაპა იოსებიც ჩანს, ბატონი ავთანდილიც, რომელიც მაშინ ძალიან პატარა ბიჭი იყო და ის ნაცრისფერი კურდღელიც.

ამ ფოტოს გადაღებიდან ცოტა ხანში, 1937 წელს, პაპა იოსები სხვა ცნობილი სასულიერო პირების მსგავსად დახვრიტეს. აი, რა გვიამბო ბატონმა ავთანდილმა: - მხოლოდ იმიტომ ავიწროებდნენ პაპა იოსების შვილებს და შვილიშვილებს, რომ მღვდლის შთამომავლები იყვნენ, დედასაც და დეიდასაც სწორედ ამ მიზეზით უპირებდნენ სკოლიდან გარიცხვას. პაპა იოსები რამდენჯერმე დააპატიმრეს. იგი იმ დროის გამორჩეული სასულიერო პირი გახლდათ, ძალიან განათლებული, მდიდარი ბიბლიოთეკაც ჰქონდა.

1924 წელს, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთელი სინოდი, პატრიარქ ამბროსი ხელაიასთან ერთად, ციხეში გამოამწყვდიეს, პაპა იოსებიც მათთან ერთად იყო. საქართველოს ეკლესიის საგანძური, რომელიც პაპამ ფარულად თავისი ხელით აღწერა, ქართველმა სამღვდელოებამ კომუნისტებს დაუმალა. სწორედ ამ საგანძურის ქურდობას აბრალებდნენ წმინდა სინოდს. პაპა იოსებს უთქვამს, - ქურდობა რომ მნდომოდა, განა საკუთარი ხელით აღვნუსხავდიო? კომუნისტებმა მაშინ სამარცხვინო "საჩვენებელი" სამსჯავრო მოუწყვეს ქართველ სასულიერო პირებს და როგორც ავაზაკები, ისე გაასამართლეს.

ამ საგანძურის ნაწილი ექვთიმე თაყაიშვილმა წაიღო საზღვარგარეთ, საიდანაც წლების შემდეგ უკლებლივ დაუბრუნდა საქართველოს, ნაწილი კი პაპა იოსებმა დიდუბის ტაძრის სამალავში გადაიტანა (პაპა იოსები დიდუბის ტაძრის წინამძღვარი გახლდათ), მაგრამ ვიღაცამ გასცა და ეს განძი სამუდამოდ დაიკარგა.

პაპა იოსები 1868 წელს დაბადებულა, თბილისის სასულიერო სემინარია დაუმთავრებია, მსახურობდა აღმზრდელად თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში, წირავდა სხვადასხვა ტაძარში. ძალიან უკომპრომისო, მართალი, პატიოსანი და განათლებული კაცი იყო. ისეთი ქადაგება სცოდნია, მის მოსასმენად მთელი თბილისი მოდიოდა დიდუბის ტაძარშიო, - მიამბობდა ბებია.

ერთხელ აკადემიკოსმა კორნელი კეკელიძემ (კორნელი კეკელიძე ცნობილი ქართველი მეცნიერი გახლდათ, ღრმად მორწმუნე, ერთ დროს მამა იოსების დიაკვანი იყო) გვითხრა, - რომ არა მამა იოსები, მე, ალბათ, გაუნათლებელი დავრჩებოდიო.

პაპა იოსებზე კიდევ ის ვიცი, რომ ქიზიყში გაიზარდა და წიგნიერი მშობლების შვილი იყო.

ასეთივე ოჯახის შთამომავალი გახლდათ მისი მეუღლე, მანანა ნადირაშვილი.

პაპა იოსებს შვიდი შვილი ჰყავდა - ვლადიმერი, გოგი (რომელიც ბავშვობაში გარდაიცვალა), ნინო, ელისაბედი, ვერა, ნადეჟდა და დედაჩემი - ელენე.

პაპა ძალიან ნათელი კაცი იყო და ეს ნათელი მის შვილებსაც გადმოჰყვათ...
ბეჭდვაელფოსტა
16.01. 2015
Izo Barnovi
Nateli mis suls da yvela im wmindant vinc Saqartvelostvis,xalxis sulierebistvis igvwodnen.
სხვა სიახლეები
22.02.2021
10 წლის მარიამ პაქსაშვილის ჩანახატი

ჩიტები ჟღურტულებენ... მათ ჭიკჭიკზე მეღვიძება... ჯერ კიდევ ძილ-ბურანში ვარ,
07.01.2010
(ლეგენდა)
ალბათ ყველას გიყვართ საშობაო ნაძვის ხე და გიხარიათ მისი მორთვა-მოკაზმვა, მაგრამ ის თუ იცით, რატომ ვრთავთ ყოველთვის მაინცდამაინც ნაძვს და არა რომელიმე სხვა ხეს? არა?
25.12.2008
წმინდა სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიელი ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს უახლოესი თანაშემწენი იყვნენ. მათ წმინდა ნინოსთან ერთად უამრავი ჭირი და განსაცდელი გადაიტანეს ქრისტეს სარწმუნოების გასავრცელებლად.
25.12.2008
მიტრა - უფლის გვირგვინის სიმბოლო
მღვდელს ერთგული მსახურებისთვის მიტრის ტარების პატივითაც აჯილდოებენ. ეს პატივი ყველა მღვდელმთავარს აქვს.
25.12.2008
პირველ ხელნაწერ "ვეფხისტყაოსანს" ჩვენს დრომდე არ მოუღწევია. ყველაზე ძველი ტექსტის ხელნაწერი XVII საუკუნისა ყოფილა, თუმცა ზოგიერთ, კიდევ უფრო ძველ ხელნაწერებზე შემორჩენილია "ვეფხისტყაოსნის" ნაწყვეტები.
25.12.2008
კუზიანი მონაზონი, რომელსაც ანგელოზის სული ჰქონდა
ვიცი, დიდ სამებაში აუცილებლად იქნები ნამყოფი, მაგრამ თბილისში კიდევ არის წმინდა სამების სახელობის ტაძრები. მათგან ერთ-ერთი ეროვნული ბიბლიოთეკის სიახლოვესაა...
25.12.2008
მსოფლიოს უდიდესი მუზეუმები
ჩემო ცნობისმოყვარე მკითხველო, "მუზეუმი" მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან "მუზეიონ". ძველ საბერძნეთში ეს სიტყვა აღნიშნავდა ადგილს, რომელსაც ხელოვნების მფარველი ქალღმერთები იცავდნენ.
25.12.2008
ჭია, ჭია-მაია
სისხლის ცრემლები
ჩემო პატარა მეგობარო, ცხოველების უმრავლესობა გარემო პირობებს ადვილად ეგუება - ზოგი ნაირგვარადაა შეფერილი, გარემოს ეხამება და ამის წყალობით საიმედოდაა დაცული მტრის თავდასხმისგან;
25.12.2008
"თეკლეს ახალწელიწადი"
საშინლად ჰყინავს, საშინლად. დედამიწას სულ რაკარუკი გაუდის. მოკრიალებული ცა ვარსკვლავებით არის მოჭედილი, მხოლოდ ჭირხლმოკიდებული მთვარე პირბადეჩამოფარებული პატარძალივით ინაზება და მკრთალ ნათელსა ჰყრის ქვეყანაზე.
25.12.2008
საქართველოს გაძლიერებას, მის მისწრაფებას დაებრუნებინა ბიზანტიის მიერ მიტაცებული ქართველური ტომებით - ლაზებით დასახლებული შავი ზღვის სამხრეთ სანაპირო, რუმის (დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე არსებული თურქულ-სელჩუკური სახელმწიფო) სულთან რუქნადინის შეშფოთებას იწვევდა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat