მამა სამსონის ცხენს თვალებიდან ცრემლი გადმოსდინდა
მამა სამსონის ცხენს თვალებიდან ცრემლი გადმოსდინდა
ჩემო ძვირფასო პატარა მეგობარო!
ვიცი, ის ამბები, რომელთა მოთხრობაც გადავწყვიტე, ჩემსავით გულზე მოგხვდება და ბევრ რამეზე დაგაფიქრებს.

ისიც ვიცი, რომ თევდორე მღვდლის, ქეთევან წამებულის, თორნიკე ერისთავის, შუშანიკ დედოფლის, ცოტნე დადიანის, მეფე ლუარსაბის და სხვა უთვალავი ქართველი წმინდანის სახელი ბევრჯერ გაგიგონია, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, არაფერი გსმენია იმ წმინდანთა შესახებ, რომლებიც თითქმის ჩვენი თანამედროვენი არიან, არც ისე დიდი ხნის წინ - მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში, უმძიმეს დროს, ცხოვრობდნენ. ქართული ეკლესია სწორედ მათმა თავგანწირვამ გადაარჩინა.

ეჰ, შენ კი არა, სამწუხაროდ, ახალი დროის მოწამეთა შესახებ უფროსებმაც არაფერი იციან, არადა, მათ წინაშე ყველანი ვალში ვართ - ამ წმინდა ადამიანთა ღვაწლი და ლოცვები ხომ დღემდე გვიფარავს.

მოდი, მე და შენ ერთად ვეცადოთ, რაც შეიძლება მეტი შევიტყოთ მათზე და უფროს თაობასაც გავაცნოთ.

ჩვენი თხრობა ქართველ ახალმოწამეებზე მამა სამსონ მძინარაშვილით მინდა დავიწყო.

ახალგაზრდა მამა სამსონი 1938 წელს ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ დახვრიტა. თვეც არ იყო გასული, მისი ცხენი დარდით რომ მოკვდა - პატრონი უზომოდ უყვარდა, ამიტომ მასთან განშორება ვერ აიტანა, საკვებზე უარი თქვა და შიმშილით სული დალია.

ალბათ, უფროსებისგან რაღაც მაინც გსმენია 1937 წლის საშინელ ამბებსა და "წითელ ტერორზე", რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მაშინ უმძიმესი დრო იდგა, ახალგასაბჭოებულ საქართველოში ბოლშევიკური ხელისუფლება დაუნდობლად ანადგურებდა ყველაფერს, რაც ჩვენი სამშობლოსთვის ძვირფასი იყო: მიწასთან გაასწორეს ათასობით ეკლესია და მონასტერი; ტაძრებიდან გამოჰქონდათ სიწმინდეები, უძვირფასესი და უძველესი ქართული ხატები, საეკლესიო ნივთები, წმინდა წიგნები, ფეხით თელავდნენ, შეურაცხყოფდნენ და ამსხვრევდნენ, ოქრო-ვერცხლის ნივთებს კი ადნობდნენ და ძვირფას თვლებთან ერთად ყიდიდნენ; სასულიერო პირებს და მორწმუნეებს ხშირად მხოლოდ იმიტომ აწამებდნენ და ხოცავდნენ, რომ ღმერთის სახელის ხსენებას ბედავდნენ...

მამა სამსონი მათ შორის იყო, ვინც ყოველგვარი შეურაცხყოფა მოითმინა, რწმენაზე უარი ვერაფერმა ათქმევინა და ჩვენთვის მაგალითად იქცა.

მამა სამსონი ქართლში, სოფელ მოხისის ტაძარში მსახურობდა. ხელისუფლება გამუდმებით დევნიდა და წარამარა აპატიმრებდა: მოახლოვდებოდა თუ არა ბრწყინვალე აღდგომა, დაიჭერდნენ და საკანში ჩაამწყვდევდნენ, რომ ეკლესიის ზარები არ ჩამოერეკა, ხალხი ტაძარში არ მისულიყო და სააღდგომოდ უფალი არავის განედიდებინა. აღდგომა რომ ჩაივლიდა, მხოლოდ იმიტომ ათავისუფლებდნენ, რომ კარგად იცოდნენ, - ხალხს თავიანთი ახალგაზრდა მოძღვარი ძალიან უყვარდა და რომ არ გამოეშვათ, დიდ არეულობას გამოიწვევდნენ.

მამა სამსონს მკაცრად მოსთხოვეს: - მღვდლობაზე უარი უნდა თქვა, ანაფორა გაიხადო, ჯვარიც მოიხსნა, წვერი გაიკრიჭო, თორემ სიკვდილი არ აგცდებაო, მაგრამ მღვდელი ვერაფრით გატეხეს. პასუხობდა, - მე მორწმუნე კაცი ვარ, ყოველი ჩემი ნაბიჯი და საქციელი სხვებისთვის სამაგალითო უნდა იყოს, ვერც ღმერთს ვუღალატებ და ვერც ხალხს, ამიტომ ადექით და ახლავე მომჭერით თავი, მაშინ აღარც მღვდელი ვიქნები და აღარც წვერი მექნებაო...

ეს ფოტო მამა სამსონისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა - მაშინ გადაიღო, როცა ერთ-ერთი ბოლო დაპატიმრების შემდეგ შინ გამოუშვეს.

აი, რა გვიამბო მამა სამსონზე, მის ოჯახზე, მის ცხენსა და იმდროინდელ ამბებზე სამსონ მძინარაშვილის შვილიშვილმა, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა:

KARIBCHE- პაპა ყველას ძალიან უყვარდა, ეს სიყვარული კი თავისი წმინდა ცხოვრებით დაიმსახურა.

მამა სამსონი გორის რაიონის სოფელ დიცში დაიბადა 1894 წელს. იქვე დაქორწინდა და სამი შვილი შეეძინა: შოთა, მარიამი და რუსუდანი. პაპას იქაურ თავადთან, მაჩაბელთანაც უმეგობრია. როდესაც 1921 წელს ოსებსა და ქართველებს შორის კონფლიქტი მომხდარა, ოსებს მაჩაბლის ოჯახთან ერთად მამა სამსონიც გაუყვანიათ დასახვრეტად, მაგრამ ერთ-ერთი მოძალადე ოსის დედა, ღრმადმორწმუნე ქალი, მამა სამსონს გადაჰფარებია და უთქვამს: - თუ მღვდლის მოკვლას აპირებთ, ჯერ მე მომისწრაფეთ სიცოცხლეო და ასე გადაურჩენია მოძღვარი.

მოხისის მოხუცებულებს დღემდე ახსოვთ მამა სამსონი და მისი საოცრად ერთგული და ჭკვიანი ცხენი, რომელიც ისეთი უკარება ყოფილა, რომ სხვებს მხოლოდ მაშინ ისვამდა ზურგზე, თუ მამა სამსონი ყურში ჩასჩურჩულებდა. თურმე, ძალიან შორსაც რომ ყოფილიყო, თუ პაპა ჩურჩულით დაუძახებდა, გრძნობდა და მაშინვე გამორბოდა.

მამა სამსონი 1938 წელს, დიდ მარხვაში უკანასკნელად დააპატიმრეს - მთავრობამ ვერც მისი დაშინება შეძლო და ვერც მღვდლობაზე ათქმევინა უარი, ამიტომ მისი თავიდან მოშორება გადაწყვიტა...

პაპას უმცროსმა ვაჟმა, შოთამ, იმდენად განიცადა ეს ტრაგედია, რომ მამას გულსაკლავი მოთხრობა უძღვნა და თავის ძველ, გაცრეცილ რვეულში ჩაწერა. მამა სამსონის ცხენს კი, რომელმაც იგრძნო პატრონის გარდაცვალება, თურმე თვალებიდან ცრემლი გადმოსდინდა, დარდით პირი აღარაფერს დააკარა და რამდენიმე დღეში შიმშილით სული ამოხდა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
22.02.2021
10 წლის მარიამ პაქსაშვილის ჩანახატი

ჩიტები ჟღურტულებენ... მათ ჭიკჭიკზე მეღვიძება... ჯერ კიდევ ძილ-ბურანში ვარ,
07.01.2010
(ლეგენდა)
ალბათ ყველას გიყვართ საშობაო ნაძვის ხე და გიხარიათ მისი მორთვა-მოკაზმვა, მაგრამ ის თუ იცით, რატომ ვრთავთ ყოველთვის მაინცდამაინც ნაძვს და არა რომელიმე სხვა ხეს? არა?
25.12.2008
წმინდა სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიელი ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს უახლოესი თანაშემწენი იყვნენ. მათ წმინდა ნინოსთან ერთად უამრავი ჭირი და განსაცდელი გადაიტანეს ქრისტეს სარწმუნოების გასავრცელებლად.
25.12.2008
მიტრა - უფლის გვირგვინის სიმბოლო
მღვდელს ერთგული მსახურებისთვის მიტრის ტარების პატივითაც აჯილდოებენ. ეს პატივი ყველა მღვდელმთავარს აქვს.
25.12.2008
პირველ ხელნაწერ "ვეფხისტყაოსანს" ჩვენს დრომდე არ მოუღწევია. ყველაზე ძველი ტექსტის ხელნაწერი XVII საუკუნისა ყოფილა, თუმცა ზოგიერთ, კიდევ უფრო ძველ ხელნაწერებზე შემორჩენილია "ვეფხისტყაოსნის" ნაწყვეტები.
25.12.2008
კუზიანი მონაზონი, რომელსაც ანგელოზის სული ჰქონდა
ვიცი, დიდ სამებაში აუცილებლად იქნები ნამყოფი, მაგრამ თბილისში კიდევ არის წმინდა სამების სახელობის ტაძრები. მათგან ერთ-ერთი ეროვნული ბიბლიოთეკის სიახლოვესაა...
25.12.2008
მსოფლიოს უდიდესი მუზეუმები
ჩემო ცნობისმოყვარე მკითხველო, "მუზეუმი" მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან "მუზეიონ". ძველ საბერძნეთში ეს სიტყვა აღნიშნავდა ადგილს, რომელსაც ხელოვნების მფარველი ქალღმერთები იცავდნენ.
25.12.2008
ჭია, ჭია-მაია
სისხლის ცრემლები
ჩემო პატარა მეგობარო, ცხოველების უმრავლესობა გარემო პირობებს ადვილად ეგუება - ზოგი ნაირგვარადაა შეფერილი, გარემოს ეხამება და ამის წყალობით საიმედოდაა დაცული მტრის თავდასხმისგან;
25.12.2008
"თეკლეს ახალწელიწადი"
საშინლად ჰყინავს, საშინლად. დედამიწას სულ რაკარუკი გაუდის. მოკრიალებული ცა ვარსკვლავებით არის მოჭედილი, მხოლოდ ჭირხლმოკიდებული მთვარე პირბადეჩამოფარებული პატარძალივით ინაზება და მკრთალ ნათელსა ჰყრის ქვეყანაზე.
25.12.2008
საქართველოს გაძლიერებას, მის მისწრაფებას დაებრუნებინა ბიზანტიის მიერ მიტაცებული ქართველური ტომებით - ლაზებით დასახლებული შავი ზღვის სამხრეთ სანაპირო, რუმის (დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე არსებული თურქულ-სელჩუკური სახელმწიფო) სულთან რუქნადინის შეშფოთებას იწვევდა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat