დღის ლოცვა
დიდი შაბათი
ტროპარი: შუენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელი გვამი შენი, ქრისტე და არმენაკითა წმინდითა წარგრაგნა, სუნელებითა შემურვილი, ახალსა საფლავსა დაგდვა.
ტროპარი: რაჟამს შთახედ საფლავად ცხოვრებაი ეგე უკვდავი, მაშინ ჯოჯოხეთი შეაძრწუნე ელვითა მით ღმრთაებისა შენისათა, ხოლო რაჟამს მკვდარნი ქუესკნელით აღმოიყვანენ, მაშინ ყოველნი ძალნი ცათანი ღაღადებდენ: ცხოვრებისმომცემელო ქრისტე ღმერთო, დიდებაი შენდა.
ტროპარი: მენელსაცხებელთა დედათა საფლავსა ზედა ანგელოზი უღაღადებდა: ნელსაცხებელი მოკუდავთათვის სახმარ არს, ხოლო ქრისტე ხრწნილებისაგან უცხო იქმნა.
კონდაკი: რომელმან დაჰხშნა უფსკრულნი მკვდრად იხილვების, მურითა და ალოითა შემურვილი, საფლავსა დაიდების წარგრაგნილი სუდარითა, ვითარცა მკვდარი, უკვდავების მომცემელი, და დედანი ნელსაცხებლისა მიმღებელნი საფლავსა მისსა ზედა გოდებით ღაღადებდეს: ესე დღე უფროსად კურთხეული შაბათისა წმიდა, რომელსა ქრისტესა ღმერთსა, ვითარცა რა ძილისაგან, აღდგომაი ნებავს საფლავისაგან მესამესა დღესა.
ღირსი ტიტე საკვირველმოქმედის კონდაკი:
მსოფლიონი შფოთნი დაუტევენ და მყუდროებით ცხორებაი შენი განვლე, ბრძენო, და მიხვედ ღმრთისა მიმართ, საკვირველმოქმედო მამაო ჩვენო, ღირსო ტიტე.