ძველი სტილი
16 თებერვალი
ოთხშაბათი
ახალი სტილი
1 მარტი
დიდი მარხვის პირველი შვიდეული. ოთხშაბათი. ხმა 4.
მძიმე მარხვა მძიმე მარხვა
მოწამეთა: პამფილე, უალენტი, პავლე, პორფირი, სელევკო, თეოდულე, ივლიანე და ხუთთა მეგვიპტელთა: ელიასი, იერემიასი, ესაიასი, სამოელისა და დანიელისი (307-309); მოწამეთა სპარსელთა მარტიროპოლს ვნებულთა (IV) და ღირსისა მარუთასი, მესოპოტამიელი ეპისკოპოსისა (დაახლ. 422); ფლავიანე აღმსარებელისა, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (449-ის შემდეგ); მოწამისა ტანკოსი, ვერდენის ეპისკოპოსისა, შოტლანდიელისა (815); წმინდა ღირსმოწამე რომანოზი (+1694); წმინდა მაკარი მოსკოვის მიტროპოლიტი (+1926) ; ნეტარი მარიამ ახალი, ვიზიელი, თრაკიიდან (IX); ღირსი ფლაბიანე, ანტიოქიელი მთავარეპისკოპოსი (+404) ; მღვდელმოწამეები მიქაელ ნიკოლოგორი და პავლე კოსმინკოვი (1938); ღირსი ფლაბიანე განდეგილი (IV); კვიპროსის ღვთისმშობლის ხატი
დღის ლოცვა
მოწამეთა: პამფილე ხუცისა, ვალენტი დიაკონისა, პავლესი, პორფირისა, სელევკისა, თეოდულესი, ივლიანესი, სამოელისა, ელიასი, დანიელისა, იერემიასი და ისაიასი კონდაკი:
წინამდებარეთა საშინელთა სატანჯველთა რა ხედევდით, ახოვანო მოწამენო, უშიშითა გონებითა სიხარულით იხარებდით და არა იურვოდით ხორცთათვის, რომლისცათვისცა დაიმკდირეთ საუკუნო დიდებაი და მარადის ევედრებით ჩუენთვის ღმერთსა, რომელნი ვაქებთ ღუაწლთა თქუენთა.
დღის საკითხავი სახარება
ლიტურგია პირველშეწირულისა.

VI ჟამზე: ეს. 2: 3-11.
მწუხრზე: დაბ. 1: 24 - 2: 3. იგავ. 2: 1-22.



ეს. 2: 3-11.

3. დაიძრება უთვალავი ხალხი და იტყვის: მოდი, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის სახლში; გვასწავლოს თავისი გზები და მისი ბილიკებით ვიაროთ, რადგან რჯული სიონიდან გამოვა და უფლის სიტყვა – იერუსალიმიდან. 4. სამართალს განიკითხავს იგი ერებს შორის და ამხილებს უთვალავ ხალხებს; მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან – ნამგლებს, ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარავინ ისწავლის ომს. 5. ჰოი, იაკობის სახლო! მოდით და უფლის ნათელში ვიაროთ! 6. მაგრამ შენ მოიკვეთე შენი ერი, იაკობის სახლი, რადგან აღმოსავლეთით ავსებულან ისინი და ჯადოქრობით ფილისტიმელთა მსგავსად; უცხო თესლთა შვილებთან გადასკვნილან. 7. ავსებულა მათი ქვეყანა ოქრო-ვერცხლით და ბოლო არ უჩანს მათ საგანძურებს; ავსებულა მათი ქვეყანა ცხენებით და ბოლო არ უჩანს მათ ეტლებს. 8. ავსებულა მათი ქვეყანა კერპებით და ეთაყვანებიან საკუთარ ნახელავს, რაც მათმა თითებმა გამოძერწა. 9. დამცირდა ადამიანი, დამდაბლდა კაცი, შენ კი არ პატიობ მათ. 10. კლდეში შეასწარ, მიწაში ჩაემალე უფლის ზარტეხილს და მისი სიდიადის ელვარებას! 11. დამდაბლდებოდა ადამიანის ამაყი მზერა და კაცთა მედიდურება დამცირდება, მხოლოდ უფალი იქნება მაღალი იმ დღეს!


შესქ. I: 24 _ 2: 3

24. თქვა ღმერთმა: წარმოშვას მიწამ სულდგმული თავთავისი გვარისდა მიხედვით – პირუტყვი, ქვემძრომი და მიწის მხეცები თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე. 25. გააჩინა ღმერთმა ნადირი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, საქონელი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით და ქვემძრომი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო. 26. თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს. 27. შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. 28. აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს. 29 . თქვა ღმერთმა: აჰა, მომიცია თქვენთვის ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რაც კი დედამიწის ზურგზეა, და ყოველი ნაყოფიერი ხე, თესლის მთესველი. ეს იყოს თქვენი საზრდო. 30. მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყველა ქვემძრომს, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას, მწვანე ბალახი ჰქონდეს საჭმელად. და იქმნა ასე. 31. დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც გააჩინა, და აჰა, ძალიან კარგი იყო. იყო საღამო, იყო დილა – მეექვსე დღე.

1. გასრულდა ცა და მიწა მთელი მათი მორთულობითურთ. 2. გაასრულა ღმერთმა მეექვსე დღეს თავისი საქმე, რაც გააკეთა, და დაისვენა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისგან, რაც გააკეთა. 3. აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმიდაჰყო იგი, რადგან ამ დღეს დაისვენა ღმერთმა ყოველი საქმისგან, რასაც ქმნიდა ღმერთი და აკეთებდა.

იგავ. 2: 1-22

1. რატომ ბობოქრობენ ხალხები და ერები ესწრაფიან ამაოებას? 2. ამქვეყნიური მეფეები ამხედრებულან და შეთქმულან წარჩინებულნი უფლის წინააღმდეგ, და მის ცხებულზე გალაშქრებულან. 3. დავგლეჯთ მათს სადავეებს და მოვიშორებთ მათს ხუნდებსო. 4. მკვიდრი ზეცისა გაიცინებს, უფალი აბუჩად აიგდებს მათ. 5. მაშინ ეტყვის მათ თავისი რისხვით და თავისი გულისწყრომით შეაძრწუნებს: 6. მე ვაკურთხე მეფე ჩემი სიონზე – ჩემს წმიდა მთაზე. 7. გაუწყებთ უფლის კანონმდებლობას: უფალმა მითხრა: ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ; 8. მთხოვე და მოგცემ ხალხებს სამემკვიდროდ, ხოლო ქვეყნის კიდეებს – სამკვიდრებლად. 9. შენ დალეწავ მათ რკინის კვერთხით, მეთუნის ჭურჭელივით დაამსხვრევ. 10. ახლა კი გონს მოდით, მეფენო! განისწავლენით, ქვეყნის მსაჯულნო! 11. ემსახურეთ უფალს შიშით და შეჰღაღადეთ თრთოლვით. 12. ეამბორეთ ძეს, რომ არ განრისხდეს იგი და არ დაიღუპოთ გზაში, რადგან მალე აღიგზნება რისხვა მისი. ნეტარ არს ყველა, ვინც მასზეა მინდობილი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი ისე იოანე ზედაზნელის მოწაფე და თანამოღვაწე გახლდათ. ერთხანს ზედაზნის მონასტერში ცხოვრობდა, შემდეგ კი - წილკნის საეპისკოპოსო კათედრას განაგებდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat