წმიდისა დიდებულისა, ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა მათესი (60); მართლისა ფულბიანესი, წმიდა ნათლისღებით მათესი, ეთიოპიელი მთავრისა (I);
წმიდისა მღვდელმოწამისა ფილუმენისა;
წმინდა ტიტე, ბოსტრის ეპისკოპოსი (IV);
წმინდა ევქარი, ლიონელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 449);
მღვდელმოწამე იპატი, ღანგრის ეპისკოპოსი (IV); აფრიკელი მოწამენი: რუფინი, მარკოზი, ვალერი და მეგობარნი მათნი; წმინდა მოწამე ორიკლი; ღირსი ოტმარ შვეიცარიელი (+759); წმინდა ლუბინ ფრისლანდიელი ნიდერლანდელი, (+773) მართალი ვალტგერ (ვალტერ) დონბერგელი (საქსონიელი, +825);
ღირსი სერგი მალოპინიჟელი (+1585); მღვდელმოწამე თეოდორე კოლეროვი, მოწამეები: ნანია ბოიკოვი, მიქაელ ბოლდაკოვი (+1929); მღვდელმოწამენი: იოანე ცვეტკოვი, ნიკოლოზ ტროიცკი, ვიქტორ ვორონოვი, ვასილი სოკოლოვი, მაკარი სოლოვიოვი, მიქაელ აბრამოვი (+1937); ღირსმოწამე პანტელეიმონი (არჯნელი), (+1937); მოწამე დიმიტრი(+1938).
დღის ლოცვა
დიდებულისა, ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა მათეს
ტროპარი: მწოდებელსა მას შენსა ქრისტესა მეუფესა დამტევებელი მეზვერეობისა გულსმოდგინედ შეუდეგ, რომელი გამოუჩნდა კაცთა ქუეყანასა ზედა სახიერებისათვის, და მოციქულად რჩეულად გამოსჩნდი, და ახარე სახარებაი სოფელსა ხმამაღლად; ამისთვის პატივს-ვჰსცემთ წმიდასა ხსენებასა შენსა, მათე ღმრთისმეტყველო, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობაი მოგვანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.
კონდაკი: უღელი იგი მეზვერეობისა განაგდე და უღელსა მას სიმართლისასა შეეყავ, და გამოსჩნდი რჩეულად ვაჭრად, სიმდიდრე მოიგე მაღალი იგი სიბრძნე, ვინაიცა ქადაგე სიტყუა ჭეშმარიტებისა და დახსნილნი სულნი აღადგინენ მოსწრაფედ, და გამოგვიწერე ჩუენ დღე იგი სასჯელისა.