ძველი სტილი
4 სექტემბერი
პარასკევი
ახალი სტილი
17 სექტემბერი
მე-13 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხმა 3.
მარხვა მარხვა
ღირსისა სვიმეონისა, დავითგარეჯის ლავრის წინამძღვრისა, წინასწარმეტყველისა და სასწაულმოქმედისა (1773); მღვდელმოწამისა ბაბილასი, დიდისა ანტიოქიის ეპისკოპოსისა, და მისთანა სამთა ყრმათა: ურბანისა, პრილიდიანესი, ეპოლონისი და დედისა მათისა ქრისტოდულასი (251); წინასწარმეტყველისა მოსესი, ღმრთისმხილველისა (1531 წ. ქრისტეს შობამდე); მოწამისა ერმიონიასი, 70-თაგან მოციქულ ფილიპე დიაკონის ასულისა (დაახლ. 117); მოწამისა ბაბილა ნიკომიდიელისა და მისთანა 84-თა ყრმათა (IV); მოწამეთა: თეოდორესი, მიანესი, იულიანესი და კიონისა (305-311); აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა იოასაფისა, ბელგოროდელი ეპისკოპოსისა (1911); იოაკიმესი, ალექსანდრიელი პატრიარქისა; დღესასწაული ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა "მაყვალი შეუწველი" (1680).
დღის ლოცვა
წინასწარმეტყველი მოსეს, ღვთისმხილველის
ტროპარი:
მართალო, მშვიდო და გონება-წრფელო, უღმრთოთა ძლიერად დამნთქმელო, ურწყულთა მომრწყუელო და ღმრთისმხილველო, სჯულისა მომცემელო, წინაისწარმეტყუელთა დასაბამო მოსე, მეოხ-გვეყავ ჩუენ.

ტროპარი: სიმაღლესა სათნოებათასა აღხედ, წინაისწარმეტყუელო მოსე; ამისთვის ღირს-იქმენ ხილვად დიდებასა ღმრთისასა, რომელმან ფიცარნი სჯულისა მის მადლისანი მოიხუენ და გამოსახულნი მადლნი თავსა შორის შენსა გიტვირთავს, და იქმენ წინაისწარმეტყუელთა დიდებაი, და პატივი და ღმრთისმსახურებისა დიდი მესაიდუმლოე.

კონდაკი: გუნდნი წინაისწარმეტყუელთანი მოსეს და აარონის თანა სიხარულით დღესასწაულობენ, რამეთუ აღსასრული წინაისწარმეტყუელებისა მათისა აღესრულა ჩუენ ზედა, რამეთუ ბრწყინავს დღეს ჯუარი, რომლითა გვიხსნა ჩუენ ქრისტემან; მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, შეგვიწყალენ ჩუენ.
დღის საკითხავები
ლიტ.: 2 კორ. 11: 5-21 (დას. 192). მკ. 4: 1-9 (დას. 15).
2კორ. XI, 5-21.
5. მაგრამ, ვფიქრობ, არაფრითა ვარ ესოდენ მაღალ მოციქულებზე ნაკლები.
6. მართალია, უბირი ვარ სიტყვით, მაგრამ არა ცოდნით; თუმცა აკი მშვენივრად მიცნობთ.
7. ნუთუ შევცოდე, რომ თავი დავიმდაბლე, რათა ამემაღლებინეთ, რაკიღა უსასყიდლოდ გახარებდით ღვთის სახარებას?
8. სხვა ეკლესიებს ვაკლებდი და სანოვაგეს ვიღებდი მათგან, რომ თქვენ მოგმსახურებოდით; ხოლო თქვენს შორის ყოფნისას, თუმცა მიჭირდა, არავისთვის შემიწყენია თავი.
9. რადგანაც ჩემი ნაკლულება შეავსეს მაკედონიიდან მოსულმა ძმებმა; თუმცა, სხვა მხრივაც, ისე გამქონდა თავი, რომ არ შემიწუხებიხართ, და კვლავ გავიტან.
10. ქრისტეს ჭეშმარიტება ნუ მომეშალოს, რომ ამ სიქადულს ვერვინ წამართმევს აქაიის ვერცერთ მხარეში.
11. რატომ? იმიტომ, რომ არ მიყვარხართ? ღმერთმა ხომ იცის!
12. მაგრამ რასაც ახლა ვაკეთებ, იმასვე გავაკეთებ, რათა საბაბი არ მივცე საბაბის მძებნელთ, და ამრიგად, რითაც იქადიან, იმითაც ჩვენი მსგავსნი აღმოჩნდნენ.
13. რადგანაც ასეთნი არიან ცრუმოციქულნი, ზაკვის მოქმედნი, ქრისტეს მოციქულებად გარდასახულნი.
14. თუმცა რა გასაკვირია, თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს იღებს.
15. ჰოდა, რა დიდი საქმეა, რომ მისი მსახურნიც სიმართლის მსახურთა სახეს იღებენ? მაგრამ მათივე საქმისამებრ იქნება მათი აღსასრულიც.
16. კვლავაც ვიტყვი: ნურავინ მიმიჩნევს უგუნურად, თუ არა და, ისე მაინც მიმიღეთ, როგორც უგუნური, რათა ცოტა რამ მეც მქონდეს სასიქადულო.
17. რასაც ვამბობ, ამნაირად რომ ვიქადი, უფლის მიხედვით როდი ვამბობ, არამედ უგუნურებით.
18. რაკიღა ბევრი იქადის ხორციელად, მეც შემიძლია ვიქადოდე.
19. რადგანაც თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ.
20. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში.
21. სირცხვილით ვამბობ, თითქოსდა ჩვენც დავუძლურდით; მაგრამ თუ ვინმე ბედავს დაიქადოს, უგუნურებით ვიტყვი: მეც ვბედავ.

მკ. IV, 1-9.
1. კვლავ დაიწყო სწავლება ზღვის პირას და შეგროვდა მის ირგვლივ იმდენი ხალხი, რომ ნავში ჩაჯდა და ზღვაში შევიდა, ხოლო მთელი ხალხი ზღვის პირას, ხმელეთზე იყო.
2. ბევრ რასმე ასწავლიდა იგავებით და თავისი სწავლით ამბობდა:
3. ისმინეთ: აჰა, გამოვიდა მთესავი თესვად.
4. ხოლო თესვისას ზოგი მარცვალი გზის პირას დავარდა; მოფრინდნენ ცის ფრინველები და აკენკეს ისინი.
5. ზოგიც ქვიან ადგილას დავარდა, სადაც ბლომად არ იყო მიწა და მალე აღმოცენდა, ვინაიდან ნიადაგი არ იყო ღრმა.
6. მაგრამ ამოვიდა თუ არა მზე, დაჭკნა, და რადგან ფესვი არ ჰქონდა, გახმა.
7. ზოგი კი ეკალ-ბარდებში ჩაცვივდა; წამოიზარდა ეკალი და ერთიანად მოაშთო ყველა; და ვეღარ გამოიღეს ნაყოფი.
8. ხოლო ზოგი პოხიერ ნიადაგზე დაეცა, იზარდა, ნაყოფი გამოიღო და იმატა: ერთი ოცდაათად, ერთი სამოცად თუ ერთი ასად.
9. და უთხრა მათ: ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს!
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
დამშვიდდი და ნუღარ ტირი, შვილო
8 ოქტომბერს (ძვ. სტ.) მართლმადიდებელი ეკლესია ორი წმინდა დედის, ორი პელაგიას ხსენებას აღნიშნავს.

depolama istanbul evden eve nakliyat fabrika taşımacılığı eşya depolama ofis taşıma bostancı nakliyat skdar nakliyat ehirler aras nakliyat ehirler aras nakliyat cretleri ehirler aras nakliyat

restbet restbet tv restbet giriş restbet restbet güncel restbet giriş restbet restbet giriş restizle betpas betpas giriş pasizle betpas betpas giriş pasizle iskambil oyunları rulet nasıl oynanır blackjack nasıl oynanır guvencehd.org heceder.org