ძველი სტილი
17 მარტი
სამშაბათი
ახალი სტილი
30 მარტი
დიდი მარხვის მე-3 შვიდეული. ხმა 1.
მარხვა მარხვა
ღირსმოწამისა გაბრიელ მცირისა, ლეკთაგან წამებულისა (1802); ღირსისა ალექსი ღმრთისკაცისა (411); მოწამისა მამისა მარინოსი; ღირსისა თეოქტირისტე აღმსარებელისა (VIII).
დღის ლოცვა
ღირსი ალექსი ღმრთისკაცის
ტროპარი:
სათნოებათა ზედა კეთილთა დამოკიდებულ იქმენ შენ და გონებაი განიწმიდე ბილწთა გულისთქუმათაგან, ხოლო ცხორებაი შენი უვნებელობითა განაშუენე და მმარხველობაი სიხარულევანი შეიწყნარე სვინდისისა სიწმიდითა, ხოლო ლოცვათა შინა ვითარცა უხორცო იქცეოდი და გამობრწყინდი, მსგავსად მზისა, სოფელსა შინა, ყოვლადნეტარო ალექსი.

კონდაკი: სახლი მშობელთა შენთა ვითარცა უცხოსა გაქუნდა და იქცეოდი მას შინა სახითა გლახაკისათა, და შემდგომად მიცვალებისა გვირგვინი მიიღე დიდებისა, და საკვირველმოქმედად გამოსჩნდი ქუეყანასა ზედა, ალექსი, კაცო ღმრთისაო, ანგელოზთა და კაცთა სიხარულო.
დღის საკითხავები
VI ჟამზე: ეს. 9: 9-10: 4.
მწუხრზე: დაბ. 7: 1-5. იგავ. 8: 32 - 9: 11.
ეს. 9,9-10,4
9. აგურები ჩამოცვენილია, თლილი ქვებით დავიწყებთ შენებასო; ლეღვსულელი გახეხილია, კედარით შევცვლითო.
10. აუმხედრებს მას უფალი რეცინის მტრებს და ააგულიანებს მის დუშმანებს.
11. არამი აღმოსავლეთით და ფილისტიმელი დასავლეთით - და პირაშკმით ჭამენ ისრაელს. მაინც არ დამცხრალა მისი რისხვა და კვლავ მოღებულია მისი ხელი.
12. ხალხი არ მიქცეულა თავისი მგვემელისკენ და ცაბაოთ უფალს არ ეძიებს.
13. მოსწყვიტა ისრაელს უფალმა თავი და კუდი, რტოები და ღერო ერთ დღეს.
14. მოხუცი და პატივდებული თავია, სიცრუის ქადაგმოძღვარი კი - კუდი.
15. ამ ხალხს მისი წინამძღოლნი გზა-კვალს ურევენ და მათგან გაძღოლილნი იკარგებიან.
16. ამიტომაც თავის ჭაბუკებზე არ ხარობს უფალი და ქვრივ-ობლებს არ იბრალებს, რადგან ყველანი უკეთურნი და ბოროტეულნი არიან, და ყოველი პირი სიბილწეს ლაპარაკობს. მაინც არ დამცხრალა მისი რისხვა და კვლავ მოღერებულია მისი ხელი.
17. რადგან აღიგზნო ბოროტება, როგორც ცეცხლი, ძეძვისა და ნარ-ეკლის შემჭმელი, აბრიალდება უსიერ ტევრში და აღიმართება კვამლის სვეტები.
18. ცაბაოთ უფლის რისხვისაგან დაბნელდება მიწა და ხალხი ცეცხლის კერძი შეიქნება, ერთი მეორეს არ დაინდობს.
19. მარჯვნივ გამოგლეჯს, მშიერი დარჩება; მარცხნივ შეჭამს, ვერ გაძღება. ყველანი თავის მკლავის ხორცს დაუწყებენ ჭამას.
20. მენაშე ეფრემს, ეფრემი მენაშეს, ორივენი ერთად იუდას ესხმის. მაინც არ დამცხრალა მისი რისხვა და კვლავ მოღერებულია მისი ხელი.

1. ვაი უსამართლო განაჩენის გამომტანთ და უკანონო მსჯავრისმდებელთ,
2. სამართლისგან რომ განარიდებენ ღარიბ-ღატაკთ, ამტყუნებენ ჩემი ერის ჩაგრულს, ქვრივებს ნადავლად იტაცებენ და ობლებს ძარცვავენ!
3. რას იზამთ განკითხვისა და დაქცევის დღეს, შორიდან რომ მოდის? ვისთან გაიქცევით შეწევნისთვის და თქვენს დიდებას სად დატოვებთ?
4. ვინ სად ჩაიჩოქებს ტყვეთა შორის, ვინ სად დაეცემა დახოცილთა შორის! მაინც არ დამცხრალა მისი რისხვა და კვლავ მოღერებულია მისი ხელი.


დაბ. 7,1-5
1. უთხრა უფალმა ნოეს: შედი კიდობანში მთელი შენი სახლითურთ, რადგან მართალ კაცად გცანი ჩემს წინაშე ამ თაობაში.
2. ყოველი წმიდა პირუტყვისგან შვიდ-შვიდი წაიყვანე, მამალი და დედალი; უწმიდური პირუტყვისგან - ორ-ორი, მამალი და დედალი.
3. ცის ფრინველისგანაც შვიდ-შვიდი, მამალი და დედალი, რათა გადარჩეს თესლი მთელს ქვეყანაზე.
4. რადგან შვიდი დღის შემდეგ ორმოც დღესა და ორმოც ღამეს ვაწვიმებ ქვეყანაზე და წარვხოცავ მიწის პირისაგან ყოველ არსებას, რაც კი შემიქმნია.
5. ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც უფალმა ღმერთმა დაარიგა.


იგავ. 8,32 - 9,11
32. ახლა კი მისმინეთ, შვილებო! ნეტარნი არიან, ვინც ჩემს გზებს იცავენ!
33. მოისმინეთ შეგონება, დაბრძენდით და ნუღარ მიატოვებთ.
34. ნეტარია კაცი, მე რომ მისმენს, ჩემს კარებთან ფხიზლობს დღენიადაგ და ჩემი კარის წყრთილებს იცავს.
35. ვინაიდან ჩემმა მპოვნელმა სიცოცხლე ჰპოვა და უფლისგან მადლს მოიხვეჭს.
36. ჩემი შემცოდე კი თავის თავს ავნებს. ყველას, ჩვენს მოძულეს, სიკვდილი უყვარს.

1. სიბრძნემ სახლი აიშენა, მისი შვიდი ბოძი გათალა.
2. დაკლა თავისი საკლავი, გააზავა თავისი ღვინო და გაშალა თავისი ტაბლა,
3. გაგზავნა თავისი მხევლები, გადასძახა ქალაქის მაღლობებიდან:
4. ბრიყვი ვინც არის, აქეთ მობრუნდეს! ჭკუათხელებს კი უთხრა:
5. მოდით, დაპურდით ჩემი პურით და შესვით ჩემი განზავებული ღვინო.
6. მიატოვეთ სიბრიყვე და იცოცხლებთ, ჭკვიანური გზით იარეთ.
7. ღვთისგმობელის დამრიგებელი დამცირებას იხვეჭს, ბოროტეულის მამხილებელი - შეურაცხყოფას;
8. ნუ ამხილებ ღვთისმგმობელს, თორემ შეგიძულებს; ამხილე ბრძენი და შეგიყვარებს;
9. მიეცი დარიგება ბრძენს და კიდევ უფრო დაბრძენდება, ასწავლე მართალს და ცოდნას შეიმატებს.
10. უფლის შიში სიბრძნის სათავეა, სიწმინდეთა ცოდნა კი გონიერება.
11. რადგან ჩემით გამრავლდება შენი დღენი და მოგემატება სიცოცხლის წლები.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე სინელი ავტორია ღვთივსულიერი თხზულებისა "კლემაქსი", რაც ბერძნულად "კიბეს" ნიშნავს, ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

depolama istanbul evden eve nakliyat fabrika taşımacılığı cialis fiyatları cialis 20 mg viagra fiyatı viagra krem

restbet restbet tv restbet giriş restbet restbet güncel restbet giriş restbet restbet giriş restizle betpas betpas giriş pasizle betpas betpas giriş pasizle iskambil oyunları rulet nasıl oynanır blackjack nasıl oynanır