ძველი სტილი
12 ოქტომბერი
ორშაბათი
ახალი სტილი
25 ოქტომბერი
მე-19 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხმა 1.
ხსნილი ხსნილი
მოწამეთა: პრობოსისა, ტრაქოსისა და ანდრონიკესი (304); ღირსისა კოზმა წმიდაქალაქელისა, მაიუმელი ეპისკოპოსისა და კანონთგამომთქმელისა (დაახლ. 787); მოწამისა დომნიკასი (286); მარტინე მოწყალისა, ტურელი ეპისკოპოსისა (დაახლ. 400); დღესასწაული იერუსალიმის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა (48).
დღის ლოცვა
მოწამეთა: პრობოსის, ტრაქოსის და ანდრონიკეს
ტროპარი:
წმიდათა მოწამეთა წარმართებანი ძალთა ზეცისათა უფროსად დაუკვირდა, რამეთუ მოკუდავითა ხორცითა უხორცოსა მტერსა ძალითა ჯუარისათა კეთილად წინა განეწყვნეს და მძლე ექმნეს უხილავად, და ევედრებიან უფალსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: სამებისა დიდებაი გამოგვიცხადეს ჩუენ მხნეთა ქრისტეს ჭურვილთა ტრაქოს თანა პროვოს და ანდრონიკე, ამხილეს მძლავრთა ყოველი უღმრთოება, სარწმუნოებით მხნედ მოღუაწეთა.
დღის საკითხავები
ლიტ.: ფლპ. 1: 1-7 (დას. 235). ლკ. 7: 36-50 (დას. 33).
ფილპ. I, 1-7.
1. პავლე და ტიმოთე, იესო ქრისტეს მონები, - ყველა წმიდას ქრისტე იესოში, რომელნიც არიან ფილიპეში, ეპისკოპოსებითა და დიაკვნებითურთ:
2. მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.
3. მადლობას ვწირავ ჩემს ღმერთს თქვენი ყოველი გახსენებისას.
4. ყოველთვის, ჩემი ყოველი ლოცვისას, სიხარულით ვლოცულობ თქვენთვის,
5. რადგანაც ჩემი თანამოზიარენი იყავით სახარებაში, პირველი დღიდან აქამდე.
6. მწამს, რომ თქვენს შორის კეთილი საქმის დამწყები კიდევაც აღასრულებს მას იესო ქრისტეს დღემდე.
7. რადგანაც გულში მყავხართ ყველანი, ჩემი ტყვეობისას თუ სახარების დაცვისას და განმარტებისას, როგორც ჩემი მადლის თანაზიარნი.
ლკ. VII, 36-50.
36. ერთმა ფარისეველმა სთხოვა, მასთან ერთად ეჭამა პური. შევიდა ფარისევლის სახლში და ინახად დაჯდა.
37. და, აჰა, ქალაქში ერთმა ცოდვილმა ქალმა, როცა გაიგო, ფარისევლის სახლში ზისო, ალებასტრის ჭურჭლით მოიტანა ნელსაცხებელი;
38. ფერხთით დაუდგა უკნიდან, ტიროდა, ცრემლით ულტობდა ფეხებს და თმებით უმშრალებდა, უკოცნიდა ფეხებს და ნელსაცხებელს სცხებდა.
39. ამის შემყურე ფარისეველმა, მისმა მასპინძელმა, გულში თქვა: ეს რომ წინასწარმეტყველი იყოს, ხომ მიხვდებოდა, ვინ ეხება, ან რანაირი ქალი ეხება, ვინაიდან ცოდვილიაო.
40. ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მას: სიმონ, სიტყვა მაქვს შენთვის სათქმელი. და მან უთხრა: მოძღვარო, სთქვი!
41. ერთ მევალეს ორი მოვალე ჰყავდა: ერთს ხუთასი დინარი ემართა მისი, მეორეს - ორმოცდაათი;
42. მაგრამ რაკი გადახდის თავი არ ჰქონდათ, ორივეს აპატია. ახლა მითხარი, რომელს უფრო ეყვარება იგი?
43. სიმონმა მიუგო: ჩემის აზრით, იმას, ვისაც მეტი აპატია. ხოლო მან თქვა: მართლად განსაჯე.
44. მიუბრუნდა ქალს, და უთხრა სიმონს: მე შემოვედი შენს სახლში, და ფეხსაბანი წყალიც კი არ მომეცი, ხოლო ამან ცრემლით დამილტო ფეხები და თავისი თმებით შემიმშრალა.
45. შენ ერთხელაც არ მეამბორე, ხოლო ეს, აქ შემოსვლის შემდეგ, განუწყვეტლივ მიკოცნის ფეხებს.
46. შენ ზეთიც არა მცხე თავზე, ხოლო ამან ფეხებზე მცხო ნელსაცხებელი.
47. ამიტომაც გეუბნები შენ: მიეტევა მას დიდძალი ცოდვა, ვინაიდან დიდია მისი სიყვარული; ხოლო ვისაც მცირედი მიეტევება, მცირედია მისი სიყვარული.
48. ქალს კი უთხრა: მოგეტევა შენი ცოდვანი.
49. ხოლო მისი თანამეინახენი გულში ამბობდნენ: ვინ არის ეს, ცოდვებსაც რომ მიუტევებსო?
50. მაგრამ იესომ უთხრა ქალს: შენმა რწმენამ გიხსნა, წადი მშვიდობით!
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
4 დეკემბერს მართლმადიდებელი სამყარო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას დღესასწაულობს.

depolama istanbul evden eve nakliyat fabrika taşımacılığı eşya depolama ofis taşıma bostancı nakliyat skdar nakliyat ehirler aras nakliyat ehirler aras nakliyat cretleri ehirler aras nakliyat

restbet restbet tv restbet giriş restbet restbet güncel restbet giriş restbet restbet giriş restizle betpas betpas giriş pasizle betpas betpas giriş pasizle iskambil oyunları rulet nasıl oynanır blackjack nasıl oynanır guvencehd.org heceder.org