მოციქულისა იაკობ ალფესისა (I); ღირსთა ანდრონიკესი და ცოლისა მისისა ათანასიასი (V); მართლისა აბრაჰამ მამამთავრისა და ძმისწულისა მისისა ლოთისა (2000 წ. ქრისტეს შობამდე); მოწამეთა ებენტი (იუვენტინე) და მაქსიმე მხედართა (361-363); წმიდისა პოპლია აღმსარებელისა, ანტიოქიელი დედათდიაკონისა (IV); ღირსისა პეტრე გალატიელისა (IX).
დღის ლოცვა
მოციქული იაკობ ალფესის კონდაკი:
მტკიცედ დამდებელსა სულსა შინა კეთილმსახურთასა სიბრძნისა დოღმატსა სიბრძნით ვნატრიდეთ ყოველნი, ვითარცა ღმრთისმეტყუელსა იაკობს, რამეთუ საყდარსა დიდებისასა წინაშე მეუფისა მდგომარე ყოველთა თანა ანგელოზთა იხარებს დაუცხრომელად მვედრებელი ჩუენ ყოველთათვის.