მიტროფანე კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (დაახლ. 326); მოწამეთა: ფრონტასისა, სევერინესი, სევერიანესი და სილანესი (I); მოწამისა კონკორდისა (დაახლ. 175); მღვდელმოწამისა ასტისა, დურაჰის ეპისკოპოსისა (II); ღირსისა ზოსიმესი, ეგვიპტის ბაბილონელი ეპისკოპოსისა (VI); წმიდათა მენელსაცხებლეთა დედათა: მართასი და მარიამისი, მართალ ლაზარეს დათა.
დღის ლოცვა
მიტროფანეს, კონსტანტინოპოლელი პატრიარქის კონდაკი:
სარწმუნოებაი ქრისტესი ცხადად და ხმამაღლად ჰქადაგე შენ, და წარმართთა სიმრავლენი მეცნიერებად ღმრთისა მოიყვანენ, და შერთე სამწყსო შენი ანგელოზთა თანა, ვინაცა აწ იხარებ ქრისტეს თანა, მიტროფანე, მას ევედრე შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.