ღირსისა გიორგი მთაწმიდელისა (1065); ღირსმოწამისა ლუკა იერუსალიმელისა, მოწამებრივ აღსრულებულისა (მუხაის ძე, აბაშიძე, 1273-1277); მღვდელმოწამისა კირიონ II-ისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა (1918); ღირსისა სამსონ უცხოთშემწყნარებელისა (დაახლ. 530); მართლისა იოანა მენელსაცხებლისა (I); ღირსისა სევეროს ხუცისა (VI).
დღის ლოცვა
ღირსი გიორგი მთაწმინდელის კონდაკი:
ათთორმეტთა მზეთა შორის მნათობთა მათ სოფლისათა, ვითარცა მთიები ბრწყინავ სანთლითა ღმრთისმეტყუელებისათა, ბრძენო გიორგო, რამეთუ ადიდა მიცვალებაი შენი დღესასწაულსა თვისთა მეგობართასა ქრისტემან ღმერთმან ჩუენმან, რომელთა თანა გადიდებთ, მეოხ გუეყავ ჩუენ.