ძველი სტილი
20 აპრილი
კვირა
ახალი სტილი
3 მაისი
ხსნილი ხსნილი
აღდგომიდან მე-3, მენელსაცხებლეთა დედათა კვირიაკე. წმიდათა მენელსაცხებლეთა დედათა: მარიამ მაგდალინელისა, მარიამ კლეოპასი, სალომესი, იოანასი, მართასი და მარიამისა, სუსანასი და სხვათა; მართალთა იოსებ არიმათიელისა და ნიკოდიმოსისა; კეთილმსახურისა თამარისა, მეფისა ყოვლისა საქართველოისა (1213) მცხეთის პატიოსანი ჯვრის აღმართება (გარდამავალია, მოიხსენიებიან აღდგომიდან მე-3 კვირიაკეს); ღირსისა თეოდორე ტრიქინასი; მღვდელმთავართა: გრიგოლისა (593) და ანასტასი სინელისა (599), ანტიოქიელ პატრიარქთა; ღირსისა ანასტასისა, სინას მთის იღუმენისა (VII); მოციქულისა 70-თაგანისა ზაქესი, მეზვერეყოფილისა (I).
დღის ლოცვა

აღდგომიდან მე-3, მენელსაცხებლე დედათა კვირა

ტროპარი: რაჟამს შთახედ საფლავად ცხოვრებაი ეგე უკვდავი, მაშინ ჯოჯოხეთი შეაძრწუნე ელვითა მით ღმრთაებისა შენისათა, ხოლო რაჟამს მკვდარნი ქვესკნელით აღმოიყვანენ, მაშინ ყოველნი ძალნი ცათანი ღაღადებდნენ: ცხოვრების მომცემელო ქრისტე ღმერთო დიდება შენდა.

ტროპარი: შუენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხწრწნელი გვამი შენი, ქრისტე და არმენაკითა წმინდითა წარგრაგნა, სუნელებითა შემურვილი, ახლსა საფლავსა დაგდვა, არამედ ხმა-ვყოფთ, ვითარმედ აღსდგა უფალი და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაი.

ტროპარი: მენელსაცხებელთა დედათა საფლავსა ზედა ანგელოზი უღაღადებდა: ნელსაცხებელი მოკვდავთათვის სახმარ არს, ხოლო ქრისტე ხრწნილებისაგან უცხო იქმნა, არამედ ხმა-ვყოფთ, ვითარმედ აღსდგა უფალი და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაი.

კონდაკი: ნელსაცხებელის მიმღებელთა გიხაროდენ მიაგებე და გოდებაი პირველისა დედისა ევასი სიხარულად გარდასცვალე აღდგომითა შენითა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და მოციქულთა ხარებაი უბრძანე, ხოლო იგინი ხმობდეს: მხსნელი ჩუენი აღსდგა საფლავისაგან.

ღირსი თეოდორე ტრიქინას კონდაკი:
გამოსჩნდი ყოვლადსაკვირველად ცხორებითა, თეოდორე ბრძენო მამაო, და ძაძისა იგი კუართი უფროის ქუეყანისა მეფეთა საუნჯეთა შერაცხე შენ; ამისთვისცა მოიხვენ უხრწნელნი იგი ზეცისა სამოსელნი და მარადის ევედრები ღმერთსა, ღირსო, ჩუენ ყოველთათვის.
დღის საკითხავები
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
914 წელს სომხეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს შემოესია არაბთა ამირა იუსუფ აბუსაჯის ძე (აბულ კასიმი). შემოსევის მიზანი იგივე იყო, რაც არაბთა ადრეული ლაშქრობებისა: ხარკის აკრება და არაბთა პოლიტიკის მოწინააღმდეგეთა დამორჩილება.

istanbul evden eve nakliyat istanbul evden eve nakliyat fabrika taşımacılığı teheccüd namazı nedir cialis viagra satış

restbet restbet tv restbet giriş restbet restbet güncel restbet giriş restbet restbet giriş restizle betpas betpas giriş pasizle betpas betpas giriş pasizle iskambil oyunları rulet nasıl oynanır blackjack nasıl oynanır