ძველი სტილი
23 თებერვალი
შაბათი
ახალი სტილი
7 მარტი
მძიმე მარხვა მძიმე მარხვა
დიდმოწამისა თეოდორე ტირონისა; თევდორობა (გარდამავალია, მოიხსენიება დიდმარხვის პირველ შაბათს); მღვდელმოწამისა პოლიკარპესი, ზმირნელი ეპისკოპოსისა (167); ღირსთა: იოანესი, ანტიოქესი, ანტონინესი და მოსესი; ღირსთა: ზევინისი, პოლიქრონისი, მოსესი და დამიანესი, სირიელ მეუდაბნოეთა (V); ღირსისა ალექსანდრე მონაზონისა, "მღვიძარეთა" სავანის წინამძღვრისა (დაახლ. 430); ღირსისა დამიანე ესთიგმენელისა, ათონელისა (დაახლ. 1280); მოწამისა კლიმენტისა; მოწამისა თეისა; წმიდისა გორგონიასი, გრიგოლ ღმრთისმეტყველის დისა (370); 73-თა სირმიონელ მოწამეთა (303).
დღის ლოცვა

დიდმოწამე თეოდორე ტირონის


ტროპარი: იშუებს ტირონი და განსცხრების ღუაწლთა შენთა სიმრავლესა, მხნეო თეოდორე, ღირსო, აღმოდის კურნება სასწაულთა შენთა, და ჩუენ, მგალობელთა შენთა, გვითხოვე ქრისტესაგან დიდი წყალობაი.

ტროპარი: დიდ არიან სარწმუნოებისა საკვირველებანი, რამეთუ ალსა მას შინა ცეცხლისასა, ვითარცა წყალსა განსვენებისასა, წმიდა მოწამე თეოდორე იხარებდა, რამეთუ ცეცხლსა შინა შეიცხო, ვითარცა პური ტკბილი, და შეწირულ იქმნა წინაშე სამებისა; მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

კონდაკი: სარწმუნოებაი ქრისტესი, ვითარცა ჯაჭვი, შეიმოსე, ჰოი მრავალმოღუაწეო თეოდორე, შინაგან გულსა შენსა და წინააღმდგომნი ძალნი დააკუეთენ, და დასცენ ბომონნი, და ვითარცა უძლეველი მხედარი, გვირგვინითა შეიმკვე, საუკუნითგან მაღლით გარდამო.

მღვდელმოწამე პოლიკარპეს, სმირნელი ეპისკოპოსის
კონდაკი:
ნაყოფნი სიტყვიერნი შესწირენ შენ უფლისა, ბრძენო პოლიკარპე, და მსხვერპლნი სათნოებათანი, და ღმრთისა მიერ ღირსად მღდელმთავრად იდიდე; ამისთვის დღეს განათლებულნი სიტყუათა შენთაგან უგალობთ შენსა ღირსსა სახსენებელსა და ვადიდებთ უფალსა.
დღის საკითხავები
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
"მივდერკ ჭენებით დაცემად და უფალმა ხელი აღმიპყრა მე"
მხოლოდ ამ განსაცდელთა გავლით მოვა სინანულში ქართველი და ჩვენც გამოგვიჩენს უფალი ახალ მოშურნე ილიას!
არ არსებობს სული, რომელმაც სცოდა, სინანული განიცადა და საკუთარ თავში უძღები შვილი ვერ ამოიცნო.