თაყვანისცემა პატიოსანთა ჯაჭვთა წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა პეტრესი, რომელთაგან განთავისუფლებულ იქნა საპყრობილეში ანგელოზისა მიერ. მოწამეთა: პევსიპესი, ელასიპესი, მესიპესი და მამისდედისა მათისა ნეონილასი (ლეონილასი) (II); მოწამისა დანაქტი წიგნისმკითხველისა (II); მღვდელმოწამისა დამასკინ გაბროველისა (ბულგ.)(1771); ღირსისა რომილე ვიდინელისა, ათონელისა, და მისთანა: ნესტორისა, მარტინისა, დანიელისა, სისოსი, ზოსიმასი და გრიგოლისა (XIII-XIV); ღირსისა ონორატისა, არელატის მთავარეპისკოპოსისა (429).
დღის ლოცვა
თაყვანისცემა პატიოსანთა ჯაჭვთა წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა პეტრესი
ტროპარი: რომი არა დაუტევე, და ჩვენდა მოიწიე ჯაჭვთა მათ მიერ, რომელნიცა შეგმოსნეს შენ, თავო მოციქულთაო პეტრე, რომელთაცა თაყვანს ვსცემთ და გევედრებით: მეოხებითა შენითა მოგვფინე ჩუენ დიდი წყალობაი.
კონდაკი: კლდესა ქრისტესსა და კლდესა სარწმუნოებისასა ვაქებდეთ, ერნო, სიხარულით პირველ ქრისტეს მოსაყდრესა, რამეთუ მოუწოდს ყოველთა დღესასწაულობად ხსენებასა საკვირველსა პატიოსანთა ჯაჭვთა მისთასა და მისცემს ბრალთა შენდობასა.
სხვა კონდაკი: თავსა მოციქულთასა და პირველსა ჭეშმარიტებისა საღმრთოსა მოწაფესა პეტრეს დიდსა ვაქებდით და მისთა მათ ჯაჭვთა სარწმუნოებით ამბორს უყოფდეთ, ცოდვათა განხსნისა მომღებელნი.