ძველი სტილი
12 იანვარი
შაბათი
ახალი სტილი
25 იანვარი
სულთმოფენობიდან 32-ე შვიდეული. ხმა 6.
ხსნილი ხსნილი
მოწამისა ტატიანასი და მისთანა რომში წამებულთა (222-235); მოწამისა მერტი (მეორტი) მხედრისა (284-305); მოწამისა პეტრესი, პალესტინის სამარიის ავლონაში (311); ღირსისა ევპრაქსია ტაბენისელისა, უფროსისა, ეგვიპტეში მოღვაწისა (393); ღირსისა ელია მეუდაბნოისა, მეგვიპტელისა, სასწაულთმოქმედისა (IV); მღვდელმოწამისა ტიგრი ხუცისა და მოწამისა ევტროპი წიგნისმკითხველისა (395-408); 8-თა მოწამეთა ნიკეელთა; დღესასწაული ხატთა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისათა: ''რძით მასაზრდოებელი'' და ''აკათისტო'' (დაუჯდომელი); მოწამისა ფილოთეოზ ანტიოქიელისა (IV); წმიდისა ეილიანოს რომაელისა, ბრიტანეთში მოღვაწისა (VI); წმიდისა ბენედიქტესი, ანგლოსაქსისა (690).
დღის ლოცვა
მოწამისა ტატიანასი და მისთანა რომში წამებულთა
კონდაკი: გამობრწყინდი ვნებათა შინა შენთა, ღუაწლით შემოსილო, და სისხლითა მიერ შენთა განშუენებული, ვითარცა ტრედი შუენიერი, ცად მიმართ აღფრინდი, ტატიანა, ევედრე ღმერთსა პატივისმცემელთა შენთათვის.
დღის საკითხავები
ლიტ. - ნათლ. შემდგ. შაბ. - ეფ. 233 დას. VI, 10-17. მთ. 7 დას. IV, 1-11. რიგ. - კოლ. 249 დას. (შუათგან) I, 3-9. ლკ. 81 დას. XVI, 10-15.
ეფ. VI, 10-17.
10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით.
11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს,
12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ.
13. ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ.
14. მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ,
15. ფეხთ კი მზადყოფნა ჩაიცვით მშვიდობის სახარების საქადაგებლად.
16. ამასთან, იფარეთ რწმენის ფარი, რომლითაც შესძლებთ ბოროტების ცეცხლოვან ისართა დაშრეტას,
17. აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა.
მთ. IV, 1-11.
1. მაშინ იესო აყვანილ იქნა უდაბნოში სულის მიერ, ეშმაკისაგან საცდუნებლად.
2. და იმარხულა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე და ბოლოს მოშივდა.
3. მაშინ მიადგა მაცდური და უთხრა: თუ ძე ხარ ღმრთისა, თქვი, რომ ეს ქვები პურებად იქცნენ.
4. ხოლო იესომ მიუგო და უთხრა: დაწერილია: არა მხოლოდ პურით იცოცხლებს კაცი, არამედ ყოველი სიტყვით, რომელიც გამოდის ღმერთის პირიდან.
5. მაშინ ეშმაკმა წაიყვანა იგი წმიდა ქალაქში, დააყენა ტაძრის ქიმზე
6. და უთხრა: თუ ძე ხარ ღვთისა, გადავარდი აქედან, რადგანაც დაწერილია: თავის ანგელოზებს უბრძანებს შენს გამო, და აგიტაცებენ ხელში, რათა არსად წამოჰკრა ქვას ფეხი შენი.
7. იესომ მიუგო: ესეც დაწერილია: არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი.
8. კვლავ აიყვანა იგი ეშმაკმა ძალიან მაღალ მთაზე, და უჩვენა მას ქვეყნის ყველა სამეფო და დიდება მათი.
9. და უთხრა: ყოველივე ამას მოგცემ, თუ დაეცემი და თაყვანს მცემ მე.
10. მაშინ მიუგო მას იესომ: გამშორდი, სატანა, რადგანაც დაწერილია: უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე.
11. მაშინ მიატოვა იგი ეშმაკმა, და აჰა, ანგელოზები მოვიდნენ და ემსახურებოდნენ მას.
კოლ. I, 3-9.
3. დღენიადაგ თქვენთვის მლოცველნი მადლს ვწირავთ ღმერთს და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამას,
4. რადგანაც გავიგეთ თქვენი რწმენა ქრისტე იესოში და სიყვარული ყველა წმიდის მიმართ,
5. ცაში თქვენთვის გამზადებული იმედის გამო, რაც წინასწარვე ისმინეთ სახარების ჭეშმარიტი სიტყვით,
6. რომელიც ისევეა თქვენში, როგორც მთელ საწუთროში, სადაც გამოაქვს ნაყოფი და ისევე იზრდება, როგორც თქვენს შორის, იმ დღიდან მოყოლებული, რაც ისმინეთ და ჭეშმარიტებით შეიმეცნეთ ღვთის მადლი;
7. როგორც გისწავლიათ ჩვენი საყვარელი თანამდგომის, ეპაფრასაგან, ერთგულად რომ ემსახურება ქრისტეს თქვენი ხსნისათვის;
8. მანვე გვაუწყა თქვენი სიყვარული სულით.
9. ამიტომ ჩვენც, იმ დღის შემდეგ, რაც ეს გავიგეთ, გამუდმებით ვლოცულობთ თქვენთვის და შევთხოვთ ღმერთს, რომ აღივსოთ მისი ნების შემეცნებით, მთელი სიბრძნითა და სულიერი წვდომის უნარით,
ლკ. XVI, 10-15
10. მცირედში სანდო დიდშიც სანდოა. და მცირედში უნდო დიდშიც უნდოა.
11. თუ ამ ცრუ და უსამართლთ სიმდიდრეში უნდონი იყავით, ჭეშმარიტს ვინ განდობთ თქვენ?
12. ანდა თუ სხვისაში უნდონი იყავით, თქვენსას ვინ მოგცემთ?
13. არცერთ მსახურს არ შეუძლია ორი ბატონის მონობა: რადგან ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ან კიდევ ერთს შეითვისებს და მეორეს შეიზიზღებს. ვერ შესძლებთ ღმერთსაც ემონოთ და მამონასაც.
14. ისმენდნენ ყოველივე ამას ვერცხლისმოყვარე ფარისევლები და დასცინოდნენ მას.
15. უთხრა მათ: თქვენა ხართ, მართლებად რომ მოგაქვთ თავი კაცთა წინაშე, მაგრამ ღმერთი იცნობს თქვენს გულს, რადგან ის, რაც მაღალია კაცთა შორის, სიბილწეა ღმერთის წინაშე.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მიუხედავად მრავალი დამცირებისა, შეურაცხყოფისა და დევნისა, სახარება მთელ ქვეყანას მოჰფინეს
წმინდა მახარებელი ლუკა თორმეტი მოციქულის გამორჩევის ამბის თხრობისას ამბობს, რომ გამორჩევამდე მაცხოვარმა მთელი ღამე გაატარა მამა ღმერთის მიმართ თხოვნა-ვედრებაში