ძველი სტილი
18 სექტემბერი
სამშაბათი
ახალი სტილი
1 ოქტომბერი
სულთმოფენობიდან მე-16 შვიდეული. ხმა 6.
ხსნილი ხსნილი
წმიდისა დიდმოწამისა ბიძინა ჩოლოყაშვილისა და წმიდათა ორთა ძმათა მოწამეთა შალვასი და ელიზბარისა, ქსნის ერისთავთა (1660-1661); ღირსისა ევმენი სასწაულმოქმედისა, ჰორტინელი ეპისკოპოსისა (VII); მოწამისა არიადნასი (II); მოწამეთა სოფიოსი და ირინესი (III); მოწამისა კასტორისა.
დღის ლოცვა
მთავარმოწამე ბიძინა ჩოლოყაშვილის და ორთა ძმათა მოწამეთა შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთა
ტროპარი:
ღვაწლით შემოსილნო უფლისანო, ნეტარ არს მიწა იგი, რომელი განიპოხა სისხლითა თქვენითა და წმიდა სამარხო იგი, რომელთა შეიწყნარეს გვამნი თქუენნი, რამეთუ სტადიონსა მას შინა მტერი მოაუძლურეთ და ქრისტე ღმერთი კადნიერად ქადაგეთ, მას, ვითარცა სახიერსა, ევედრენით შეწყალებად სულთა ჩუენთა.

კონდაკი: მოწყლული სურვილითა მეუფისათა არა რიდებდა ტანჯვასა ხორცთა თვისთასა, მსგავსად იაკობისა, ასოეულად დაჭრასა, ვინა მოვედით, კრებულნო მორწმუნეთანო, და შეუთხზათ ქებაი ღირსსა ქებისასა ბიძინას, რაითა მეოხ იყოს ქრისტეს მიმართ ჩუენ ყოველთათვის.

კონდაკი: გიხაროდენ, მოწამენო, რომელთა მეორედ მიიღეთ ნათლისღებაი სისხლითა თქუენითა და განწმიდეთ სულნი თქუენნი და სუნნელ იქმენით, ყვავილნო შუენიერნო და ბრწყინვალებანო მორწმუნეთანო ელიზბარ და შალვა, მეოხნო და მცველნო სულთა ჩუენთანო.
დღის საკითხავები
ცისკ. - მთ. 36 დას. X, 16-22. ლიტ. - გალ. 212 დას. V, 11-21. ლკ. 11 დას. III, 23 - IV, 1. მოწ. - ეფ. 233 დას. VI, 10-17. ლკ. 106 დას. XXI, 12-19.
მთ. X, 16-22.
16. აჰა, მე გგზავნით თქვენ როგორც ცხვრებს მგლების ხროვაში; მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველები, და უმანკონი, როგორც მტრედები.
17. ეკრძალეთ ადამიანებს, ვინაიდან ისინი მიგცემენ სამართალში და თავიანთ სინაგოგებში მათრახით გცემენ თქვენ.
18. და მიგიყვანენ ჩემს გამო მთავრებისა და მეფეების წინაშე, მათთვის და წარმართთათვის სამოწმებლად.
19. ხოლო როდესაც გაგცემენ, ნუ იზრუნებთ, როგორ ვთქვათ, ანდა რა ვთქვათო; ვინაიდან თავად მოგეცემათ მაშინ სათქმელი.
20. რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სული თქვენი მამისა ილაპარაკებს თქვენში.
21. და გასცემს ძმა სასიკვდილოდ ძმას, და მამა - შვილს; შვილები აღდგებიან მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ.
22. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო; ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება.
გალ. V, 11-21.
11. რისთვისღა მდევნიან, ძმანო, თუკი კვლავ ვქადაგებ წინადაცვეთას? მაშინ ხომ შეწყდებოდა ცთუნება ჯვრისა.
12. ნეტავი მოიკვეთონ თქვენი ამმღვრევნი.
13. ხოლო თქვენ, ძმანო, თავისუფლებისთვისა ხართ ხმობილნი, მაგრამ ხორციელ განცხრომას ნუ მოახმართ თავისუფლებას, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს.
14. რადგანაც მთელ რჯულს ეს ერთი მცნება მოიცავს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“.
15. მაგრამ თუ ერთიმეორეს კბენთ და ჭამთ, ფრთხილად იყავით: შეიძლება სულაც ამოჭამოთ ერთმანეთი.
16. ჰოდა, მე ვამბობ: სელიერად იარეთ და ნუ ცდილობთ აღასრულოთ ხორცის სურვილი,
17. რადგან ხორცს სულის საპირისპიროდ სურს, სულს კი - ხორცის საპირისპიროდ; ისინი ერთმანეთს ეურჩებიან, რათა ვერ აღასრულოთ ის, რაცა გსურთ.
18. თუ სულით იარებით, რჯულის ქვეშ აღარა ხართ.
19. ხორცის საქმენი აშკარაა: სიძვა, უწმინდურება, აღვირახსნილობა,
20. კერპთმსახურება, ჯადოქრობა, მტრობა, შუღლი, შური, რისხვა, აშლილობა, მწვალებლობა,
21. სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა, ღორმუცელობა და სხვა მისთანანი. წინასწარ გეტყვით, რომ ამის მოქმედნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს.

ლკ. III, 23 - IV, 1.
23. ხოლო იესო ამ დროისათვის იყო ოცდაათი წლისა, და იყო, როგორც ეგონათ, ძე იოსებისა, ელისა,
24. მატთატისა, ლევისა, მელქისა, იანაისა, იოსებისა,
25. მატათიასი, ამოსისა, ნაუმისა, ესლისა, ნაგესი,
26. მაათისა, მატათიასი, სემეისა, იოსებისა, იუდასი,
27. იოანასი, რესასი, ზორობაბელისა, სალათიელისა, ნერისა,
28. მელქისა, ადისა, კოსამისა, ელმოდამისა, ერისა,
29. იოსესი, ელიეზერისა, იორეიმისა, მატთატასი, ლევისა,
30. სიმეონისა, იუდასი, იოსებისა, იონანისა, ელიაკეიმისა,
31. მელეასი, მაინანისა, მატათასი, ნათანისა, დავითისა,
32. იესესი, იობედისა, ბოოსასა, სალმონისა, ნაასონისა,
33. ამინადაბისა, არამისა, ესრომისა, ფარესისა, იუდასი,
34. იაკობისა, ისააკისა, აბრაამისა, თარასი, ნაქორისა,
35. სარუქისა, რაგავისა, ფალეკისა, ებერისა, სალასი,
36. კაინანისა, არფაქსადისა, სემისა, ნოესი, ლამექისა,
37. მათუსალასი, ენოქისა, იარედისა, მადელეილისა, კაინანისა,
38. ენოსისა, სეთისა, ადამისა, ღმრთისა.

1. სულით წმიდით აღვსილი იესო გამობრუნდა იორდანედან, და სულის მიერ გაყვანილ იქნა უდაბნოში.
ეფ. VI, 10-17.
10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით.
11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს,
12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ.
13. ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ.
14. მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ,
15. ფეხთ კი მზადყოფნა ჩაიცვით მშვიდობის სახარების საქადაგებლად.
16. ამასთან, იფარეთ რწმენის ფარი, რომლითაც შესძლებთ ბოროტების ცეცხლოვან ისართა დაშრეტას,
17. აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა.

ლკ. XXI, 12-19.
12. უწინარეს ყოვლისა კი ხელს დაგადებენ და დევნას დაგიწყებენ, სინაგოგებსა და საპყრობილეებს მიგცემენ, და მიგიყვანენ მეფეებისა და მთავრების წინაშე ჩემი სახელის გამო.
13. და ეს იქნება თქვენს სამოწმებლად.
14. მაშ, გულს ჩაიბეჭდეთ, რომ წინასწარ არ იზრუნებთ, რითი იმართლოთ თავი.
15. ვინაიდან მე მოგცემთ სიტყვას და სიბრძნეს, რომელსაც წინ ვეღარ აღუდგება და ვერც შეეპასუხება ვერც ერთი თქვენი მოპირისპირე.
16. გაგცემენ მშობლებიც და ძმებიც, ნათესავებიც და მეგობრებიც, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ.
17. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო.
18. მაგრამ თქვენი თავიდან ერთი ბეწვიც არ დაიკარგება.
19. მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მრავალი ხატი იწერება დღეს საქართველოში, მრავალი სასწაულმოქმედი ხატის ასლიც ჩამობრძანდა დედა ღვთისას წილხვედრ მიწაზე, მაგრამ რატომღაც მივივიწყეთ ჩვენს წინაპართა მიერ განდიდებული ხატები.
ასეთია აწყურის ღვთისმშობლის ხატიც - ყოვლადწმინდა ქალწულის პირველი გამოსახულება, რომელიც შემობრძანდა და დაემკვიდრა საქართველოში, რომლის მეშვეობითაც ივერიელებმა პირველად ვიხილეთ მფარველი და პატრონი ჩვენი ქვეყნისა.