ძველი სტილი
11 სექტემბერი
სამშაბათი
ახალი სტილი
24 სექტემბერი
სულთმოფენობიდან მე-15 შვიდეული. ხმა 5.
ხსნილი ხსნილი
წინა შაბათი ჯვართამაღლებისა. ღირსისა თეოდორა ალექსანდრიელისა (474-491); მოწამეთა: დიმიტრისა, ცოლისა მისისა ევანთიასი და ძისა მათისა დიმიტრიანესი (I); მოწამეთა დიოდორესი და დიდიმოსი, ასურელთა; მოწამისა იასი, სპარსეთს ვნებულისა (362-364); ღირსისა ევფროსინესი (IX); ღირსისა სილუანე ათონელისა (1938). წირვის შემდეგ კრწანისის ბრძოლაში (11.09.1795) თავდადებულ ქართველთა სულთა საოხად აღესრულება პანაშვიდი..
დღის ლოცვა
ღირსი თეოდორა ალექსანდრიელის კონდაკი:
ხორცნი განლიენ მარხვითა, მღვიძარებითა და ლოცვითა, და შემოქმედისა შენისა მიმართ ვედრებითა ცოდვათა შენთა მისატევებელად, ხოლო მიიღე სრულიად შენდობაი შეცოდებათა და გვიჩვენე ჩუენცა გზაი იგი შენდობისა სინანულითა.
დღის საკითხავები
ლიტ. - გალ. 204 დას. II, 21 - III, 7. ლკ. 11 დას. III, 23 - IV, 1. მოწ. - რომ. 99 დას. VIII, 28-39. მთ. 36 დას. X, 16-22.
გალ. II, 21 - III, 7.
21. არ უგულებელვყოფ ღვთის მადლს, რადგან თუ გამართლება რჯულისგანაა, მაშინ ამაოდ მომკვდარა ქრისტე.

1. ეჰა, უგუნურო გალატელნო! ვინ მოგნუსხათ ისე, რომ აღარ ემორჩილებით ჭეშმარიტებას? თქვენ, ვის თვალწინაც გამოისახა იესო ქრისტე, როგორც თქვენშივე ჯვარცმული?
2. მხოლოდ ეს მინდა ვიცოდე თქვენგან: რჯულის საქმეთაგან მიიღეთ სული თუ რწმენის შესმენით?
3. ნუთუ იმდენად უგუნურნი ხართ, რომ სულით დაიწყეთ და ხორცით კი ამთავრებთ?
4. ნუთუ ამაოდ დაითმინეთ ამდენი რამე? ოჰ, ნეტა მხოლოდ ამაოდ!
5. ვინც სულს გაძლევთ და სასწაულებს ახდენს თქვენს შორის, რჯულის საქმეებით ახდენს ამას თუ რწმენის შესმენით?
6. როგორც აბრაამმა ირწმუნა ღმერთი, და სიმართლედ შეერაცხა მას.
7. მაშ, იცოდეთ, რომ ვინც რწმენისაგან არიან, აბრაამის ძენი არიან.

ლკ. III, 23 - IV, 1.
23. ხოლო იესო ამ დროისათვის იყო ოცდაათი წლისა, და იყო, როგორც ეგონათ, ძე იოსებისა, ელისა,
24. მატთატისა, ლევისა, მელქისა, იანაისა, იოსებისა,
25. მატათიასი, ამოსისა, ნაუმისა, ესლისა, ნაგესი,
26. მაათისა, მატათიასი, სემეისა, იოსებისა, იუდასი,
27. იოანასი, რესასი, ზორობაბელისა, სალათიელისა, ნერისა,
28. მელქისა, ადისა, კოსამისა, ელმოდამისა, ერისა,
29. იოსესი, ელიეზერისა, იორეიმისა, მატთატასი, ლევისა,
30. სიმეონისა, იუდასი, იოსებისა, იონანისა, ელიაკეიმისა,
31. მელეასი, მაინანისა, მატათასი, ნათანისა, დავითისა,
32. იესესი, იობედისა, ბოოსასა, სალმონისა, ნაასონისა,
33. ამინადაბისა, არამისა, ესრომისა, ფარესისა, იუდასი,
34. იაკობისა, ისააკისა, აბრაამისა, თარასი, ნაქორისა,
35. სარუქისა, რაგავისა, ფალეკისა, ებერისა, სალასი,
36. კაინანისა, არფაქსადისა, სემისა, ნოესი, ლამექისა,
37. მათუსალასი, ენოქისა, იარედისა, მადელეილისა, კაინანისა,
38. ენოსისა, სეთისა, ადამისა, ღმრთისა.

1. სულით წმიდით აღვსილი იესო გამობრუნდა იორდანედან, და სულის მიერ გაყვანილ იქნა უდაბნოში.
რომ. VIII, 28-39.
28. ჩვენ ვიცით, რომ ღვთის მოყვარეთ, რომელნიც მისი განზრახვით არიან ხმობილნი, ყველაფერი შეეწევათ სასიკეთოდ.
29. რადგან ისინი, ვინც წინასწარ სცნო, წინასწარვე აირჩია თავისი ძის ხატის მსგავსებად, რათა იგი ყოფილიყო პირმშო მრავალ ძმას შორის.
30. ხოლო რომელნიც წინასწარ აირჩია, იგივენი იხმო, და რომელნიც იხმო, იგივენი გაამართლა, და რომელნიც გაამართლა, იგივენი განადიდა.
31. მერედა, რას ვიტყვით ამაზე? თუკი ღმერთი ჩვენსკენაა, მაშ, ვინღაა ჩვენს წინააღმდეგ?
32. ის, ვინც თავისი ძეც არ დაინდო, არამედ ყველა ჩვენგანისთვის გასწირა იგი, როგორღა არ მოგვანიჭებს მასთან ერთად ყოველს?
33. ვინ გაამტყუნებს ღვთის რჩეულთ? თვით ღმერთი ამართლებს მათ.
34. ანდა ვინ არის მსჯავრმდები? ქრისტე იესო მოკვდა, მაგრამ აღდგა კიდეც: იგია ღვთის მარჯვნივ, იგია მეოხი ჩვენი.
35. რა განგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: ვიწროება თუ ურვა, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, ანდა მახვილი?
36. (როგორც დაიწერა: „შენთვის გვხოცავენ ყოველდღე: ცხვრებად გვთვლიან, დასაკლავად განწირულებად“).
37. ყოველივე ამას ვძლევთ მისი წყალობით, ვინც შეგვიყვარა.
38. რადგანაც მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზნი და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო, ვერც მომავალი,
39. ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე და ვერც რაიმე სხვა ქმნილება ვერ განგვაშორებს ღვთის სიყვარულს ჩვენს უფალ ქრისტე იესოში.
მთ. X, 16-22.
16. აჰა, მე გგზავნით თქვენ როგორც ცხვრებს მგლების ხროვაში; მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველები, და უმანკონი, როგორც მტრედები.
17. ეკრძალეთ ადამიანებს, ვინაიდან ისინი მიგცემენ სამართალში და თავიანთ სინაგოგებში მათრახით გცემენ თქვენ.
18. და მიგიყვანენ ჩემს გამო მთავრებისა და მეფეების წინაშე, მათთვის და წარმართთათვის სამოწმებლად.
19. ხოლო როდესაც გაგცემენ, ნუ იზრუნებთ, როგორ ვთქვათ, ანდა რა ვთქვათო; ვინაიდან თავად მოგეცემათ მაშინ სათქმელი.
20. რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სული თქვენი მამისა ილაპარაკებს თქვენში.
21. და გასცემს ძმა სასიკვდილოდ ძმას, და მამა - შვილს; შვილები აღდგებიან მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ.
22. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო; ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მე მინდა, რომ ჩვენ ყველამ ერთად ვიგალობოთ ”ღირს არს ჭეშმარიტად”