ძველი სტილი
20 ივლისი
პარასკევი
ახალი სტილი
2 აგვისტო
მარხვა მარხვა
წმიდისა დიდებულისა წინასწარმეტყველისა ელია თეზბიტელისა (IX ს. ქრისტეს შობამდე); მოწამისა სალომე ქართველისა, სპარსთაგან წამებულისა (1272); მართლისა ილიასი (ჭავჭავაძე, 1907); ანგელოზის დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა ილია II-სი.
დღის ლოცვა
წინასწარმეტყველი ილია თეზბიტელის
ტროპარი:
წინასწარმეტყველო დიდო და პატიოსანო, რომელმან ლოცვითა შენითა განახმენ ცუარნი წვიმისანი და დასცენ მტერნი წინა-აღმდგომნი, ილია, დიდად სახელოვანო, მეოხ-გვეყავ ჩუენ.

ტროპარი: ხორცითა ანგელოზმან და წინასწარმეტყველთა თავმან, ქრისტეს მოსლვისა მეორემან წინამორბედმან, ილია ყოვლადდიდებულმან, ზეგარდმო მოანიჭა მადლი ელისეს სენთა ოტებად და კეთროვანთა განწმედად, და პატივისმცემელთა მისთა აღმოუცენებს კურნებასა და დიდსა წყალობასა.

კონდაკი: წინასწარმეტყუელო და წინასწარმხილველო დიდებულთა საქმეთა ღმრთისა ჩუენისათა, ილია დიდად სახელოვანო, რომელმან სიტყვითა შენითა დააყენე წყალ მდინარე იგი ღრუბელი, მეოხ გუეყავ ჩუენ მხოლოსა მიმართ კაცთმოყუარისა.
დღის საკითხავები
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
წმინდა დიდმოწამე ეფემია ბითვინიის ქალაქ ქალკედონში დაიბადა, იქვე აღიზარდა და იმავე ქალაქში ეწამა ქრისტესთვის. 16 (29) სექტემბერს მისი ხსენება აღინიშნება, ხოლო თერთმეტ ივლისს - იმ სასწაულისა, რომლითაც წმინდა დიდმოწამემ მრავალი განამტკიცა ქრისტეს ჭეშმარიტ სარწმუნოებაში.