
კრება დიდებულთა და ყოვლადქებულთა ათორმეტთა მოციქულთა: პეტრესი, ძმისა მისისა ანდრიასი, იაკობ ზებედესი, ძმისა მისისა იოანესი, ფილიპესი, ბართლომესი, თომასი, მათესი, იაკობ ალფესისა, იუდა იაკობისასი (თადეოზისა), სიმონ მოშურნესი და მატათასი; კეთილმორწმუნისა დინარა დედოფლისა (X). სვეტიცხოვლობა.
დღის ლოცვა
წმინდა ათორმეტ მოციქულთა კრება: პეტრესი, ძმისა მისისა ანდრიასი, იაკობ ზებედესი, ძმისა მისისა იოანესი, ფილიპესი, ბართლომესი, თომასი, მათესი, იაკობ ალფესისა, იუდა იოკობისისა (თადეოზისა), სვიმონ მოშურნესი და მატათასი
ტროპარი: მოციქულთა თავნო და ყოვლისა სოფლისა მოძღუარნო, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაითა მოსცეს სოფელსა მშვიდობაი და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.
კონდაკი: შენ, სარწმუნოებისა კლდესა, გადიდებს ქრისტე ბრწყინვალედ, ყოვლადპატიოსნებასა მოწაფეთასა და პავლეს თანა ყოველსა ათორმეტ რიცხვსა კრებულსა, რომელთა ხსენებისა აღმსრულებელნი სარწმუნოებით მადიდებელსა მათსა ვადიდებთ.