ძველი სტილი
10 ივნისი
კვირა
ახალი სტილი
23 ივნისი
სულთმოფენობიდან I, ყოველთა წმიდათა კვირიაკე. ხმა 8.
მსგეფსი მსგეფსი
ყოველთა წმიდათა კვირიაკე; პეტრეპავლობის მარხვის აღება. მღვდელმოწამისა ტიმოთესი, პრუსიელი ეპისკოპოსისა (361-363); მოწამეთა: ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (დაახლ. 313); ღირსისა თეოფანე ანტიოქიელისა და ღირსისა დედისა პანსემნისა (363); ბასიანე ლავდიელი ეპისკოპოსისა (409). ღირსი თამარ აღმსარებლისა (მარჯანიშვილი, 1869-1936).
სულთმოფენობიდან 1, ყოველთა წმინდათა კვირა

ტროპარი:
მაღლითა გარდამოხედ მაცხოვარო ჩუენო, ჯუარცმაი თავს იდებ და სამისა დღისა დაფლვაი, რაითა ჩუენ განმანთავისუფლნე ცოდვათა ჩუენთაგან, ცხოვრებაო და აღდგომაო ჩუენო, უფალო, დიდება შენდა.

ტროპარი: მოციქულნო და წინასწარმეტყუელნო, მღვდელმთავარნო, მოწამენო და ნეტარნო მამანო, მამამთავარნო და ქალწულნო, და ყოველნო წმიდანო, ღმრთისანო, მეოხ-გუეყვენით წინაშე ღმრთისა.

ტროპარი: ყოვლისა სოფლისა წამებულთა მოწამეთა სენთა სისხლნი, ვითარცა პორფირი და ბისონი ჰმოსიან ეკჯლეისასა და მათ მიერ გევედრებით: ქრისტე ღმერთო, მშვიდობაი სოფელსა მოანიჭე და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

კონდაკი: სოფლისა შემოქმედისა პირველ ნაყოფად, მხსნელო შესწირავს შენდა სოფელი მხნეთა მოწამეთა და გევედრების: მათითა ოხითა მშვიდობაი მომადლე ეკლესიასა და ერსა და ქალაქსა და სოფელსა შენსა და იხსნენ ყოვლისაგან ჭირისა ვედრებითა ღმრთისმშობელისათა.
დღის საკითხავები
ცისკ. - სახ. I, მთ. 116 დას. XXVIII, 16-20. ლიტ. - ებრ. 330 დას. XI, 33 - XII, 2. მთ. 38 დას. X, 32-33, 37-38; XIX, 27-30. ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 38 დას. X, 32-36; XI, 1.
მთ.  XXVIII, 16-20.

16. ხოლო თერთმეტი მოწაფე გალილეას წავიდა, იმ მთაზე, იესომ რომ დაუთქვა მათ.
17. იხილეს იგი და თაყვანი სცეს; ხოლო ზოგიერთი შეეჭვდა.
18. მიუახლოვდა იესო და უთხრა მათ: მომეცა მე მთელი ხელმწიფება ცაზედაც და მიწაზედაც.
19. მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით;
20. ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ; და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიღრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ.
ებრ. XI, 33 - XII, 2.
33. რწმენით რომ ამარცხებდნენ სამეფოებს, აღასრულებდნენ სიმართლეს, იღებდნენ აღთქმას, პირს უკრავდნენ ლომებს,
34. შრეტდნენ ცეცხლის ძალას, თავს აღწევდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლერებისგან, მძლავრობდნენ ომში, აოტებდნენ უცხოთა ლაშქარს.
35. ქალებს აღმდგარნი უბრუნდებოდნენ თავიანთი მკვდრები, სხვები კი ეწამებოდნენ და უარს ამბობდნენ გამოხსნაზე, რათა გამხდარიყვნენ უკეთესი აღდგომის ღირსნი.
36. სხვებმა დაითმინეს გმობა და გვემა, სხვებმა კი - ბორკილები და დილეგი.
37. იყვნენ ჩაქოლილნი, შუაზე გადახერხილნი, ხმლით განგმირულნი, ცხვრისა თუ თხის ტყავებით მოარულნი, გაჭირვებულნი, ურვილნი, ძვირხილულნი (რომელთა ღირსიც არ იყო ქვეყანა),
38. უდაბნოებსა თუ კლდე-ღრეში მოხეტენი, მღვიმეებსა და ნაპრალებს შეფარებულნი.
39. ყოველ მათგანს კეთილი მოწმობა ჰქონდა თავისი რწმენის წყალობით, მაგრამ ვერ მიიღეს აღთქმული,
40. რადგანაც ღმერთმა წინასწარ განჭვრიტა ჩვენთვის უმეტესი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ ვერ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი.

1. ამიტომ ჩვენც, რაკიღა ღრუბელივით გარს გვახვევია ესოდენ მრავალი მოწმე, ჩამოვიშოროთ ყოველგვარი სიმძიმე თუ ხელ-ფეხ შემკვრელი ცოდვა და მოთმინებით გავლიოთ ჩვენს წინაშე მდებარე სარბიელი.
2. თვალი მივაპყროთ იესოს, რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფს, მის წინაშე მდებარე სიხარულის წილ რომ დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და დაჯდა ღვთის ტახტის მარჯვნივ.
მთ. X, 32-33, 37-38; XIX, 27-30.
32. ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.
33. ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.

37. ვისაც მამა ან დედა ჩემზე ზეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი;
38. ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, არ არის ჩემი ღირსი.

27. მაშინ პეტრემ მიუგო და უთხრა მას: აი, ჩვენ მივატოვეთ ყველაფერი და გამოგყევით; რა გვექნება ჩვენ?
28. ხოლო იესომ მიუგო მათ: ჭეშმარიგად გეუბნებით, რომ ვინც მე გამომყევით, მეორედ შობისას, როცა ძე კაცისა დაჯდება თავისი დიდების ტახტზე, - ერთად დასხდებით თორმეტ ტახტზე ისრაელის თორმეტი ტომის განსჯად.
29. და ყველა, ვინც მიატოვებს თავის სახლს, ან თავის და-ძმას, თავის ცოლ-შვილს თუ დედ-მამას, ანდა თავის ადგილ-მამულს ჩემი სახელის გულისთვის, ასმაგად მიიღებს საზღაურს და საუკუნო სიცოცსლეს დაიმკვიდრებს.
30. მაგრამ მრავალი პირველი იქნება უკანასკნელი, და უკანასკნელი - პირველი.
გალ. V, 22 - VI, 2.
22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა,
23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული.
24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ.
25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ.
26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი.

1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში.
2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.
მთ. X, 32-36; XI, 1.
32. ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.
33. ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.
34. ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი, რათა მშვიდობა მომეტანა ამ ქვეყნად; მშვიდობის მომტანად კი არ მოვედი, არამედ მახვილისა.
35. ვინაიდან მოვედი, რათა გავყარო ვაჟი მამამისს, ქალი - დედამისს, და რძალი - დედამთილს მისას.
36. და კაცს მტრებად ვუქციო მისი სახლეულნი.

1. და როდესაც დაასრულა იესომ შეგონება თავისი თორმეტი მოწაფის მიმართ, წავიდა იქიდან მათს ქალაქებში სასწავლად და საქადაგებლად.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
Pleas creat article