ძველი სტილი
31 მაისი
ხუთშაბათი
ახალი სტილი
13 ივნისი
ხსნილი ხსნილი
ღირსისა დავით გარეჯელისა და მოწაფისა მისისა ლუკიანესი (VI-VII). მამადავითობა თბილისში (გარდამავალია, მოიხსენიება ამაღლების შემდგომ ხუთშაბათს). მოციქულისა ერმისა, სამოცდაათთაგანისა (I); მოწამისა ჰერმესისა (II); მოწამისა ფილოსოფოსისა (III).
ღირსი მამა დავით გარეჯელის

ტროპარი:
ოფლითა მით მოღვაწებისათა, განზავებულნი ცრემლთა წყარონი ძღუნად მიუპყრენ აწ სავედრებელად მეუფესა, და ითხოვე აღორძინებაჲ მისი, რამეთუ ცრემლით სთესე, და სიხარულით მოიმკენ ნაყოფნი უდაბნოსანი, ჰოი დავით, ბრწყინვალებაო სოფლისაო, და მეოხო სულთა ჩუენთაო.

ტროპარი: საზრდელითა პირუტყელითა იზრდებოდი სიბრძნითა და ცხოვრებითა ანგელოზებრ სცხოვრებდი, სანატრელო გარეჯელო დავით, დასცნენ მტერნი ჩვენნი, ვითარცა ვეშაპნი იგი.

კონდაკი: შუამდინარით აღმოხედ ვარსკულავი ყოვლად-ბრწყინვალე, და მოიწიე უდაბნოდ გარესჯად და მიერითგან მოსლვითა შენითა, ვითარცა სამოთხე ნერგთაგან წმიდათა სცენდებიან, ნერგნი სიტყვიერნი, რომელთათვის ოხასა ნუ დააცადებ, დავით სანატრელო.
დღის საკითხავები
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
წმინდა ირინე პირველ საუკუნეში ცხოვრობდა. მან მრავალი ტანჯვა დაითმინა ქრისტეს სჯულის დასაცავად, ბევრი სასწაული მოახდინა და ათასობით ადამიანი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.